კეკელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, ის ამას "მომაბეზრებელ ფლირტებს" უწოდებს
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორსა და მწერალს, გიორგი კეკელიძეს რამდენიმე ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სხვადასხვა ჯგუფში არაერთხელ დაწერილა. ქალებმა საჯაროდ საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც გიორგი კეკელიძე ერთ-ერთი იყო იმ 7 კაცი მწერალიდან, რომელსაც "ქალების გაძლიერებაზე" წიგნი დააწერინეს.
On.ge ესაუბრა ტაო ჭალიძეს. როგორც ის გვიყვება, დაახლოებით 7-8 წლის წინ კეკელიძე Facebook-ით დაუკავშირდა და სექსი შესთავაზა. ტაო ამბობს, რომ მიუხედავად მისი უარისა, კეკელიძე კომუნიკაციას სხვადასხვა გზით ცდილობდა, გაიგო მისი ტელეფონის ნომერიც და ურეკავდა კიდეც.
"სექსს მთავაზობდა აქტიურად. მეუბნებოდა, რომ ბევრ ჩემს დაქალთან ჰქონია სექსი და მაგით ცდილობდა "შებმას". ვპასუხობდი, რომ არ მაინტერესებდა მასთან ურთიერთობა. ერთხელ რაღაც ქურთუკების ფოტო გამოვაქვეყნე, რომელი ვიყიდო-მეთქი და მომწერა, ყველა იყიდე, მე გიყიდიო. რაღაცების ყიდვას მთავაზობდა ხოლმე. მას შემდეგ, რაც აღარ ვპასუხობდი, ტელეფონის ნომერი გაარკვია და მირეკავდა ხოლმე. დღემდე არ ვიცი, საიდან გაიგო ნომერი. ისევ სექსს მთავაზობდა, ხან რაღაც სისულელეებს მეკითხებოდა, მაგალითად, სად ვყიდულობდი კოლგოტებს, ჩემი მეგობარი გოგოსთვის მინდაო.
ფეისბუქზეც დავბლოკე და ტელეფონზეც. ბოლო გადაკვეთა, თუ სწორად მახსოვს, 2015 წელს გვქონდა. გამომცემლობაში ვმუშაობდი, რაღაც გადაცემა ჰქონდა რადიოში, გამომცემლობიდან სტუმარი უნდოდა და შენ მოდიო. ამ გზით ეცადა ჩემთან კონტაქტს და სასტიკი უარი განვაცხადე წასვლაზე. როგორც ვიცი, ჩემს უფროსს უთანხმებდა, რომ გადაცემაში მივსულიყავი. უფროსთან მქონდა კომუნიკაცია, მე მაგ ადამიანთან ფეხს არ მივადგამ-მეთქი", — გვიყვება ტაო.
მისი თქმით, ეს ყველაფერი დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც ძალიან დამთრგუნველი და შემაწუხებელი იყო.
"საშინლად მსტრესავდა ამ ადამიანის მოგერიება. იმდენად დიდი ზიზღის გრძნობა გამიჩინა მისმა ქმედებებმა, რომ დღემდე ტანში მცრის ეგ კაცი რომ მახსენდება".
ტაომ ამის შესახებ Facebook-ზეც დაწერა. პოსტს არაერთი ქალი გამოეხმაურა. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ კეკელიძე კომპლიმენტებს მაშინ უგზავნიდა, როცა არასრულწლოვნები იყვნენ. On.ge ცდილობს მათთან და სხვა ქალებთან დაკავშირებას.
კომენტარების ავტორებს შორის არის სოფია კენჭიაშვილიც, რომელიც გვიყვება, რომ კეკელიძე წლების განმავლობაში სთხოვდა "ეროტიკული ფოტოების" გადაგზავნას, მათ შორის მაშინაც, როცა ორსულად იყო.
"ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, იმ დროიდან, როცა არანაირი შეხება არ ჰქონდა არც ბიბლიოთეკასთან, არც წიგნები ჰქონდა გამოცემული. მქონდა ჩვეულებრივი, მეგობრული მიმოწერა, ფეიჯიც არ ჰქონდა მაშინ, პერსონალური პროფაილი იყო. ნელ-ნელა დაიწყო და მერე პერმანენტულად მთხოვდა ნუდების გაგზავნას. მაგრამ სიტყვა ნუდი მაშინ არ იყო ისეთი ტრენდული, როგორიც ახლაა. ეროტიკულ, სექსუალურ ფოტოებს ეძახდა. ვუტარებდი, არ ვცხოვრობდი საქართველოში და შორიდან ფეხებზე მეკიდა. დავსინავდი ან სმაილს ჩავუგდებდი და სულ ეს იყო.
2015 წელს ჩამოვედი, მაგისგან წიგნი ვიყიდე, მეგობრისთვის მინდოდა მეჩუქებინა და ავტოგრაფი მჭირდებოდა. მივაკითხე ბიბლიოთეკაში. ამის შემდეგ დაიწყო შემოტევა. მეუბნებოდა, გადაიღე ჩემს წიგნთან ერთად ეროტიკული ფოტო და გამომიგზავნეო. როცა მწერდა, "სოფია, როგორ ხარ?", ვიცოდი, რომ მეორე კითხვა იქნებოდა — "სად არის ფოტო?" 2016 წლის დასაწყისში მორიგ "როგორ ხარ"-ზე მივწერე, რომ ბავშვს ველოდები, მეგონა ამის შემდეგ თავს დამანებებდა და აღარ მომთხოვდა ფოტოებს. ვითომც არაფერი, ისევ გააგრძელა", — გვიყვება სოფია.
მისი თქმით, კეკელიძისგან მუდმივად ფოტოების მოთხოვნა სასიამოვნო არ იყო და ეს ყველაფერი მაშინ შეწყდა, როცა გიორგი კეკელიძემ ფეისბუქის პროფილი გააუქმა და ფეისბუქგვერდი გააკეთა.
"მთელ ამ მოთხოვნას ფონად ის გასდევდა, რომ 2007-ში მოდელი ვიყავი და ფლეიბოისთვის თუ გადაიღე, ჩემი წიგნისთვის რა გახდაო, თითქოს გავალდებულებენ. რომ ვთქვა, ფსიქიკური ზიანი მომადგა-მეთქი, არ ვიქნები სწორი, ფეხებზე მეკიდა, მაგრამ არ იყო სასიამოვნო. არ არსებობდა მაგ კაცისთვის მორალური ზღვარი, რომლის იქითაც აღარ შეიძლება ნაბიჯის გადადგა. ბღლარძუნს რომ ეძახის თვითონ, არ არის ეს არც ბღლარძუნი და არც ფლირტი, ფეხმძიმე ქალს ნუდების გამოგზავნას რომ თხოვ. შენ თუ ბღლარძუნობ, მე ვფიქრობ, რომ ავადმყოფი ხარ", — ამბობს სოფია.
მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, Facebook-ზე პოსტი გიორგი კეკელიძემაც გამოაქვეყნა. ის მისი მხრიდან "მომაბეზრებელ ფლირტს" ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ეს წლების წინ იყო და ამის შემდეგ ბევრი რამ გადააფასა.
"წლების წინ, ჩემი ზედმეტად აქტიური და პირდაპირ დავწერ — მომაბეზრებელი ფლირტების გამო, შეიძლება ვინმეს რამე ინტერპრეტაციის საფუძველი მივეცი. არ ვიცი, ვერ გეტყვით. მას მერე ბევრი რამ გადავაფასე, ძალიან ბევრი და ზოგადად უკიდურესად მრცხვენია იმ მობღლარძუნე პერიოდის. ეს ახლა კი არა, მანამდეც არაერთხელ მითქვამს არაერთი მათგანისთვის. ამის გამოც ბოდიშს ვიხდი", — დაწერა მან.
დაახლოებით ერთ საათში Facebook-ზე კეკელიძის ეს პოსტი გაქრა, თუმცა გთავაზობთ სქრინს:
მოგვიანებით მან ახალი პოსტი დაწერა, სადაც სიტყვა "ფლირტი" დარჩა, თუმცა "მომაბეზრებელი" — აღარ. კეკელიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ "ძალადობრივი" არაფერი ჩაუდენია.
"ჩემს ცხოვრებაში წლების წინ (თუმცა წლებს მნიშვნელობა ნაკლებად აქვს), იყო სრულიად მიუღებელი დრო. სრულიად. ამას ვერ ვაცნობიერებდი მაშინ — ოდნავაც, მაგრამ დღეს გეტყვით პირდაპირ და უხეშად — გული მერევა იმ საკუთარ თავზე, იმ ფლირტებზე, რომელსაც შეეძლო ინტერპრეტაციის დაშვება ან გაუცნობიერებელი ზიანის მოტანა. ამას პირველ რიგში ვწერ მათთვის, ვისაც გიორგი კეკელიძე ღმერთივით კაცი ჰგონია და აქ ბევრია ასეთი. მეც ადამიანი ვარ, უამრავი შეცდომით. ძალიან ბევრით. რაც შეეხება უშუალოდ ქალებს, არაერთი მათგანისთვის წლების მერე ბოდიში მომიხდია, სწორედ ამ სიტყვით — "გულისრევა". ზოგისთვის თუ არ, ახლა ვუხდი ბოდიშს. თუმცა ძალადობრივი არაფერი ჩამიდენია. არასდროს. და ამას ვერ და არ დავიბრალებ", — წერს კეკელიძე.
მისი თქმით, მზადაა საქმიანობა შეაჩეროს ყველა სფეროში და შეხვდეს ყველა ორგანიზაციას, ვისაც სურვილი აქვს, "ფემინისტურს თუ სხვას", ვინც კომპეტენტურია, რათა მოუსმინოს, უპასუხოს და გადაწყვიტოს.
უხეშად თუ ვიტყვით, სწორედ "მომაბეზრებელ ფლირტს" ჰქვია სექსუალური შევიწროება. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სექსუალური შევიწროება არის არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება, ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა. ხშირად ცდილობენ სექსუალური შევიწროებისა და ფლირტის გაიგივებას, რაც არასწორია, რადგან შევიწროებას ფლირტისგან განასხვავებს მისი არასასურველობა.
საქართველოს კანონმდებლობით სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ისჯება, ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევთ, რომ სექსუალურად შეგავიწროვეს სამსახურში, უნდა მიმართოთ სასამართლოს ან სახალხო დამცველს, ხოლო თუ ეს მოხდა საჯარო სივრცეში — პოლიციას.
- საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა ჯარიმდება 300 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში — 500 ლარით.
- შესაძლებელია გამასწორებელი სამუშაოებიც ერთ თვემდე ვადით.
- იგივე ქმედება არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით — გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით.
- ერთი წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში გამოიწვევს 800-დან 1 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.
-
საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 45 წლამდე კაცებისთვისაც უფასო გახდა საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 45 წლამდე კაცებისთვისაც უფასო გახდა
გადახედვა
-
ადვოკატი: ირაკლი ღარიბაშვილი არის მხნედ ადვოკატი: ირაკლი ღარიბაშვილი არის მხნედ
გადახედვა
-
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ინტერნეტის გამორთვა მოხდა ირანელი ხალხის უსაფრთხოების გამო მოხდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ინტერნეტის გამორთვა მოხდა ირანელი ხალხის უსაფრთხოების გამო მოხდა
გადახედვა
-
სპს: ალეკო ელისაშვილი უზრუნველყოფილია შესაძლებლობით, დაიცვას პირადი ჰიგიენა სპს: ალეკო ელისაშვილი უზრუნველყოფილია შესაძლებლობით, დაიცვას პირადი ჰიგიენა
გადახედვა
-
მზის ენერგიის გამოყენება — ახალი კურსი საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე მზის ენერგიის გამოყენება — ახალი კურსი საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე
-
შექმნეს სატესტო მანეკენი, რომელმაც ავტოავარიებში ქალები შესაძლოა უკეთ დაიცვას შექმნეს სატესტო მანეკენი, რომელმაც ავტოავარიებში ქალები შესაძლოა უკეთ დაიცვას
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: ერთი თვის განმავლობაში არ მაძლევდნენ საშუალებას, რომ ფრჩხილების საკვნეტი მეყიდა ალეკო ელისაშვილი: ერთი თვის განმავლობაში არ მაძლევდნენ საშუალებას, რომ ფრჩხილების საკვნეტი მეყიდა
გადახედვა
-
უკვე ცნობილია, როდის განხორციელდება ასტრონავტების "სამედიცინო ევაკუაცია" უკვე ცნობილია, როდის განხორციელდება ასტრონავტების "სამედიცინო ევაკუაცია"
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსი X CONTACT — პირველი სრულმასშტაბიანი AI-ვიდეო კრეატიულ კომუნიკაციაში თეგეტა მოტორსი X CONTACT — პირველი სრულმასშტაბიანი AI-ვიდეო კრეატიულ კომუნიკაციაში
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანები შხამიან ისრებს 60 000 წლის წინაც იყენებდნენ ახალი კვლევის თანახმად, ადამიანები შხამიან ისრებს 60 000 წლის წინაც იყენებდნენ
გადახედვა
-
ტარიფებსა და სავაჭრო ომებს გამარჯვებულები არ ჰყავთ და იძულება და ზეწოლა პრობლემებს ვერ გადაჭრის — ჩინეთი დონალდ ტრამპს გამოეხმაურა ტარიფებსა და სავაჭრო ომებს გამარჯვებულები არ ჰყავთ და იძულება და ზეწოლა პრობლემებს ვერ გადაჭრის — ჩინეთი დონალდ ტრამპს გამოეხმაურა
გადახედვა
-
Mattel-მა აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირველი ბარბი გამოუშვა Mattel-მა აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირველი ბარბი გამოუშვა
გადახედვა
- ერთიანი ნეიტრალური საქართველო მთავრობას მოუწოდებს, აგრარული პოლიტიკის განსაზღვრისას EU-ს პრიორიტეტებით არ იხელმძღვანელოს ერთიანი ნეიტრალური საქართველო მთავრობას მოუწოდებს, აგრარული პოლიტიკის განსაზღვრისას EU-ს პრიორიტეტებით არ იხელმძღვანელოს
-
"გაშიშვლებას მთხოვდნენ, გერმანული გვარის გამო მეძახდნენ ფაშისტს და მოღალატეს" — ნანა სანდერი ციხეში შიმშილობის დაწყებას აანონსებს "გაშიშვლებას მთხოვდნენ, გერმანული გვარის გამო მეძახდნენ ფაშისტს და მოღალატეს" — ნანა სანდერი ციხეში შიმშილობის დაწყებას აანონსებს
გადახედვა
-
პათეტიკური მონოლოგები — თემო რეხვიაშვილის გზა მწერლობასა და თეატრში პათეტიკური მონოლოგები — თემო რეხვიაშვილის გზა მწერლობასა და თეატრში
-
Apple თავის ვირტუალურ ასისტენტში ხელოვნურ ინტელექტ Gemini-ს ჩააშენებს Apple თავის ვირტუალურ ასისტენტში ხელოვნურ ინტელექტ Gemini-ს ჩააშენებს
გადახედვა
- Bloomberg: ირანმა რუსეთს $2.7 მლრდ-ის რაკეტები გაუგზავნა Bloomberg: ირანმა რუსეთს $2.7 მლრდ-ის რაკეტები გაუგზავნა
-
"არ ესმით [შვილებს] რატომ უნდა დაიჭირონ მამა, რომელსაც ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებია" — მარიამ თამაზაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე "არ ესმით [შვილებს] რატომ უნდა დაიჭირონ მამა, რომელსაც ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებია" — მარიამ თამაზაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე
გადახედვა
-
საია: რეალური მართლმსაჯულების აღსრულება მზიას გამარჯვებით უნდა დასრულდეს საია: რეალური მართლმსაჯულების აღსრულება მზიას გამარჯვებით უნდა დასრულდეს
გადახედვა
-
ირანელ დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ ირანელ დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი საედ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი საედ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის შეხვდა
გადახედვა


კომენტარები