ბუჩუკურის თქმით, ამომრჩევლის მოსყიდვისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევები დააფიქსირეს
ფოტო: საქართველოსთვის
პარტია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ამომრჩევლის მოსყიდვასა და ხმის მიცემის პროცესის ფარულობის დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ შემთხვევების ნამდვილობის დამადასტურებელი ვიდეო-აუდიო მტკიცებულებები აქვთ.
ბუჩუკურის ცნობით, თბილისში, N32 უბანზე, ქართული ოცნების უბნის უფროსი ხათუნა ჯანგიძე სოციალურად დაუცველ პირთან არკვევდა, "ჩაერიცხა თუ არა მას დაპირებული 50 ლარი". მისივე თქმით, თავად აღნიშნული პირი, ეთნიკურ უმცირესობებს სოციალური დახმარების განაცხადის ქართულ ენაზე შევსებაში ეხმარება და სანაცვლოდ მათ არჩევნებზე ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემას სთხოვს.
ბუჩუკურმა ისაუბრა დარღვებზე სხვადასხვა რეგიონში. მისი ცნობით, კახეთში, ახალსოფელის მე-10 უბანზე ქართული ოცნების წარმომადგენელი არიგებდა თანხას, რისი ვიდეო მტკიცებულებაც არსებობს.
"ასევე ვიდეო მტკიცებულება არსებობს აბაშაში N2 უბანზე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე. დაფიქსირებულია იმ ავტომობილის ნომერიც, საიდანაც ხორციელდებოდა მოსყიდვის ფაქტი. აუდიო-ვიდეო მტკიცებულებით დაფიქსირებულია ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, 35-ე უბანზე განხორციელებული ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი. კერძოდ, ვიდეოში ჩანს, რომ სოფელ ეწერში თამაზ კვანტიძე გადასცემს ფულს ამომრჩეველს. ამასთანავე, ვიდეოში ასევე ჩანს, რომ ერთ-ერთი ამომრჩეველი პირდაპირ ადასტურებს მოსყიდვის, ფულის გადაცემის და აღების ფაქტებს", — განაცხადა ბუჩუკურმა.
მისი თქმით, ასევე ჩხოროწყუს რაიონში, ახუთის N4 საარჩევნო უბანში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ — პაატა ქაჯაიამ თანხა გადასცა მოქალაქეს (სავარაუდოდ ოცნების მხარდამჭერი და შტაბის წევრი), რაც ასახულია ვიდეოზე.
ბუჩუკური აცხადებს, რომ სისტემურ ხასიათს ატარებს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები. მისი თქმით, მცხეთაში 27-ე ოლქის მე-9 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა რწმუნებულის და მისი მოადგილის მიერ საარჩევნო პროცედურების უხეში დარღვევის ფაქტები. კერძოდ, ნიჩბისის რწმუნებული დავით ხიზანიშვილი და მისი მოადგილი ლალი გუბათაშვილი ეწევიან აგიტაციას საარჩევნო უბანზე.
"აღნიშნულზე ჩვენ გვაქვს შესაბამისი ფოტო-მტკიცებულება, საიდანაც ნათლად ჩანს, თუ როგორ მიყავს რწმუნებულს ამომრჩეველი უბანზე. აღნიშნული წარმოადგენს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული აგიტაციის წესების დარღვევას", — ამბობს ბუჩუკური.
ასევე, მისივე ცნობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში, 27-ე ოლქის მე-13 უბანზე ამომრჩეველს კენჭისყრის კაბინაში შეყვა კომისიის წევრი/რეგისტრატორი მახრამ მახრამოვი. ბუჩუკირი ამბობს, რომ ეს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაა.
"ზემოაღნიშნულის გარდა, გვაქვს ინფორმაცია, რომ უბნებზე ქართული ოცნების წარმომადგენლებს მიეცათ ახალი დავალება, რომ საარჩევნო ბიულეტენები არ დაამოწმონ ბეჭდით იმ შემთხვევაში, თუ ეჭვი ეპარებათ, რომ ამომრჩეველი ქართული ოცნების მომხრეა. ასეთ შემთხვევაში, დაუმოწმებელი ბიულეტენი ბათილდება. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ყურადღება მიაქციონ, რომ მათი საარჩევნო ბიულეტენები იყოს ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული. ახალციხეში N37 ოლქის 19-ე უბანზე საარჩევნო უბანზე ადგილი აქვს ფარულობის დარღვევის ფაქტს, რაც დაფიქსირებულია აუდიო-ვიდეო ჩანაწერზე", — ამბობს ის.
ასევე, ბუჩუკურის ცნობით, მთელ რიგ საარჩევნო უბნებში, ფარული კენჭისყრის კაბინის თავზე დამონტაჟებულია კამერები, საიდანაც შესაძლებელია ხმის მიცემის პროცედურის დაფიქსირება.
"აღნიშნულთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ ეს კამერები გამორთულია. თუმცა, აღნიშნული ცალსახად ფასდება, როგორც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის და ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტი.ასევე, საარჩევნო უბნებზე, რეგისტრატორების მიერ მასობრივად და სისტემურად, ხაზს ვუსვამ მასობრივად და სისტემურად ხდება ამომრჩევლის პირადი მონაცემების (სახელი, გვარი პირადი ნომერი), ტელეფონის საშუალებით დისტანციურად გადაცემის ფაქტები. პირბადის ქვეშ დამალული ყურსასმენების მიკროფონებით, რეგისტრატორები უბანში შესული ყველა პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას, სავარაუდოდ ქართული ოცნების კოორდინატორებს გადასცემენ", — აცხადებს პარტია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი.
დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მერებს და საკრებულოების წევრებს ირჩევს. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულებას არ აპირებს.
-
ნახეთ — ბრწყინვალე ფოტოები ბუნებას ახლებურად გვაჩვენებს ნახეთ — ბრწყინვალე ფოტოები ბუნებას ახლებურად გვაჩვენებს
გადახედვა
-
AI ჩატბოტები ადამიანების პერსონალურ მონაცემებს ავრცელებენ AI ჩატბოტები ადამიანების პერსონალურ მონაცემებს ავრცელებენ
გადახედვა
-
როგორ "გამოიყურება" სუნი — ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ყნოსვის რუკა შექმნეს როგორ "გამოიყურება" სუნი — ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ყნოსვის რუკა შექმნეს
გადახედვა
-
Zara-ს მონაცემთა გაჟონვა — შეტევის შედეგად 200 000 მომხმარებელი დაზარალდა Zara-ს მონაცემთა გაჟონვა — შეტევის შედეგად 200 000 მომხმარებელი დაზარალდა
გადახედვა
-
რატომ არ შეიძლება ზღვის წყლის დალევა? რატომ არ შეიძლება ზღვის წყლის დალევა?
-
აშშ-ში ნეონაცისტური ჯგუფის ლიდერ მიხეილ ჩხიკვიშვილს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს აშშ-ში ნეონაცისტური ჯგუფის ლიდერ მიხეილ ჩხიკვიშვილს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სიძულვილის დათესვასთან დაპირისპირება ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა ირაკლი კობახიძე: სიძულვილის დათესვასთან დაპირისპირება ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: სიძულვილის თუ ზიზღის ენის გამოყენება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია შალვა პაპუაშვილი: სიძულვილის თუ ზიზღის ენის გამოყენება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე კენიის პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე კენიის პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
ქეიტ ბლანშეტის თქმით, ჰოლივუდმა #MeToo-ს ტალღა ნაადრევად დაივიწყა ქეიტ ბლანშეტის თქმით, ჰოლივუდმა #MeToo-ს ტალღა ნაადრევად დაივიწყა
გადახედვა
-
10 ისტორიული ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ფოტოშოპი გუშინ არ გამოუგონიათ 10 ისტორიული ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ფოტოშოპი გუშინ არ გამოუგონიათ
გადახედვა
-
ნეანდერტალელები კარიესის სამკურნალოდ ქვის "ბჟენს" იყენებდნენ — კვლევა ნეანდერტალელები კარიესის სამკურნალოდ ქვის "ბჟენს" იყენებდნენ — კვლევა
გადახედვა
-
კოშკურა ამწის პროფესიონალური მონტაჟი: პროექტის უწყვეტობის გარანტი კოშკურა ამწის პროფესიონალური მონტაჟი: პროექტის უწყვეტობის გარანტი
-
ქვიზი: როგორ იცნობ მსოფლიოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია) ქვიზი: როგორ იცნობ მსოფლიოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია)
-
შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში დაპატიჟა შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში დაპატიჟა
გადახედვა
-
თავი მაღლა, თვალები მიზანზე და მოძრაობა მხოლოდ წინ | თამრი ხურცილავა, სუხიშვილების მოცეკვავე თავი მაღლა, თვალები მიზანზე და მოძრაობა მხოლოდ წინ | თამრი ხურცილავა, სუხიშვილების მოცეკვავე
-
"ძლიერი საქართველო — ლელო" ფართომასშტაბიანი ამნისტიის ინიციატივით გამოდის "ძლიერი საქართველო — ლელო" ფართომასშტაბიანი ამნისტიის ინიციატივით გამოდის
გადახედვა
-
ალექსანდრე დარახველიძე: ახალი სამმართველოს მიზანია ისეთი გარემო იყოს, რომელშიც ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში ხდება საკითხების განხილვა ალექსანდრე დარახველიძე: ახალი სამმართველოს მიზანია ისეთი გარემო იყოს, რომელშიც ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში ხდება საკითხების განხილვა
გადახედვა
-
GOT-ის გადაღებებისას მჯეროდა, რომ სიკვდილისთვის ვიყავი განწირული — ემილია კლარკი თავის ტვინის სისხლჩაქცევას იხსენებს GOT-ის გადაღებებისას მჯეროდა, რომ სიკვდილისთვის ვიყავი განწირული — ემილია კლარკი თავის ტვინის სისხლჩაქცევას იხსენებს
გადახედვა
-
ზურა სიხარულიძე: წარმოდგენაც მიჭირს, რა რაოდენობის ნარკოტიკი ტრიალებს დღეს ქვეყანაში ზურა სიხარულიძე: წარმოდგენაც მიჭირს, რა რაოდენობის ნარკოტიკი ტრიალებს დღეს ქვეყანაში
გადახედვა
-
ამ ქვეყანაში თავი კიდევ ერთხელ მეორეხარისხოვნად ვიგრძენი — ჯეიჰუნ მუჰამედალი შიო III-ის ქადაგებაზე ამ ქვეყანაში თავი კიდევ ერთხელ მეორეხარისხოვნად ვიგრძენი — ჯეიჰუნ მუჰამედალი შიო III-ის ქადაგებაზე
გადახედვა
კომენტარები