ბანგარანგა — რას ნიშნავს სიტყვა, რომელიც მთელ ევროპას პირზე აკერია
ფოტო: EBU
შაბათ საღამოს შემდეგ თუ თავში მხოლოდ ერთი სიტყვა გიტრიალებთ — ბანგარანგა, ბანგარანგა — მარტო ნამდვილად არ ხართ. ბოლოს და ბოლოს, ამ სახელწოდების მქონე სიმღერამ მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსი მოიგო.
საუბარია 27 წლის ბულგარელი პოპვარსკვლავის, დარას, იმავე დარინა იოტოვას, სიმღერაზე Bangaranga, რომელმაც წლევანდელ საიუბილეო ევროფესტივალზე ჟიურისა და ტელემაყურებლის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ბულგარეთისთვის კონკურსზე პირველი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.
თუმცა, დარას ჯერ კიდევ მოგებამდე გამუდმებით ეკითხებოდნენ, როგორ განიმარტებოდა "ბანგარანგა" და რა სათქმელი ჰქონდა მის საკონკურსო სიმღერას. ამიტომ, მომღერალმა, რომელიც ამავდროულად სიმღერის თანაავტორიცაა, ინსტაგრამზე საგანგებო პოსტიც კი მიუძღვა სიტყვის და კომპოზიციის მნიშვნელობის ახსნას.
დარას თქმით, სიმღერა უძველესი ბულგარული საკულტო-სარიტუალო წარმოდგენის შემსრულებლებით, კუკერით, არის შთაგონებული. კუკერი კაცები წინათ ბოროტი სულების განსადევნად სპეციალურ კოსტიუმებში გამოეწყობოდნენ ხოლმე. ევროვიზიის გამარჯვებული კი ამბობს, რომ ბანგარანგა მსგავსად ებრძვის "თანამედროვე დემონებს ჩვენში". იამაიკურ პატუას ენაზე სიტყვა "ბანგარანგა" თურმე "გიჟურ არეულობას" ნიშნავს, რაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს მომღერლის პირადი ამბის გათვალისწინებით: დარას თქმით, გასულ წელს მას შფოთვისა და ADHD-ის (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის) დიაგნოზი დაუსვეს და სიმღერის ტექსტიც მათ დაძლევაზეა.
"ბანგარანგა ნიშნავს იმ მომენტს, როცა შიშს გადალახავ და სიყვარულს აირჩევ", — წერს მომღერალი, — "ესაა შენი 'ზე-მე', რომელიც შფოთვას, თავდაჯერების ნაკლებობას, სირცხვილის გრძნობასა და შინაგანს ქაოსს სძლევს. [...] ასე რომ, როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი გიდგას, არ იღელვო, იყავი ბანგარანგა".
ბანგარანგას წყალობით კი, ბულგარეთმა ბევრისთვის მოულოდნელი და ძალიან დამაჯერებელი ტრიუმფი მოიპოვა; დარა 2017 წლის შემდეგ პირველი გამარჯვებულია, რომელმაც უმაღლესი შეფასება მიიღო როგორც ჟიურისგან, ასევე ტელემაყურებლისგან.
ევროვიზიის ტრადიციისამებრ, კონკურსი მომავალ 2027 წელს სწორედ ბულგარეთში გადაინაცვლებს. მასპინძლობის სურვილი უკვე არაერთმა ქალაქმა გამოთქვა, მათ შორის, დედაქალაქმა სოფიამ, შავი ზღვის კურორტებმა ვარნამ და ბურგასმა.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა
-
თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
-
დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა
გადახედვა
-
POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
"ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს "ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს
გადახედვა
-
რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს
გადახედვა
კომენტარები