ქეიტ ბლანშეტის თქმით, ჰოლივუდმა #MeToo-ს ტალღა ნაადრევად დაივიწყა
ფოტო: Getty Images
ქეიტ ბლანშეტმა კანის კინოფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას სინანულით აღნიშნა, რომ ჰოლივუდში #MeToo მოძრაობა "ძალიან სწრაფად დასრულდა".
მსახიობმა, რომელიც ჰოლივუდში გენდერული თანასწორობის აქტიური მხარდამჭერია, განაცხადა: "ბევრ გავლენიან ადამიანს შეუძლია საკუთარი პლატფორმის გამოყენება უსაფრთხოდ საუბრისა და ისტორიის მოსაყოლად. როდესაც რიგითი ქალი ამბობს "me too"-ს, ამას რატომ არ ექცევა ყურადღება?".
2018 წელს, როდესაც ბლანშეტი კანის კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი იყო, წითელ ხალიჩაზე გამართულ საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. ის ფესტივალის სასახლის კიბეებზე 81 ქალთან ერთად გამოჩნდა — ეს რიცხვი იმ ქალ რეჟისორებს განასახიერებდა, რომელთა ფილმებიც კანის კინოფესტივალის მთელი ისტორიის განმავლობაში ძირითად პროგრამაში მოხვედრილა. შედარებისთვის, იმავე პერიოდში კონკურსზე 1866 კაცი რეჟისორი იყო წარდგენილი.
გადასაღებ მოედანზე დღესაც ყოველდღე ვითვლი ხალხს. ყოველ დილით იქ 10 ქალია და 75 კაცი — განაცხადა ბლანშეტმა.
"როდესაც ერთფეროვან გარემოში მუშაობ, ეს საბოლოოდ ყველასთვის მოსაწყენი ხდება და, ვფიქრობ, სამუშაო პროცესზეც ახდენს გავლენას," — განაგრძო მსახიობმა.
იმ წელს, როდესაც ბლანშეტი ჟიურის პრეზიდენტი იყო, კანის კინოფესტივალის ძირითად პროგრამაში შერჩეული 21 ფილმიდან მხოლოდ 3 იყო ქალი რეჟისორის მიერ გადაღებული, რაც კრიტიკის მიზეზი გახდა. მაშინ ბლანშეტმა ფესტივალი დაიცვა და აღნიშნა, რომ ცვლილებები "ერთ ღამეში არ ხდება".
კანის კინოფესტივალზე ჯულიანა მურმაც ისაუბრა გადასაღებ მოედნებზე არსებულ გენდერულ უთანასწორობაზე. მისი თქმით, ბოლო ათწლეულში მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.
ფოტო: Getty Images
მურმა გაიხსენა შემთხვევა, როდესაც 2016 წელს სულ ორი ქალი იყო გადასაღებ მოედანზე: "მახსოვს, არც ისე დიდი ხნის წინ, ერთ-ერთ გადასაღებ მოედანზე ქალები მხოლოდ მე და ოპერატორის მესამე ასისტენტი ვიყავით. ეს ის პერიოდია, როდესაც ჰილარი კლინტონმა არჩევნები წააგო და ორივე განადგურებულები ვიყავით. მაშინ ვუთხარი: 'ირგვლივ მიმოიხედე, აქ მხოლოდ ჩვენ ვართ'. მას შემდეგ გადასაღებ ჯგუფებში ქალების რაოდენობა ნამდვილად გაიზარდა. ჩემი კარიერის დასაწყისში გადასაღებ მოედანზე ქალის დანახვა იშვიათი მოვლენა იყო," — აღნიშნა ჯულიანამ.
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
კომენტარები