თამთა მიქელაძე: ავტორიტარული სისტემები ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე დასჯის აპარატს აშენებენ
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც მან შსს-ში ახალი სამმართველოს შექმნა დააანონსა, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენას, შეურაცხმყოფელ კამპანიებსა და აგრესიულ კომუნიკაციას მონიტორინგს გაუწევს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას იქონიებს.
მისი თქმით, ამ სამართალდარღვევის შინაარსი ანტიკონსტიტუციურია და გამოხატვის თავისუფლებაში თვითნებური ჩარევის ძალიან მაღალ რისკებს შეიცავს.
თამთა მიქელაძე გამოეხმაურა "აგრესიული კომუნიკაციის" ცნებას, რომელსაც ბუნდოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი გამოყენება პრაქტიკულად ნებისმიერი კრიტიკული, მძაფრი, ირონიული ან ემოციური პოლიტიკური გამოხატვის წინააღმდეგ შეიძლება. მისი თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში პოლიციის უფლებამოსილება მკაფიო, განსაზღვრული და განჭვრეტადი უნდა იყოს და არა პოლიტიკურად ინტერპრეტირებადი.
"დღეს ბატონმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში "სიძულვილის ენას, შეურაცხმყოფელ კამპანიებსა და აგრესიულ კომუნიკაციას" მონიტორინგს გაუწევს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს. ეს შეეხება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაციას.
გასაგებია, რომ იმ ქმედებებზე, რომლებიც სამართალდარღვევა ან დანაშაულია, პოლიციას რეაგირების მანდატი აქვს და, შესაბამისად, პრევენციული უფლებამოსილებების მინიჭებაც მისთვის შეიძლება გამართლდეს.
მაგრამ სხვა ტიპის გამოხატვასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში კრიმინალიზებული არ არის, რა უნდა იყოს შსს-ს ფუნქცია?! ანუ, პოლიციამ რა შეიძლება უყოს დამონიტორინგებულ ინციდენტებს და მათ შესახებ შეგროვებულ ინფორმაციას, რომელიც დანაშაული ან სამართალდარღვევა არ არის?!
პოლიციის უფლებამოსილების გაფართოება ამ ხარისხით ხომ საპოლიციო მმართველობის და კონტროლის შეუზღუდავი გაძლიერებაა?!
გავარჩიოთ ცალ-ცალკე:
სიძულვილის ენის ინციდენტების მონიტორინგის საკითხი ზოგადად ლეგიტიმურია, თუმცა მაშინ, როდესაც გამოხატვის ეს ფორმა კრიმინალიზებული არ არის ქვეყანაში, მათი მონიტორინგის მანდატი უნდა ქონდეს არა პოლიციას, არამედ სახალხო დამცველს, მაგალითად [ამას თავის დროზე სახელმწიფოს ჩვენც მოვუწოდებდით].
დემოკრატიულ სისტემებში სიძულვილის ენის მონიტორინგი, როგორც წესი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ ინსტიტუტებს ანიჭებენ და არა საპოლიციო სტრუქტურებს, რადგან პოლიციის ჩართვა გამოხატვის სფეროში ყოველთვის აჩენს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და პოლიტიკური კონტროლის რისკს.
ჯანდაბას, გასაგებია ისიც, რომ შეურაცხყოფის საკითხების ანტიკონსტიტუციური და ავტორიტარული კრიმინალიზების შემდეგ, მსგავსი გამოხატვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად არის მიჩნეული და აქაც პოლიციას შეიძლება ქონდეს მონიტორინგის მანდატი.
თუმცა კიდევ ერთხელ ამ სამართალდარღვევის შინაარსი ანტიკონსტიტუციურია და გამოხატვის თავისუფლებაში თვითნებური ჩარევის ძალიან მაღალ რისკებს შეიცავს.
მაგრამ "აგრესიული კომუნიკაცია" საერთოდ რას ნიშნავს? რა ტიპის სამართლებრივი კატეგორიაა, რომ პოლიციას მასზე მუშაობის მანდატი შეიძლება მისცეს სამართლებრივმა სახლემწიფომ?!
"აგრესიული კომუნიკაცია" იმდენად ბუნდოვანი ცნებაა, რომ მისი გამოყენება პრაქტიკულად ნებისმიერი კრიტიკული, მძაფრი, ირონიული ან ემოციური პოლიტიკური გამოხატვის წინააღმდეგ შეიძლება. სამართლებრივ სახელმწიფოში პოლიციის უფლებამოსილება მკაფიო, განსაზღვრული და განჭვრეტადი უნდა იყოს და არა პოლიტიკურად ინტერპრეტირებადი. მოქალაქეების ენის, ემოციების და პოლიტიკური ტონის დისციპლინირება წარმოუდგენელი რაღაც გამოდის. მორალის პოლიციის შექმნას გავს.
და რა დააზღვევს იმას, რომ შემდეგი ნაბიჯი არ იქნება უკვე გამოხატვის ახალი შინაარსებისა და ფორმების კრიმინალიზებაც?!
საინტერესოა ისიც, რომ ამ როლს ადრე უფრო მეტად სუს-ი ასრულებდა, ვიდრე შსს. ჩვენს სოციალურ ქსელებსა და მედია გამოსვლებზე იყვნენ ჩასაფრებულები სუს ოფიცრები, ახლა კი ეს ფუნქცია შსს-ში გადადის. ეტყობა, სუს-ის რესურსები საკმარისი აღარ არის უკვე იმდენ ადამიანს უსმენენ და ამონიტორინგებენ ახალი ტექნოლოგიებით და პოლიციის ჩათრევა გადაწყვიტეს surveillance სფეროში. "მტრების" რიცხვი ხომ გაიზარდა ქვეყანაში: პროტესტში ჩართული დიასახლისები, ახალგაზრდა სტუდენტები, ხანდაზმულები, მასწავლებლები, ლექტორები, საჯაროდ აქტიური ემიგრანტები...
ავტორიტარიზმებში surveillance-ს მხოლოდ უსაფრთხოების ინსტრუმენტად არ განიხილავენ, ის მათთვის ძალაუფლების მექანიზმია, რომელიც მოქალაქეებში მუდმივი დაკვირვების განცდას აჩენს და თვითცენზურის კულტურას ამკვიდრებს. როდესაც ადამიანებმა წინასწარ იციან, რომ მათ საჯარო სიტყვას პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურები აკვირდებიან, ეს უკვე არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ღრმად პოლიტიკური და სოციალური კონტროლის ფორმაა.
ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ. "საზოგადოებრივი უსაფრთხოების", "წესრიგის" ან "ეთიკური კომუნიკაციის" სახელით სახელმწიფო თანდათან იჭრება იმ სფეროებში, რომლებიც თავისუფალი და პლურალისტური საზოგადოების ნაწილად უნდა დარჩეს," — წერს თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენას, შეურაცხმყოფელ კამპანიებსა და აგრესიულ კომუნიკაციას მონიტორინგს გაუწევს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას იქონიებს. ეს შეეხება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაციას.
- თამარ ონიანი: დაანონსებული მექანიზმი ერთგვარი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
- კალაძე: წარმოუდგენელი რამ ხდება სოციალურ ქსელებში, შეურაცხმყოფელი სტატუსები, განცხადებები
- ირაკლი ქადაგიშვილი: ციფრულ თუ ჩვეულებრივ სივრცეში რაც ნაკლები იქნება ღვარძლი, დაპირისპირება, გინება, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ირაკლი ქადაგიშვილისგან მოდის თუ სხვისგან, ამით საზოგადოება მოიგებს
-
დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია დუბაი-თელ-ავივის რეისზე პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა — მედია
გადახედვა
-
30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა 30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა
გადახედვა
-
არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
გადახედვა
-
სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს
გადახედვა
-
ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება
გადახედვა
-
რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს? რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს?
გადახედვა
-
კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს? კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს?
-
დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია" დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია"
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
-
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
-
უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა
გადახედვა
-
8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა 21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
გადახედვა
-
სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი
გადახედვა
-
გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე
-
დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ
გადახედვა
-
საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია
გადახედვა
-
"გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე "გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ
-
თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა
გადახედვა
-
Google Earth-მა სურათები განაახლა, სადაც ღაზაში არსებული ნგრევის მასშტაბები ჩანს | ფოტოები Google Earth-მა სურათები განაახლა, სადაც ღაზაში არსებული ნგრევის მასშტაბები ჩანს | ფოტოები
გადახედვა
კომენტარები