აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად აწარმოოს — შაჰინი და ჯონსონი
ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და რონ ჯონსონის განცხადებით, აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად აწარმოონ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარემ და რესპუბლიკელმა უფროსმა წევრმა ამის შესახებ ამერიკის ხმას წერილობითი კომენტარი მას შემდეგ მისცეს, რაც აშშ-ში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი დასრულდა.
"სენატორები იმედს იტოვებენ, რომ მიმდინარე ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება. აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის შესაქმნელად", — აღნიშნულია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ დღეს, 18 აპრილს, ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. პარტიები ერთმანეთს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვდებიან და სავარაუდოდ, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე იმსჯელებენ.
16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია დოკუმენტს ხელს აწერს. გარდა ამისა, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქართული ოცნება მზად არის, 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპი გამოიყენოს, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ისინი ოპოზიციის მოთხოვნებს რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით განიხილავენ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაწყდება ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხი.
ქართული ოცნების მიერ დოკუმენტზე ხელმოწერას წინ უძღოდა პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი. კობახიძის განცხადებით, აშშ-ში შეხვედრებისას პარტნიორები მიანიშნებენ, რომ მათ, როგორც მმართველმა პარტიამ კრიზისის გადასაჭრელად ნაბიჯები უნდა გადადგან.
30 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის მორიგი მედიაცია უშედეგოდ დასრულდა. მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. თავდაპირველად ხელი არ მოაწერა არც მმართველმა პარტიამ.
კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში საკითხები რამდენიმე პუნქტად იყო დაყოფილი. ის ეხებოდა:
- პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას;
- ამბიციურ საარჩევნო რეფორმას;
- კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმას;
- პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას;
- მომავალ არჩევნებს.
შვედი დიპლომატი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.
-
ნახეთ — ბრწყინვალე ფოტოები ბუნებას ახლებურად გვაჩვენებს ნახეთ — ბრწყინვალე ფოტოები ბუნებას ახლებურად გვაჩვენებს
გადახედვა
-
AI ჩატბოტები ადამიანების პერსონალურ მონაცემებს ავრცელებენ AI ჩატბოტები ადამიანების პერსონალურ მონაცემებს ავრცელებენ
გადახედვა
-
როგორ "გამოიყურება" სუნი — ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ყნოსვის რუკა შექმნეს როგორ "გამოიყურება" სუნი — ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ყნოსვის რუკა შექმნეს
გადახედვა
-
Zara-ს მონაცემთა გაჟონვა — შეტევის შედეგად 200 000 მომხმარებელი დაზარალდა Zara-ს მონაცემთა გაჟონვა — შეტევის შედეგად 200 000 მომხმარებელი დაზარალდა
გადახედვა
-
რატომ არ შეიძლება ზღვის წყლის დალევა? რატომ არ შეიძლება ზღვის წყლის დალევა?
-
აშშ-ში ნეონაცისტური ჯგუფის ლიდერ მიხეილ ჩხიკვიშვილს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს აშშ-ში ნეონაცისტური ჯგუფის ლიდერ მიხეილ ჩხიკვიშვილს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სიძულვილის დათესვასთან დაპირისპირება ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა ირაკლი კობახიძე: სიძულვილის დათესვასთან დაპირისპირება ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: სიძულვილის თუ ზიზღის ენის გამოყენება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია შალვა პაპუაშვილი: სიძულვილის თუ ზიზღის ენის გამოყენება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია
გადახედვა
-
ქეიტ ბლანშეტის თქმით, ჰოლივუდმა #MeToo-ს ტალღა ნაადრევად დაივიწყა ქეიტ ბლანშეტის თქმით, ჰოლივუდმა #MeToo-ს ტალღა ნაადრევად დაივიწყა
გადახედვა
-
10 ისტორიული ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ფოტოშოპი გუშინ არ გამოუგონიათ 10 ისტორიული ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ფოტოშოპი გუშინ არ გამოუგონიათ
გადახედვა
-
"ის რაც ახლა ხდება, არის ცენზურა" — ლონდა თოლორაია შსს-ში სამმართველოს შექმნაზე "ის რაც ახლა ხდება, არის ცენზურა" — ლონდა თოლორაია შსს-ში სამმართველოს შექმნაზე
გადახედვა
-
ნეანდერტალელები კარიესის სამკურნალოდ ქვის "ბჟენს" იყენებდნენ — კვლევა ნეანდერტალელები კარიესის სამკურნალოდ ქვის "ბჟენს" იყენებდნენ — კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ მსოფლიოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია) ქვიზი: როგორ იცნობ მსოფლიოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია)
-
ვალერი ჩეჩელაშვილი პოლიტიკურ მოძრაობა "ჯერ საქართველოს" შეუერთდა ვალერი ჩეჩელაშვილი პოლიტიკურ მოძრაობა "ჯერ საქართველოს" შეუერთდა
გადახედვა
-
თავი მაღლა, თვალები მიზანზე და მოძრაობა მხოლოდ წინ | თამრი ხურცილავა, სუხიშვილების მოცეკვავე თავი მაღლა, თვალები მიზანზე და მოძრაობა მხოლოდ წინ | თამრი ხურცილავა, სუხიშვილების მოცეკვავე
-
26 მაისიდან თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება 26 მაისიდან თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება
გადახედვა
-
"ძლიერი საქართველო — ლელო" ფართომასშტაბიანი ამნისტიის ინიციატივით გამოდის "ძლიერი საქართველო — ლელო" ფართომასშტაბიანი ამნისტიის ინიციატივით გამოდის
გადახედვა
-
ალექსანდრე დარახველიძე: ახალი სამმართველოს მიზანია ისეთი გარემო იყოს, რომელშიც ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში ხდება საკითხების განხილვა ალექსანდრე დარახველიძე: ახალი სამმართველოს მიზანია ისეთი გარემო იყოს, რომელშიც ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში ხდება საკითხების განხილვა
გადახედვა
-
GOT-ის გადაღებებისას მჯეროდა, რომ სიკვდილისთვის ვიყავი განწირული — ემილია კლარკი თავის ტვინის სისხლჩაქცევას იხსენებს GOT-ის გადაღებებისას მჯეროდა, რომ სიკვდილისთვის ვიყავი განწირული — ემილია კლარკი თავის ტვინის სისხლჩაქცევას იხსენებს
გადახედვა
-
ზურა სიხარულიძე: წარმოდგენაც მიჭირს, რა რაოდენობის ნარკოტიკი ტრიალებს დღეს ქვეყანაში ზურა სიხარულიძე: წარმოდგენაც მიჭირს, რა რაოდენობის ნარკოტიკი ტრიალებს დღეს ქვეყანაში
გადახედვა
-
ამ ქვეყანაში თავი კიდევ ერთხელ მეორეხარისხოვნად ვიგრძენი — ჯეიჰუნ მუჰამედალი შიო III-ის ქადაგებაზე ამ ქვეყანაში თავი კიდევ ერთხელ მეორეხარისხოვნად ვიგრძენი — ჯეიჰუნ მუჰამედალი შიო III-ის ქადაგებაზე
გადახედვა
კომენტარები