3 რჩევა, რომელსაც აინშტაინი, ფეინმანი და მასკი მარტივად სწავლისთვის იყენებდნენ
სამყაროში, სადაც ფარდობითობის თეორია, შექსპირის პიესები და აბლაბუდას მსოფლიო ქსელი, იგივე ინტერნეტი, არსებობს, რთული არ არის ისეთი ადამიანების პოვნა, ვისაც თავისი გამოცდილებით სწავლასთან დაკავშირებით სასარგებლო რჩევების მოცემა შეუძლია.
საბედნიეროდ, არაერთი წარმატებული ადამიანი არ ინანებს რჩევებს. ისეთი ცნობილი ფიგურები, როგორიც ალბერტ აინშტაინი, ფიზიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი რიჩარდ ფეინმანი და უკვე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკია, ხშირად საუბრობენ მათ მიერ განვლილ გზასა და იმ სირთულეებზე, რომელთა გადალახვაც მოუხდათ. ამიტომ, მათი რჩევები, შესაძლოა, ბევრი ადამიანისათვის გამოსადეგი აღმოჩნდეს.
1. ალბერტ აინშტაინი — "გაერთე"
აინშტაინმა სამყაროს ჩვენეული აღქმა შეცვალა, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავდა, ეს უხალისოდ არ გაუკეთებია. ფიზიკოსის თქმით, მხიარულება და დიდი შემეცნებითი ნაბიჯის გადადგმა განუყოფელია, ამდენად, რაც მეტად ერთობი სწავლით, უფრო სწრაფადაც შეიცნობ ინფორმაციას და აწოდებ მას ტვინს.
1915 წელს აინშტაინმა თავისი რჩევა თავდაპირველად 11 წლის შვილს, ჰანს ალბერტს, გაუზიარა, რომელიც ფორტეპიანოს დაკვრას სწავლობდა.
"მიხარია, რომ ფორტეპიანოს დაკვრა სიამოვნებას განიჭებს. დაუკარი ის, რაც გსიამოვნებს, თუნდაც ამას მასწავლებელი არ გიფასებდეს. ამგვარად სწავლობ ყველაზე უკეთ — როცა რაღაც ისეთს აკეთებ, რომ ვერც ამჩნევ, დრო როგორ გადის. საკუთარ საქმეში ზოგჯერ იმდენად ვარ ჩაფლული, სადილობაც კი მავიწყდება".
2. რიჩარდ ფეინმანი — "აუხსენი ბავშვს"
ლეგენდარულმა ფიზიკოსმა ნობელის პრემია მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე რთულად შესაცნობ დარგში — კვანტურ მექანიკაში — მიიღო, თუმცა, მისი აზრით, რაღაცის შესასწავლად ყველაზე კარგი რჩევა ინფორმაციის მაქსიმალურად გამარტივებაა; იმდენად გამარტივება, რომ მისი ახსნა 8 წლის ბავშვისთვისაც იყოს შესაძლებელი.
"როცა რაღაც იდეას თავიდან ბოლომდე ისეთი მარტივი ენით წერ, რომ ბავშვსაც შეუძლია მისი გაგება (რჩევა: მხოლოდ ხშირად გამოყენება სიტყვებით დაწერე), საკუთარ თავს აიძულებ, რომ აზრი უფრო ღრმად გაიგო და იდეებს შორის ურთიერთობა და კავშირი გაამარტივო. თუ ეს გიჭირს, მაშინ ნათელი ხდება, სად არის 'ნაპრალი' ცოდნაში. ამ დროს შექმნილი დაძაბულობა სასარგებლოა, რადგან სწავლის უკეთეს შესაძლებლობას იძლევა", — ასე ხსნის ფეინმანის მიდგომას ბლოგერი შეინ პერიში.
3. ილონ მასკი — "ცოდნა ხედ წარმოიდგინე"
შესაძლოა, აინშტაინი ყველა დროის ყველაზე დიდ გენიოსებს შორის იყო, ფეინმანმა კი ნობელის პრემიაც მიიღო, თუმცა როცა საქმე სხვადასხვა სფეროს შეცნობასა და მრავალპროფილურ განათლებას ეხება, მასკი, შეიძლება ითქვას, ჯობნის კიდეც ამ ორ დიდ ფიზიკოსს. მან ინოვაციური ონლაინგადახდების კომპანია შექმნა, რევოლუცია მოახდინა ავტოინდუსტრიაში და მარსზე მომდევნო ათწლეულში ფეხის დადგმაზე ოცნებაც კი გაბედა. ცხადია, ეს ყველაფერი ძალიან დიდ ძალისხმევას და შრომას მოითხოვდა.
როგორ ისწავლა მან ამდენი რამე სხვადასხვა სფეროში? როცა Reddit-ზე ეს კითხვა დასვეს, მასკმა სიამოვნებით უპასუხა.
თავდაპირველად, ტექნოლოგიური გიგანტების ხელმძღვანელმა მოსწავლეებსა და სტუდენტებს ურჩია, თავდაჯერებულობა შეიძინონ.
"ადამიანების უმეტესობას იმაზე მეტის სწავლა შეუძლია, ვიდრე თავად წარმოუდგენიათ", — აღნიშნავს მასკი და სწავლის მისეულ სტრატეგიას გვიზიარებს.
"მნიშვნელოვანია, რომ ცოდნა გარკვეულ სემანტიკურ ხედ წარმოვიდგინოთ — რათა დავრწმუნდეთ, რომ საბაზისო პრინციპები გვესმის. ანუ, სანამ ფოთლებამდე (დეტალებამდე) მივალთ, მნიშვნელოვანია ტოტები გვქონდეს, სადაც ამ ფოთლებს დავკიდებთ".
გამოცდილი და წარმატებული ადამიანების რჩევების გათვალისწინებასთან ერთად, პროფესიული განვითარებისთვის სასწავლებლის სწორად შერჩევაც მნიშვნელოვანია. მართვისა და კომუნიკაციების სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი აბიტურიენტებსა და მაგისტრანტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს კომუნიკაციების მართვის მიმართულებით. ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალი სპიკერები და პროფესორები; სტუდენტზე მორგებული სწავლების განსხვავებული მეთოდი; ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ორიგინალური დიზაინის მქონე შენობა და, რაც მთავარია, დასაქმების რეალური შანსი ქვეყნის წამყვან კომპანიებში — ამ და სხვა შესაძლებლობებს ალტერბრიჯი გთავაზობთ.
კომენტარები