მეზღვაურებმა 82 წლის წინ დაკარგული ლეგენდარული გამანადგურებელი იპოვეს
ფოტო: U.S. Navy Naval History and Heritage Command
1942 წლის პირველ მარტს Clemson-ის ტიპის გამანადგურებელი, სახელად USS Edsall, და მისი ორასზე მეტი მეზღვაური იაპონიის ფლოტმა დააკავა. დაკარგულად მიჩნეული ეს გემი ახლახან ავსტრალიის სამეფო საზღვაო ფლოტმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა.
Edsall-მა ფუნქციონირება პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო და მის დაკარგვამდე ძირითადად აზიაში გადაადგილდებოდა. გემი სამხედრო წვრთნებში აქტიურად იყო ჩართული და რამდენჯერმე შეტევით ოპერაციაშიც მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთი ოპერაციისას Edsall-იდან ნაადრევად ჩამოგდებული ბომბი აფეთქდა და გემი დააზიანა, რამაც მისი მანევრირება გაართულა და ბრძოლისთვის გამოუსადეგარი გახადა.
დაზიანების შემდეგ გემის ერთადერთ მოვალეობად სამხედრო ტექნიკის კოლონაში ყოფნა დარჩა. ამის მიუხედავად, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გემის კაპიტანმა, ჯოშუა ნიქსმა, იაპონურ კოლონასთან შებრძოლება მაინც გადაწყვიტა. ოფიციალური ისტორიული მონაცემების მიხედვით, ამ თავდასხმისას Edsall გასაოცრად სწრაფად მოძრაობდა და მანევრირებდა.
კაპიტანმა ნიქსმა გაცილებით ძლიერი შეიარაღების მქონე მტრისთვის თავის არიდება ერთ საათზე მეტხანს შეძლო. მოგვიანებით იაპონელების დასახმარებლად 26 ბომბდამშენი მოვიდა და, სავარაუდოდ, გემიც სწორედ ამ დროს ჩაიძირა.
ავსტრალიის სამეფო საზღვაო ფლოტმა ჩაძირული გემი სრულიად სხვა მისიის დროს, შემთხვევით, აღმოაჩინა.
დაახლოებით 96 მეტრი სიგრძის ეს გამანადგურებელი მეტწილად დაუზიანებელია და იგი შობის კუნძულიდან დაახლოებით 300 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
USS Edsall მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, განსაკუთრებით წყნარი ოკეანის ადრეულ სამხედრო მოქმედებებში გამოიყენებოდა. იგი ძირითადად ავსტრალიურ გემებთან ერთად მოქმედებდა.


კომენტარები