ოდესმე თუ დაინტერესებულხართ, ჩვენს ბოთლებში ჩამოსხმული წყალი საიდან მოდის? საერთოდაც, რა პროცესებს გადის, რომ მისი დალევა უსაფრთხო იყოს? ეს, რეალურად, არცთუ მარტივი პროცესია.

"მთის" მინერალური წყალი პირდაპირ ბუნებიდან, მუხრანის ველიდან, მოიპოვება და ჩვენამდეც ბუნებრივი შემცველობითვე მოდის. ქიმიური საშუალებებით იგი არ მუშავდება, ამიტომ შიგნით არც ჯანმრთელობისთვის მავნე კომპონენტები ხვდება. ჭაბურღილიდან წყალი პირდაპირ ქარხანაში ამოდის, აქვე იფილტრება და ისხმება ბოთლებში, რომ სხვაგან გადატანით არ დაბინძურდეს; აქვე მიმდინარეობს წყლის ხარისხის მუდმივი კონტროლიც.

ეს ყველაფერი წყალი "მთის" ქარხანაში ხდება, რომელიც კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას ნაწილია. NEXT.On.ge საწარმოს ეწვია და ამ პროცესების ამსახველი კადრებიც გადაიღო. ვიდეოში მინერალური წყლის წარმოების პროცესს გაჩვენებთ, ქარხნის თანამშრომლები — ზურა შარაშენიძე და მარი ლებანიძე — კი ამ ეტაპებსა და "მთის" წყალზე გვესაუბრებიან.

მაშ, გამოგვყევით წყალი "მთის" ქარხანაში: