რეგიონის გამორჩეული ტექნოლოგიური კონფერენცია წელს ახალ ფორმატებს გვთავაზობს.

Spark the Change — Touch Summit 25-ის წლევანდელი მთავარი თემა და გზავნილია. ტექნოლოგიური გარდაქმნების ეპოქაში თითოეული დიდი ცვლილება იწყება პატარა ნაპერწკლით — ახალი ცოდნით, ინსპირაციით, ადამიანებითა და იდეებით, რომლებიც პროგრესს ქმნიან. Touch Summit 25 არის სივრცე, სადაც ინოვატორები, ლიდერები, სტარტაპერები და კრეატიული სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან იმისთვის, რათა შეცვალონ დღევანდელი და შექმნან ხვალინდელი რეალობა.

ღონისძიება გაიმართება 5-6 დეკემბერს ორ განსხვავებულ ლოკაციაზე:

  • 5 დეკემბერი — რუსთაველის თეატრში;
  • 6 დეკემბერი — D Block და Futurelab-ის საიდ ივენთი ტერმინალ ჭავჭავაძეზე.

ორი დღის განმავლობაში თბილისი იქცევა რეგიონული ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრად, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი ლიდერები 10-ზე მეტი ქვეყნიდან.

ოფიციალური პროგრამა ხელმისაწვდომია

5 დეკემბრის სრული პროგრამა შეგიძლიათ ნახოთ აქ.

პროგრამა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას

  • TECH & FUTURE — AI, Web3, მონაცემები, კიბერუსაფრთხოება, corporate innovation;
  • DESIGN & EXPERIENCE — UX, Creative Tech, branding, 3D/motion trends;
  • STARTUP & BUSINESS — Investing Trends, Scaling Strategies, Market Entry.

პარტნიორი ქვეყნები და სპეციალური ჩართულობა

შვედეთის საელჩო წელს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და კონფერენციის ფარგლებში წარმოგიდგენთ:

  • ციფრული ეკონომიკისა და ტექნოლოგიური განვითარების ინოვაციურ მიდგომებს;
  • შვედეთის ეკოსისტემის გამოცდილებებსა და შესაძლებლობებს;
  • სპეციალურ სესიებს კრეატიული ინდუსტრიების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მდგრად განვითარებაზე.

6 დეკემბერი — პარალელური ვორქშოფები D Block-ში + Futurelab-ის სპეციალური side event

D Block მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს ვორქშოფებს, Q&A სესიებს და საუბრებს მეტი ინტერაქციისა და ცოდნის გაზიარებისთვის.

ვორქშოფებზე წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია.

5 და 6 დეკემბრის ვორქშოფები:

6 დეკემბრის სრული პროგრამა შეგიძლიათ ნახოთ აქ.

Futurelab × Touch Summit — სპეციალური სესია ამერიკის ბაზარზე გასვლის შესახებ

Futurelab გამართავს სიღრმისეულ სესიას სტარტაპებისთვის, სადაც განხილული იქნება:

  • აშშ ბაზარზე შესვლის გზები;
  • Go-To-Market სტრატეგიები;
  • ინვესტორებთან მუშაობის სპეციფიკა;
  • დამფუძნებლების პრაქტიკული გამოცდილება და რეკომენდაციები.

Side event წარმოადგენს პრაქტიკულ პლატფორმას სტარტაპებისთვის, რომლებიც გეგმავენ მასშტაბირებას ამერიკულ ბაზარზე.

სტარტაპების გაძლიერებული პროგრამა

TOUCH 25 წელს განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სტარტაპ ეკოსისტემაზე:

  • Startup Pitch Competition;
  • B2B Startup Expo;
  • სპეციალური networking სესიები VC ფონდებთან, ანგელ ინვესტორებთან და კორპორაციებთან.

პარტნიორები

სამიტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით.

პარტნიორები: Dblock, Episode, GIZ, UN Women, Sweden Embassy, GIPA.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ოფიციალურ ვებგვერდზე.