ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას და ამ ვალდებულებაზე თითოეული ჩვენგანი ვაგებთ პასუხს — ბაქრაძე
ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, დღეიდან მოსახლეობას დაურიგებენ ვალდებულებათა ბარათებს. ბარათებში აღნიშნულია რეფორმები, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც იღებს პარტია.
ბაქრაძის თქმით, ეს არ არის მხოლოდ დაპირება და ევროპული საქართველო ხელშეკრულებას დებს მოქალაქეებთან. მისი თქმით, ვალდებულებათა ბარათი და ხელშეკრულება ხალხთან ნათლად აჩვენებს, თუ რას უნდა დაუჭიროს მოსახლეობამ მხარი ოქტომბრის არჩევნებზე და ვის უნდა მოთხოვოს პასუხი, თუ ეს დაპირება არ შესრულდა.
"ქვეყანა შესულია ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონოიკურ კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოყვანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავლისთვის. ასეთი გეგმა გააჩნია ევროპულ საქართველოს. ჩვენთვის ეს არ არის დაპირება, რადგან სიტყვა "დაპირებამ" ფასი აბსოლუტურად დაკარგა. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას საქართველოს მოსახლეობის წინაშე და ამ ვალდებულებაზე თითოეული ჩვენთაგანი ვაგებთ პასუხს.
- ეს ვალდებულებაა ის, რომ გადასახადებს შევამცირებთ და მათი შემცირების შემდეგ, ყოველწლიურად შევქმნით ქვეყანაში 100 ათას სამუშაო ადგილს და თითოეულ ოჯახს დავუზოგავთ ყოველწლიურად 2000 ლარს;
- ვალდებულებაა, რომ პენსია, სოციალურ დახმარება და დევნილთა დახმარება გაორმაგდეს;
- ვალდებულებაა, რომ სახელმწიფოს ხელში არსებულ ქონებას გადავცემთ კერძო საკუთრებაში ადამიანებს, რომ ქონება გამოიყენოს ხალხმა და არა მთავრობამ;
- ვალდებულებაა, რომ ქვეყანაში მოვიწვევთ უცხოელ მოსამართლეებს, ავამუშავებთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუს და ქვეყანაში გვეყოლება თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო.
ყველა ეს ვალდებულება გახლავთ აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს ძალიან მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან და ჩვენ გვაქვს გაწერილი გეგმა და ვალდებულებები და დღეიდან ჩვენი გუნდი მოსახლეობას დაურიგებს ამ ვალდებულებათა ბარათს და თითოეულ ადამიანს ეცოდინება რას აძლევს ხმას არჩევნებზე, რას უნდა ელოდოს და ვის უნდა მოთხოვოს პასუხი, თუ ეს დაპირებები არ შესრულდა.
გვექნება ორი დოკუმენტი — ერთი არის ვალდებულებათა ბარათი, სადაც მოკლედ არის გაწერილი ყველა ის ვალდებულება, რასაც ვიღებთ. მეორე იქნება ხელშეკრულება ხალხთან, რომელზეც იქნება პარტიის ლიდერების ხელმოწერა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პირადად ვაგებთ პასუხს ყველა იმ ვალდებულებაზე, რასაც ხალხის წინაშე ვიღებთ. მას ექნება პოლიტიკური ვალდებულებითი ძალა და ეს არ იქნება ჰაერში გასროლილი დაპირება, — განაცხადა დავით ბაქრაძემ.
-
ზოგი ადამიანი ალკოჰოლის მიღების გარეშეც თვრება — უჩვეულო ფენომენის სამედიცინო ახსნა ზოგი ადამიანი ალკოჰოლის მიღების გარეშეც თვრება — უჩვეულო ფენომენის სამედიცინო ახსნა
გადახედვა
-
"ისუნთქეთ და იცოცხლეთ მათთვის, ვინც გარეთ არის" — მზია ამაღლობელის მიმართვა მოშიმშილე სინდისის პატიმრებს "ისუნთქეთ და იცოცხლეთ მათთვის, ვინც გარეთ არის" — მზია ამაღლობელის მიმართვა მოშიმშილე სინდისის პატიმრებს
გადახედვა
-
Emmy ახალ ჯილდოს აწესებს სერიალებისთვის, რომლებმაც ტელევიზია შეცვალეს Emmy ახალ ჯილდოს აწესებს სერიალებისთვის, რომლებმაც ტელევიზია შეცვალეს
გადახედვა
-
TI ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების პარლამენტის წევრების კონსტიტუციური სარჩელის შეფასებას აქვეყნებს TI ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების პარლამენტის წევრების კონსტიტუციური სარჩელის შეფასებას აქვეყნებს
გადახედვა
-
აშშ-ში 22 წლის ქართველ ბიჭს ეძებენ, რომელიც ახალი წლის ღამეს ხალხში მანქანით შევარდა აშშ-ში 22 წლის ქართველ ბიჭს ეძებენ, რომელიც ახალი წლის ღამეს ხალხში მანქანით შევარდა
გადახედვა
-
დევიდ ბოუის ბავშვობის სახლი მნახველებისთვის გაიხსნება დევიდ ბოუის ბავშვობის სახლი მნახველებისთვის გაიხსნება
გადახედვა
-
ქვიზი: რა იცი თუშეთზე? ქვიზი: რა იცი თუშეთზე?
-
ალი ხამენეი: ირანის ისლამური რესპუბლიკა დივერსანტების წინაშე უკან არ დაიხევს ალი ხამენეი: ირანის ისლამური რესპუბლიკა დივერსანტების წინაშე უკან არ დაიხევს
გადახედვა
-
კეტრინ ჰანი, შესაძლოა, რაპუნცელში ვიხილოთ — აი, რა ვიცით კეტრინ ჰანი, შესაძლოა, რაპუნცელში ვიხილოთ — აი, რა ვიცით
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 13 იანვრამდე? როგორი ამინდი იქნება 13 იანვრამდე?
გადახედვა
-
აშშ-მა დაკავებული Marinera-ს 2 წევრი გაათავისუფლა აშშ-მა დაკავებული Marinera-ს 2 წევრი გაათავისუფლა
გადახედვა
-
ჯანდაცვის სამინისტრო: ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას ეხება ჯანდაცვის სამინისტრო: ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას ეხება
გადახედვა
-
ახალი წლის შემდეგ თავს ცუდად გრძნობთ? — როგორ გავუმკლავდეთ "პოსტ-სადღესასწაულო სევდას" ახალი წლის შემდეგ თავს ცუდად გრძნობთ? — როგორ გავუმკლავდეთ "პოსტ-სადღესასწაულო სევდას"
გადახედვა
-
ფილ ბრიკელმა ბრიტანეთის პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მოითხოვა ფილ ბრიკელმა ბრიტანეთის პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მოითხოვა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც ყვარელში კაცი მოკლა დააკავეს პირი, რომელმაც ყვარელში კაცი მოკლა
გადახედვა
-
შსს: ქარელში 2-მა ქალმა მასპინძელი გაძარცვეს, 112-ში დარეკვისას ტელეფონი წაართვეს და მიიმალნენ შსს: ქარელში 2-მა ქალმა მასპინძელი გაძარცვეს, 112-ში დარეკვისას ტელეფონი წაართვეს და მიიმალნენ
გადახედვა
-
"სამედიცინო ევაკუაცია" კოსმოსურ სადგურში — ასტრონავტები შინ ვადაზე ადრე ბრუნდებიან "სამედიცინო ევაკუაცია" კოსმოსურ სადგურში — ასტრონავტები შინ ვადაზე ადრე ბრუნდებიან
გადახედვა
-
დონალდ ტრამპმა "დიდის" შეწყალებაზე უარი თქვა — აი, რატომ დონალდ ტრამპმა "დიდის" შეწყალებაზე უარი თქვა — აი, რატომ
გადახედვა
-
სახელმწიფო დაზღვევა შეუჩერდებათ იმ პირებს, რომლებიც ქვეყანას 6 თვით დატოვებენ სახელმწიფო დაზღვევა შეუჩერდებათ იმ პირებს, რომლებიც ქვეყანას 6 თვით დატოვებენ
გადახედვა
-
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? — არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? — არის ერთი ნიუანსის ახალი ეპიზოდი
-
"თავისუფლების მოედანმა" გარდამავალი ეტაპის გეგმა წარადგინა "თავისუფლების მოედანმა" გარდამავალი ეტაპის გეგმა წარადგინა
გადახედვა
კომენტარები