ბექა კობახიძე: რას ნიშნავს მონროს დოქტრინა საქართველოსთვის?
ფოტო: Cornell University/Persuasive Cartography/PJ Mode Collection/Wikimedia Commons
ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ აშშ-ის მიერ ვენესუელის პრეზიდენტის დაკავებას ეხმაურება. ტრამპის "იზოლაციონიზმი" მას "მონროს დოქტრინას" ახსენებს, როცა 1823 წელს ამერიკის პრეზიდენტმა ჯეიმს მონრომ გამოაცხადა, რომ აშშ არ დაუშვებდა სხვა დიდ სახელმწიფოებს დასავლეთ ნახევარსფეროში და არც თვითონ ჩაერეოდა აღმოსავლეთ ნახევარსფეროს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
გუშინ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა X-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა კიდეც ე.წ. ქარდი წარწერით: "ეს ჩვენი ნახევარსფეროა და პრეზიდენტი ტრამპი არ დაუშვებს, რომ ჩვენი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დადგეს".
ბექა კობახიძეს "არ სჯერა, რომ იზოლაციონიზმი ტრამპის პრეზიდენტობის ვადას გასცდება" და თვლის, რომ "ამერიკა აუცილებლად დაბრუნდება", მაგრამ თუ "ამერიკა ხანგრძლივად დაბრუნდა მონროს დოქტრინაში", სვამს კითხვას — რა ხდება ამ დროს ჩვენს თავს?
მისი შეფასებით, "ლათინური ამერიკისთვის ის ისევ მჩაგვრელ, კოლონიალისტურ ძალად იქცევა და იმ ტერმინებით ისაუბრებს მეზობლებთან, როგორც ახლა ტრამპი საუბრობს — "შენი ნავთობი მინდა". ამას გარდა, ასეთ ამერიკას არქტიკაშიც მოუნდება დომინაცია, სადაც კონფლიქტში შევა კანადასთან და დანიასთან, რაც "დაანგრევს NATO-ს, შესაბამისად, დაანგრევს დასავლურ უსაფრთხოების არქიტექტურას და წესებზე დამყარებულ მსოფლიო წესრიგს". მისივე თქმით, "ეს მიდგომა ნორმალიზებას გაუწევს დიდის მიერ პატარის ანექსიას და ასეთ პირობებში პატარა ქვეყნები როგორ გადავრჩებით არ ვიცი. ვინც ადრე წესებზე დამყარებულ მსოფლიო წესრიგს იცავდა, ახლა ის ხდება მთავარი მტაცებელი".
ბექა კობახიძის ტექსტს სრულად გთავაზობთ:
"მონროს დოქტრინაზე" მცირე ისტორიულ მიმოხილვას გავაკეთებ, თუ რას ნიშნავს ის საქართველოსთვის.
იმპერიების ეპოქაში, 1823 წელს ამერიკის პრეზიდენტმა ჯეიმს მონრომ გამოაცხადა, რომ აშშ არ დაუშვებდა სხვა დიდ სახელმწიფოებს დასავლეთ ნახევარსფეროში და არც თვითონ ჩაერეოდა აღმოსავლეთ ნახევარსფეროს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს იყო, ეპოქისთვის ჩვეულებრივი, სამყაროს გავლენის სფეროებად დაყოფა.
შეერთებულმა შტატებმა დამოუკიდებლობა 1776 წელს გამოაცხადა, ხოლო ამერიკის პირველი მოქმედი პრეზიდენტი (ვუდრო უილსონი) ევროპის კონტინენტზე 1918 წელს ჩავიდა. ანუ, ამერიკის არსებობის 142 წლის მანძილზე ამერიკის არც ერთი პრეზიდენტი ნამყოფი არ იყო ევროპაში.
მონროს დოქტრინას სხვანაირად ჰ ამერიკული იზოლაციონიზმი, რომელიც შეიძლება მეხსიერების დონეზე აღარ გვახსოვს, მაგრამ ამერიკა თავისი 250 წლიანი არსებობის მანძილზე 150 წელი იზოლაციონისტური იყო, ხოლო დაახლოებით 100 წელი გლობალისტური. იზოლაციონიზმის იდეები, ისევე როგორც კუკლუს კლანის ბოდვები და სხვა სიგიჟეები არსად წასულა და ძველი ქრონიკული დაავადებასავით იჩენს ხოლმე თავს. აი ახლა, ეს ყველაფერი, რაღაც მუტაციური ფორმით, ერთიანად აღმოცენდა ტრამპიზმში.
იზოლაციონისტური ამერიკისთვის რუსეთი ყოველთვის იყო ბუნებრივი მოკავშირე. გავლენის სფეროებად დაყოფილ მსოფლიოში რუსეთი მიიწევდა ახლო აღმოსავლეთისკენ, ცენტრალური აზიისკენ, ინდოეთისკენ, აღმოსავლეთ ევროპისკენ. არც ერთი ეს ზონა ამერიკას არ აინტერესებდა.
პუტინი ვერ იტანს იმპერატორ ალექსანდრე მეორეს, რომელიც ერთადერთი ლიბერალი იმპერატორი იყო რუსეთის ისტორიაში: მან გააუქმა ბატონ-ყმობა, ფინეთს გაუფართოვა ავტონომია, ვილნიუსის უნივერსიტეტში ლიტვურ ენაზე სწავლება დაუშვა, მოშალა ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის ფლოტი (რომელიც მერე სტალინმა აღადგინა) და "რუსული ამერიკა", ანუ ალასკა, 1867 წელს მიყიდა ამერიკელებს. დალაგდნენ ბოლომდე.
1904-1905 წლებში მიმდინარე რუსეთ-იაპონიის ომში იაპონიამ რუსეთი უბრალოდ გაანადგურა. ამ ომამდე რუსეთს ჰქონდა სამი ფლოტი - წყნარი ოკეანის, ბალტიის და შავი ზღვის. სამიდან ორი ფლოტი ოკეანის ფსკერზე დაუშვეს იაპონელებმა და, წესით, ასეთი სამხედრო ტრიუმფის შესაბამისი საზავო ხელშეკრულებაც უნდა მიეღოთ, მაგრამ აქ ჩაერია ამერიკის პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი, რომელმაც დიდი ზეწოლა განახორციელა იაპონელებზე და მაქსიმალურად დაარბილა ხელშეკრულების პირობები. მაგალითად, რუსეთს არ დაეკისრა ფულადი კომპენსაცია, იაპონიამ სრულად ვერ მიიღო კუნძული სახალინი და ა.შ.
რა რჯიდა რუზველტს, რატომ დაიცვა რუსეთი? ამერიკას ეშინოდა მზარდი იაპონიის დომინაციისა წყნარ ოკეანეში და მისი დაბალანსება უნდოდა ძლიერი რუსეთით.
ანალოგიურად, 1918 წელს გამოქვეყნებულ "უილსონის 14 პუნქტში", რაც პირველ მსოფლიო ომში ამერიკის პოლიტიკური მიზნების გაცხადება იყო, ეწერა, რომ აშშ მხარს უჭერდა რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას. უილსონს ეშინოდა, რომ რუსეთის დაშლის შემთხვევაში იაპონია დაიწყებდა დომინირებას წყნარ ოკეანეში. შესაბამისად, აშშ-მ ბევრი გააკეთა რუსეთის შესანარჩუნებლად: შორეულ აღმოსავლეთში გაგზავნა ჯარი, ძალიან დიდი რაოდენობით მიაწოდა ჰუმანიტარული დახმარება და პოლიტიკურად ყველგან დაუჭირა მხარი.
ამ მიდგომის კვალდაკვალ, ამერიკა იქცა ერთადერთ დიდ სახელმწიფოდ, რომელმაც არ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლებში.
სულ სხვა იყო ამერიკის საგარეო პოლიტიკა 1933 წლიდან, ფრანკლინ დელანო რუზველტის მმართველობიდან და განსაკუთრებით 1945 წლიდან მოყოლებული. ამერიკა გახდა გლობალური ძალა, დასავლური სამყაროს დამცველი და "პოლიციელი", რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ებრძოდა ჯერ სსრკ-ს, შემდეგ რუსეთისა და ირანის გავლენების ზრდას.
მე არ მჯერა, რომ იზოლაციონიზმი ტრამპის პრეზიდენტობის ვადას გასცდება. ამერიკა აუცილებლად დაბრუნდება, მაგრამ დავუშვათ სცენარი რომ გასცდა და ამერიკა ხანგრძლივად დაბრუნდა მონროს (ან "დონროს" — ტრამპის სახელის მიხედვით) დოქტრინაში, რა ხდება ამ დროს ჩვენს თავს?
— ლათინური ამერიკისთვის ის ისევ მჩაგვრელ, კოლონიალისტურ ძალად იქცევა და იმ ტერმინებით ისაუბრებს მეზობლებთან, როგორც ახლა ტრამპი საუბრობს — "შენი ნავთობი მინდა". ანტიამერიკანიზმი გაიზრდება. მადურო მკვლელი და კრიმინალია, ის ციხეში უნდა იჯდეს, მაგრამ არა "ნავთობი მინდა" კოლონიალიზმის სახელით, არამედ თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით;
— ასეთ ამერიკას არქტიკაშიც მოუნდება დომინაცია, სადაც კონფლიქტში შევა კანადასთან და დანიასთან. პირველი ნაბიჯი უფრო სუსტი და პატარა დანიაა, მერე კანადის ჯერიც მოვა. ეს უბრალოდ დაანგრევს ნატოს, შესაბამისად, დაანგრევს დასავლურ უსაფრთხოების არქიტექტურას და წესებზე დამყარებულ მსოფლიო წესრიგს. ეს მიდგომა ნორმალიზებას გაუწევს დიდის მიერ პატარის ანექსიას და ასეთ პირობებში პატარა ქვეყნები როგორ გადავრჩებით არ ვიცი. ვინც ადრე წესებზე დამყარებულ მსოფლიო წესრიგს იცავდა, ახლა ის ხდება მთავარი მტაცებელი? თუ NATO-ს ორ წევრს შორის (აშშ-დანია) ტერიტორიული კონფლიქტი მოხდა, მერე ვინ დააკავებს მაგალითად ერდოღანს, რომ ბერძნები არ გაყაროს კვიპროსიდან? სახელმწიფო დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდზე გამოჩენილი ქარდი წარწერით "ეს ჩვენი ნახევარსფეროა" ის არის, რაზეც პუტინი ოცნებობს. კი, დასავლეთ ნახევარსფერო ამერიკის, ხოლო აღმოსავლეთ ევროპა რუსეთის;
— 1905 წელს წყნარ ოკეანეში მთავარ მზარდ საფრთხედ თუ იაპონია დაინახეს ამერიკელებმა, ახლა იაპონიის ადგილი ჩინეთს უკავია და ამერიკას მოკავშირე სჭირდება მის დასაბალანსებლად. 1905 და 1920 წელსაც ასეთ მოკავშირედ რუსეთს ხედავდნენ. სამხრეთ წყნარ ოკეანეში ავსტრალიასთან ახლობლობს ტრამპი, მაგრამ ჩრდილოეთში ვინ დააბალანსებს ჩინეთს? იაპონია და სამხრეთ კორეა საპირწონეები არ არიან სამხედრო თვალსაზრისით. ისევ რუსეთი, როგორც 120 წლის წინ?
ეს ალბათ არარეალურია, მაგრამ ასეთ ამერიკას სულ მინიმუმ ის მაინც უნდა, რომ რუსეთი ჩინეთთან ერთად არ იყოს და რუსეთის შეამხანაგებისთვის თუ ევროპის ფეხებზე დაკიდებაა საჭირო (ევროპა იწყება უკრაინით), რატომაც არა?
პოტენციურად, აი ასეთი საშინელებაა "მონროს/დონროს დოქტრინა" და იზოლაციონისტური ამერიკა.
პ.ს. კლასიკური გაგებით "მონროს დოქტრინას" დაემატა ნავთობი, რომელიც ტრამპს დასავლეთ ნახევარსფეროშიც აინტერესებს და ახლო აღმოსავლეთშიც. ამიტომ, ირანზე ზეწოლა, ისრაელის მხარდაჭერა და საუდელებთან სიყვარული გაგრძელდება, რაც საერთოდ არ ამსუბუქებს ევროპისა და რუსეთის სამეზობლოს, მათ შორის ჩვენს მდგომარეობას", — წერს ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში.
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
კომენტარები