20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის შეფარდებული პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა — რა კომენტარებს აკეთებენ თანაპარტიელები?
თბილისის საქალაქო სასამართლომ, 20 ივნისის საქმეზე ყოფილი პრემიერმინისტრის და პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა.
პროკურატურის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო გახარიას ადვოკატის მიერ წარდგენილი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ვახტანგ გომელაურისა და თეა წულუკიანის საჯარო განცხადებები 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც გაკეთებული იყო გიორგი გახარიას გადადგომამდე და რომლებშიც აღნიშნული პირები აქებდნენ/იცავდნენ გახარიას ქმედებებს 20 ივნისის მოვლენებზე.
ექსპრემიერის პარტიის წევრები დღევანდელ სასამართლოს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ.
ტატა ხვედელიანის თქმით, მიუკერძოებელმა გამოძიებამ უნდა უპასუხოს კითხვას, თუ ვინ გასცა ბრძანება აქციაზე რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ.
"2021 წელს, როდესაც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ოცნებამ პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტი მიიღო, მაშინ წინააღმდეგი მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო. გიორგი გახარია და ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ამ საქმეზე აუცილებელი იყო დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება.
მიუკერძოებელმა გამოძიებამ უნდა უპასუხოს ორ მთავარ შეკითხვას: ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას გვერდის ავლით 20 ივნისს? ვინ დააორგანიზა და რა მიზნით მოხდა გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანა?
გამოძიება, რომელზეც ჩვენ ამდენს ვსაუბრობთ, აუცილებლად ჩატარდება, სამართლიანი და გავლენებისგან თავისუფალი სასამართლოს პირობებში. პასუხისმგებლობას კი ვერავინ გაექცევა — ყველას გაეცემა როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხი," — წერს ტატა ხვედელიანი პოლიტიკოსი.
გიგა ფარულავა წერს, რომ ამ საქმეზე სრულყოფილი გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს, "ოღონდ არა ოცნების ხელისუფლების პირობებში".
"ვინმეს თუ ჰგონია, რომ ამ პასუხისმგებლობისგან გაძვრება ან დაიმალება, ძალიან ცდება. აუცილებლად დადგინდება: 1. ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გახარიას გვერდის ავლით; 2. ვინ დააორგანიზა და რა მიზნით ჩამოიყვანა გავრილოვი საქართველოში", — წერს ფარულავა.
შალვა კერესელიძის განცხადებით, "საინტერესო ქრონოლოგიაა", რომ ქართულმა ოცნებამ მოვლენებიდან 6 წლის შემდეგ დაიწყო გამოძიება და "ასამართლებენ ადამიანს, რომელსაც რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არათუ არ გაუცია, არამედ ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო".
"საინტერესო ქრონოლოგიაა: 2019 წელს გახარიას ხელმძღვანელობით შინაგან საქმეთა სამინისტრო აფიქსირებს პოზიციას, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვება არ შეიძლება. ამის მიუხედავად, პარტია ქართული ოცნება იღებს გადაწყვეტილებას, რომ გავრილოვი არათუ შემოუშვან, არამედ "შეცდომით" პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვან. მოქალაქეების გაბრაზების ფონზე გავრილოვის მასპინძელი, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გარბის ქვეყნიდან და იმალება ბაქოში, არადა საქართველოს მოქალაქეები სწორედ მისი თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. სიტუაცია იძაბება, პოლიცია და მომიტინგეების ნაწილი ერთმანეთს უპირისპირდებიან. მომიტინგეების და პოლიციის ნაწილი ფიზიკურად ზიანდებიან.
მოვლენებიდან 6 წლის შემდეგ იწყება გამოძიება და 6 წლის შემდეგ ასამართლებენ ადამიანს, რომელსაც რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არათუ არ გაუცია, არამედ ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო.
ციტატა ივანიშვილის ბოლო საჯარო ინტერვიუდან: "დავუბრუნდები ჩემს მოუშუშებელ ჭრილობას — გახარიას... რა თქმა უნდა, მას გასამართლება მოუწევს. სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული..." — წერს კერესელიძე.
მანამდე გიორგი შარაშიძემ დაწერა, რომ "20 ივნისის საქმე გახარიას წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ დაანონსებული პოლიტიკური და პირადი შურისძიების აღსრულებაა". მისივე თქმით, "ოცნებამ ამ საქმის მასალების ნაწილს გრიფით საიდუმლო დაადო. მიუხედავად გახარიას ადვოკატის მოთხოვნისა, საქმის მასალები სრულად გასაჯაროებულიყო, პროკურატურა უარს აცხადებს. ნათელია, რომ ოცნებას აქვს დასამალი და ისმის კითხვა, რა აქვს დასამალი ოცნებას და ვის აფარებს ხელს?".
"სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც," – ბიძინა ივანიშვილი გახარიაზე, 2024.
ცხადია, 20 ივნისის საქმე გახარიას წინააღმდეგ არის ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ დაანონსებული პოლიტიკური და პირადი შურისძიების აღსრულება.
გახარიას ედავებიან ადამიანების დაზიანების ორგანიზებას, მაშინ, როდესაც 20 ივნისს ადამიანები დაზიანდნენ რეზინის ტყვიებით, ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია.
შეგახსენებთ, რომ ოცნებამ ამ საქმის მასალების ნაწილს გრიფით საიდუმლო დაადო. მიუხედავად გახარიას ადვოკატის მოთხოვნისა, საქმის მასალები სრულად გასაჯაროებულიყო, პროკურატურა უარს აცხადებს. ნათელია, რომ ოცნებას აქვს დასამალი და ისმის კითხვა, რა აქვს დასამალი ოცნებას და ვის აფარებს ხელს?", — წერს პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე.
შეგახსენებთ, 2025 წლის 12 ნოემბერს, პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ 20-21 ივნისის საქმეზე და ჩორჩანას ეპიზოდზე სისხლის სამართლის დევნა დაიწყო — უწყებამ ყოფილი პრემიერმინისტრისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვა. გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გახარიასთვის წაყენებული ბრალდებები 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გიორგი გახარია არ იმყოფება საქართველოში. ის ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით განმეორებით გამოსაკითხად წულუკიანის კომისიაში 23 ივნისს დაიბარეს, მაგრამ უცხოეთში ვიზიტის გამო გახარიამ კომისიას ონლაინ-ჩართვა შესთავაზა, რაზეც წულუკიანის კომისიამ თავიდან უარი განაცხადა, შემდეგ კი დასთანხმდა. მიმდინარე წლის 14 ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება "2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედებას ეხება".
-
ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის
გადახედვა
-
ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე
-
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
-
შსს-მ ₾34 მლნ-ზე მეტი ღირებულების 553 კგ ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა შსს-მ ₾34 მლნ-ზე მეტი ღირებულების 553 კგ ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
გადახედვა
-
დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს
გადახედვა
-
რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები? რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა
გადახედვა
-
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა
გადახედვა
-
კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება? კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება?
-
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
-
გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა
გადახედვა
-
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
-
ტრამპმა დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი ტრამპმა დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი: [თითით შეღწევა არის თუ არა დათვალიერების პროცედურის ნაწილი] დებულებაში უნდა ვნახოთ ლევან იოსელიანი: [თითით შეღწევა არის თუ არა დათვალიერების პროცედურის ნაწილი] დებულებაში უნდა ვნახოთ
გადახედვა
-
შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი
გადახედვა
-
1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება 1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება
გადახედვა
-
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
-
დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე — მხოლოდ 24 ოქტომბერს! შეიძინე სახლი ქალაქის ახალ ცენტრში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე — მხოლოდ 24 ოქტომბერს! შეიძინე სახლი ქალაქის ახალ ცენტრში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
კომენტარები