ერაყმა დასავლეთ Qurna 2-ის ნავთობსაბადოს ნაციონალიზაციის გეგმა დაამტკიცა, რომლის 75%-იანი მეწილე რუსული Lukoil-ია
ერაყის მინისტრთა კაბინეტმა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი, დასავლეთ Qurna 2-ის ნავთობსაბადოს ნაციონალიზაციის გეგმა დაამტკიცა, რომლის 75%-იანი წილის მფლობელი აშშ-ს მიერ სანქცირებულ Lukoil-ია.
Reuters წერს, რომ კაბინეტმა გადაწყვეტილება იმ მიზნით მიიღო, რომ თავიდან აიცილოს შესაძლო შეფერხებები, რომლებიც რუსული კომპანია Lukoil-ის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.
Reuters-ის ინფორმაციით, სახელმწიფო კომპანია Basra Oil Company ნავთობსაბადოს ოპერირებას 12 თვის განმავლობაში გადაიბარებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოს კომპანიაში დასაქმებულმა ორმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
"ჩვენი მიზანია წარმოება შეუფერხებლად გაგრძელდეს, მაშინ როცა ერაყი აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებულ გაურკვევლობას უმკლავდება. ამ 12-თვიან პერიოდში ასევე მოვიძიებთ პოტენციურ მყიდველებს Lukoil-ის წილისთვის," — განაცხადა Basra Oil Company-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
Lukoil-მა ნოემბერში დასავლეთ Qurna 2-ზე ფორსმაჟორი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც კომპანია, რუსულ ნავთობმწარმოებელ Rosneft-თან ერთად, სანქციების ქვეშ მოექცა. ეს სანქციები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის ნაწილი იყო, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ისახავდა მიზნად.
დასავლეთ Qurna 2-ზე Lukoil-ს 75%-იანი ოპერაციული წილი ჰქონდა, რაც კომპანიის ყველაზე მსხვილი უცხოური აქტივი იყო. აშშ-ის მიერ დაწესებული ბოლო ვადის მიხედვით, კომპანიას საზღვარგარეთული აქტივების გასაყიდად დრო 17 იანვრამდე აქვს.
აღნიშნული ნავთობსაბადო გლობალური ნავთობის მიწოდების დაახლოებით 0.5%-ს და ერაყის წარმოების დაახლოებით 9%-ს უზრუნველყოფს. ერაყი OPEC-ის ფარგლებში ნავთობის წარმოებით მეორე ადგილზეა საუდის არაბეთის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 22 ოქტომბერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) "რუსნეფტი" და "ლუკოილი" დაასანქცირა.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები