ტრამპი: მადურო და მისი მეუღლე დააკავეს და ვენესუელიდან ვერტმფრენით გაიყვანეს
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავეს და ქვეყნიდან ვერტმფრენით გადმოიყვანეს მას შემდეგ, რაც აშშ-მ კარაკასზე "მასშტაბური დარტყმები" დაიწყო. ტრამპმა ამის შესახებ სოციალურ მედიაში შაბათს, 3 იანვარს დაწერა.
"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან ვერტმფრენით გაიყვანეს. ეს ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავებთან ერთად განხორციელდა. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი", — დაწერა ტრამპმა სოციალურ მედია პლატფორმა TruthSocial-ზე.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა პრესკონფერენცია ოპერაციის შედეგებთან დაკავშირებით, ფლორიდაში 11 საათზე გაიმართება.
"ვენესუელისთვის ახალი ერა! ტირანი წავიდა. ახლა ის საბოლოოდ წარდგება თავისი დანაშაულებისთვის", — დაწერა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კრისტოფერ ლანდაუმ.
3 იანვრის ღამეს აშშ-მ ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. დედაქალაქ კარაკასში აფეთქებები მოხდა და ქალაქის თავზე თვითმფრინავები დაფრინავდნენ. ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა. აფეთქებების ხმა ასევე ისმოდა ლა გუაირაში, კარაკასის ჩრდილოეთით, სანაპიროზე და იგეროტაში (მირანდას შტატი). კვამლის ღრუბლები ლა კარლოტას აეროპორტთან ახლოს, სადაც ვენესუელას 2005 წლიდან სამხედრო ბაზა აქვს განთავსებული, კვამლის ღრუბლები შეინიშნებოდა.
ვენესუელის ხელისუფლებამ აშშ-ის თავდასხმა შეაფასა, როგორც "ვენესუელას სტრატეგიული რესურსების, განსაკუთრებით ნავთობისა და მინერალების მითვისების" მიზანი და "ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობის შელახვის" მცდელობა. ნიკოლას მადურომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
აშშ მადუროს ნარკოტიკებით ვაჭრობას უკავშირებს.
ტრამპმა არაერთხელ დაიმუქრა ვენესუელაზე თავდასხმით, ქვეყნის ხელისუფლებას ის "ნარკოტერორიზმში" ადანაშაულებდა. 2025 წელს შეერთებულმა შტატებმა გაზარდა სამხედრო ყოფნა ქვეყნის სანაპიროსთან და დაიწყო გემების დაბომბვა, რომლებიც, ვაშინგტონის თქმით, ნარკოტიკებით ვაჭრობაში იყვნენ ჩართულნი. აშშ-ის ხელისუფლების ცნობით, მადურო მჭიდრო კავშირშია კოკაინის საერთაშორისო ტრეფიკინგის ქსელთან და კარტელ დე ლოს სოლესთან (მზის კარტელი).
შეერთებულმა შტატებმა არ აღიარა მადუროს გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში და უარს ამბობს მის ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიჩნევაზე. 2020 წელს, დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროს, შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის ლიდერის დაჭერისთვის 15 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა. 2025 წლის იანვარში ეს თანხა 25 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო აგვისტოში — 50 მილიონ დოლარამდე.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები