კაია კალასი

9 Jan. 2026, 18:31

კაია კალასი: "ირანელი ხალხი საკუთარი მომავლისთვის იბრძვის. მათი სამართლიანი მოთხოვნების უგულებელყოფით რეჟიმი თავის ნამდვილ სახეს აჩენს.

თეირანიდან გავრცელებული კადრები უსაფრთხოების ძალების არაპროპორციულ და გადამეტებულ ძალადობრივ რეაგირებას აჩვენებს.

მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია. ინტერნეტის გათიშვა და პარალელურად პროტესტების ძალადობრივი ჩახშობა ამხელს რეჟიმს, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია".

— წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი X-ზე. ირანში ქუჩის პროტესტი, რომელიც ჰიპერინფლაციით იყო გამოწვეული, მე-13 დღეა გრძელდება. წუხელ, ირანის ხელისუფლებამ მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომა მთლიანად შეუზღუდა. ნორვეგიაში დაფუძნებული ირანის ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის (IHRNGO) ცნობით, დემონსტრაციების დაწყებიდან სულ მცირე 45 მომიტინგე, მათ შორის რვა ბავშვი, დაიღუპა. ამას გარდა, ასობით ადამიანი დაშავდა და 2000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…