შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში მოგებული ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოდან წილის გამოძალვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა. გამოძების ინფორმაციით, საუბარია მანქანის ღირებულების მესამედზე — 10 ათას აშშ დოლარზე.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.