IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს
IT სპეციალისტი, გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების ბაზიდან ქობულეთში პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა და ისინი "ტვ პირველს" გადასცა, ციხეში შიმშილობს.
პატიმრის დედამ, ეთერ კვიცარიძემ "ტვ პირველს" განუცხადა, რომ მისი შვილის გარდა, მინიმუმ კიდევ ორი პატიმარი შიმშილობს. კვიცარიძეს ეშინია, რომ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მისი შვილის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება.
"შიმშილზე წავიდა. F 2-3-შია, შიმშილობის კამერა ყოფილა და იქაა გადაყვანილი. სამნი სხედან სულ საშიმშილო კამერაში, დაკავშირება უნდა "ტვ პირველთანო". ისეთ მდგომარეობაშია, მეშინია იმათმა არ უქნან რამე და არ დააბრალონ მას, თვითონ ქნაო," — განუცხადა პატიმრის დედამ "ტვ პირველს".
მიმდინარე წლის 13 ივნისს "ტვ პირველმა" გაავრცელა კადრები, სადაც ასახულია, როგორ ძალადობენ პოლიციელები დაკავებულ პირებზე. ტელეკომპანიის განცხადებით, ძალადობის ამსახველი 5 ვიდეოფაილი პატიმარი IT სპეციალისტის ოჯახმა მიაწოდა.
რეპორტაჟში ეთერ კვიცარიძე ჰყვება, რომ მისმა შვილმა პოლიციელების ბაზა გატეხა და ძალადობის ამსახველი 33 ვიდეოფაილის მოპოვება შეძლო, სადაც დაკავებულებს აწამებენ და სექსუალური ძალადობით ემუქრებიან.
მას შემდეგ, რაც პოლიციამ ბაზის გატეხვის შესახებ შეიტყო, IT სპეციალისტი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. პატიმრის დედის თქმით, მის შვილს "ნარკოტიკები ჩაუდეს". რეპორტაჟში კვიცარიძე იხსენებს, რომ პოლიცია იმ კომპიუტერის გადაცემას ითხოვდა, სადაც ფაილები იყო შენახული, მაგრამ ოჯახმა მისი გადამალვა შეძლო.
კვიცარიძე "ტვ პირველთან" საუბარში აცხადებს, რომ სასჯელის ვადის შემცირების სანაცვლოდ, ქუთაისის ციხის უფროსი მის შვილს ძალადობის ამსახველი ვიდეოების გაქრობას სთხოვს. პატიმრის დედა ასევე გაჭიანურებულ სასამართლო პროცესსა და გაყალბებულ სასამართლო ჩვენებებზე საუბრობს.
"გაქრეს ის ვიდეოებიო, ციხის უფროსს უთქვამს და წელიწადს მოგცემენო. ადვოკატს ეს რომ ვუთხარი, ეს ესე არ ხდებაო, მითხრა, არაფერზე არ გაჰყვეს, მე უნდა მითხრან ეგო, ეგენი იტყუებიანო. სასამართლო როდის იქნება არ ვიციო, პროკურორი გაიქცა, ახალი არის ვიღაცა. დნმ აუღეს გიგას, თბილისშია გაგზავნილიო და არ იციან, როდის იქნება პასუხი. კიდევ ორი მიიყვანეს - პოლიციელი, არაფერი არ მახსოვსო, იძახეს. მოსამართლისგან არაფერი რეაგირება არ იყო — ხომ უნდა ეთქვა, თუ არ გახსოვს, რატომ მოდიხარ აქო. ბიბლიაზე კი დებენ ხელს. ბავშვობის დაქალი მახლდა მე, გარეთ იჯდა და ეს ორი მოწმე რომ იყო, გარეთ უსმინა მათ ლაპარაკს, ერთმანეთს ეუბნებოდნენ - ყველაფერზე თქვი არ მახსოვსო," — ამბობს პატიმრის დედა.
მას შემდეგ, რაც "ტვ პირველმა" ძალადობის ამსახველი კადრები გაავრცელა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მათი ავთენტიკურობა არ უარუყვია. შსს-ს განცხადებით, აღნიშნული პოლიციელების წინააღმდეგ დაწყებულია სამართლებრივი დევნა და ისინი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს. ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები 2022 წლით თარიღდება.
"ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს. საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფ, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ინფორმაცია აქვთ ანონსის გამავრცელებელ ჟურნალისტებსაც, თუმცა მათ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემის ანონსში შეგნებულად არ ჩასვეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად," — ვკითხულობთ შსს-ს 13 ივნისის განცხადებაში.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები