5 პრინციპი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად — საკანონმდებლო წინადადება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ, რომელიც ხუთ ძირითად პრინციპს მოიცავს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცედურა უნდა იყოს სამართლებრივად რეგულირებული. საბჭოს წევრები საკანონმდებლო წინადადებას დღეს, 15 იანვარს წარადგენენ პარლამენტში.
საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა
პროექტით, საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა უნდა განისაზღვროს შვიდი წევრის შემადგენლობით, ხოლო მათი შერჩევის წესი შემდეგი იქნება:
- საქართველოს უზენაესი სასამართლო თავისი შემადგენლობიდან წარადგენს 2 წევრს;
- საქართველოს სახალხო დამცველი — 2 წევრს;
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია — 2 წევრს;
- საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გაერთიანება — 1 წევრს.
პროექტით გაწერილი პროცედურით, საკონსულტაციო ჯგუფი მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დასკვნას წარუდგენს, რაც მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება.
საკანონმდებლო წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ კანდიდატების შერჩევის პროცედურაში საკონსულტაციო ჯგუფის შემოტანით მინიმუმამდე არის დაყვანილი პროცესის არაკეთილსინდისიერად და სუბიექტურად წარმართვის შესაძლებლობა.
მოსამართლეობის კანდიდატურების შესარჩევი კონკურსის გამოცხადება
საკანონმდებლო წინადადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსი უნდა გამოაცხადოს. კონკურსი ერთ ან რამდენიმე ვაკანტურ ადგილზე კონკრეტული სპეციალიზაციების (სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი) მიხედვით გამოცხადდება.
ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება
საკანონმდებლო წინადადებაში გაწერილია, რომ ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი.
გასაუბრების ღიად ჩატარება
ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის წინადადებით, კანდიდატთან გასაუბრება უნდა ჩატარდეს საჯაროდ — იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს გასაუბრების ტრანსლაცია საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. ასევე, დოკუმენტის თანახმად, საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს კანდიდატთან გასაუბრების პროცესზე დასწრება და კითხვების დასმა უნდა შეეძლოთ.
გადაწყეტილების კონსესუსით მიღება
საკანონმდებლო წინადადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება კონსესუსით, ღია სხდომაზე უნდა მიიღოს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის თქმით, საბჭოს მოსამართლე წევრებსაც ექნებათ საკანონმდებლო წინადადება, კრიტერიუმებთან დაკავშირებით. არამოსამართლე წევრების წინადადება ითვალისწინებს მოსამართლეობის კანდიდატების არსებული სიის სრულად შეცვლას. საბჭოს მდივნმა გიორგი მიქაუტაძემ გუშინ 14 იანვარს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ წარმოუდგენელია, საკანონმდებლო დონეზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის შეცვლის ვალდებულება გაიწეროს.
მიქაუტაძის თქმით, უახლოეს მომავალში გაიმართება ფართო ჩართულობით სამუშაო შეხვედრა, სადაც კრიტერიუმებს დააზუსტებენ. მანვე დაამატა, რომ კრიტერიუმებთან დაკავშირებით ინიციატივები საბჭოს მოსამართლე წევრებსაც ექნებათ.
დაპირისპირება ქართულ ოცნებაში
მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია და ამ მიზეზით, ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება გახდა. ეკა ბესელია მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობების დატოვების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა. ბესელიას გადადგომის შემდეგ ზარდიაშვილს მოუწევდა ამ თანამდებობაზე მუშაობა. ბესელია კი ამბობდა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ზარდიაშვილის ხელში ვერ დატოვებდა.
წასვლის მიზეზებზე საუბრისას ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას მოსთხოვა მოსამართლეების სია პარლამენტში დარეგისტრირებიდან მეოთხე დღეს განეხილა და მხარი დაეჭირა. დეპუტატის თქმით, სწორედ ამ მიზეზით დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის დამტკიცებას შეუშალა ხელი.
ბესელიას პოზიციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში მყოფი მოსამართლეები ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდებოდნენ და მათი არჩევა სასამართლო სისტემისა და ქართული ოცნების ღირებულებების ნგრევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
ბესელიას ამბობდა, რომ ამ საკითხზე ირაკლი კობახიძეს, როგორც პირადად ისე პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით შეხვდა. მისი თქმით, ამ სიის დამტკიცება იქნებოდა ის მიზეზი, რის გამოც ქართული ოცნების გუნდს დატოვებდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ ბესელიას გადადგომა მოსამართლეების სიას არ უკავშირდება. კობახიძის თქმით, ბესელიას ვიცე-სპიკერის თანამდებობა შესთავაზეს. ამის შესახებ მან იმ ოთახის წინ ისაუბრა, რომელსაც მისი თქმით, ბესელიასთვის არემონტებდნენ. კობახიძემ დეპუტატს გუნდურად თამაშისკენ მოუწოდა და თქვა, რომ "გუნდის წინააღმდეგ წასვლას" არავის ურჩევდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შემდეგ ბესელიამ პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე წარადგინა. კომიტეტმა გედევან ფოფხაძე ამ თანამდებობაზე აირჩია, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილმა, მათ შორის მამუკა მდინარაძემ, დავით მათიკაშვილმა და გიორგი კახიანმა, ეკა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა.
ამ მიზეზით ჩაინიშნა უმრავლესობის სხდომა, სადაც გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს. სხდომას ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ხოლო ეკა ბესელია — არა. ის საზღვარგარეთ მივლინებით იმყოფებოდა. უცხოეთიდან დაბრუნებულმა გედევან ფოფხაძის საკითხის განხილვის მიზნით უმრავლესობის სხდომის მოწვევა მოითხოვა.
ამჯერად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს თავმჯდომარე არ ჰყავს. ამ პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატურად ანრი ოხანაშვილს განიხილავენ. ეკა ბესელია კი მას თავის მოწინააღმდეგეთა გუნდში მოიხსენიებს.
მოგვიანებით ბესელიამ მოუწოდა ქართულ ოცნებასა და იუსტიციის საბჭოს გაიწვიონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია უკან და დაიწყონ მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე. მან ურჩია ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილს, რომ "თითის ქნევით არ ელაპარაკონ და ნურც გამოცდას უტარებენ".
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნს, გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა და განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იქამდე არ აირჩევენ, სანამ კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის კრიტერიუმები არ გაიწერება. მან ასევე განმარტა, რომ შემუშავებული კრიტერიუმები იმ მოსამართლეობის კანდიდატებზეც გავრცელდება, რომელთა სიაც უკვე პარლამენტშია. ირაკლი კობახიძის თქმით, კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში იმსჯელებენ.
ყველაზე ბოლოს ბესელიას განცხადებებს ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პარტიისა და გუნდურობის პრინციპების წინააღმდეგ წავიდა. ივანიშვილის თქმით, ბესელიამ ვიცე-სპიკერად დანიშვნის შეთავაზება არასწორად დაუკავშირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს. მისი განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ბესელიას არჩევის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
-
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო
-
ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა
გადახედვა
-
ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს
-
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
-
ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს
გადახედვა
-
ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
გადახედვა
-
რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ
-
იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება
-
3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს 3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს
-
მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
გადახედვა
-
კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია
გადახედვა
-
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა
გადახედვა
-
გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება? რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს
გადახედვა
კომენტარები