სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი, ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობისთვის შექმნილი დამოუკიდებელი ორგანო.
ორგანო 1997 წლის 13 ივნისს შეიქმნა. მის ფუნქციებად განისაზღვრა მოსამართლეების თანამდებობებზე დანიშვნა/გათავისუფლება, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება, წინადადების შემუშავება სასამართლო რეფორმის გასატარებლად და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულება.
საბჭო შედგება 15 წევრისგან, საიდანაც 8 წევრს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5-ს საქართველოს პარლამენტი ირჩევს, 1 წევრს კი საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს.
ორგანოს თავჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. აღნიშნული თანამდებობა 2015 წლიდან ნინო გვენეტაძეს უჭირავს.