მარია ზახაროვა: სომხეთში არჩევნები ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლისა და ევროკავშირის ჩარევის ფონზე ჩატარდა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლისა და დასავლეთის ჩარევის ფონზე ჩატარდა.
"7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლისა და დასავლეთის, პირველ რიგში ევროკავშირის ჩარევის ფონზე ჩატარდა", — განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, სომხეთს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგები მიუთითებს, რომ პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" პარტიამ, რომელმაც გამარჯვება გამოაცხადა, "ვერ უზრუნველყო ძალაუფლებაზე მონოპოლია". "უფრო მეტიც, წინა საარჩევნო ციკლთან შედარებით, მისი მხარდაჭერა შესამჩნევად შემცირდა", — თქვა ზახაროვამ.
მან განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთში თავისი სამომავლო მოქმედების კურსის ჩამოყალიბებას სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ გადადგმული ფაქტობრივი ნაბიჯების გათვალისწინებით გეგმავს.
"რაც შეეხება მოსკოვის მომავალ პოლიტიკას სომხეთთან ურთიერთობებში, ჩვენ ვაპირებთ ჩვენი კურსის ჩამოყალიბებას სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ გადადგმული ფაქტობრივი ნაბიჯების გათვალისწინებით", — აღნიშნა ზახაროვამ.
ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი დაინტერესებულია ძლიერი და ჭეშმარიტად სუვერენული სომხეთით და რომ სომეხი ხალხი რუსეთის ფედერაციის მოძმეა.
"მოსკოვი ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება დაინტერესებული ძლიერი და ჭეშმარიტად სუვერენული სომხეთით. სომეხი ხალხი ჩვენი მოძმეა და ჩვენ ვუსურვებთ მათ მშვიდობას და კეთილდღეობას. ამავდროულად, ბოლო არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ სომხური საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებულია", — აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, "ასეთ ვითარებაში, სომხეთის განვითარების გზაზე ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღება მოსახლეობის ყველა ფენის აზრის გათვალისწინების გარეშე ნიშნავს ქვეყნის შემდგომ დაყოფასა და სოციალურ-ეკონომიკურ რყევამდე მიყვანას". "ჩვენ ველით, რომ სომხეთის ხელისუფლება იხელმძღვანელებს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული მიდგომებით", — თქვა ზახაროვამ.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებში პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ "სამოქალაქო კონტრაქტმა" ხმების 49.81%-ით გაიმარჯვა.
- ნიკოლ ფაშინიანი: ომის სამთავიანი პარტია განადგურებულია
- ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი გააგრძელებს ევროკავშირთან დაახლოებას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის შენარჩუნებით
- სომხეთის არჩევნების ხმების 100% დათვლილია — მმართველმა პარტიამ ხმების 49.81% მიიღო
- ხმების 94%-ის დათვლის შემდეგ, ნიკო ფაშინიანის პარტია ხმების 50.07%-ით ლიდერობს
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
კომენტარები