ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ჯარებმა პალესტინელი ჩვილი სასიკვდილოდ დაჭრეს
ფოტო: Mahmoud Illean
ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ჯარისკაცებმა 7 თვის პალესტინელი ჩვილი მოკლეს, მისი მშობლები კი დაჭრეს. სამხედროებმა ოჯახის მანქანას ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც ავტომობილი გაჩერების ბრძანებას დაემორჩილა.
შემთხვევა პარასკევს, ჰებრონში მოხდა. სროლის შედეგად, 7 თვის სემ ფაჰდ აბუ ჰაიკალი მძიმედ დაშავდა. ის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს, თუმცა ვერ გადაარჩინეს.
ისრაელის არმიის მტკიცებით, ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელიც მათი მიმართულებით დიდი სისწრაფით მიემართებოდა. თუმცა, პირველადი მოკვლევით დადგინდა, რომ დაზარალებულები უდანაშაულო სამოქალაქო პირები იყვნენ.
ოჯახის ავტომობილი, რომელსაც ცეცხლი გაუხსნეს.
ფოტო: Mahmoud Illean
ისრაელის გაზეთთან ერთ-ერთ ინტერვიუში ბავშვის მამამ, ბეთლემის უნივერსიტეტის ლექტორმა ფაჰდ აბუ ჰაიკალმა აღნიშნა, რომ ტყვიამ ჯერ მის ხელში გაიარა, შემდეგ კი უკანა სავარძელზე, დედის მკლავებში მყოფ პატარა სემს მოხვდა. მამის თქმით, პარასკევს საღამოს, როდესაც ისინი ჰებრონში გადაადგილდებოდნენ, ჯარისკაცების მიერ მიცემულ ნიშანზე მანქანა მაშინვე გააჩერეს.
მისი თქმით, ჯერ კიდევ დღე იყო, როდესაც ჯარისკაცმა ცეცხლი გახსნა და გარკვევით შეეძლო დაენახა, რომ მანქანაში ოჯახი იჯდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჯარისკაცებს "მოეჩვენათ, რომ მანქანა მათი მიმართულებით მოდიოდა და სიჩქარეს უმატებდა", რის გამოც ერთ-ერთმა სამხედრომ ავტომობილის მიმართულებით გაისროლა.
ნატყვიარი იმ ავტომობილის საქარე მინაზე, რომელშიც 7 თვის სემ ფაჰდ აბუ ჰაიკალს ესროლეს.
აბუ ჰაიკალი სამხედროების ამ ვერსიას უარყოფს.
"ჯარისკაცი ჩემგან დაახლოებით 10 მეტრში იდგა. მან მეც დამინახა, ჩემი ცოლიც და ბავშვებიც დაინახა. მანქანას დაბურული მინები არ ჰქონია, დღის შუქი იყო და ყველაფერი ცხადად ჩანდა. ვერ იტყვიან, თითქოს ვერ შეამჩნიეს, რომ შიგნით ოჯახი იჯდა. როგორც მიბრძანეს, ისე გავჩერდი, მათ კი უბრალოდ სროლა აუტეხეს მანქანას. 7 თვის ჩვილი ცივსისხლიანად მოკლეს. მას ეს არ დაუმსახურებია. იქ არანაირი ოფიციალური გამშვები პუნქტი არ ყოფილა, უბრალოდ ქუჩაში მდგარი ჯარისკაცები იყვნენ", — განაცხადა ბავშვის მამამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
გაეროს გასული თვის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში 1000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, მათგან სულ მცირე 240 ბავშვია.
აბუ ჰაიკალმა გამოძიების დაწყება და დამნაშავე ჯარისკაცის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. ისრაელის უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, პალესტინელების მიმართ ძალადობაში ბრალდებული ისრაელელი ჯარისკაცები იშვიათად ისჯებიან. 2016-დან 2024 წლამდე დაფიქსირებული 2 427 საჩივრიდან, სამხედროებს ბრალი შემთხვევების 1%-ზე ნაკლებში წარედგინათ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები