7 ისტორიული ფაქტი, რომლებიც დროის შეგრძნებას დაგაკარგვინებთ
ხშირად გვიჭირს დროის რეალური მასშტაბებისა და სამყაროს ასაკის გააზრება. მართალია, ისტორიის გაკვეთილები მუდამ წარსულში მომხდარ მოვლენებს გვასწავლის, თუმცა დროის ხაზი იმდენად ვრცელია, რომ ჩვენს გონებაში ის ხშირად მაინც ირევა და მახინჯდება. დროის დიდი მონაკვეთები თითქოს პატარავდება და ერთიანდება, რადგან ძალიან ცოტა რამ ვიცით იმ მოვლენებზე, რომლებიც მათ შორის ხდებოდა. მეორე მხრივ, მოკლე პერიოდები გრძელი გვეჩვენება, რადგან ამ დროს ზედმეტად ბევრი და სწრაფი ცვლილებები მოხდა.
ისტორიაში უამრავი ისეთი თანაკვეთა ან დროის შუალედი არსებობს, რომელიც ჩვენს წარსულის აღქმას სრულიად ეწინააღმდეგება. გთავაზობთ 7 ისტორიულ ფაქტს, რომლებიც წარსულზე თქვენს წარმოდგენას თავდაყირა დააყენებს:
1. ეგვიპტის პირამიდების აშენებისას დედამიწაზე ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ მამონტები
ფოტო: Live Science
ფოტო: Britannica
თუ მამონტების შესახებ თქვენი ცოდნა ძირითადად მულტფილმ გამყინვარების პერიოდიდან მოდის, ალბათ გგონიათ, რომ ისინი იმ ეპოქაში ბინადრობდნენ, როდესაც დედამიწაზე კაცობრიობას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ფეხი მოკიდებული.
რეალობა კი ასეთია: გიზას სამი პირამიდა ძვ. წ. 2550-2490 წლებში აშენდა. მართალია, მამონტების უმეტესობა დაახლოებით 10 000 წლის წინ განადგურდა, მაგრამ ციმბირში, ვრანგელის კუნძულზე აღმოჩენილი მამონტთა ძვლების ასაკი სულ რაღაც 3700 წლით თარიღდება. ეს ნიშნავს, რომ მათი ნაწილი ძვ. წ. XVI საუკუნეშიც კი მშვიდად დასეირნობდა დედამიწაზე — 9 საუკუნის შემდეგ იქიდან, რაც ეგვიპტელებმა პირამიდების მშენებლობა დაიწყეს.
2. ოსმალეთის იმპერია ჯერ კიდევ არსებობდა, როდესაც უოლტ დისნეიმ თავისი პირველი მულტფილმები გამოუშვა
ფოტო: ThoughtCo
ფოტო: Shutterstock
მიუხედავად იმისა, რომ ოსმან I-მა იმპერიას საფუძველი დაახლოებით 1299 წელს ჩაუყარა, მისი ნამდვილი ოქროს ხანა XVI საუკუნის შუა წლებში, სულეიმან დიდებულის მმართველობის პერიოდში დაიწყო. თუმცა, ოსმალეთის იმპერია არც XVII, არც XVIII და არც XIX საუკუნეში არ დაშლილა. ის ჯერ კიდევ არსებობდა, როდესაც უოლტ დისნეიმ 1920 წელს თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი მულტფილმები გამოუშვა.
იმპერიის არსებობის დასასრულად, როგორც წესი, 1922 წელი მიიჩნევა — თარიღი, როდესაც თურქეთის ლიდერებმა სულთნის ტიტული საბოლოოდ გააუქმეს.
3. ტირანოზავრი დროით აიფონთან უფრო ახლოს ცხოვრობდა, ვიდრე სტეგოზავრთან
ფოტო: PCMag UK
ფოტო: Harrisburg University
ხშირად გვგონია, რომ ჩვენი საყვარელი დინოზავრები დედამიწაზე ერთსა და იმავე დროს დააბიჯებდნენ. თუმცა, ეს რეალობისგან ძალიან შორს არის. დინოზავრების ეპოქა დაახლოებით 165 მილიონი წელი გრძელდებოდა. ეს მართლაც კოლოსალური დროა. უკეთ რომ აღვიქვათ — თანამედროვე ადამიანი დედამიწაზე სულ რაღაც 0,2 მილიონი წელია, რაც ცხოვრობს.
სტეგოზავრები და ბრაქიოზავრები იურულ პერიოდში ცხოვრობდნენ, რომელიც დაახლოებით 199,6 მილიონი წლის წინ დაიწყო და 145,5 მილიონი წლის წინ დასრულდა. აი, ტირანოზავრებმა და ტრიცერატოფსებმა კი, მიიჩნევა, რომ ევოლუცია დაახლოებით 67 მილიონი წლის წინ განიცადეს. ეს ნიშნავს, რომ სტეგოზავრსა და ტირანოზავრს ერთმანეთისგან მთელი 80 მილიონი წელი აშორებთ. დინოზავრების ეპოქასთან შედარებით, კაცობრიობის არსებობა მართლაც თვალის ერთი დახამხამებაა.
4. ოქსფორდის უნივერსიტეტი აცტეკების იმპერიაზე ძველია
ფოტო: Britannica
ფოტო: f9photos
აცტეკების ცივილიზაცია ხშირად შორეულ, უძველეს ისტორიად აღიქმება — იდუმალ ეპოქად, რომელსაც მხოლოდ არქეოლოგიური გათხრებისა და მუზეუმის ექსპონატების საშუალებით ვეცნობით. მეორე მხრივ, ოქსფორდის უნივერსიტეტი ჩვენი თანამედროვეობის ნაწილად მიგვაჩნია, სადაც დღესაც კი შეგვიძლია წავიდეთ სასწავლებლად. თუმცა, ისტორია სულ სხვა რამეს გვეუბნება.
ოქსფორდში სწავლების დაწყების კვალი 1096 წლიდან ჩანს. აცტეკების იმპერიის დაბადებად მიჩნეული ქალაქი ტენოჩტიტლანი კი გაცილებით გვიან, 1325 წელს დაარსდა. ეს ნიშნავს, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტი აცტეკების ცივილიზაციაზე თითქმის 200 წლით უფროსია.
5. კლეოპატრა ჩვენს ეპოქასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე პირამიდების მშენებლობასთან
ფოტო: wikimedia
ფოტო: Ancient origins
ძვ. წ. 2550 წელს, პირამიდების მშენებლობის დაწყებისას, რაიმე საზეიმო ცერემონია თუ გაიმართა, კლეოპატრა მას ნამდვილად ვერ დაესწრებოდა. ეგვიპტის საკულტო დედოფალი ამ მოვლენიდან მხოლოდ 2480 წლის შემდეგ — ძვ. წ. 69 ან 70 წელს დაიბადა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ჩვენს ეპოქასთან დაახლოებით 400 წლით უფრო ახლოსაა, ვიდრე გიზას პირამიდების მშენებლობის პერიოდთან.
6. მერილინ მონრო და დედოფალი ელისაბედი ერთსა და იმავე წელს დაიბადნენ
ფოტო: Stern
ფოტო: The Lasso
შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, რომ დედოფალ ელისაბედ II-ისა და მერილინ მონროს დაბადების თარიღებს შორის სხვაობა სულ რაღაც რამდენიმე თვეა, თუმცა ეს სიმართლეა.
ბრიტანეთის მონარქი 1926 წლის 21 აპრილს მეიფეირში დაიბადა, სულ რამდენიმე თვის შემდეგ კი, 1-ელ ივნისს, ლოს-ანჯელესში მერილინ მონრო მოევლინა სამყაროს. ამ ორმა უდიდესი გავლენის მქონე ქალბატონმა 1956 წელს ერთმანეთი პირადადაც გაიცნო.
7. ვარსკვლავური ომების პრემიერა იმავე წელს შედგა, როცა საფრანგეთში ბოლო ადამიანი დასაჯეს გილიოტინით
ფოტო: Business Wire
ფოტო: The Conversation
საფრანგეთი მოქალაქეების სიკვდილით დასასჯელად იმაზე დიდხანს იყენებდა გილიოტინას, ვიდრე მრავალ ჩვენგანს ჰგონია. გილიოტინით ბოლო ადამიანი 1977 დასაჯეს — ზუსტად იმ დროს, როდესაც სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულები კინოთეატრებისკენ ახალი ფილმის, ვარსკვლავური ომების სანახავად მიეშურებოდნენ.
საფრანგეთის რევოლუციიდან მოყოლებული, გილიოტინა ქვეყანაში სიკვდილით დასჯის ოფიციალური მეთოდი იყო, სანამ 1981 წელს თავად სიკვდილის დასჯას არ გააუქმებდნენ.
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
კომენტარები