როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
"სკოლებმა 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ მობილური ტელეფონების/სმარტფონების და "ჭკვიანი" საათების შესანახი, სათანადო რაოდენობის სპეციალური სათავსების შესყიდვა-მონტაჟი — ვკითხულობთ განათლების უწყების ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის ბრძანებაში.
4 თებერვალს "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტელეფონების გამოყენება აიკრძალა.
"სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესის" ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ წესის მიზანია "სკოლაში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების რეგულირებით სასწავლო პროცესის უწყვეტობისა და ეფექტიანობის, მოსწავლეთა კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესების ხელშეწყობა და ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სათანადოდ გამოყენების კულტურის დანერგვა".
ბრძანების თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება დასაშვებია:
ა) უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით, სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნებისთვის;
ბ) მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ, სკოლისათვის წინასწარ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტით დადასტურებული, ჯანმრთელობის მონიტორინგის ან/და სხვა სამედიცინო მიზნებისთვის;
გ) საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელ შემთხვევებში;
დ) სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე მოსწავლეებისთვის, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტის (არსებობის შემთხვევაში) ან კლასის დამრიგებლისა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე;
ე) მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, თუ აღნიშნული აუცილებელია მისი სწავლებისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, რომელიც დასტურდება შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობით/დასკვნით;
ვ) სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაცია ხორციელდება სკოლის მიერ განსაზღვრული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.
"სკოლა ვალდებულია განსაზღვროს მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაციის ოფიციალური არხები, მათ შორის: სკოლის დირექციის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, კლასის დამრიგებლის ან სკოლის ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, სასკოლო საინფორმაციო სისტემები/სოციალური ქსელები და სხვა.
• მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული სკოლის მიერ განსაზღვრული საკომუნიკაციო არხების შესახებ," — ვკითხულობთ ბრძანებაში.
სკოლა ასევე ვალდებულია მობილური ტელეფონების/სმარტფონების და "ჭკვიანი" საათების შესანახი სათავსები სათავსები თითოეულ საკლასო ოთახში განალაგოს. ამასთან, სკოლა უფლებამოსილია, სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით, თავად განსაზღვროს სპეციალური სათავსების განლაგების პრინციპი.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები