ეს იყო დამაკმაყოფილებელი არჩევნები, თუმცა ვერ იტყვი, რომ ეს იყო კარგი — შეფასებები საქართველოს არჩევნებზე
ფოტო: ჯონ ჰერბსტი / დევიდ კრემერი
ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის პროგრამების დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა მისი თქმით, დარღვევებიდან გამომდინარე ეს "კარგ" არჩევნებად ვერ შეფასდება. ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან ისაუბრა.
"ამის მიზეზი დამკვირვებლების წინააღმდეგ ძალადობა, სახელმწიფოსა და ერთი პარტიას შორის ბუნდოვანი საზღვარია. ამიტომ გასაგებია, რომ ოპოზიცია გაბრაზებულია. გასაგებია, რატომ არიან ისინი ქუჩაში. თუმცა, არ ვიცი, რამდენად იძლევა ეს საფუძველს ქვეყანაში არასტაბილურობის შესაქმნელად. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის საფუძველი, არჩევნების არალეგიტიმურად გამოსაცხადებლად", — ამბობს იგი.
მისივე თქმით, სასარგებლო იქნება თუ ოპოზიციასა და მთავრობას შორის ამ პრობლემების გადასაჭრელად გამჭვირვალე მოლაპარაკებები წარიმართება.
"იქნებ ეს იყოს კომპრომისის მიღწევის გზა, თუმცა ეს ქართული პარტიების გადასაწყვეტია და არა უცხოელების საქმე, რომ ამისკენ მიუთითონ", — თქვა მან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, დევიდ კრამერი კი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ოპოზიციას პროტესტისა და უკმაყოფილების გამოხატვის უფლება აქვს. თუმცა იგი იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები ძალადობის თავიდან არიდებას შეძლებენ.
"ეუთოს დამკვირვებლები, ამერიკის საელჩო, ევროკავშირი და ადგილობრივი დამკვირვებლები, საერთაშორისო გამჭვირვალობა და სხვები ამბობენ, რომ სერიოზულ პრობლემებს ჰქონდა ადგილი. ამერიკის საელჩომ გამოიყენა ტერმინი "მიუღებელი", როცა პრობლემებზე საუბრობდა, მათ შორის, ამომრჩევლის დაშინებაზე, მოსყიდვაზე, ძალადობის შემთხვევებზე და სხვა სიტუაციებზე, რომლებიც შეკითხვებს ბადებს. მე იმედი მაქვს, რომ მხარეები შეძლებენ ძალადობის თავიდან არიდებას. თუმცა, ოპოზიციას აქვს პროტესტის უფლება და უკმაყოფილების გამოხატვის უფლება, იმაზე თუ რაც მოხდა", — განაცხადა მან.
ამერიკის ხმის ინფორმაციითვე, კრამერმა აღნიშნა ისიც, რომ თუ ის დარღვევები, რაზეც დამკვირვებლები საუბრობენ მართლა მოხდა, მაშინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა. პარლამენტის არჩევნები წელს პირველად პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართა. ცესკოს გამოცხადებულ შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და პერმანენტულად აქციებს გეგმავს. ბარიერგადალახულმა რვავე ოპოზიციურმა პარტიამ მანდატებზე უარი თქვა. ისინი პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ამბობენ, რომ არჩევნების დღეს გაყალბების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდება.
პარლამენტში არ შედიან ევროპული საქართველო, ლელო, ნაციონალური მოძრაობა — ძალა ერთობაშია, მოქალაქეები, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი.
მანდატების დათმობაზე ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ჯერ კიდევ 31 ოქტომბრის ღამეს საუბრობდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება — 48,23%;
- ენმ — ძალა ერთობაშია — 27,16%;
- ევროპული საქართველო — 3,78%
- ლელო — 3,16%;
- სტრატეგია აღმაშენებელი — 3,15%;
- პატრიოტთა ალიანსი — 3,14%;
- გირჩი — 2,89%;
- მოქალაქეები — 1,33%;
- ლეიბორისტული პარტია — 1%;
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები