თამთა მიქელაძე: ბაჩიაშვილის დაკავება, ალბათ, ანრი ოხანაშვილის მთავარი მიღწევაა
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში სუს-ის ყოფილი უფროსის, ანრი ოხანაშვილის აღნიშნულ პოზიციაზე 5-თვიან საქმიანობას აჯამებს. ის წერს, რომ ამ ხნის განმავლობაში ოხანაშვილმა 47 საჯარო განცხადება და პრესრელიზი გამოაქვეყნა, მაგრამ "მისი მთავარი მიღწევა, ალბათ, ბაჩიაშვილის დაკავება".
თამთა მიქელაძე დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ამ პერიოდში, წინა წლებისგან განსხვავებით, სუს-ის განცხადებები დაცლილი იყო პოლიტიკური შინაარსისგან, მაგრამ "არც ერთი განცხადება არ აჩვენებდა სუს-ის შიგნით მიმდინარე მნიშვნელოვან სამუშაოებს (გადამზადება, ახალი მიდგომების დანერგვა, რეორგანიზაცია და ა.შ.), არ ჩანდა არც მომავალზე ორიენტირებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია".
"ახლა გავაანალიზე ანრი ოხანაშვილის პერიოდში (ანუ 5 აპრილიდან დღემდე) სუს-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადებები და პრესრელიზები:
ამ პერიოდში დავითვალე 47 საჯარო განცხადება და პრესრელიზი.
თვალში საცემია, რომ ყველაზე მეტი განცხადება უკავშირდება სამართალდამცავი და ანტიკორუფციული ოპერაციების შესახებ ინფორმაციას (7 განცხადება). ბაჩიაშვილის დაკავება ალბათ ანრი ოხანაშვილის მთავარი მიღწევაა.
ამის შემდეგ მოდის ორგანიზაციული და საჯარო განხილვებში მონაწილეობის შესახებ განცხადებები (7 განცხადება) და ისტორიული ხსოვნისა და პატივის მიგების ღონისძიებების შესახებ პრესრელიზები (6 განცხადება).
ერგნეთში IPRM შეხვედრის შესახებ შემხვდა 2 პრესრელიზი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული პირების გათავისუფლების შესახებ 3 განცხადება.
საერთაშორისო შეხვედრების შესახებ მხოლოდ 5 პრესრელიზი შემხვდა. აქედან სამი შეხვედრა უკავშირდებოდა მეზობელ ქვეყნებს (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი), ორი შეხვედრა კი — დიდი ბრიტანეთის ელჩთან და აშშ-ის საელჩოს FBI-ს სამართლებრივ ატაშესთან შეხვედრას.
საინტერესოა, რომ ამ პერიოდში სუს-ის განცხადებები დაცლილი იყო პოლიტიკური შინაარსისგან, რასაც წინა წლებში შევხვდებოდით (რაც კარგია). მაგალითად, რევოლუციების, გადატრიალების მცდელობისა და სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების, ანდა მოპოვებული საიდუმლო ჩანაწერების შესახებ განცხადებებს ვერ შევხვდებით.
არც ერთი განცხადება არ აჩვენებდა სუს-ის შიგნით მიმდინარე მნიშვნელოვან სამუშაოებს (გადამზადება, ახალი მიდგომების დანერგვა, რეორგანიზაცია და ა.შ.). არ ჩანდა არც მომავალზე ორიენტირებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია (მაგალითად, ახალი სტრატეგიებისა და პროგრამების მიღების შესახებ), მით უმეტეს, როდესაც რეგიონში დრამატულად შეიცვალა კონტექსტი ბოლო თვეებში.
მასალებში ვერ ვნახავთ ანრი ოხანაშვილის ერთ ფოტოსაც კი, სადაც ჩანს, რომ ის გამყოფი ხაზის სოფლებში იმყოფებოდა, რაც ოკუპირებული ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის უფროსისთვის ძალიან უცნაურია.
მასალებიდან ასევე ჩანს, რომ ანრი ოხანაშვილი, მისი პოლიტიკური გამოცდილების გათვალისწინებით, მაინც ბევრს ფიქრობდა საკუთარი იმიჯის, რეპრეზენტაციისა და პოლიტიკურ-სოციალურ რიტუალებში მონაწილეობის შესახებ", — წერს თამთა მიქელაძე.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სუს-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე მამუკა მდინარაძე წარადგინა. მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ანრი ოხანაშვილი სუს-ის უფროსის თანამდებობას ტოვებს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ოცნების პრემიერმინისტრის მრჩეველი ხდება.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები