ეკა ბესელია: მათ [სინდისის პატიმრების] მხარეს სიმართლეა და ბრალდების მხარეს — უსამართლობაში ჩაკარგული სამართალი
პროევროპულ აქციებზე მონაწილეობისთვის დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესზე ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, ეკა ბესელიამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, სადაც აღნიშნა, რომ მართლმსაჯულება პოლიტიზებულია, ხოლო სასამართლო ხელისუფლება შეზრდილია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.
"პლატონის სიტყვებით დავიწყებთ: "სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი."
მე დღეს მინდა ვესაუბრო სიმართლის დამცველებს.
სოკრატე საკუთარ სასამართლოზე, მის მოსწავლეს პლატონს მიმართავდა "პლატონ, შენ ახალგაზრდა ხარ და გგონია, რომ ყველაზე დიდი უბედურებაა სიკვდილი, მე კი მგონია, რომ სიკვდილზე უარესია სირცხვილი".
ამ საქმის მიმდინარეობის დროს, ბევრჯერ ვიგრძენი სირცხვილი — იმის გამო, როგორ ანადგურებდნენ სამართლის სახელით სიმართლეს!
ბევრი ადამიანის სათქმელით მოგმართავთ სინდისის პატიმრების საქმეზე. მათ მხარეს სიმართლეა და ბრალდების მხარეს — უსამართლობაში ჩაკარგული სამართალი.
ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ამ პროცესზე გამოსვლა:
რატომ ვფიქრობდი ამდენს?
დღეს მართლმსაჯულება პოლიტიზებულია! სასამართლო ხელისუფლება შეზრდილია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.
დღეს მოსამართლეთა უმრავლესობას არა აქვს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და რამდენიმე ცალკეული მოსამართლის გარდა, ვერ ვხედავთ თავისუფლებას მოსამართლეების გადაწყვეტილებებში. ეს მაგონებს იმ წლებს (2005-12 წწ), როდესაც სრულად მოხდა სასამართლო ხელისუფლების დამორჩილება და რომლის გამო დამჭირდა მებრძოლა ამ თავისუფლებისთვის ბევრი წელი სასამართლოს დარბაზის მიღმაც!
ეს ბრძოლა არ დასრულებულა და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მხოლოდ მაშინ მივმართავდი მოსამართლეს დარბაზში, როდესაც მისი თავისუფლება დაბრუნდებოდა!
და რამ გადამაწყვეტინა ამდენი წლის შემდეგ მოგმართოთ? — სწორედ ამ ადამიანების გამო შევცვალე პირობა, რომელიც საკუთარ თავს მივეცი!
მთავარი ეს ადამიანები არიან, ისინი იმსახურებენ ჩემს განცდასა თუ ემოციებზე, სურვილებზე მაღლა მათი ინტერესები დავაყენო!" — თქვა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, დაკავებულებს — ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
კომენტარები