Tasteit — თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული
ფოტო: თიბისი
ტოკიოს ტრენდულ რესტორნებში მარტო თუ შეივლით, დიდია შანსი, გვერდით უზარმაზარი პლუშის სათამაშო მოგისვან, რომ მარტო ჭამის უხერხულობა არ იგრძნოთ.
სარა ჯესიკა პარკერის გმირსაც იგივე მოუვიდა “And Just Like That-ის ერთ-ერთ სერიაში: შუაგულ ნიუ-იორკში, აზიურ რესტორანში მისულ ქერი ბრედშოუს უზარმაზარი დათუნია "შეუწყვილეს“. ქართველებსაც ხომ "გვებრალება მარტოკაცი ჭამაში“?
არა, საკუთარ თავთან ვახშამი ტრაგედია ნამდვილად არ არის. არც ყავის დასალევად კაფეში მარტოდ მისულს მოგანიჭებს ბედნიერებას მტვრიანი პლუშის დათვის კომპანიონობა. პრობლემა სხვაგანაა და ფაქტიც ჯიუტია:
მარტოობა იმდენად გავრცელდა, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2023 წელს "გლობალურ საზოგადოებრივ ჯანმრთელობის საფრთხედ“ შეაფასა, ორი წლის თავზე კი მკვლევრები “გლობალური მარტოობის პანდემიაზე” უკვე ღიად საუბრობენ. ხელოვნური ინტელექტიც კი ვერ ეხმარება ადამიანს საუკეთესო "pick up line“-ის მოფიქრებაში. მაშ, რა შეიძლება იყოს ის ერთი რამ, რაც ორ სრულიად უცხო ადამიანს დააკავშირებს და საერთო სალაპარაკო თემას მისცემს?
"საჭმელი“ — უპასუხა 3 წლის წინ ამ რიტორიკულ კითხვას Miami Ad School-ის სტუდენტმა, გიორგი ურუშაძემ. იდეა ჯერ გონებაში ჩაიბეჭდა, მერე კი საქართველოში სატელევიზიო პროექტის ფარგლებში გააცოცხლა. ბერლინიდან თბილისში რამდენიმე საათიანი ფრენა და ნაჩქარევად აწყობილი 9-გვერდიანი პრეზენტაცია საკმარისი აღმოჩნდა. ინვესტორები ამ ინოვაციური აპლიკაციის იდეით მოიხიბლნენ და პირველი 100 000 ლარიც გამოყვეს. ასე გაჩნდა Tasteit.
აპლიკაცია ორ რეჟიმს მოიცავს: Food Mode, სადაც მომხმარებლები აღმოაჩენენ კერძებს, შეთავაზებებსა და თანამოაზრეებს და Dine Mode, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს ღონისძიებები და სხვადასხვა კულინარიული თავგადასავალი დაგეგმო.
ანუ, თუ ბურგერის ან ხინკლის ჭამა მოგინდა, ან თუნდაც ვეგანი ხარ და სოიოს კოტლეტით გადაწყვიტე დანაყრება, შეგიძლია სასურველ რადიუსში თანამოაზრე იპოვო, მასთან ერთად ისადილო. თუ ამ ადამიანთან მხოლოდ საჭმელი დაგაკავშირებთ ხომ კარგი; თუ საერთო სხვა ამბავიც აღმოჩნდა, კიდევ უკეთესი.
„რატომ უნდა მინდოდეს ვიღაც უცნობთან ბურგერის ჭამა. მეგობარი ან ოჯახის წევრები როცა არსებობენ“, — წერს გიორგის პრეზენტაციის ვიდეოს ქვეშ ერთ-ერთი ფბ მომხმარებელი.
არც ეგ არ არის პრობლემა. შეგიძლია ახალი კერძების აღმოსაჩენად, ოჯახის წევრები ან მეგობრები მოიწვიო.
ამჟამად აპლიკაციას 42 000 მომხმარებელი ჰყავს თბილისში, ნიუ იორკსა და ბერლინში. 11 კაციანი გუნდი კი აპლიკაციის სრულყოფისთვის გულიანად მუშაობს.
"ვერასდროს ვერავინ გასწავლის და დაგაჯერებს, თუ თავად არ გწამს შენი იდეის. მართლა ამით ვცოცხლობ. როდესაც taste.it -ზე ვსაუბრობ, ტანში ჟრუანტელი მივლის. ბერლინში ჩამოსვლისას, თავიდანვე მინდოდა რომ ქართული სტარტაპი გამეკეთებინა“, — იხსენებს გიორგი. როცა პაემანზე მივდიოდი ყოველთვის ვცდილობდი კარგი ტიპი ვყოფილიყავი, რაღაც ჩარჩოებში ვექცეოდი. Tasteit-ში კი მთავარი საჭმელია, საუბრების უმეტესობაც საკვების ირგვლივ ტრიალებს“.
ამ ეტაპზე რესტორნები აპლიკაციაში თავიანთი კერძის რეკლამაში ფულს არ იხდიან, სანაცვლოდ მომხმარებელს ანებივრებენ სპეციალური შეთავაზებებით. აპლიკაცია შემოსავლების გენერირებას ბრენდებთან პარტნიორობითა და ივენთების დაორგანიზებით ახერხებს. მალე ჩაეშვება დამატებითი ფასიანი ფუნქციებიც.
თიბისი ბიზნესდაჯილდოების აპლიკაცია Tasteit-ის გუნდმა შარშანაც შეავსო, თუმცა გამარჯვება და "წლის საუკეთესო ინოვაციური პროდუქტის“ სტატუსი წელს ხვდათ წილად.
"თიბისის ვენდობით. ზუსტად ვიცოდით, რომ კონკურსი სამართლიანად ტარდებოდა. გამარჯვების ცერემონიას პირადად ვერ დავესწარი, მეგობრებმა შემატყობინეს და კამერაში ჯილდო მოულოდნელად მაჩვენეს. სასწაული ემოციები იყო“, — იხსენებს გიორგი.
მან ზუსტად იცის, რომ აპლიკაციას დიდი პოტენციალი აქვს გლობალური ბაზრის მსხვილი მოთამაშე გახდეს. ახლახან, META-ს აქსელერაციის პროგრამაშიც ჩაერთვნენ. 800 აპლიკანტიდან Tasteit იმ 30 სტარტაპს შორის აღმოჩდა, რომლებსაც მენტორობას წამყვანი სპეციალისტები გაუწევენ.
შესაძლოა, გლობალური მარტოობის პანდემიის პრობლემა ერთმა აპლიკაციამ ვერ გადაჭრას, მაგრამ Tasteit ნამდვილად საუკეთესო და სახალისო საშუალებაა ახალი გემოებისა და ადამიანების გასაცნობად.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
კომენტარები