"მტკიცედ მჯერა, რომ პუტინი სრულიად ცდება", — ვუდი ალენი კრიტიკას პასუხობს
ფოტო: Getty Images
ვუდი ალენი რუსეთის კინოფესტივალზე გამოჩენის გამო გამოწვეულ კრიტიკას გამოეხმაურა, მას შემდეგ, რაც უკრაინის მთავრობამ ოსკარის მფლობელი რეჟისორის რუსეთში სტუმრობას "შეურაცხყოფა" უწოდა.
"როდესაც საქმე უკრაინაში კონფლიქტს ეხება, მტკიცედ მჯერა, რომ ვლადიმერ პუტინი სრულიად ცდება. ომი, რომელიც მან გამოიწვია, შემზარავია", — განაცხადა ალენმა CNN-ისთვის ორშაბათს გაგზავნილ განცხადებაში — "მაგრამ, რაც არ უნდა გაეკეთებინათ პოლიტიკოსებს, არა მგონია, რომ ხელოვანებთან კონტაქტის გაწყვეტა დახმარების კარგი გზა იყოს".
ალენმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის მთავრობამ რეჟისორის მოსკოვის კინოფესტივალზე მთავარი სტუმრის სტატუსით გამოჩენაზე გააკრიტიკა.
"ვუდი ალენის მოსკოვის საერთაშორისო კინოკვირეულში მონაწილეობა სირცხვილი და შეურაცხყოფაა უკრაინელი მსახიობებისა და კინორეჟისორების მიმართ, რომლებიც რუსმა სამხედროებმა ომის დროს მოკლეს ან დაჭრეს ", — ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ორშაბათს გავრცელდა.
მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის სპონსორები არიან — რუსული სახელმწიფო მედია, სახელმწიფო კომპანიები და მოსკოვის მერია.
ვუდი ალენი მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე
ფოტო: Dmitry Belitsky / Moskva News Agency
ფესტივალის ოფიციალურ Telegram არხზე გამოქვეყნებულ ფოტოზე 89 წლის კინორეჟისორი ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრება რუს რეჟისორ, ფიოდორ ბონდარჩუკის, რომელიც პუტინის მხარდამჭერია და საჯაროდ უჭერს მხარს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
ფესტივალის პრესსამსახურის ცნობით, ალენმა განაცხადა, რომ მას რუსული კინო მოსწონს და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ფილმის გადაღებას არ გეგმავს, მას "მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მიმართ მხოლოდ დადებითი ემოციები აქვს".
აღსანიშნავია, რომ რეჟისორის გამოჩენას რუსეთის ელჩი, კირილ დმიტრიევიც გამოეხმაურა. მისი თქმით ალენის ფესტივალზე გამოჩენამ დაამტკიცა, რომ "რუსეთი იზოლირებული არ არის".
რაც შეეხება რეჟისორს, მისი ბოლო ორი ფილმი — რიფკინის ფესტივალი და Coup de Chance — ევროპული წყაროების ფინანსური მხარდაჭერით გადაიღეს. მოგვიანებით, ალენმა ამაზონის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დავა დაიწყო, რომელიც დილან ფეროუს მიერ 2014 წელს გამოქვეყნებული ღია წერილით იყო გამოიწვეული, სადაც ეწერა, რომ ალენმა მასზე 7 წლის ასაკში სექსუალურად იძალადა.
2024 წელს ალენმა განაცხადა, რომ ის შესაძლოა პენსიაზე გავიდეს, მისი თქმით — "კინოგადაღების ყველანაირი რომანტიკა გაქრა".
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
კომენტარები