რატომ გვგონია, რომ გერმანელები სამუშაოს განსაკუთრებული მონდომებით ასრულებენ
ფოტო: Joachim Messerschmidt / Getty
თითოეული ქვეყნის საზოგადოება უნიკალური ისტორიისა და ტრადიციების გავლენით ყალიბდება. თუმცა ხშირად ის, თუ რა თვისებებს მიაწერს დანარჩენი მსოფლიო ამა თუ იმ ერს, რეალობას ნაკლებად შეესაბამება. ჟურნალისტი ჯულია პაინსი გერმანელებზე არსებულ სტერეოტიპებს განიხილავს და მათი გაჩენის ისტორიას გვიყვება.
2011 წლის ზაფხულში ბერლინის პატარა ტურისტულ სააგენტოში მუშაობისას ერთი თავსატეხის წინაშე აღმოვჩნდი: ჩემი კლიენტების თვითმფრინავები, ბილეთებზე მითითებული დროის თანახმად, სულ მალე უნდა აფრენილიყვნენ, მაგრამ დანიშნულების ადგილი, ბერლინ-ბრანდერბურგის აეროპორტი, მათ მისაღებად ჯერ არ გახსნილიყო. ამ ამბის შემდეგ შვიდი ზაფხული მიილია. და, მართალია, ამ აეროპორტის მშენებლობისთვის დაგეგმილ ბიუჯეტზე უკვე მილიარდობით მეტი თანხა დაიხარჯა, ის ჯერაც არ გახსნილა. რა დაემართა გერმანელების ეფექტიანობას?
თუ ამ კითხვაზე საპასუხოდ აეროპორტის მაგალითი საკმარისი მინიშნება არ იყო, მაშინ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: გერმანელების სამუშაოს ეფექტიანად შესრულების უნარი რელიიგის, ნაციონალიზმის, განმანათლებლობის იდეისა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ომის გავლენით წარმოქმნილი მითია. სავარაუდოდ, ეს წარმოდგენა გერმანელებზე ყველაზე პოპულარული მეოცე საუკუნეში გახდა და მას შემდეგ ყველაფერს, რაც მსოფლიოს მათ ქცევაში აკვირვებს, შრომისმოყვარეობას უკავშირებენ. ამით იხსნება ის, რომ მიუხედავად მათი დამარცხებით დასრულებული ომისა; კედლისა, რომელმაც ქვეყანა შუაზე გაყო; ვალუტისა, რომელიც შექმნის დღიდანვე მათ დასუსტებას მოასწავებდა და ფინანსური კრიზისა, რომელსაც მათი განადგურება შეეძლო, გერმანია მაინც ახერხებს ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ დარჩენას.
თუმცა, აეროპორტების საკითხში მათ, აშკარად, არ უმართლებთ.
ბერლინ-ბრანდერბურგის აეროპორტის მშნებლობისთვის განკუთვნილმა თანხამ ბიუჯეტს რამდენიმე მილიარდი ევროთი გადააჭარბა და ის ჯერ კიდევ არ აშენებულა.
ფოტო: Odd Andersen / Getty
გერმანელთა იუმორის მსგავსად, გერმანული ეფექტიანობა (ან მისი ნაკლებობა) ხშირად ხდება ტურისტების აღნიშვნის ღირსი. ისინი გაოცებულები შეჰყურებენ მატარებლებს, რომლებიც განრიგს ზუსტად მიჰყვებიან; წკრიალა ავტობანებს, სადაც გერმანული წარმოების მანქანები საოცარი სიჩქარით მოძრაობენ, მაშინ, როცა ქვეყანაში ავარიათა სტატისტიკური მაჩვენებელი შედარებით დაბალია; და მოქალაქეებს, რომლებიც გზის გადასაკვეთად შუქნიშნის გამწვანებას ელოდებიან - და შენც თუ იმავეს არ გააკეთებ, შენიშვნას აუცილებლად მოგცემენ.
ის, რაც უმრავლეს შემთხვევაში გერმანელების ეფექტიანობაში ეშლებათ, სინამდვილეში, მათი კანონმორჩილებაა - თვისება, რომელიც ყველა უცხოელს თანაბრად გაოცებულს ტოვებს. თუმცა, წესების დაცვა მათ, შესაძლოა, ყოველდღიური დავალებების შესრულებაში ეხმარებათ, მაგრამ ეროვნული მნიშვნელობის სიმბოლური პროექტების განხორციელებაზე გავლენას ვერ ახდენს. ბერლინის კულტურული ელიტა დიდხანს ელოდა ოპერის სახლის რესტავრაციის გაწელილი პროცესის დასრულებას. იმავე დღეში არიან ჰამბურგშიც; იქ ახალი ფილარმონიული დარბაზის მშენებლობის ხარჯებმა გათვალისწინებულ ბიუჯეტს მრავალგზის გადააჭარბა.
გერმანელების ეფექტიანობის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბება პრუსიას უკავშირდება. მილიტარიზმით, ნაციონალიზმითა და არაჯანსაღი სამუშაო ეთიკით სახელგანთქმულმა ამ სამეფომ საუკუნეების განმავლობაში იარსება. ძლიერების ზენიტს კი მან მეცხრამეტე საუკუნეში მიაღწია, როცა ჩრდილოეთ გერმანიის უმეტეს ნაწილს და თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიას მოიცავდა. სავარაუდოდ, მაშინ, როცა იუმორს მოკლებული ჩრდილოელი პრუსიელები ბრძოლებითა და უნაყოფო მიწაზე კარტოფილის მოყვანით იყვნენ დაკავებულები, ბავარიელები შედარებით თბილ კლიმატში უდარდელად და ხარბად მიირთმევდნენ ლუდს.
გერმანელებს წესების მორჩილება უყვართ. ისინი ქუჩას იქამდე არ გადაკვეთენ, სანამ შესაბამისი შუქნიშანი არ აინთება.
ფოტო: Berlin-Zeitgeist / Alamy
უფსკრული, რომელიც პრუსიელებსა და ბავარიელებს შორის არსებობდა, პრუსიაში ლუთერანიზმის შემოღების შემდეგ გაფართოვდა. ეს სარწმუნოება გერმანელი ბერის, მარტინ ლუთერის, მოძღვრებას ეფუძნება და საღვთო რომის იმპერიის კათოლიკური მრწამსისგან საგრძნობლად განსხვავდებოდა. ლუთერის ჩანაწერებმა უფრო მეტად გამოკვეთა გერმანელების, როგორც შრომისმოყვარე, კანონმორჩილი და ხელისუფლების მხარდაჭერი ერის სახე (შემთხვევითი არაა, რომ ჰანა არენდტმა მოგვიანებით ადოლფ აიხმანის სასამართლო პროცესზე დაკვირვებისას იგივე მახასიათებლები შეამჩნია და გერმანიაში ფაშიზმის ჩამოყალიბების ასახსნელად ფრაზა ბოროტების ბანალურობა შემოიღო).
პრუსიამ ამ თვისებების არამხოლოდ დამკვიდრებას შეუწყო ხელი, არამედ ისინი ეროვნულ მახასიათებლებადაც კი აქცია. მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდამდე გერმანია სამეფოების დაქსაქსული ნაკრები იყო, რომელიც ფრანგებისა და სლავების წინააღმდეგ საბრძოლველად თუ გაერთიანდებოდა ხოლმე. პრუსიამ ეს ყველაფერი შეცვალა, როცა საფრანგეთ-პრუსიის ომში (1870-1871 წლები) ნაპოლეონ მესამე დაამარცხა და თანამედროვე გერმანიის ტერიტორიის დიდი ნაწილი თავისი მმართველობის ქვეშ მოაქცია.
სხვათა შორის, გერმანიის უმოკლესი ისტორიის ავტორის, ჯეიმს ჰავზის აზრით, რეალურად ეს გამარჯვება იყო ის მთავარი მოვლენა, რომელმაც გერმანელების ეფექტიანობის მითი საბოლოოდ გამოკვეთა. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთისთვის "გერმანია ჩამორჩენილი სახელმწიფო იყო, რომელმაც ერთ დღესაც, ყველასგან მოულოდნელად, იმ დროინდელი ევროპის წამყვანი სამხედრო ძალა - საფრანგეთის არმია გაანადგურა. ეს იმ პერიოდისთვის ერთგვარ ბნელ ჯადოქრობად ჩანდა", - ამბობს ჰავზი.
წარსულს ჩაბარდა რომანტიკოსებისა და ღვინის მსმელი ფილოსოფოსების ერა, აღარც კასპარ დავიდ ფრიდრიხის მსგავსად ხატავდნენ ბნელ ტყეებს, უსასრულო მთაგრეხილებსა და დაბინდული ჰორიზონტის შემყურე მარტოსულ მოგზაურებს. მთელი გერმანია თუ არა, მისი უდიდესი ნაწილი მილიტარისტული პრუსიის დაქვემდებარების ქვეშ მოექცა და ევროპა მიხვდა, რომ ამ ხალხთან ფრთხილად უნდა ყოფილიყო.
მარტინ ლუთერის ნაწერებმა გაამყარა გერმანელების, როგორც კანონმორჩილი და შრომისმოყვარე ხალხის, ხატი.
ფოტო: Ullstein Bild / Getty
პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის ეს განწყობა უცხოს შიშზე სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდა. "თუ გსურს, რომ ქვეყანაში დემოკრატიულ ღირებულებებს საფრთხე არ დაემუქროთ... ხელსაყრელია, როცა იმის თქმა შეგიძლია, რომ შენი მტერი, თავისი უცნაურობით, თავისი სუპერადამიანური ხელმარჯვეობით, ლამის სრულიად უცხო, ლამის არაამქვეყნიური არსებაა...", - გვიხსნის ჰავზი. ომის პროპაგანდულმა პოსტერებმა გერმანელებზე წარმოქმნილი მითი გააძლიერა. ერთ-ერთ მათგანზე გერმანიის კაიზერის და პრუსიის მეფის ვილჰელმ მეორის სახე ობობის სხეულზე იყო გამოსახული, წარწერით: "არ ისაუბროთ. ობობის ქსელები უხილავი ძაფებითაა გაბმული. მოერიდეთ მას და დაგვეხმარეთ მის განადგურებაში. თქვენი საუბარი, შესაძლოა, მტერს დაეხმაროს. ჯაშუშები გვისმენენ". ამ პოსტერების მიზანი გერმანელების ყოვლისმცოდნეებად და ყველგანმყოფებად წარმოჩენა იყო.
მაგრამ დღესაც რატომაა შემორჩენილი გერმანული ეფექტიანობის მითი? ეს წარმოდგენა ხომ მეორე მსოფლიო ომში მათი დამარცხების შემდეგ უნდა განადგურებულიყო? ამ კითხვაზე პასუხი ბერლინური ჟურნალის რედაქტორს, მარკუს ჰესელმანს აქვს, თუმცა აზრის სიტყვებში მოქცევა უჭირს: "ბრიტანეთში ფაშისტური გერმანიისადმი უცნაური ინტერესი შეინიშნება (ამაზე საუბრისას სიტყვები ფრთხილად უნდა ავარჩიო). ფაშისტებზე ყველაფერი ცუდის დავიწყებისა და მხოლოდ პატივისცემის ღირსი ნაწილების დატოვების ტენდენცია გამოიკვეთა..."
ყოფილ მოკავშირე ძალთა წევრებს, უმთავრესად კი აშშ-სა და ბრიტანეთს, ხიბლავთ ის, რომ პირველი მსოფილო ომის შემდეგ დასუსტებულმა გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის წამოწყება მაინც შეძლო. მათი აზრით, 1950-1960-იანი წლების ეკონომიკური სასწაული - გერმანიის ეკონომიკის აღდგენა და გაძლიერება - თავაუწეველი შრომის შედეგი იყო. იმას კი არ ითვალისწინებენ, დასავლეთ გერმანიის რუსეთის წინააღმდეგ ფეხზე წამოსაყენებლად რამდენი ფული დაიხარჯა. "ამ მითს ისტორიასთან არაფერი აქვს საერთო და ის ფანტაზიის ნაყოფია", - ამბობს ჰავზი. გერმანელებზე მითის შექმნით, საკუთარ თავებზეც ვქმნით მითს.
დამსვენებლებს ახლა ბერლინ-ბრანდერბურგის აეროპორტის ტურისტულად დათვალიერება შეუძლიათ.
ფოტო: Ullstein Bild / Getty
და გერმანელების ეფექტიანობა რომ მართლაც მითია, ეს ალბათ სხვადასხვა ქვეყნიდან აქ დასახლებულ უცხოელებზე მეტად არავის ესმის. ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში მკაცრ წესებსა და დაუსრულებელ ბიუროკრატიას აწყდებიან. პარალელურად კი ისეთი საზოგადო საქმეები, როგორიც, მაგალითად, ბერლინის აეროპორტის მშენებლობაა, ადგილიდან ძლივს იძვრის.
ბედიის ირონიით, ეს ავადსახსენებელი აეროპორტი ახლა დაინტერესებულებს გიდიან ტურებს სთავაზობს. ასე რომ, ბერლინის ისტორიული მუზეუმების, პირგამეხებული საბრძოლო მონუმენტებისა და სისხლის გამყინავი ჰოლოკოსტის მემორიალის გარდა, ტურისტებს ახლა გერმანიის უკანასკნელი უფუნქციო ახირების დათვალიერების შესაძლებლობაც აქვთ.
ჯოსეფ პირსონი, რომელიც გერმანულ იდიოსინკრაზიებს თავის ბლოგში, The Needle, განიხილავს ხოლმე, მიიჩნევს, რომ აეროპორტის აუშენებლობა კრიტიკის ნაცვლად ხოტბის შესხმის ღირსია, რადგან ის მრავალწლიანი მითის უსაფუძვლობის ილუსტრაციაცაა. მისი აზრით, ესაა ნიშანი იმისა, რომ ისტორია მსვლელობის სწორ კურსს უბრუნდება.
"ეს გვიჩვენებს, რომ გერმანელებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან; რომ ისინი მარტივად არ ამართლებენ იმ სტერეოტიპებს, რომლებიც უცხოელებმა მათზე შექმნეს", - ამბობს პირსონი, - "ყველა ის მაგალითი, რომელიც გერმანელების არაეფექტიანობას ამტკიცებს, რამდენადაც მაღიზიანებს, იმდენად მაბედნიერებს".
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
-
უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს უკრაინის პროკურატურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იწყებს
გადახედვა
-
საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
-
74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა 74 წლის შემდეგ იპოვეს იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელმაც ავიაციის ისტორია შეცვალა
გადახედვა
-
მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა მეცნიერებმა კანიბალიზმის პარადოქსი მათემატიკურად შეაფასეს — კვლევა
გადახედვა
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
"დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში "დაბნელების სეზონი" დაიწყო — რა მოხდება აგვისტოში
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაკავებული პირი შსს-ის ყოფილი თანამშრომელია
გადახედვა
-
Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს
გადახედვა
კომენტარები