კონსტრუქტორის მსხვერპლები — "სქაი რეზიდენსი" ყაზბეგის 32ა-ს მობინადრეებს, რომლებიც ახალ მშენებლობას აპროტესტებდნენ, სასამართლოში უჩივის
თბილისში, ყაზბეგის 32ა-ში მცხოვრებმა ადამიანებმა ორი წლის წინ შენიშნეს, რომ მეზობლად დაწყებულმა მშენებლობამ მათი სახლები დააზიანა. კედლებზე ბზარები გაჩნდა, იატაკი დაიბრიცა. ახალი კორპუსი, რომელიც მათგან 9 მეტრში შენდება, თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს ეკუთვნოდა, მოგვიანებით კი სხვა მესაკუთრეს გადასცა. სამშენებლო ნებართვა თბილისის მერიამ გასცა.
"აი, ფაქტის" გამოძიებისას გაირკვა, რომ დამტკიცებული სამშენებლო დოკუმენტაცია ზედაპირული და არასრული იყო. ზეგავლენის შეფასების დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს კონსტრუქტორი ნინო კაციტაძე, მხოლოდ ფოტომასალას შეიცავს და არ მოიცავს არც ინჟინერულ გამოთვლებს, არც მოდელირებას და არც ცხადად წარმოდგენილ მეთოდოლოგიას. მიუხედავად ამისა, მერიამ სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით გასცა მშენებლობის ნებართვა.
გამოძიების პროცესში ვეძებდით კონსტრუქტორ ნინო კაციტაძეს, რომელიც ამ სადავო დასკვნის ავტორია. მას ვერ მივაკვლიეთ. დოკუმენტებში მითითებულ ნომერზე არავინ გვიპასუხა. ვიყავით იმ მისამართზეც, რომელზეც მისი კომპანიაა რეგისტრირებული. ძველი თბილისის ეზოში ამ ოფისის, კომპანიის ან ქალის შესახებ არ იციან. დათვალიერებითაც იქ ოფისი ვერ ვიპოვეთ.
ბზარების გაჩენის შემდეგ, ყაზბეგის 32ა-ში მაცხოვრებლებმა საქმეში დამოუკიდებელი სპეციალისტი და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ჩართეს. სამხარაულის ექსპერტიზამ დასკვნაში დაწერა, რომ მომიჯნავე კორპუსში არსებული ბზარები გააქტიურდა მშენებლობით გამოწვეული ვიბრაციების შედეგად.
ამ დასკვნის საფუძველზე და მობინადრეების განუწყვეტელი პროტესტის შემდეგ თბილისის მერიამ ახალი მშენებლობა დროებით შეაჩერა და დაზიანებული კორპუსის გამაგრებისთვის 3 მილიონი ლარი გამოყო.
ახლა გამაგრების სამუშაოები მიდის. მშენებელი კომპანია "სქაი რეზიდენსი" კი ყაზბეგის 32ა-ს მობინადრეების იმ ნაწილს, რომელიც ახალი მშენებლობის მათ კორპუსზე გავლენას აპროტესტებდა, სასამართლოში უჩივის, ფინანსური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. კომპანია თავს დაზარალებულად მიიჩნევს და ამბობენ, რომ ყოველთვიურად მათი ზარალი 200 000 ლარია.
რას პასუხობს თბილისის მერია მათ მიმართ გაჩენილ კითხვებზე? — ნახეთ "აი, ფაქტის" ვიდეოგამოძიებაში.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები