ცნობილი ადამიანები, რომლებიც პოპულარობის ფარულ ფასს ამხელენ
ფოტო: Getty Images
არსებობს ფრაზა — რაც მეტია წარმატება, მით მეტია პრობლემაც. იმის მიუხედავად, რომ ზემოაღნიშნული შეიძლება სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს, ვარსკვლავობა რომ სხვადასხვა პრობლემებთან არის დაკავშირებული, ამის შესახებ ეს 11 შემთხვევა მოგვითხრობს, როდესაც ცნობილმა ადამიანებმა საჯაროდ გაამხილეს პოპულარობის "ფარული ხარჯები".
1. სიდნი სვინი
სიდნი სვინიმ, დედობის სურვილზე საუბრისას, The Hollywood Reporter-ს განუცხადა: "თუ გადავწყვეტ ექვსთვიანი შესვენების აღებას (ბავშვის ყოლისთვის), შემოსავალი არ მექნება ხარჯების დასაფარად. არ მყავს ისეთი ადამიანი, ვისაც ფინანსური მხარდაჭერისთვის მივმართავ, ან უბრალოდ დახმარებისთვის. დღესდღეობით მსახიობებს აღარ უხდიან ისე, როგორც ადრე უხდიდნენ. ცნობილი ვარსკვლავები კვლავ იღებენ მაღალ ანაზღაურებას, მაგრამ ჩემი ანაზღაურების 5% ჩემს ადვოკატთან მიდის, 10% ჩემს აგენტებთან, დაახლოებით 3% კი ჩემს ბიზნეს მენეჯერთან. გარდა ამისა, ყოველთვიურად ვუხდი ჩემს პუბლიცისტს და ეს ყველაფერი ჯამში ჩემს იპოთეკურ სესხზე მეტია".
ფოტო: Getty Images
2. მარგო რობი
მარგო რობის თქმით, თვითმკვლელთა რაზმში ჰარლი ქუინის როლის შესრულებას პირადი უსაფრთხოების გაზრდილი საჭიროება მოჰყვა. მსახიობმა The Hollywood Reporter-ს განუცხადა: "ამ სფეროში ყველაფერს ნელ-ნელა სწავლობ, მაგალითად, როდესაც სიკვდილით გემუქრებიან, ჭკვიანურია, რომ დაცვის გუნდმა შეამოწმოს, აქვთ თუ არა ამ მუქარების გამომგზავნებს ძალადობის ისტორია. ეს გეხმარება გაიგო, გჭირდება თუ არა დაცვა კონკრეტულ ღონისძიებებზე დასასწრებად. მაგრამ გაითვალისწინეთ — ყოველი ასეთი შემოწმება დაახლოებით 2000 დოლარი ღირს. ასე რომ, ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გახსოვდეს, როდესაც ამ ინდუსტრიაში მუშაობას იწყებ".
ფოტო: Getty Images
3. ტარაჯი ფი ჰენსონი
მსახიობმა Sirius XM-ს განუცხადა: "ვიცი, რომ ხალხი ხშირად ამბობს — "ბევრს მუშაობ". მაგრამ მე უნდა ვიმუშაო — სხვანაირად არ გამოდის. როდესაც ბევრს მუშაობ, ხვდები, რომ გუნდი გჭირდება. ჩვენი საქმიანობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ყველაფერს მარტო ვერ შეასრულებ. ის ფაქტი, რომ აქ ვარ, ნიშნავს, რომ ჩემს უკან მთელი გუნდი დგას, და მათაც უნდა აუნაზღაურდეთ შრომა".
ფოტო: Getty Images
4. ბიზი ფილიპსი
"მე მუდმივად უნდა ვიმუშაო — მართალია. ტარაჯი ფი ჰენსონმა ძალიან სწორად აღნიშნა თმის, მაკიაჟისა და გარდერობის ხარჯები და ეს ყოველივე ჩემთვისაც გასაგებია. ხშირად ვუყურებ იმ თანხას, რასაც თითქოს ვშოულობ, და ვხვდები, რომ საქმე მხოლოდ გადასახადებში არ არის, არამედ იმაშიც თუ რას მოელიან ჩემგან, როცა სადმე მივდივარ. კინოკომპანია ან პროდიუსერული კომპანია მხოლოდ გარკვეულ ნაწილს ფარავს თმის, მაკიაჟისა და გარდერობის ხარჯებიდან, დანარჩენი კი საკუთარი ხარჯებით უნდა დაფარო." – განუცხადა მსახიობმა Page Six-ს.
ფოტო: Getty Images
5. შერონ სტოუნი
"პოპულარობა ძალიან ძვირი ჯდება," — განუცხადა შერონ სტოუნმა InStyle-ს." თუ ვახშამზე მიდიხარ და მაგიდასთან 15 ადამიანი ზის, ვინ იხდის ანგარიშს? თითქმის ყოველთვის — შენ. ყოველ ჯერზე, დაახლოებით 3000 დოლარის ჩეკს იღებ".
ფოტო: Getty Images
შერონ სტოუნმა ასევე პირად უსაფრთხოებაზე ისაუბრა. მისი თქმით, იმ დროისთვის, როდესაც ფილმ ძირითად ინსტინქტში მიიღო მონაწილეობა, უკვე ათ წელზე მეტი ხნის გამოცდილება ჰქონდა მსახიობობაში, მაგრამ მაინც ვერ ახერხებდა პირადი დაცვის დაქირავებას. ამ პერიოდში მისი მისამართის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რის გამოც პოლიცია იძულებული გახდა, მუდმივად ედარაჯა მისი სახლისთვის.
1994 წელს, როდესაც პოლიცია ო ჯეი სიმფსონის საქმეზე იყო გადართული, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა შერონის სახლში რაზმი გაგზავნა და მსახიობს განუცხადეს, რომ უსაფრთხოების მიზნით სასტუმროში უნდა გადაეყვანათ. მას მხოლოდ 10 წუთი მისცეს ნივთების ჩასალაგებლად.
"(პოლიციამ) მითხრა, რომ მეპოვა უსაფრთხო თავშესაფარი". ამის შემდეგ შერონ სტოუნმა შეიძინა ერთადერთი სახლი, რომლის ყიდვაც იმ დროს შეეძლო — "ნაჭუჭის" ტიპის სახლი, რომელიც რემონტს საჭიროებდა.
6. ტიფანი ჰედიში
ტიფანი ჰედიშმა რამდენჯერმე მოირგო Alexander McQueen-ის კაბა, რომელიც თავდაპირველად ფილმ გოგონების დასვენების დღეების პრემიერისთვის იყიდა. როდესაც მსახიობმა კაბის ფასი გაიგო, რომელიც 4 000 დოლარს აღწევდა, მან თქვა, რომ კაბის ფასი თითქმის უტოლდებოდა მის იპოთეკურ სესხს და ვერ შეძლებდა კაბის ჩაცმას. ამის მიუხედავად, კაბის უკან დაბრუნება მსახიობმა ვერ შეძლო.
ფოტო: Getty Image
7. ტონი ბრექსტონი
პირველი კონტრაქტიდან ტონი ბრექსტონმა მხოლოდ 1 972 დოლარი გამოიმუშავა — ეს თანხა მომღერალს მას შემდეგ დარჩა, რაც სხვა ხარჯები დაიფარა, როგორიცაა მუსიკალური ვიდეოების წარმოება, მგზავრობა, ტანსაცმელი თუ სტუდიაში გატარებული დრო.
ფოტო: Getty Images
მომღერალმა ABC News-ს განუცხადა, რომ გარკვეულწილად ყოველთვის ვალში რჩები.
8. ეშლი გრინი
HuffPost-ის ცნობით, ეშლი გრინმა Marie Claire-ს განუცხადა: "ბინდმა გამანადგურა. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, საერთაშორისოდ ფრენა ძალიან გამიჭირდება. უბრალოდ, პირველი კლასის ბილეთის ფასს ვერ ავიტან".
ფოტო: Getty Images
"გამიმართლა, რადგან მამაჩემმა მასწავლა ეკონომიურობა და ფულის დაზოგვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მინდა ვიცოდე, რომ თუ არ მექნება სურვილი, ორი ან სამი წელი მსახიობობით დავკავდე, მაინც შევძლებ სახლისა და მანქანის გადასახადების გადახდას და ჩემი ძაღლებისთვის საკვების ყიდვას", — განაცხადა მან.
9. კრისტი კარლსონ რომანო
YouTube-ის ვიდეოში კრისტი კარლსონ რომანო იხსენებს, როგორ სწრაფად გაფლანგა ბავშვობაში ვარსკვლავობისას ნაშოვნი ფული. მან თქვა: "ბავშვ მსახიობებთან დაკავშირებით ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ არავინ გეუბნება, რომ საქმიანობა შესაძლოა შეწყდეს. პირიქით, დედაჩემი, ჩემი გუნდის ზოგიერთი წევრი და იმდროინდელი ფინანსური მენეჯერი ხშორად მეუბნებოდნენ: "ნუ ღელავ, ფული ისევ მოდის და მუშაობას გააგრძელებ". ეს კი ჩემში ზიზღს იწვევდა. უზარმაზარი ზეწოლა განვიცადე და ვფიქრობ, რომ ამან თვითგანადგურებამდე მიმიყვანა".
ფოტო: Getty Images
10. აარონ კარტერი
Spike TV-ის გადაცემაში Life Or Debt 2016 წელს აარონ კარტერმა განაცხადა: "ფინანსურად საშინელ მდგომარეობაში ვარ. 18 წლის ასაკში ყველა სახის გადასახადი დამეკისრა. ახლა უკვე 100 000 დოლარზე მეტი ვალი მაქვს".
ფოტო: Getty Image
"ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან რთული იყო. მინდა, რომ ცხოვრება მოვიწყო. მინდა, სახლი მქონდეს. ვერ გადმოგცემთ, რამდენად მინდა, სახლი მქონდეს", — თქვა აარონმა, რომელიც 2022 წელს გარდაიცვალა.
11. ადელაიდა კეინი
UK's Metro-ს ცნობით, წაშლილ TikTok-ის ვიდეოში გრეის ანატომიის მსახიობმა ადელაიდა კეინმა თქვა: "დღეს გავიგე, რომ ინტერნეტში ფიქრობენ, თითქოს ჩემი ქონება 4 მილიონ დოლარს შეადგენს. მაგრამ ჩემი უზარმაზარი ვალი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. სად არის ეს ფული?"
ფოტო: Getty Images
ვიდეოში მან დეტალურად გაამხილა, თუ რამდენი გამოიმუშავა მსახიობობით და რამდენი უნდა დაეხარჯა გადასახადებსა და გუნდში.
ადელაიდამ აღნიშნა: "სატელევიზიო შოუში რეგულარული მონაწილეობისთვის ანაზღაურება ეპიზოდში 20,000 დოლარია. მაგალითად, სამეფოში მე 78 ეპიზოდი მაქვს; ეს ოთხი წლის განმავლობაში 1.56 მილიონ დოლარამდე ანაზღაურებაა. თუ ვივარაუდებთ, რომ მთელი კარიერის განმავლობაში 5 მილიონი დოლარი გამოვიმუშავე, იქიდან დაწყებული, რაც 16 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა, აი, როგორ ნაწილდება ეს თანხა: მენეჯერი იღებს 10%-ს, ადვოკატი — 5%-ს, ბიზნესმენეჯერი — 5%-ს. როგორც აშშ-ში მომუშავე არაამერიკელი მოქალაქე, გადასახადებისთვის 30%-ს გამოვყოფ, ამიტომ თავიდანვე ვკარგავ 60%-ს, რაც ბოლო 14 წლის განმავლობაში დაახლოებით 2.2 მილიონ დოლარს მატოვებს", — განმარტა მან. "საშუალოდ ეს წელიწადში დაახლოებით 178,000 დოლარს შეადგენს, რაც კარგ ხელფასად ითვლება, მაგრამ დიდ ქალაქებში, ზოგჯერ ერთდროულად ორ ქალაქში, ქირის გადახდაც მიწევს".
ადელაიდამ შემდეგი დამატებითი ხარჯებიც დაასახელა: მისი პუბლიცისტური და სოციალური მედიის გუნდი თვეში დაახლოებით 2 000-დან 3 000 დოლარამდე ჯდება, თითოეულ გამოჩენაზე სტილისტზე ხარჯავს 700-დან 1 500 დოლარამდე, ხოლო თმისა და მაკიაჟის გუნდზე — 1 000 დოლარს.
"უბრალოდ მსურს გითხრათ, რომ ყველა მსახიობი, ვისაც ვიცნობ, მაქსიმალურად ზოგავს თანხას, რადგან უმეტესობა თვეებით ან ზოგჯერ წლებით რჩება სამუშაოს გარეშე. გვაქვს დანაზოგები, მაგრამ... ასე რომ, კარგად ვარ, მაგრამ ჩემი დანაზოგი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, გესმით რას ვგულისხმობ?" — ასე დაასრულა ვიდეო ცნობილმა მსახიობმა.
-
მამუკა მდინარაძე: სუს-ში შემავალი ინფორმაციის ნაკადი გაზრდილია მინიმუმ 30-ჯერ, მოსმენებიც გაზრდილია, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე მამუკა მდინარაძე: სუს-ში შემავალი ინფორმაციის ნაკადი გაზრდილია მინიმუმ 30-ჯერ, მოსმენებიც გაზრდილია, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი კულტურული ჰაბი BDC გაიხსნა ბაზისბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი კულტურული ჰაბი BDC გაიხსნა
-
სულხან თამაზაშვილი: შსს-ს ხელმძღვანელობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნას ღირსეულ პოლიციელებთან ერთად გავაგრძელებ სულხან თამაზაშვილი: შსს-ს ხელმძღვანელობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნას ღირსეულ პოლიციელებთან ერთად გავაგრძელებ
გადახედვა
-
"ღია მმართველობის პარტნიორობამ" საქართველოს წევრობა შეუჩერა "ღია მმართველობის პარტნიორობამ" საქართველოს წევრობა შეუჩერა
გადახედვა
-
მოლდოვის ყოფილ ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მოლდოვის ყოფილ ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს
გადახედვა
-
დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა
გადახედვა
-
მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
გადახედვა
-
სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა
გადახედვა
-
ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა
-
საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა
გადახედვა
-
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა
გადახედვა
-
რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს რუსეთის მონაწილეობის გამო ვენეციის ბიენალეს ევროკავშირი დაფინანსებას შეუწყვეტს
გადახედვა
-
ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა
გადახედვა
-
საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები საია: გადაუჭრელი რჩება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ეფექტიანი გამოძიების პრობლემები
გადახედვა
-
გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა? გამკაცრებული რეგულაციები — რას შეცვლის ავტოიმპორტისა და პლასტიკატის შეზღუდვა?
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა მაკდონალდს საქართველოს IT ხელმძღვანელმა shining Light Award 2025-ის ჯილდო მოიპოვა
-
Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია
გადახედვა
-
თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები თიბისის მოსწავლის ბარათის განსაკუთრებული შეთავაზებები
კომენტარები