გასული წლის ნობელიანტი ჰან კანგის გახმაურებული რომანი "ვეგეტარიანელი" ქართულად ითარგმნა
ფოტო: Jean Chung / The New York Times
ცნობილ სამხრეთკორეელ მწერალს და 2024 წლის ნობელიანტს ლიტერატურის დარგში, ჰან კანგს, ქართველი მკითხველი მალე პირველად გაეცნობა. კანგის ყველა პოპულარული რომანი ვეგეტარიანელი ქართულად ითარგმნა. ნაწარმოებს, რომელიც კორეულიდან ნინი ჩაკვეტაძემ თარგმნა, სულაკაურის გამომცემლობა დაბეჭდავს.
ვეგეტარიანელი, რომელიც სამხრეთ კორეაში 2007 წელს გამოიცა, სამნაწილიანი რომანია და თავად კანგის მოთხრობას ეფუძნება. წიგნის მთავარი გმირი სეულში მცხოვრები ახალგაზრდა ქალია, რომელიც ხორცის ჭამას შეწყვეტს მას შემდეგ, რაც ადამიანურ სისასტიკეზე კოშმარულ სიზმარს ნახავს. თუმცა, ქალის ამ გადაწყვეტილებას მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში მოულოდნელი შედეგები მოჰყვება. კანგის ეს რომანი ავტორის სამშობლოში "რადიკალურად" და "ახირებულად" მონათლეს, მაგრამ დღეს უკვე აღიარებული მწერალი მსოფლიოში სწორედ ვეგეტარიანელით გაიცნეს. წიგნმა 2016 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემია, ლიტერატურული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, დაიმსახურა.
ფოტო: ხატია ჩიტორელიძე / სულაკაურის გამომცემლობა
54 წლის ჰან კანგი შარშან პირველი სამხრეთკორეელი მწერალი და პირველი აზიელი ქალი გახდა, რომელმაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო. კანგს ჯილდო გადაეცა "ექსპრესიული პოეტური პროზისთვის, რომელიც თვალს უსწორებს ისტორიულ ტრავმებს და ააშკარავებს ადამიანური ცხოვრების სიმყიფეს". ამბობენ, რომ მწერლის შემოქმედებას საუკეთესოდ გამოხატავს მისი რომანის, ევროპის, პროტაგონისტის ფიქრები: "რას იზამდი, მართლა ისე რომ გეცხოვრა, როგორც მოისურვებ?".
აღსანიშნავია, რომ კანგმა ნობელის პრემიის მიღების აღნიშვნაზე უარი თქვა და საზეიმო პრესკონფერენცია მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების გამო გააუქმა.
სრულიად ჯანმრთელი და ენერგიული რომ ვყოფილიყავი, მწერალი ალბათ ვერც გავხდებოდიო, ამბობს კანგი, რომელსაც ბავშვობიდან შაკიკთან ერთად უწევს ცხოვრება.
"ტკივილი ყოველთვის მახსენებს, რომ ადამიანი ვარ", — ამბობს მწერალი, — "როცა ტკივილი იწყება, მუშაობას, კითხვას, რუტინას ვწყდები, ეს კი თავმდაბლობისკენ მიბიძგებს, მეხმარება, გავიაზრო, რომ მოკვდავი და დაუცველი ვარ".
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
კომენტარები