სუხიშვილები — მოძრაობა, რომელიც საქართველოს ბანკთან ერთად არ ჩერდება
ფოტო: საქართველოს ბანკი
ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები წელს საიუბილეო 80 წლისთავს აღნიშნავს. სუხიშვილებისთვის ანსამბლი მხოლოდ ქორეოგრაფიული დასი არ არის, ეს არის ეროვნულ საგანძურად ქცეული თაობების კავშირი, რომლის მისიაც, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მისი თანამედროვე სივრცეში ტრანსფორმაციაა.
ასეთ საზოგადო საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს საიმედო და ძლიერ მოკავშირეს. სუხიშვილების შეუჩერებელი მოძრაობის სპონსორი, კი უკვე მრავალი წელია საქართველოს ბანკია. თანამოაზრე, რომლის ღირებულებები ზუსტად ეხმიანება ანსამბლის სულისკვეთებას — მუდმივ განახლებას, ინოვაციისკენ სწრაფვასა და არ გაჩერებას. სწორედ ამ საერთო ხედვამ აქცია საქართველოს ბანკი სუხიშვილების წარმატების განუყოფელ ნაწილად.
1945 წელს, საბჭოთა რეჟიმის ქარცეცხლში სახელმწიფო ანსამბლის დაარსება, რევოლუციური ბუნებისა და მებრძოლი ხასიათის გამოვლენა, საკმაოდ დიდ გამბედაობას მოითხოვდა. თუმცა ერთმანეთის, ცეკვისა და სამშობლოს სიყვარულით გაერთიანებული ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილისთვის არ არსებობდა დაბრკოლებები. მათი ექსპერიმენტი სრულიად ახალი ეპოქის დასაწყისი იყო, რომელიც დრომ ფასდაუდებელ მემკვიდრეობად აქცია.
განვლილი გზა მარტივი არ ყოფილა, წყვილი მუდმივად უპირისპირდებოდა სტერეოტიპებს, ბიუროკრატიასა და კულტურულ ჩარჩოებს. თუმცა, ყოველი უარყოფითი კომენტარი და უადგილო რეპლიკა მათთვის დამატებითი მოტივაცია იყო. საბოლოოდ, სიმტკიცემ, ძლიერმა ნებისყოფამ და ახლის შექმნის უშრეტმა სურვილმა გაამართლა. სუხიშვილების შემოქმედება იქცა ერთგვარ მანიფესტად, სადაც ყოველი მოძრაობა, მუსიკის ბგერა და კოსტიუმის დეტალი ხმამაღლა აცხადებს: ეს არის ქართული ბრენდი!
აღსანიშნავია, რომ მოღვაწეობის პირველივე წლებში, მათ შეძლეს ქართული ფოლკლორის საზღვრებს გარეთ გატანა. თანაც ისე, რომ აფიშებზე ეწერა: ანსამბლი საქართველოდან და არა საბჭოთა კავშირიდან. ეს იყო არა მხოლოდ კულტურული, არამედ ეროვნული გამარჯვება.
როგორც ანსაბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი ნინო სუხიშვილი ამბობს:
“ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა შექმნეს სამყარო, სადაც ძველი არ იკარგება და მუდმივად ახალი იქმნება. მათ შექმნეს მოძრაობა, დღეს კი სუხიშვილების ამოცანაა ეს მოძრაობა არ გავაჩეროთ“.
ან როგორ უნდა გაჩერდნენ, როდესაც თითოეულ ქორეოგრაფიაში, კოსტიუმსა თუ მუსიკაში ერთდროულად იგრძნობა ტრადიციისა და ინოვაციის სინთეზი. მოცეკვეები, კი არ უშინდებიან ექსპერიმენტებს, არღვევენ ჩარჩოებს და ძველ, კლასიკურ მოძრაობებს თანამედროვე დადგმებში სრულიად ახალი, მოულოდნელი კომბინაციებით წარმოგვიდგენენ.
თანამედროვეობის, ინდივიდუალიზმისა და უნიკალურობის ფონზე, ყველაფერი ისეა, როგორც ანსამბლის დამფუძნებლებს სურდათ. მეტიც, სუხიშვილებმა შეძლეს, ქართული ფოლკლორი ახალგაზრდებისთვის ახლობელი და მიმზიდველი გამხდარიყო. ცეკვასთან ერთად შეაყვარეს, კლასიკურ მოტივებზე აჟღებული ქართული მელოდიები, რომლებსაც ცალკეულადაც უსმენენ.
ცეკვისა და მუსიკის ფონზე, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ კოსტიუმები. სულიკო ვირსელაძის ისტორიული წითელი ჩოხისა და აჭარულის სახასიათო ქამართან ერთად, დასი თანაბრად ირგებს ნინო სუხიშვილის დიზაინით შექმნილ გამორჩეულად ჰაეროვან, ჭრელ და მსუბუქ სამოსს.
“კოსტიუმები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დეტალები ტექსტურა, ხარისხი. როდესაც კოსტიუმს ვქმნი, ყოველთვის ვცდილობ, რომ მოცეკვავეს კი არა ცეკვა ჩავაცვა“ — აღნიშნავს ნინო სუხიშვილი.
სუხიშვილების უმცროსი თაობა ღირსეულად აგრძელებს ისტორიის წერას. თანაც ისე, რომ არ ღალატობს ანსამბლის მთავარ ღირებულებას — ერთგულებას, შრომასა და საქმისადმი სიყვარულს. ამის ნათელი მაგალითია — ღია სცენა თაკარა. სუხიშვილების ერთ-ერთი ყველაზე თამამი და კონცეპტუალური პროექტი, სადაც მაყურებელიც კი დასის წევრი ხდება. თავდაპირველად, ღია სცენა ილიკო სუხიშვილის იდეით, საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით შეიქმნა. თაკარამ წელს უკვე მეხუთე სეზონს უმასპინძლა. სივრცეს უნიკალურობას მატებს ისიც, რომ ყველაფერი იქმნება და იბადება თაკარასთვის, ხოლო ამის შემდეგ ტრანსფორმირდება დასის მუდმივ რეპერტუარში.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ სუხიშვილები მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთიანობამ, შემოქმედებამ და სიამაყემ განსაზღვროს მთელი ერის სახე. მათ ბაძავენ ყველაფერში, მოძრაობებში, მუსიკაში, ჩაცმულობაში. პროფესიონალი მოცეკვავეები, სუხიშვილების დასის წევრობაზე ოცნებობენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა გასაკვირია, რომ ეს არის ანსამბლი, რომელიც არ ჩერდება.
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები