ირაკლი ქადაგიშვილი: ციფრულ თუ ჩვეულებრივ სივრცეში რაც ნაკლები იქნება ღვარძლი, დაპირისპირება, გინება, ამით საზოგადოება მოიგებს
ქართული ოცნების დებუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებაში შეურაცხმყოფელი და შუღლის გამომწვევი განცხადებები არ უნდა იქცეს ნორმად და მედია პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში წამყვან როლს უნდა ასრულებდეს. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კანონი ყველას შეეხება. მისი თქმით, საზოგადოება "ბევრ უმსგავსობას" შეაჩვიეს, რის გამოც "წესიერი გზის ჩვენება" ხშირად უარყოფით რეაქციას იწვევს.
"უკმაყოფილებას არ უნდა იწვევდეს ის, რომ შეურაცხმყოფელი, ლანძღვის, დაპირისპირების და შუღლის გამომწვევი განცხადებები არ იყოს ჩვენი ცხოვრების თანმდევი და სტანდარტი.
კანონი ყველას შეეხება. სჯობს, კარგი ინიციატივების მხარდამჭერები ვიყოთ, ვიდრე კარგ ინიციატივებს ცუდი მაგალითების მოშველიებით ტორპედირება გავუკეთოთ. ისე შეგვაჩვიეს ბევრ უმსგავსობას, რომ წესიერი გზის ჩვენება როცა ხდება, ეს უარყოფით რეაქციას იწვევს ხოლმე. უკმაყოფილებას არ უნდა იწვევდეს ის, რომ შეურაცხმყოფელი, ლანძღვის, დაპირისპირების და შუღლის გამომწვევი განცხადებები არ იყოს ჩვენი ცხოვრების თანმდევი და სტანდარტი, რაზეც კანონი ისედაც არსებობს. პირიქით, მედიას წამყვანი როლი უნდა ჰქონდეს იმაში, რომ სწორედ პოლარიზაციას დაუპირისპირდეს.
ეს ჩვენი ნოუ ჰაუ კი არ არის, ეს სენი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ციფრულ თუ ჩვეულებრივ სივრცეში რაც ნაკლები იქნება ღვარძლი, დაპირისპირება, გინება, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ირაკლი ქადაგიშვილისგან მოდის თუ სხვისგან, ამით საზოგადოება მოიგებს. ის ადამიანიც მოიგებს, ვინც, შეიძლება, პოტენციურად ამას აკეთებდეს ან ვისაც, შეიძლება, ეს ეხებოდეს. დაჭერაზე არ არის საქმე, ხომ არ თქმულა, რომ რამე ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შემოდის? აქამდეც შეეძლო, ადამიანს ეჩივლა ღირსების შელახვასთან დაკავშირებით", — განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება იქნება.
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები