ელენე ხოშტარია

18 May. 2026, 10:53

"ვერცერთი ხმამაღალი სიტყვა, ვერცერთი იერარქი, ვერც ოჯახის სიწმიდის დღის აღსანიშნად გამოსული ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას. ვერ შევდგებით ღირსეულ საზოგადოებად მსგავსი ცალსახა ძალადობის მიჩქმალვით. პირველ რიგში, ეკლესიამ უნდა ისაუბროს გულწრფელად ამ მძიმე დღეზე და ახსნას თუ როგორ შეიძლება, ქრისტიანობით გაამართლო განსხვავებულობის გამო ადამიანების ცემა და რატო აღმოჩნდნენ ამ ძალადობის ორგანიზატორები სასულიერო პირები?!

სწორედ მსგავს თემებზე გულწრფელი საუბარი იქნება ჯანსაღი და მყარი საფუძველი საზოგადოების გამთლიანების და ამ პროცესში ეკლესიის როლის გამოკვეთისა.

ვერავის დავუთმობ ქრისტიანობას, როგორც რწმენას და როგორც მსოფლმხედველობას, რომლის საფუძველსაც სიყვარული, საკუთარ თავზე ამაღლება, სიკეთის თესვა და მომავლის რწმენა წარმოადგენს.

უმძიმესი იყო დღეს იმის ყურება, თუ როგორ უწევდათ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს ამდენი სასულიერო პირისა და ადამიანის ყურადღებისთვის ბრძოლა.

რუთავის ქალთა ციხე
17/05/2026"

— წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან.

ხოშტარიას კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე მარკერით "რუსული ოცნების" დაწერისთვის 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

შემოდგომის დარჩენილი პერიოდი საკმაოდ თბილი იქნება, — ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური…