შიო III: გაგრძელდება ილია II-ის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიცია
"გაგრძელდება ილია II-ის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიცია", — ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო III-მ სამების საკათედრო ტაძარში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ჩატარებული საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ სიტყვით მიმართვისას განაცხადა.
- "ასეთი ოჯახი განწირულია? ასეთი უმოწყალო სიტყვები, ასეთი მკაცრი განაჩენი" — სალომე ზურაბიშვილი შიო III-ის ქადაგებაზე
- მეუფე ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება
შიო III-მ ვრცლად ისაუბრა ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობაზე, რომელიც თავის დროზე ილია II-მ დააწესა და აღნიშნა, რომ წელს ამ დღესასწაულს პირველად ხვდებიან მისი ფიზიკური თანამყოფობის გარეშე, თუმცა შიო III-ის თქმით, მისი სულიერი მემკვიდრეობა და საყოველთაო ნათლობების ტრადიცია უცვლელად გაგრძელდება. პატრიარქმა ოჯახს "მცირე ეკლესია" უწოდა, რომელიც ეროვნული იდენტობის საძირკველს წარმოადგენს, და ხაზი გაუსვა ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობლივი ზრუნვის აუცილებლობას მომავალი თაობების ზნეობრივი აღზრდისთვის. მან ასევე მადლობა გადაუხადა უცხოელ იერარქებს საზღვარგარეთ მყოფ ქართველ თანამემამულეებზე ზრუნვისთვის.
"უნეტარესო როსტისლავ, პრეშოვის მთავარეპისკოპოსო, მიტროპოლიტო ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთისა,
ბატონო პრეზიდენტო,
ბატონო პრემიერმინისტრო,
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
ბატონო დედაქალაქის მერო,
ყოვლადსამღვდელონო მღვდელთმთავარნო,
ღირსნო და პატიოსანნო მამანო, დედანო,
ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო,
ძვირფასო სტუმრებო,
"აჰა, ესერა, რაიმე კეთილ, ანუ რამე შუენიერ, არამედ დამკვიდრებაი ძმათა ერთად?" (ფს. 132, 1), — უგალობს უფალს წმინდა დავით მეფსალმუნე და ჩვენც სწორედ ამ ძმური ერთობითა და სიყვარულით შევიკრიბეთ დღეს აქ, ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, რათა მშვიდობითა და მადლიერებით ვადიდოთ ყოვლადმოწყალე უფალი.
განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს. გულითადად გიხდით მადლობას ამ მნიშვნელოვან დღეს ჩამობრძანებისათვის, თქვენი აქ ყოფნა, ლოცვა და თანადგომა არის დასტური ჩვენი ეკლესიების სულიერი ერთობისა და ქრისტესმიერი სიყვარულისა. გვწამს, რომ სწორედ ამ ერთობითა და სისავსით განმტკიცდება ჩვენი rწმენა და ჩვენი ეკლესიების ერთობა.
დღეს თქვენ წინაშე მდგარი სიმდაბლითა და კრძალვით კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისათვის. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, გაცნობიერებული მაქვს ამ მოწოდების სიდიადე და ჯვრის სიმძიმე. მეორე მხრივ კი, ვგრძნობ ჩემს ადამიანურ სიმწირესა და უძლურებას. ამიტომ თქვენი ლოცვითი თანადგომა კიდევ უფრო მეტ სულიერ სიმტკიცესა და მხარდაჭერას მმატებს ამ მეტად საპასუხისმგებლო ჟამს.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, ჩვენს სულიერ შვილებს, ჩვენს სამღვდელოებასა და ბერ-მონაზვნებს ლოცვისთვის, თანადგომისა და სიყვარულისთვის, ამ დღეებში რომ ასე შეგვეწეოდა და გვამხნევებდა, გვმატებდა ძალასა და სიმტკიცეს.
თითქმის ორი ათასი წელი გავიდა, რაც წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით გამოემართა საქართველოსკენ ქრისტეს რწმენის საქადაგებლად. უფლის კვართის მფლობელმა ერმა გულის კარი გაუღო მაცხოვრის ცოცხალ სიტყვას და წმინდა მოციქულების — ანდრიასა და სვიმონ კანანელის — ქადაგებით პირველ საუკუნეშივე შეძლო ქრისტეს ნათელთან ზიარება. მოგვიანებით კი, მოციქულთა სწორის, ქალწულ ნინოს ღვაწლით სამარადჟამოდ დაიმარხა გულში მაცხოვრის რწმენა, როგორც ქართველი ერის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და თვითმყოფადობის, სულიერი და სახელმწიფოებრივი ცნობიერების მთავარი საფუძველი.
წლევანდელი წელი იმითაც არის გამორჩეული, რომ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ვზეიმობთ. ძვირფასო სტუმრებო, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უახლოეს მომავალში მოგიწვიოთ ამ თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, რათა ქრისტესმიერი ერთობით ვიდღესასწაულოთ ეს მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა.
სიმბოლურია ისიც, რომ დღეს ჩვენი ეკლესია და ერი აღნიშნავს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს, რომელიც თავის დროზე ნეტარხსენებულმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააწესა. მოგეხსენებათ, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ზნეობრივი ფასეულობების დაცვას. წელს პირველად ვხვდებით ამ დღეს მის გარეშე, თუმცა დღესასწაულის აღნიშვნით კვლავ ცოცხლობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა, ის სიყვარული, ერთობა და ოჯახური სიწმინდისადმი პატივისცემა, რომელთაც იგი მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ამკვიდრებდა ერში. რა თქმა უნდა, ასევე გაგრძელდება მის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლისა და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა.
ქრისტიანული სწავლება ოჯახს მოიხსენიებს "მცირე ეკლესიად", იმ სულიერ სივრცედ, სადაც, წმინდა იოანე ოქროპირს თუ დავესესხებით, მკვიდრობს უფალი და სადაც თავგანწირვით, სიყვარულით, ერთმანეთისთვის ლოცვით ვიზრდებით სულიერებაში. სწორედ ასეთი "მცირე ეკლესიები" ქმნიან საღვთო მადლით გაერთიანებულ საზოგადოებას. ძვირფასო სტუმრებო, ასეთ დღეს თქვენი აქ ჩამობრძანებით განსაკუთრებით ვგრძნობთ და ვხედავთ, როგორ აერთიანებს ქრისტეს რწმენა და სიყვარული სხვადასხვა ერსა და ადგილობრივ ეკლესიას ერთ დიდ ქრისტიანულ ოჯახად, რომელიც დაფუძნებულია უფლის სიტყვით ნასაზრდოებ ზნეობრივ და სულიერ ფასეულობებზე.
დღეს თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრება. ის, როგორც ზნეობრივი ფასეულობების ორიენტირი და საფუძველი, ერის გამაერთიანებელი, ხალხში ქრისტიანული ღირებულებების განმამტკიცებელია. ამიტომ აუცილებელია, ეკლესიაც და სახელმწიფოც ერთად ვზრუნავდეთ მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდისათვის, ოჯახური სიწმინდისა და სიყვარულის დაცვისათვის. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოჯახი არა მარტო პირადი სივრცე, არამედ ეროვნული იდენტობის საძირკველია. სწორედ ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს.
ოჯახზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი სულიერი შვილები და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ძვირფასო სტუმრებო, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს, ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვისთვის, უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის თქვენი ტაძრების კედლებში აღმოჩენილი სულიერი ნუგეშისა და იმ დიდი ტკივილის შემსუბუქებისთვის, რასაც სამშობლოდან შორს ყოფნა იწვევს.
მადლობა ღმერთს და თითოეულ აქ მყოფს, რომ დღეს აქ შეკრებით, ერთობითა და სიყვარულით ვაგრძელებთ ეკლესიისა და ერისთვის მსახურებას.
დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს "საკრველითა სიყვარულისათა" ერთურთის მიმართ, რათა ჩვენზე აღსრულდეს უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: "ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას" (ინ. 13, 35), ამინ!", — თქვა შიო III-მ.
- კახა კალაძე: ჩვენთვის განსაკუთრებული ღირებულებაა ოჯახი და ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანია გამოსული
- შალვა ნათელაშვილი: სანამ მეუფეები გვაზეიმებენ ოჯახის სიწმინდის დღეებს და თავის რიგებში ვერ შეამჩნევენ არც თუ ცოტა ე.წ. ლგბტ ფიგურებს, არაფერი გვეშველება
- მეუფე ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება
- "ასეთი ოჯახი განწირულია? ასეთი უმოწყალო სიტყვები, ასეთი მკაცრი განაჩენი" — სალომე ზურაბიშვილი შიო III-ის ქადაგებაზე
შეგახსენებთ, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მოქალქეები ქაშუეთთან შეიკრიბნენ და მსვლელობით სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ. მსვლელობას წინ სასულიერო პირები მიუძღვოდნენ. სამების საკათედრო ტაძარში მისული მრევლი შიო III-ის პირველ საპატრიარქო ქადაგებას დაესწრო. წირვას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები და უცხოელი სასულიერო პირები.
-
საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
კომენტარები