ჭამოს კვერცხი, ხაჭო, დამთავრდება პრობლემა — კობახიძე სააკაშვილზე
ფოტო: ქართული ოცნება
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ირონიულად ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უნდა ჭამოს კვერცხი, ხაჭო და პრობლემა დამთავრდება.
"მარტივად გვაქვს აქ საქმე — შეუძლია მიიიღოს ცილა და არ იღებს ცილას. კეთილი ინებოს, მიიღოს და დამთავრდება ამით ყველაფერი.
ვერ იღებს რას ჰქვია, ან არ იღებს რას ჰქვია. თუ არ იღებს, ეს არის შიმშილის ერთგვარი ფორმა ხომ? არ აქვს ეს გამოცხადებული, შესაბამისად არ უნდა გამოვრიცხოთ. რაც შეეხება ვერ იღებს, არ ვიცი რატომ ვერ უნდა ჭამდე ხაჭოს ან კვერცხს ადამიანი. ეს მე არ ვიცი. ამ დეტალებში ნამდვილად ვერ შევალ. რატომ შეიძლება ჭამდე შოკოლადს და არა ხაჭოს, ამ დეტალებში შესვლა ნამდვილად არ შემიძლია", — ამბობს პარტიის თავმჯდომარე.
გარდა ამისა, მან ირონიულად აღნიშნა, რომ სააკაშვილმა "იმდენხანს იმგზავრა რძის პროდუქტებთან ერთად, ალბათ, განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ", თუმცა იქვე დაამატა, რომ ეს ხუმრობაა და "ეს შეიძლება წინასწარ განზარხვული გეგმა იყოს".
"ჭამოს კვერცხი, ხაჭო, დამთავრდება პრობლემა. პოლიტიკური განცხადება აქ ვერ გაკეთდება. მე მგონია, რძის პროდუქტებთან ერთად იმდენხანს იმგზავრა, რომ ეტყობა განზიდვა აქვს ამ პროდუქტის მიმართ. ეს ხუმრობით, მაგრამ სინამდვილეში, საქმე იმაშია, რომ ეს შეიძლება იყოს ძალიან მარტივი წინასწარ განზარხვული გეგმა", — თქვა მან.
28 აპრილს ექსპრეზიდენტის ოჯახმა განაცხადა, რომ მთავრობას სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად დროს ორშაბათას, 2 მაისამდე აძლევენ. მათივე თქმით, ამავე მოთხოვნით ისინი ხელმოწერების შეგროვებასაც იწყებენ.
27 აპრილს სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს ციხეში ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა უტარდება, თუმცა ეს საკმარისი არაა. ნევროლოგის თქმით, ექსპრეზიდენტი ცილოვანი საკვების მიღებაზე უარს ამბობს, რასაც ცილოვანი შიმშილი მოსდევს. მისივე თქმით, ის ცილები, რომელიც სააკაშვილს არ მიეწოდება, ორგანოებისა და კუნთების დაშლას იწყებს.
20 აპრილს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე საუბრობდა, როდესაც განაცხადა, რომ შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება ითხოვა. მან მანდატურებს დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც დარბაზიდან გაიყვანეს. სააკაშვილი პროცესზე რამდენიმე წუთში დააბრუნეს.
ამავე თემაზე:
- სააკაშვილის სათანადო მკურნალობაზე გადაწყვეტილება დაუყონებლივ უნდა იქნას მიღებული — NGO-ები
- მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ სააკაშვილის ადეკვატური სამედიცინო დახმარება — დენისოვა
- არ შეიძლება, რომ იყოს ლაპარაკი ომის პარტიაზე, არავინ არ არის ომის მომხრე საქართველოში — ზურაბიშვილი
- ზურაბიშვილი აკეთებს არაადამიანურ განცხადებებს, მის იმედზე არ ვაპირებთ ყოფნას — მელია
-
როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა
გადახედვა
-
პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ შუახევში "ოცნებამ" მათ მიმართ პროვოკაციის მოწყობა სცადა. პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ შუახევში "ოცნებამ" მათ მიმართ პროვოკაციის მოწყობა სცადა.
გადახედვა
-
IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა
-
"მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" — დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს "მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" — დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს
გადახედვა
-
სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია" პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია"
გადახედვა
-
რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე? რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე?
გადახედვა
-
არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე
გადახედვა
-
სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის
-
კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ
გადახედვა
-
Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა
გადახედვა
-
ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?" მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?"
გადახედვა
-
საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან
-
"ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ამ, ეგრეთ წოდებულ კულტურულ ძეგლის ჭკუაზე მოყვანა" — მამუკა მდინარაძე ე.წ. რიყის დოქებზე "ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ამ, ეგრეთ წოდებულ კულტურულ ძეგლის ჭკუაზე მოყვანა" — მამუკა მდინარაძე ე.წ. რიყის დოქებზე
გადახედვა
-
ფოტო, რომელმაც დრო გაუსწრო — მესისა და ლამინ იამალის შეხვედრა 19 წლის წინ ფოტო, რომელმაც დრო გაუსწრო — მესისა და ლამინ იამალის შეხვედრა 19 წლის წინ
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-20 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-20 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ოდისეის უკვდავი პერსონაჟები: ქანდაკებებში, ნახატებსა და კრისტოფერ ნოლანის კინემატოგრაფში ოდისეის უკვდავი პერსონაჟები: ქანდაკებებში, ნახატებსა და კრისტოფერ ნოლანის კინემატოგრაფში
გადახედვა
კომენტარები