On.ge აგრძელებს უკრაინაში რუსული ინტერვენციის განახლებად რეჟიმში გაშუქებას. სიახლეების ნახვას ახალ გვერდზე შეძლებთ — პუტინის ომი უკრაინაში — განახლებადი.

21 მარტი: პუტინის ომის 26-ე დღე

მთავარი ამბები:

  • შეერთებული შტატების საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში უახლოეს დღეებში იქნება;
  • მარიუპოლის საკრებულოს ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცები ხალხს რუსეთში გადასვლას აიძულებენ;
  • უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პარტიებს საქმიანობას შეუჩერებენ;
  • ოკუპანტებმა დაბომბეს მარიუპოლის ხელოვნების სკოლა, სადაც 400-მდე მოქალაქე თავს აფარებდა;
  • სუმის ბავშვთა სახლიდან 71 ბავშვის ევაკუირება შეძლეს;
  • რუსეთის საზღვაო ძალების ოთხმა გემმა მარიუპოლი ზღვიდან დაბომბა;
  • რუსმა ოკუპანტებმა ენერგოდარის მერის მოადგილე გაიტაცეს;
  • ოკუპანტებმა მოხუცთა თავშესაფარს ტანკიდან ცეცხლი გაუხსნეს, შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა;
  • ოკუპირებულ ბერდიანსკში რუსმა ჯარისკაცებმა ანტიოკუპაციურ აქციაზე გამოსული ხალხის დააკავეს და სცემეს;
  • ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტს მიმართა;
  • ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალის ნაწილი ჩაანაცვლეს.

23:58 ზელენსკის გამოსვლის შემდეგ ქნესეთთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

23:57 ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალის ნაწილი ჩაანაცვლეს

ენერგოატომის ინფორმაციით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალის 600 საათის განმავლობაში მუშაობდა მას შემდეგ, რაც კონტროლი რუსულმა ჯარებმა დაამყარეს. მათივე თქმით, დღეს 64 დამიანის გამოყვანა შეძელს და 46 მოხალისე თანამშრომელი წავიდა ჩასანაცვლებლად.

23:54 ჟიტომირში დასახლებული პუნქტი დაბომბეს

20 მარტს ჟიტომირის რაიონში, დასახლებულ პუნქტებზე ავიაიერიშის შედეგად 13 შენობა დაზიანდა. პირველადი მონაცემებით, დაშავდა სამი ადამიანი.

22:30 გულგრილობა კლავს — ზელენსკი ისრაელის პარლამენტს

სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინელების მიმართ ჰგავს ნაცისტური გერმანიის ქმედებებს ებრაელების მიმართ. მანვე აღნიშნა, რომ ათიათასობით უკრაინელი ახლა სხვა ქვეყნებში ეძებს უსაფრთხოებას, ისევე, როგორც ადრე ებრაელები.

"ჩვენ სხვადასხვა სახელმწიფოდან და აბსოლუტურად სხვადასხვა პირობებში ვართ, მაგრამ საფრთხე საერთო გვაქვს. ეს არის ერის ტოტალური განადგურება, სახელმწიფოს, კულტურისა და სახელისაც კი. მე მინდა, რომ თქვენ დაფიქრდეთ 24 თებერვალზე, — უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დღეზე, ეს დღე ისტორიაში შევიდა ორჯერ, ორივეჯერ როგორც ტრაგედია უკრაინელებისა და ებრაელებისთვის.

1920 წლის 24 თებერვალს, შეიქმნა პარტია, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გაანადგურა ქვეყნები. 120 წლის შემდეგ ასევე, 24 თებერვალს გაიცა ბრძანება რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შემოჭრის შესახებ. ამ შემოჭრამ წაიღო ათასობით ადამიანის სიცოცხლე და მილიონობით აქცია ლტოლვილად. ჩვენი ხალხი ახლა მიმოფანტულია მთელ მსოფლიოში. ეძებენ უსაფრთხოებას, ისევე, როგორც ოდესღაც თქვენ", — თქვა მან.

  • სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

22:09 უკრაინაში 902 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 75 ბავშვია — გაერო

გაეროს მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 902 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 75 ბავშვია. მათივე ცნობით, დაშავდა 1 459 ადამიანი, რომელთაგანაც 98 მათგანი ბავშვია. გაეროში აღნიშნავენ იმასაც, რომ რეალური მონაცემები გაცილებით მაღალია.

21:55 პუტინთან მოლაპარაკების მცდელობების წარუმატებლობა, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომს ნიშნავდეს — ზელენსკი

მე მზად ვარ მასთან [პუტინთან] მოსალაპარაკებლად. ბოლო ორი წელია მზად ვარ. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების გარეშე ამ ომს ვერ დავასრულებთ [...] პუტინთან მოლაპარაკების მცდელობების წარუმატებლობა, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომს ნიშნავდეს.

21:29 "თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ხალხს", — ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტს სიტყვით მიმართა. მან რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და მეორე მსოფლიო ომს შორის პარალელი გაავსო და აღნიშნა, რომ შეჭრა "სამხედრო ოპერაცია არ არის".

"ეს სრულმასშტაბიანი ომია, რომელიც მიზნად ჩვენი ხალხის ჩვენი შვილების, ოჯახების, სახელმწიფოებრიობის, ქალაქების, კულტურებისა და იმ ყველაფრის განადგურებას ისახავს მიზნად, რაც მათ უკრაინულად აქცევს. ამიტომ, მე უფლება მაქვს ისტორიაში ეს პარალელი გავავლო", — თქვა მან.

მან, ასევე, ისრაელს მოუწოდა, რომ უკრაინელ ხალხს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ და დასვა კითხვა, თუ რატომ არ დაუწესეს რუსეთს სანქციები. მისივე თქმით, ისრაელს საუკეთესო საჰაერო თავდაცვა აქვს და მათ უკრაინის დახმარება ნამდვილად შეუძლიათ.

"თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ხალხს, გადაარჩინოთ უკრაინელების სიცოცხლე [...] არჩევანი თქვენ გაქვთ ჩემო ძმებო და დებო, თქვენ თქვენი პასუხით უნდა იცხოვროთ", — განაცხადა ზელენსკიმ.

20:57 ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი ვიდეო

20:46 მხარეებს არ ჰყოფნით ძალა სიტუაციის რეალურად გარდასატეხად — არესტოვიჩი

ფრონტი პრაქტიკულად გაყინულია. მიმდინარეობს ტაქტიკური მოქმედებები. მხარეებს, როგორც ჩვენ, ასევე, რუსეთს, არ ჰყოფნით ძალა სიტუაციის რეალურად გარდასატეხად, ამა თუ იმ მიმართულებით.

20:32 ბაიდენის უკრაინაში გამგზავრება არ იგეგმება — თეთრი სახლი

თეთრი სახლის სპიკერის, ჯენ ფსაკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი არ იგეგმება, თუმცა ევროპაში მისი ვიზიტის შესახებ დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება.

"დამატებითი დეტალები ევროპაში მოგზაურობაზე დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. მოგზაურობა ფოკუსირებული იქნება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერასა და პრეზიდენტ პუტინის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ მსოფლიოს გაერთიანებაზე, თუმცა უკრაინაში გამგზავრება არ იგეგმება", — წერს ის.

19:55 NATO-ს წევრი რომ ვყოფილიყავით, ომი არ დაიწყებოდა — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა NATO-ს წევრი რომ იყოს, ომი არ დაიწყებოდა. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ რომ NATO-ს წევრი ვყოფილიყავით, ომი არ დაიწყებოდა. მე მინდა ჩემი ქვეყნისა და ხალხისთვის უსაფრთხოების გარანტიები მივიღო", — თქვა მან.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ მადლიერია, რაც ალიანსმა რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინისთვის გააკეთა, თუმცა დასძინა, რომ თუ NATO-ს წევრები მზად უკრაინა ალიანსში იხილონ, ეს სწრაფად უნდა გააკეთონ, რადგან ადამაინები ყოველდღიურად იღუპენიან.

გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, მან NATO-ს პირადად სთხოვა ეთქვათ, აპირებენ თუ არა უკრაინის მიღებას ალიანსში ერთ, ორ ან ხუთ წელიწადში, ან პირდაპირ ეთქვათ, რომ არა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ალიანსის პასუხი ძალიან მკაფიო იყო — უკრაინა NATO-ს წევრი ვერ იქნება, თუმცა საჯაროდ კარი ღიად რჩება.

19:18 ჩვენ ისევ ვიმღერებთ და ისევ ვიზეიმებთ — ზელენსკი

19:03 კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დედაქალაქში დაბომბილი საცხოვრებელი დასახლების კადრები გაავრცელა

მისი თქმით, ჭურვის მოხვედრისას დაზიანდა სახლი და დაიწვა მანქანები. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავდა 5 ადამიანი.

19:01 აზოვის პოლკმა მარიუპოლში რუსული სპეცრაზმი გაანადგურა

18:58 ხარკოვის მერმა კომუნალური სფეროს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

მერმა აღნიშნა, რომ მთელი უკრაინა ახლა ომშია, ჯარისკაცები ფრინტის ხაზზე იბრძვიან, ამ სფეროში დასაქმებულებს კი თავისი ფრონტი აქვთ და მუდმივი დაბომბვის მიუხედავად, ცდილობენ იზრუნონ იმაზე, რომ ქალაქს პრობლემები არ შეექმნას.

18:57 ხერსონში მოქალაქეებმს უკან დაახევინეს Z სიმბოლოიან სამხედრო მანქანებს

18:53 უკრაინა 24-ის ინფორმაციით, ენერგოდარში, სადაც ოკუპანტებმა მერის მოადგილე გაიტაცეს, ადგილობრივებმა მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს

18:50 მოსკოვში ტურისტულ მაღაზიებში გამოჩნდა მაისურები სამხედრო სიმბოლოთი — Z

18:49 კახოვკაში ოკუპანტების გატაცებული ჟურნალისტი ოლეგ ბატურინი თავისუფალია

კახოვკაში ოკუპანტების გატაცებული ჟურნალისტი ოლეგ ბატურინი თავისუფალია. ინფორმაციას Unian ტელეგრამზე ავრცელებს. ბატურინის თქმით, ის 12 მარტს დააკავეს, ცემეს და მოკვლით ემუქრებოდნენ.

"12 მარტს 17:00 საათზე კახოვკას ავტოსადგურზე დამაკავეს. მცემდნენ, დამამცირეს, მემუქრებოდნენ, მითხრეს, რომ მოკლავდნენ. თითქმის 8 დღე, 187-საათიანი ტყვეობა, პრაქტიკულად საკვების გარეშე, რამდენიმე დღე წყლის გარეშე. არ ვიცოდი, სად ვიყავი. მაგრამ მათ აშკარად იცოდნენ რისთვის... უნდოდათ გატეხვა, გათელვა. იმის ჩვენება, რა მოუვა ყველა ჟურნალისტს: შენ გაგთელავენ. მოგკლავენ", — ციტირებს მას Unian.

18:23 უკრაინა 24-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ ბერდიანსკში რუსმა ჯარისკაცებმა ანტიოკუპაციურ აქციაზე გამოსული ხალხის დაკავება და ცემა დაიწყეს

18:17 უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 10 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა — გაერო

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, ფილიპო გრანდი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 10 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. მისი თქმით, ისინი ან ქვეყნის შიგნით დევნილებად რჩებიან, ან როგორც ლტოლვილები უკრაინას ტოვებენ.

17:03 ზელენსკი უკრაინელი ხალხის ფოტოებს აქვეყნებს

16:53 ოკუპანტებმა მოხუცთა თავშესაფარს ტანკიდან ცეცხლი გაუხსნეს, შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა

ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემენნაიაში 11 მარტს რუსმა სამხედროებმა მოხუცთა თავშესაფარს ტანკიდან ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 56 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაი ტელეგრამზე ავრცელებს.

გაიდაის თქმით, გადარჩენილი 15 ადამიანი ოკუპანტებმა გაიტაცეს და სვატოვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რეგიონულ პანსიონში გადაიყვანეს. როგორც ის წერს, შემთხვევის ადგილას მისვლა ამ დრომდე შეუძლებელია.

16:45 რუსეთი ზელენსკისა და უკრაინის ხელმძღვანელობის ლიკვიდაციისთვის მორიგ დაჯგუფებას გზავნის — უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობის ლიკვიდაციის მიზნით მორიგ ტერორისტულ დაჯგუფებას აგზავნის. დაზვერვის თქმით, დაქირავებულთა ძირითადი სამიზნეები პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი და პრემიერმინისტრი დენის შმიგალი არიან.

დაზვერვა აცხადებს, რომ პუტინთან დაახლოებულ რუს პროპაგანდისტთან და ვაგნერის დაჯგუფების მფლობელთან, ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა ბოევიკურმა ჯგუფმა უკრაინაში ჩასვლა დღეს დაიწყო და მთავარი ამოცანაა უკრაინის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია.

16:26 რუსმა ოკუპანტებმა ენერგოდარის მერის მოადგილე გაიტაცეს

ენერგოდარის მერი დმიტრო ორლოვი აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა მისი პირველი მოადგილე, ივან სამოიდიუკი გაიტაცეს. მისი თქმით, გუშინდელი დღის შემდეგ სამოიდიუკისთან ურთიერთობა არ ჰქონიათ, არ იციან როგორ არის, დღეს კი მიიღეს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ის გაიტაცეს.

ორლოვი აცხადებს, რომ ოკუპანტები ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ ენერგოდარის აქტიურ მოსახლეობაზეც. ის მოუწოდებს დეპუტატებს, აქტივისტებსა და საზოგადოებას, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, არ უპასუხონ უცნობ ნომრებს და არ გაავრცელონ საკუთარი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია.

16:11 რუსეთის საზღვაო ძალების ოთხმა გემმა მარიუპოლი ზღვიდან დაბომბა

აზოვის ბატალიონის განცხადებით, რუსეთის საზღვაო ძალების ოთხმა გემმა მარიუპოლი ზღვიდან დაბომბა. ინფორმაციას აზოვის ბატალიონი ტელეგრამზე ავრცელებს.

"ქალაქი მარიუპოლი ახლახანს დაბომბა რუსეთის საზღვაო ძალების 4-მა გემმა. მტერი აგრძელებს უკრაინის ქალაქის ცინიკურად განადგურებას მის ხელთ არსებული ყველა არსენალის გამოყენებით. ავიაციის, არტილერიის, სხვადასხვა სისტემებისა და ტანკების შემდეგ რუსი ოკუპანტები ქალაქს ანადგურებენ საბრძოლო გემების მძიმე შეიარაღებით", — აცხადებს ბატალიონი.

14:36 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების კოლონა გაანადგურეს

14:11 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან 25-ე დღეს — სრულად

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 14 700 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:

  • ტანკი — 476 ერთეული;
  • ჯავშანტექნიკა — 1 487 ერთეული;
  • საარტილერიო სისტემა — 230 ერთეული;
  • თვითმფრინავი — 96 ერთეული;
  • ვერტმფრენი — 118 ერთეული;
  • საავტომობილო ტექნიკა — 947ერთეული;
  • გემები/ნავები — 3 ერთეული.

13:43 უკრაინის მოსახლეობის 89%-ისთვის რუსეთთან დროებითი ზავის გაფორმება ჯარის გაყვანის გარეშე მიუღებელია

სოციალოგიური ჯგუფის მიერ 18 მარტს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინის მოსახლეობის 89%-ისთვის რუსეთთან დროებითი ზავის გაფორმება ჯარის გაყვანის გარეშე მიუღებელია.

ამასთანავე, გამოკითხულთა 74% მხარს უჭერს ზელენსკის პირდაპირ მოლაპარაკებებს პუტინთან, მეოთხედი კი არა.

12:40 უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 115 ბავშვი დაიღუპა — პროკურატურა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის შედეგად 115 ბავშვი დაიღუპა, 140-ზე მეტი კი დაშავდა. პროკურატურამ ინფორმაცია ამის შესახებ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.

ყველაზე მეტი ბავშვი კიევის ოლქში დაიღუპა, მათი რიცხვი 58-ს შეადგენს, ხარკოვში — 36, დონეცკში — 29, ჩერნიგოვში — 30, ხოლო მიკოლაევში — 22.

12:12 სუმის ბავშვთა სახლიდან 71 ბავშვის ევაკუირება შეძლეს

11:42 დაბომბვის შედეგად ხარკოვში 5 ადამიანი, მათ შორის 9 წლის ბავშვი დაიღუპა

ინფორმაციას ხარკოვის პოლიციის უფროსის მოადგილე, ვიაჩესლავ მარკოვი ავრცელებს.

11:39 ოკუპანტებმა დაბომბეს მარიუპოლის ხელოვნების სკოლა, სადაც 400-მდე მოქალაქე თავს აფარებდა

გუშინ ოკუპანტებმა მარიუპოლის ხელოვნების სკოლა, სადაც 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე თავს აფარებდა, დაბომბეს. ინფორმაციას მარიუპოლის საკრებულო ავრცელებს.

საკრებულოს ინფორმაციით, შენობა დაინგრა, მშვიდობიანი მოსახლეობა კი კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება. დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

11:09 ავსტრალია უკრაინას დამატებით სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევენ, ხოლო რუსეთისთვის ალუმინის ექსპორტს შეზღუდავენ.

სამხედრო დახმარების პაკეტში შედის 15,3 მილიონი დოლარის თავდაცვითი დახმარება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. პრემიერმინისტრის თქმით, ეს მოიცავს საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას. ასევე, კიევის მოთხოვნის შემდეგ ავსტრალიის მთავრობა უკრაინას მინიმუმ 70 000 ტონა თერმულ ნახშირს მიაწვდის, რაც ხელს შეუწყობს ქვანახშირზე მომუშავე ელექტროგენერატორების მუშაობას და ელექტროენერგიის მიწოდებას ქვეყნისთვის.

10:50 რუბიჟნესა და სევეროდონეცკში დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია

ინფორმაციას ლუგანსკის ადმინსიტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს. მისი თქმით, გასული დღის განმავლობაში რუბიჟნესა და სევეროდონეცკში რუსებმა 24 სახლი დაანგრიეს.

10:20 უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პარტიებს საქმიანობას უჩერებენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პარტიებს საქმიანობას უჩერებენ. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე მიიღო.

2:03 მარიუპოლის საკრებულო: რუსი ჯარისკაცები ხალხს რუსეთში გადასვლას აიძულებენ

მარიუპოლის საკრებულოს ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში მარიუპოლის რამდენიმე ათასი მცხოვრები რუსეთში იძულებით გადაიყვანეს. მათი განცხადებით, ოკუპანტებმა მარიუპოლის მაცხოვრებლები ფილტრაციის ბანაკებში გადაიყვანეს, სადაც ტელეფონები და საბუთები შეამოწმეს, რის შემდეგაც ზოგიერთი მაცხოვრებელი გადამისამართდა რუსეთის შორეულ ქალაქებში, დანარჩენის ბედი უცნობია.

1:56 ჩერნიგოვის მერი ამბობს, რომ ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფა

მისი თქმით, არ წყდება სროლა და დაზიანდა საავადმყოფოც, რომელიც შემოგარენში მდებარეობს, იქ, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

1:53 შეერთებული შტატების საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში უახლოეს დღეებში იქნება

"ეს იქნება სტინგერები, ჯაველინები და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, რომელიც ძალიან გამოადგებათ ჩვენს სამხედროებს, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის წარმომადგენლებს. ისინი მალე იქნება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. საუბარია დღეებზე", — განაცხადა უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ალექსეი დანილოვმა.

1:39 უკრაინაში 864 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 64 ბავშვია — გაერო

გაეროს ინფორმაციით, დაშავდა 1 399 ადამიანი, რომელთაგანაც 78 ბავშვია. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს ციფრები ძირითადად დაბომბვისა და საჰაერო თავდასხმების შედეგია და რეალურ ზარალს არ ასახავს.

00:50 ვენაში უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

ფოტო: Florian Wieser / APA / AFP / Scanpix / LETA

20 მარტი: პუტინის ომის 24-ე დღე

მთავარი ამბები:

  • ოკუპანტებმა ახალი კახოვკის საბჭოს წევრი გაიტაცეს;
  • ბაიდენმა სი ძინპინის უთხრა, რომ რუსეთის მხარდაჭერას "შედეგები" მოჰყვება;
  • ოკუპანტებმა ლუგანსკის რამდენიმე ქალაქი დაბომბეს — დაიღუპა 4, ხოლო დაშავდა 10 ადამიანი;
  • ლუკაშენკო ურჩევს უკრაინას გახდეს ისეთი, როგორიც ბელარუსია;
  • ბუჩაში ოკუპანტებმა დასახლებული პუნქტები დაბომბეს — დაიღუპა 7 ადამიანი;
  • რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 112 ბავშვი დაიღუპა;
  • ლუკაშენკომ ინტერვიუს დროს იმის მტკიცება დაიწყო, რომ პუტინი "ადეკვატური და ნორმალურია";
  • ლუგანსკის ოლქიდან დაახლოებით 700 ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს;
  • ევროკავშირი სანქცირებული რუსების აქტივების უკრაინისთვის გამოყენებას განიხილავს.

23:58 მარიუპოლის თეატრი დაბომბვის შემდეგ

23:45 ლონდონში რუსი ბიზნესმენის, AFK სისტემის დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის სახლთან პიკეტია

ევტუშენკოვი სანქცირებულთა სიაში არ არის, თუმცა პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენად მიიჩნევა. ამ ბიზნესმენთან კავშირები ჰქონდა და მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი იყო ლევან ვასაძე.

BBC-ის ინფორმაციით, აქტივისტები ამბობენ, რომ ევტუშენკოვის კომპანია ქმნის სამხედრო დრონებს, რომელსაც რუსული არმია იყენებს.

23:08 რომის პაპმა ვატიკანის პედიატრიულ საავადმყოფოში უკრაინელი ბავშვები მოინახულა

როგორც უკრაინის უმაღლესი რადა წერს, ამჟამად იქ ჰოსპიტალიზებულია 19 ბავშვი.

23:03 ომის სამი კვირის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოკლეს 10-ზე მეტი რუსი მეთაური, მათ შორის ექვსი გენერალი

"რა თქმა უნდა, ფედერალურ დონეზე რუსეთში არავინ საუბრობს გენერლების დაკარგვაზე", — განაცხადეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებში და მოკლული გენერლების სია გამოაქვეყნეს.

  • სიის ნახვა შეგიძლიათ აქ.

23:00 ევროკავშირი სანქცირებული რუსების აქტივების უკრაინისთვის გამოყენებას განიხილავს — Bloomberg

ევროკავშირის ოფიციალური პირები სანქცირებული რუსი მაგნატების ქონების ომის შემდგომ უკრაინის აღდგენისთვის გამოყენებას განიხილავენ. ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ იდეა ადრეულ ეტაპზეა და გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

"ამ ეტაპზე აქტივები მხოლოდ გაყინულია", — თქვა ევროკომისიის პრეზიდენტის სპიკერმა, ერიკ მამერმა. მისი თქმით, პრეზიდენტს ამ საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით დავალება არ გაუცია.

  • სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

22:46 შესაძლოა, რუსეთი "მკვლელ რობოტებს" იყენებდეს — ეს ომში ხელოვნური ინტელექტის ჩართვის შიშს იწვევს

ბოლო დღეებია Telegram-სა და Twitter-ზე ფოტოები ვრცელდება, რომელზეც ჩამოგდებული დრონია გამოსახული. Wired-ის ცნობით, ეს KUB-BLA-ა, პატარა ლეტალური დრონი, რომელსაც რუსული სამხედრო კომპანია კალაშნიკოვის შვილობილი ZALA Aero ყიდის. ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, დრონი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს იმისათვის, რომ სამიზნე ამოიცნოს.

  • სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

22:34 რონით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ განადგურდა მარიუპოლი დამბობვის შედეგად

22:16 დაბომბვის შედეგები ჩერნიგოვში

21:51 "არ იდარდოთ, მისტერ ჯონსონ, მისტერ ბაიდენ, მისტერ შოლც, მისტერ ორბან, უკრაინელი ბავშვები ხურავენ ცას. მაგრამ საქმე იმაშია, რომ არ უნდა უწევდეთ"

ამ წარწერით აქვეყნებს უკრაინის უმაღლესი რადა ილუსტრაციებს და მსოფლიო ლიდერებს ცის დახურვაში დახმარებას სთხოვს. ფეისბუქგვერდზე რადას ხსენებული პოლიტიკოსები მონიშნული ჰყავს.

20:39 ასე დაემშვიდობდნენ უკრაინაში მსახიობ ფაშა ლის, რომელიც 6 მარტს ირპენში დაბომბვისას დაიღუპა

20:30 ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიანი მოქალაქეების მანქანას, რომელშიც 20 წლის გოგო და 21 წლის ბიჭი იყვნენ

სუმის პროკურატურის ინფორმაციით, გოგოს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები ჰქონდა და დაიღუპა, ბიჭი კი საავადმყოფოშია. პროკურატურა აცხადებს, რომ რუსებმა გამოიყენეს საერთაშორისო სამართლით აკრძალული იარაღი, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს.

20:23 უკრაინაში, სულ მცირე, 1 327 დასახლებული პუნქტი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე, ჯამში 872 ათასზე მეტი მომხმარებელი

ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს. მათი განცხადებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ელექტრომომარაგება 96 ათასზე მეტ მომხმარებელს აღუდგა. კერძოდ, დაახლოებით 49 ათას მომხმარებელს სუმის რეგიონში, დაახლოებით 22 ათასს დონეცკის ოლქში, დაახლოებით 15,8 ათასს ზაპოროჟიეს რეგიონში და 5,1 ათასს კიევის რეგიონში.

20:14 ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინაში ოფიციალურად დათვლილია 562 რუსი სამხედრო ტყვე

20:09 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე 1 403 საჰაერო თავდასხმა განახორციელა

უკრაინაში ამ დრომდე ითხოვენ ცის დახურვას.

20:03 უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის რეგიონში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოფელ დემიდოვში, კაშხლის დაზიანების გამო დატბორვის საფრთხეა

19:55 ლუგანსკის ოლქში დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა — დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი

ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბიჟენში დაბომბვისას საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია.

როგორც უწყება წერს, ნანგრევებიდან სიცოცხლის ნიშნების გარეშე ამოიყვანეს ორი ბავშვი, მაშველებმა გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მათივე ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში იპოვეს კიდევ ერთი ქალი და ბავშვი იპოვეს. ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა კი სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.

19:35 უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქიდან დაახლოებით 700 ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს

როგორც უწყება წერს, რუსებმა რამდენჯერმე დაარღვიეს სიჩუმის რეჟიმი და სროლის გამო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა.

ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური

19:17 ISS-ზე ახლადმისულ რუს ასტრონავტებს უკრაინის დროშის ფერი კოსტიუმები აცვიათ — რისი თქმა სურთ მათ

არის თუ არა ეს პროტესტი, თუ ასტრონავტების უნივერსიტეტისადმი პატივისცემის გამომხატველი ჟესტი, უცნობია. თუმცა, რთულია თვალში არ მოგხვდეთ უკრაინის დროშის ფერებში გამოწყობილი სამი რუსი ასტრონავტი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გუშინ მივიდა.

  • სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია მისმა მეგობრებმა გაავრცელეს.

ბახვა ჩიქობავა მარიუპოლში იბრძოდა. როგორც გივი თარგამაძე წერს, ის 2014 წლიდან უკრაინის დასაცავად იბრძვის.

"რუსეთის აგრესიამ უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი შეიწირა… ვიზიარებ დავით რატიანის, გია ბერიაშვილის და ბახვა ჩიქობავას ოჯახების და ახლობლების მწუხარებას", — დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

19:02 ზელენსკიმ სპეციალური დანაყოფის თანამშრომლები დააჯილდოვა

18:45 ლუკაშენკომ ინტერვიუს დროს იმის მტკიცება დაიწყო, რომ პუტინი "ადეკვატური და ნორმალურია"

18:10 თუ თქვენ ომს არ აღიარებთ და პუტინის გეშინიათ, სულ მცირე, პროვოკაციულ განცხადებებს მაინც ნუ გააკეთებთ — პოდოლიაკი

"მინისტრმა, ლამბრეხტმა ღიად განაცხადა: "NATO არ ჩაერევა კონფლიქტში და არ დახურავს ცას" — ევროკავშირის პოლიტიკოსების ყველა ასეთი განცხადება აქეზებს რუსეთს, რომ უკრაინაში მასობრივი მკვლელობა მოაწყოს. თუ თქვენ ომს არ აღიარებთ და პუტინის გეშინიათ, სულ მცირე, პროვოკაციულ განცხადებებს მაინც ნუ გააკეთებთ", — წერს ის.

17:30 თბილისსა და ბათუმში უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს

17:20 რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 112 ბავშვი დაიღუპა — უკრაინის პროკურატურა

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 112 ბავშვი დაიღუპა. მათივე ცნობით, დაშავადა 140 ბავშვი.

მათივე განცხადებით, დანაკარგის შესახებ მონაცემები ზუსტდება, რადგან საომარი მოქმედებების გამო, სრული ინფორმაციის მოპოვება რთულია.

16:35 ბუჩაში ოკუპანტებმა დასახლებული პუნქტები დაბომბეს — დაიღუპა 7 ადამიანი

ბუჩაში ოკუპანტებმა დასახლებული პუნქტები დაბომბეს — დაიღუპა 7 ადამიანი, ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბომბვის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი.

15:52 ლუკაშენკო ურჩევს უკრაინას გახდეს ისეთი, როგორიც ბელარუსია

ალექსანდრე ლუკაშენკო ფიქრობს, რომ უკრაინა ისეთი უნდა გახდეს როგორიც ბელარუსია. ამის შესახებ მან ინტერვიუში განაცხადა. ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, არავინ არავინ უნდა დაჩაგროს და არცერთ შემთხვევაში უკრაინაში არ უნდა განვითარდეს ნაციზმი, იმისთვის, რომ ის არ გადაიზარდოს ფაშიზმში.

ლუკაშენკოს თქმით, თუ უკრაინა რუსეთს არ მოელაპარაკება და რუსეთთან შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, მაშინ კაპიტულაციის აქტზე მოუწევს ხელმოწერა.

"ეს ახლა სთავაზობს რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებებს. თუ არ შეუთანხმდება უკრაინა რუსეთს, მაშინ, კაპიტულაციის აქტს მოაწერს ხელს [...] შესაძლოა, ეს იყოს ერთადერთი მომენტი, რომელიც შეიძლება არ განმეორდეს, რომ უკრაინა ღირსეულად გამოვიდეს შექმნილ სიტუაციიდან. თუ ამ მომენტს ხელიდან გაუშვებენ, დიდი ალბათობით, ის აღარ დაბრუნდება, ასეთი სიტუაცია აღარ იქნება. ამიტომ, უკრაინა უნდა ჩაეჭიდოს ამ მომენტს, ეს იქნება მომგებიანი უკრაინისთვისაც და რუსეთისთვისაც, ბელარუსისთვისაც. მთავარია, ჩვენ შევინარჩუნებთ ათასობით სიცოცხლეს, თუ ახლა ხელს მოვაწერთ შეთანხმებას", — ამბობს ის.

მისი მტკიცებით, არასდროს არანაირ სამხედრო მოქმედებებს მხარს არ უჭერდა და არც დაუჭერს, მეტიც, ამბობს, რომ ომი მისთვის მიუღებელია. მანვე განმარტა ბელარუსის ომი კონფლიქტში.

"ჩვენ არ ვაპირებთ ამ ომში ჩართვას, ამის შესახებ უკვე არაერთხელ განვაცხადე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს ომი შეწყდეს", — ამტკიცებს ლუკაშენკო.

გარდა ამისა, ის, ასევე, ამბობს, რომ მათთვის "რუსეთის ჯარების ოპერაციაში" მონაწილეობა არავის უთხოვია. ლუკაშენკოს თქმით, რუსეთს "პრობლემას" ბელარუსისა და სხვა ქვეყნების დახმარების გარეშეც გაუმკლავდება, რადგან მათი ტექნიკა და სამხედრო ძალები საკმარისია.

"ჩვენთვის არავის უთხოვია მონაწილეობის მიღება რუსული ჯარების ოპერაციაში. ამაზეც უკვე ვისაუბრე, ჩვენ ვერაფერს დავუმატებთ ამ ოპერაციას. მათ ჰყოფნით თავისი ძალები და ტექნიკა. ისეთივეა როგორიც ჩვენ გვაქვს, უფრო თანამედროვეც კი. ამიტომ, რუსეთი ამ პრობლემას გაუმკლავდება ბელარუსის, იაპონიის და სხვა ქვეყნების გარეშე. რუსეთი გადაწყვეტს ამ პრობლემას [...] კითხვა მხოლოდ იმაშია, რას გააკეთებს ხალხი, ამიტომ, ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს, ეს სიგიჟე უნდა შეჩერდეს, ის რაც ხდება მოძმე ერებს შორის. რუსეთს ეს ესმის, უკრაინას არ უნდა გაგება", — განაცხადა მან.

15:12 ჩაშენებული ვართ რუსეთის მწარმოებელ სისტემაში, რუსეთი კი ბელარუსისაში, ამით ყველაფერი ნათქვამია — ლუკაშენკო

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი ბელარუსისთვის არა მხოლოდ მოკავშირე, არამედ "ერთი ფესვებიდან" წარმოიშობილი ერია. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა იაპონურ არხთან ინტერვიუში ისაუბრა. ლუკაშენკოს ჰკითხეს, უჭერს თუ არა მხარს უკრაინაში რუსეთის საომარ მოქმედებებს.

"ჩემთვის ძალიან მარტივია ვუპასუხო თქვენს კითხვას კითხვით. აი, თქვე [იაპონია] ხართ შეერთებული შტატების მოკავშირეები და თითქმის ყველა ძირითად მშვიდობისმყოფელ საკითხში მხარს უჭერთ რუსეთს, რატომ?", — ჰკითხა პრეზიდენტმა.

ლუკაშენკო ამბობს, რომ ბელარუსისა და რუსეთის ეკონომიკური სისტემა ერთმანეთისგან განუყოფელია და ამ ურთიერთობების გაწყვეტა "ეკონომიკაში კატასტროფას" გამოიწვევს.

"პირველ რიგში, ეკონომიკურად აბსოლუტურად განუყოფელი სისტემაა, ჩვენ იმდენად სერიოზულად ვართ ჩაშენებული რუსეთის მწარმოებელ სისტემაში, რუსეთი კი ბელარუსისაში, რომ კოოპერაციული კავშირების გაწყვეტა გამოიწვევს კატასრტროფას ეკონომიკაში და მეორეც, ჩვენ გვაქვს ერთიანი ბაზარი. ჩვენ რუსეთში გაგვაქვს პროდუქციის, ალბათ, ნახევარი. ეს ჩვენი მთავარი ბაზარია. ამით ყველაფერი ნათქვამია", — ამბობს ის.

მეტიც, ის, ასევე, ამბობს, რომ რუსეთსა და ბელარუსს შეიარაღებული ძალების ერთი ჯგუფი ჰყავთ.

"ჩვენ უმტკიცესად ვართ დაკავშირებული და ეს კავშირები ნიშნავს მოკავშირე სახელმწიფოებს, რომლის მშენებლობასაც ჩვენ რუსეთთან ერთად ვცდილობთ", — დასძინა მან.

15:05 რიგი რუსეთში შაქრის შესაძენად. ადგილობრივი მთავრობა ირწმუნება, რომ შაქრის დეფიციტი არ არის, მაგრამ ხალხს არ სჯერა და ყველა გზით ცდილობს შეძენას

14:18 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან 24-ე დღეს — სრულად

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 14 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:

  • ტანკი — 466 ერთეული;
  • ჯავშანტექნიკა — 1 470 ერთეული;
  • საარტილერიო სისტემა — 213 ერთეული;
  • თვითმფრინავი — 95 ერთეული;
  • ვერტმფრენი — 115 ერთეული;
  • საავტომობილო ტექნიკა — 914 ერთეული;
  • გემები/ნავები — 3 ერთეული;
  • უპილოტო საფრენი აპარატები — 11 ერთეული.

13:56 რუსეთის საბჭოს ფედერაციის იუთუბის არხზე რატომღაც კომენტარები არ გათიშეს, რაც ჩვეული პრაქტიკაა. ათასობით კომენტარიდან უმეტესობა ომს გმობს და პუტინს აკრიტიკებს

13:50 ორკებმა მძინარე უკრაინელ ჯარისკაცებს მზაკვრულად რაკეტები ესროლეს — კიმი

ნიკოლაევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა მძინარე უკრაინელ ჯარისკაცებს ესროლეს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

"გუშინ ორკებმა მძინარე ჯარისკაცებს მზარკვრულად ესროლეს რაკეტები. ამ დრომდე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს", — ამბობს ის.

12:13 ოკუპანტებმა ლუგანსკის რამდენიმე ქალაქი დაბომბეს — დაიღუპა 4, ხოლო დაშავდა 10 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის რამდენიმე ქალაქი დაბომბეს. ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, სერგეი გაიდა ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, დაიღუპა 4 ადამიანი, ხოლო დაშავდა 10 ადამიანი.

გაიდას განცხადებით, დაზიანებულია 54 შენობა, მათ შორის, 19 საცხოვრებელი კორპუსი, 19 კერძო სახლი და ორი სამედიცინო დაწესებულებაა.

მისივე თქმით, რუსული ჯარები მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას აგრძელებენ. ამასთან, ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, დაბომბვის შედეგად გაჩენილი 46 ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

11:45 უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქების გასაყვანად ავტობუსის რეისები დაინიშნა — საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით, საქართველოს მოქალაქეების გასაყვანად, ავტობუსის რეისები დაინიშნა.

"ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით დამატებით გავა 21 მარტს უკრაინის დროით 09:00 საათზე. მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია #1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან", — ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე და მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით, წინასწარ ჩაწერაა აუცილებელი. სამინისტროს განცხადებით, ამისთვის მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ნომრებზე:

  • +380 (63) 376 77 68;
  • +380 (63) 376 73 64.

ამასთან, სამინისტროში აღნიშნავენ იმასაც, რომ საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ და საქართველოს მოქალაქეებს, როგორც უკრაინის ტერიტორიის დატოვებაში, ასევე, ჰუმანიტარული კუთხით ეხმარებიან.

11:02 საქართველოს სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული 38 ბავშვი ჩაირიცხა — სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დაზარალებული ბავშვების საქართველოს სკოლებში ჩარიცხვის სურვილი 72 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა, მათგან 38 კი უკვე ჩარიცხულია.

"ყველა შესაბამისი რგოლის ჩართულობითა და კოორდინაციით, სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თითოეული ბავშვისთვის სწავლაზე ხელმისაწვდომობა. მოსწავლეთა ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც უკრაინის სკოლებში ისინი 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით სწავლობდნენ. ბავშვებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში სასურველ ენაზე მიიღონ განათლება", — ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განცხადებით, უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ. მათივე თქმით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მომსახურების ცენტრს ათობით დაინტერესებულმა პირმა მიმართა.

10:20 მოკლულია ერთ-ერთი რუსული არმიის გენერალ-ლეიტენანტი — უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ოკუპანტების 2 თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი 4 რაკეტა და მიკოლაივისა და სუმის რეგიონში საოკუპაციო ტექნიკის რამდენიმე კოლონა გაანადგურეს.

უწყების ცნობითვე, მოკლულია რუსეთის მე-8 რუსული არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი, ანდრეი მორდვიჩევი.

09:40 მხარდაჭერის ნიშნად ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უკრაინულ ეკლესიაში მივიდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჩიკაგოში უკრაინულ ეკლესიაში მივიდნენ.

ვიდეოს Twitter-ზე თავად ბილ კლინტონი ავრცელებს და წერს, რომ ამერიკა თავისუფლებისთვისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინელ ხალხთან ერთად დგას.

08:58 უკრაინის განცხადებით, ოკუპანტების ორი თვითმფრინავი, სამი ვერტმფრენი, სამი დრონი და ოთხი საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს

უკრაინის განცხადებით, ოკუპანტების ორი თვითმფრინავი, სამი ვერტმფრენი, სამი დრონი და ოთხი საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს. BBC წერს, რომ ადგილობრივები ინფორმაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებენ. გამოცემის ცნობითვე, არაოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა მიიტანეს ჩერნობაივკას აეროდრომზე, სადაც რუსეთს თავისი ფლოტის ნაწილი ჰქონდა განთავსებული.

04:25 პუტინის კონცერტი ძველი კადრებით გააშუქეს — როგორ გამოიჭირეს პროპაგანდისტები

მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე გამართული კონცერტი ყველანაირად "გამორჩეული" იყო. არა მხოლოდ იმით, რომ პუტინის გამოსვლისას უცებ ოლეგ გაზმანოვის სიმღერა ჩაირთო, არც იმით, რომ სცენაზე პროპაგანდისტების განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნებოდა, ან იმით, რომ პუტინმა ომის გამართლება ბიბლიის ციტირებით სცადა და ამ დროს $14-ათასიანი ქურთუკი ეცვა.

კონცერტზე კიდევ ერთი უცნაურობა აღმოაჩინეს და ეს მხარდამჭერები არიან, რომლებიც ღონისძიებას წინა წელსაც ესწრებოდნენ აბსოლუტურად იდენტური ვიზუალით. უფრო ზუსტად კი გაირკვა, რომ 2022 წლის კონცერტის გაშუქებისას, ის კადრებია გამოყენებული, რომელიც 2021 წლის კონცერტს ასახავას.

ნახეთ სრულად აქ.

03:26 ზელენსკი: შინაარსობრივი მოლაპარაკებები უკრაინისთვის მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე — ეს რუსეთის ერთადერთი შანსია

"შინაარსობრივი მოლაპარაკებები უკრაინისთვის მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე — ეს რუსეთის ერთადერთი შანსია, შეამსუბუქოს საკუთარი შეცდომებით მიყენებული ზიანი. შეხვედრის დროა. ლაპარაკის დროა. დროა აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა უკრაინისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგები ისეთი იქნება, რომ რამდენიმე თაობაც არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ადგეთ".

02:03 სატელიტური სურათები აჩვენებს ნგრევას მთელს უკრაინაში

კიევის რეგიონ

ფოტო: Maxar Technologies

ჩერნოგოვი

მანქანების რიგი მარიუპოლის გზაზე

ფოტო: Maxar Technologies

01:50 ბაიდენმა სი ძინპინის უთხრა, რომ რუსეთის მხარდაჭერას "შედეგები" მოჰყვები

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს სატელეფონო საუბრისა უთხრა, რომ ომში ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერას "შედეგები" მოყვება. მათივე ინფორმაციით, ბაიდენმა სისთან საუბარში აღნიშნა ისიც, რომ კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების მომხრეა.

"პრეზიდენტმა დააზუსტა რა შედეგები მოჰყვება, თუ ჩინეთი მატერიალურ დახმარებას გაუწევს რუსეთს, მაშინ, როცა ის ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ", — ამბობს თეთრი სახლის სპიკერი ჯენ ფსაკი.

00:57 დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერმინისტრს პოლონეთის საზღვართან ჰიმანიტარული ტვირთი მიაქვს

00:46 ოკუპანტემბა ახალი კახოვკის საბჭოს წევრი გაიტაცეს

ოკუპანტებმა ახალი კახოვკის საბჭოს მდივანი დიმიტრი ვასილიევი გაიტაცეს. როგორც Unian მის ცოლზე დაყრდნობით წერს, საბჭოს წევრი პოლიციის შენობაში გადაიყვანეს და ზეწოლას განიცდის.

00:30 სანკტ-პეტერბურგში მორბენალი სტრიქონი დაჰაკეს და გაავრცელეს ინფორმაცია რუსეთის არმიის დანაკარგებზე. ასევე, დაწერეს ტელეგრამის მისამართი და ფრაზა "დიდება უკრაინას"

19 მარტი: პუტინის ომის 24-ე დღე

მთავარი ამბები:

  • იაპონია და ავსტრალია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს;
  • იტალია მზადაა, მარიუპოლის თეატრი აღადგინოს;
  • რუსმა ჰაკერებმა გატეხეს უკრაინული მედიები და სამხედრო სიმბოლიკა განათავსეს;
  • დიდ ბრიტანეთში Russia Today-ს ლიცენზია შეუჩერეს;
  • მოსკოვში ომის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა, რომელსაც კრემლმა "ყირიმის რუსეთთან დაბრუნების წლისთავის აღნიშვნას" უწოდა;
  • კონცერტის წამყვანებს და მონაწილეებს გეორგიევსკის ლენტით სამხედრო სიმბოლო Z ეწერათ;
  • რუსული მედიების პირდაპირ ეთერში პუტინის გამოსვლა შეწყდა და კონცერტით გაგრძელდა;
  • პუტინმა ომისა და საკუთარი ქმედებების გამართლება წმინდა წერილის ციტატით სცადა;
  • პუტინის კონცერტის გაშუქებისას შარშანდელი კადრები გამოიყენეს;
  • ლომჯარიას უკრაინაში ჩასვლა სურს;
  • რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატიურ და სამთავრობო პერსონალს ევროპარლამენტის შენობაში შესვლა აეკრძალათ;
  • საბერძნეთი მზადაა, მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფო აღადგინოს;
  • ბალტიისპირეთის ქვეყნებმა 10 რუსი დიპლომატი გააძევეს.

23:57 მადლობა, რომ ჩემს გვერდით იყავი, მადლობა რომ იყავი — რას წერს უკრაინელი ჟურნალისტი დაღუპულ ქართველებზე

"ბერო და დათო გუშინ დაიღუპნენ ირპენისთვის ბრძოლაში" — წერს უკრაინელი ჟურნალისტი ალექსეი ბობრონიკოვი ქართველ მებრძოლებზე გია ბერიაშვილისა და დათო რატიანზე.

სრულად ნახეთ აქ.

23:25 ბალტიისპირეთის ქვეყნებმა 10 რუსი დიპლომატი გააძევეს

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ლატვიამ, ესტონეთმა და ლიეტუვამ 10 რუსი დიპლომატი გააძევეს. როგორც CNN წერს ეს კოორდინირებული ნაბიჯი იყო. Reuters-ის ცნობით, ლიეტუვამ ოთხი, ხოლო ლატვიამ და ესტონეთმა სამ-სამი დიპლომატი გააძევეს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, რუსეთის საელჩოს 4 თანამშრომელი ქვეყნიდან დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო გააძევეს.

23:17 "ყოველი დანგრეული კორპუსი ოდესღაც ვიღაცისთვის სახლი იყო"

22:48 მარიუპოლში თეატრის ნანგრევებიდან 130 ადამიანი ამოიყვანეს, თუმცა ასობით კვლავ იქ რჩება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლში, დაბომბილი თეატრის ნანგრევებიდან130 ადამიანის ამოყვანა მოხერხდა, თუმცა მისივე თქმით, ასობით ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშაა. როგორც CNN ზელენსკიზე დაყრდნობით წერს, ადგილზე სამაშველო სამუშაოები სირთულის მიუხედავად გრძელდება.

გადარჩენილ 130 ადამიანზე საუბრობს უკრაინის ომბუდსმენიც ლუდმილა დენისოვაც, მისივე თქმით, ნანგრევებში რჩებიან ადამიანები და გრძელდება სამუშაოებიც. როგორც Reuters წერს შენობაში 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

22:19 პოლონეთი მომდევნო კვირაში NATO-ს სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის შესახებ განაცხადის შეტანას გეგმავს

ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ განაცხადა. უკრაინაში NATO-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა პოლონეთის ვიცე პრემიერი, იაროსლავ კაჩინსკი უკრაინაში ვიზიტის დროს.

22:15 უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა — გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი გია ბერიაშვილის და დავით რატიანი დაიღუპა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

"უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალქეების გია ბერიაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. საქართველოს საელჩოს დაწყებული აქვს შესაბამისი პროცედურები", — ნათქვამია საგარეოს განცხადებაში.

22:05 საბერძნეთი მზადაა, მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფო აღადგინოს

საბერძნეთი მზადაა მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფო აღადგინოს. ამის შესახებ Twitter-ზე პრემიერმინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა დაწერა.

"საბერძნეთი მზადაა აღადგინოს სამშობიარო საავადმყოფო მარიუპოლში, უკრაინაში ბერძნული უმცირესობის ცენტრი, ქალაქი, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია და ომის ბარბაროსობის სიმბოლოა", — წერს ის.

21:52 ჩვენი პოზიციები უცვლელია, ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები — პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაიოლო პოდოლიაკის განცხადებით, მათი პოზიცია მოლაპარაკებებში უცვლელია — ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები.

"მოლაპარაკების სტატუსი. რუსული მხარის განცხადებები მხოლოდ მათი მოთხოვნილი პოზიციებია. ყველა განცხადება მიზნად ისახავს, მათ შორის, მედიაში დაძაბულობის პროვოცირებას. ჩვენი პოზიციები უცვლელია. ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები კონკრეტული ფორმულებით", — ამბობს პოდოლიაკი.

რუსეთი ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებებში პროგრესია. როგორც BBC წერს, რუსული მხარე ამბობს, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხზე პოზიციები ძალიან ახლოსაა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ მედინსკი ამტკიცებს იმასაც, რომ პოზიციები დაახლოებულია NATO-ში არშესვლასთან დაკავშირებითაც.

21:18 უკრაინას მოლაპარაკებებში ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს — ჯონსონი

20:07 Z სიმბოლო ჭარბობდა კრემლის ორგანიზებულ პროპაგანდისტულ კონცერტზე, რომლის სლოგანიც იყო: "მსოფლიო ნაციზმის გარეშე"

19:35 კრემლის კონცერტის სცენაზე პროპაგანდისტების სიმრავლე არავის გაკვირვებია, მაგრამ რუსეთმა საკუთარ თავსაც "აჯობა", როცა მარგარიტა სიმონიანი, მარია ზახაროვა, თინა კანდელაკი და ტიმატი გამოიყვანა

"ეს ჩვენ აღმოვაჩინეთ ანტარქტიდა, ჩვენ მოვიფიქრეთ ციმბირული წყლულისა და კორონავირუსის წამალი, ჩვენ გავხსენით ზებგერითი ტექნოლოგიები. ეს ჩვენი ბალეტი, თეატრი, ხელოვნება, სპორტი მსოფლიოში ისევ საუკეთესოა.

და იცით რას გეტყვით? ჩვენ ვერ წაგვშლით, როგორც სოციალური ქსელის ანგარიშს, რადგან ჩვენ ის ერი ვართ, რომლის გატეხვა შეუძლებელია. თუ შეეცდებიან ჩვენს მუხლებზე დაყენებას, მათ არასდროს არაფერი გამოუვათ, რადგან რუსეთი მუხლებზე არ დადგება, არასდროს!" — განაცხადა კანდელაკმა.

19:28 სუმში საღებავის ქარხანა იწვის — მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

19:20 პუტინმა ომისა და საკუთარი ქმედებების გამართლება წმინდა წერილის ციტატით სცადა

პუტინმა ტრადიციულად უკრაინის ხელისუფლება დაადანაშაულა ფაზიმში და ამტკიცებდა, თითქოს მეზობელ ქვეყანაში ხალხი გენოციდის მსხვერპლი იყო, რუსეთმა კი მათი "გადარჩენა" სცადა. სწორედ ამ დროს, მან თავისი ქმედებების და ომის გასამართლებლად წმინდა წერილის ციტირება სცადა.

"მახსენდება სიტყვები წმინდა წერილიდან: არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე მეგობრებისთვის საკუთარი სულის დათმობაა" — ამ სიტყვების შემდეგ მან შეისვენა, ტაშს დაელოდა და გააგრძელა:

"ჩვენ ვხედავთ, რა გმირულად მოქმედებენ და იბრძვიან ჩვენი ბიჭები ამ ოპერაციის დროს" — პუტინმა ისევ შეისვენა და დაელოდა ხალხს, რომელმაც რამდენიმე წამში დაიწყო სკანდირება: "ყოჩაღ".

  • გამოსვლის ვიდეოს და სტატის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

19:15 რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატიურ და სამთავრობო პერსონალს ევროპარლამენტის შენობაში შესვლა აეკრძალათ

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატიურ და სამთავრობო პერსონალს ევროპარლამენტის შენობებში შესვლა აეკრძალათ.

"დღეიდან, რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატიურ და სამთავრობო პერსონალს ეკრძალებათ შენობებში შესვლას. დემოკრატიის სახლში არ არის ადგილი მათთვის, ვინც დემოკრატიული წესრიგის დანგრევას ცდილობს", — წერს ის.

19:00 პრეზიდენტი ზელენსკი დავარწმუნე ევროკავშირის უცვლელ მხარდაჭერაში — ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის უცვლელ მხარდაჭერაში დაარწმუნა. ლაიენის თქმით, უკრაინის ევროპული გზა ახლა დაიწყო.

"პრეზიდენტი ზელენსკი დავარწმუნე ევროკავშირის უცვლელ მხარდაჭერაში. უკრაინის ევროპული გზა ახლა დაიწყო. ასეთი დროები მოითხოვენ ხედვას, გამძლეობასა და სიმტკიცეს, რათა ერთის შემდეგ მეორე რთული ნაბიჯი გადაიდგას. ევროკომისია ამ გზაზე წინ წავა", — წერს ის ტვიტერზე.

18:55 შესაძლოა, პუტინის გამოსვლა სრულად ვერ ნახეს, მაგრამ მისი ქურთუკის ფასის გარკვევა რუსეთში მარტივად შეძლეს

როგორც აღმოჩნდა, რუსეთის პრეზიდენტს მილიონ-ნახევარი რუბლის ღირებულების ქურთუკი ეცვა. რუსულ ტელეგრამ არხებზე უკვე განიხილავენ იმას, რომ მაშინ, როცა ქვეყნის ეკონომიკა ნადგურდება და ხალხი საკვების ფულს ეძებს, პრეზიდენტი ასეთი ქურთუკით აქციებზე არ უნდა გამოდიოდეს. როგორც წერენ, ეს პუტინის საყვარელი ბრენდია.

18:25 კრემლის თქმით, პუტინის გამოსვლის ტრანსლაცია ტექნიკური მიზეზით შეწყდა

შეგახსენებთ, რომ ომის მხარდამჭერ კონცერტზე პუტინის სიტყვით გამოსვლისას ტრანსლაცია შეწყდა და უცებ კონცერტის კადრებით გაგრძელდა.

18:12 რუსული მედიების პირდაპირ ეთერში პუტინის გამოსვლა შეწყდა და კონცერტით გაგრძელდა

18:00 ლომჯარიას უკრაინაში ჩასვლა სურს

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით ნინო ლომჯარიას უკრაინაში ჩასვლის სურვილი აქვს და ამჟამად ისინი არკვევენ უსაფრთხოების საკითხებს.

"მე დღეს მივიღე შეტყობინება, რომ მას სურვილი აქვს ჩამოვიდეს უკრაინაში, ჩვენ ვსწავლობთ საკითხს, რომ იყოს უსაფრთხო. ეს პირველ ყოვლისა, ეხება მის უსაფრთხოებას. ჩვენ ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მას მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოხატა", — განაცხადა დენისოვამ ფორმულას ეთერში.

როგორც On.ge-ს სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, ლომჯარიას ჰქონდა დენისოვასთან კომუნიკაცია და მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა.

17:45 ომის მხარდამჭერ აქცია-კონცერტზე, რომელსაც კრემლი "ყირიმის რუსეთთან დაბრუნების წლისთავის აღნიშვნას" უწოდებს დუმის დეპუტატი ასეთი მაისურით მივიდა

მან შეკრებილებს ყირიმის ანექსია მიულოცა და ამტკიცებდა, თითქოს "რუსეთთან გაერთიანებით" ყირიმი ფასიშტებისგან დაიცვეს.

17:30 კონცერტზე სიტყვით ვლადიმერ პუტინი გამოვიდა

მან მორიგ ჯერზე სცადა "სამხედრო ოპერაციის" ანუ ომის გამართლება და უკრაინის მთავრობა ისევ ნეონაციზმში დაადანაშაულა.

კონცერტს ესწრებიან ცნობილი რუსი პროპაგანდისტებიც, მარგარიტა სიმონიანი, მარია ზახაროვა და თინა კანდელაკი.

17:25 კონცერტის წამყვანებს გეორგიევსკის ლენტით სამხედრო სიმბოლო Z აწერიათ

17:15 მოსკოვში ომის მხარდამჭერი კონცერტი იმართება, რომელსაც კრემლი "ყირიმის რუსეთთან დაბრუნების წლისთავის აღნიშვნას" უწოდებს

17:00 ომის შედეგად დედაქალაში 889 ადამიანი დაიჭრა, მათგან 241 სამოქალაქო პირია, მათ შორის, 18 ბავშვია

16:40 კასინოვი: პრეზიდენტი და ყველა უკრაინელი ერთიანი არიან თავიანთ მოწოდებებში — მოგვეცით იარაღი და დახურეთ ცა

"პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, კერძოდ, ყველაზე საჭირო საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო იარაღი. დიდი შვიდეულის თავდაცვის მინისტრები და ასევე, მეთაურები გამოვიდნენ და მხარი დაუჭირეს უკრაინას. აღნიშნული განცხადება შეიცავს 4 ძირითად ელემენტს — ეს არის რუსეთის აგრესიის დაგმობა და ბელარუსის მონაწილეობის დაგმობა, მეორე ელემენტია სანქციები, რომელიც მხოლოდ გაძლიერდება, მესამე ელემენტია, ყველა, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული, მიეცემა პასუხისგებაში, ასევე, მეოთხე სიგნალია დახმარება უკრაინისთვის, რომელიც ლტოლვილების დახმარებას შეიცავს", — განაცხადა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა, ანდრეი კასინოვმა ბრიფინგზე.

16:20 ცარიელი ეტლები დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად

"ეს არის ომის საშინელი ფასი, რომელსაც დღეს უკრაინა იხდის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ზრდასრულ ადამიანს მთელს მსოფლიოში, დაიცვან უკრაინელი ბავშვები ერთი ფარით და მისცენ მათ მომავალი. მოითხოვეთ სხვა ქვეყნების მთავრობებისგან უკრაინის ცის დახურვა", — აცხადებენ ლვოვში გამართული პერფორმანსის ორგანიზატორები.

15:47 ზელენსკი: ჩვენ ყველა ომში ვართ

"სამხედროები პოზიციებზე არიან. ტერიტორიული თავდაცვა ადგილზეა. ექიმები, მაშველები, გადამყვანები, დიპლომატები, ჟურნალისტები... ყველა. ჩვენ ყველა ომში ვართ. ჩვენ ყველას წვლილი შეგვაქვს გამარჯვებაში", — ამ წარწერით აქვეყნებს ფოტოებს ზელენსკი.

ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი / FB

ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი / FB

ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი / FB

ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი / FB

15:43 რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარებს უკრაინაში აგზავნის — კასინოვი

"რუსულ ჯარს აქვს პრობლემები ჯარების შევსებასთან დაკავშირებით. აღიარებენ, რომ საომარ მოქმედებებში ჩართულ დანაყოფებს ჰყავთ წვევამდელები, რასაც ისინი ადრე უარყოფდნენ. ისინი იყენებენ ყველა შესაძლო ძალას, განსაკუთრებით სირიელ ლტოლვილებსა და ტერორისტებს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იჩენს მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის, ახლა ვიღებთ დასტურს, რომ მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს სხვადასხვა ქალაქებიდან, ესენია სომხეთი, საქართველოს ოკუპირებული ტეროტირიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. უკრაინის თავდაცვის საინისტროს ცნობით, ჯარისკაცების ეს გადაყვანა სახმელეთო კომბინირებული გზით ხორციელდება", — ამბობს კასინოვი.

15:17 ნებისმიერი იარაღის ტვირთი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე შევა რუსი ჯარისკაცების სამიზნე გახდება — ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი პროპაგანდისტულ Russia Today-სთან ინტერვიუში მორიგ პროპაგანდისტულ განცხადებას აჟღერებს. მისი თქმით, ნებისმიერი იარაღის ტვირთი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე შევა რუსი ჯარისკაცებისთვის სამიზნე გახდება. ლავროვის ინტერვიუდან ციტატას მორიგი პროპაგანდისტული მედია რია ავრცელებს.

"ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შევა უკრაინის ტერიტორიაზე და რომელზეც ჩავთვლით, რომ გადააქვს იარაღი, ჩვენი კანონიერი სამიზნე გახდება. ეს სავსებით გასაგებია", — თქვა მინისტრმა.

მან, ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთი არ დაუშვებს კიევისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის S-300-ის მიწოდებას.

14:53 უკრაინის კვალდაკვალ: ევროპას აინტერესებს, ვინ შეიძლება იყოს შემდეგი?

ზუსტად არავინ იცის, რამდენად შორს მიდის პუტინის იმპერიალისტური ამბიციები. თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის მერე ოპტიმისტურ პროგნოზებს ცოტა თუ აკეთებს. ქვემოთ იმ ქვეყნების სიას ნახავთ, რომლებსაც რუსეთისგან საფრთხე იმ შემთხვევაში ემუქრებათ, თუ დემოკრატიული სამყარო პუტინის დროულად შეჩერებას ვერ შეძლებს.

უკრაინაში რუსეთის სისხლიანი შეჭრის შემყურე ზოგიერთი ევროპული ქვეყანა შიშობს, რომ ის, შეიძლება, შემდეგი იყოს. დასავლელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ყველაზე დაუცველები, შესაძლოა, აღმოჩნდნენ ისინი, ვინც ნატოს სამხედრო ალიანსის ან ევროკავშირის წევრები არ არიან და თან რუსეთის მეზობლად მდებარეობენ. მსგავს ქვეყნებს შორის, საქართველოსთან ერთად, მოლდოვაც არის.

თუმცა, ანალიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ საფრთხე ნატოს წევრ ისეთ ქვეყნებსაც შეიძლება დაემუქროთ, როგორიცაა რუსეთის გვერდით მდებარე ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ან თუნდაც — მონტენეგრო. ისინი მოსკოვის მხრიდან როგორც პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობის, ასევე პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის სამიზნეც შეიძლება გახდნენ.

  • სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

14:21 პოდოლიაკი და სტეფანჩუკი რუსეთის მოქალაქეებზე შოლცის განცხადებას აკრიტიკებენ

კანცლერმა Twitter-ზე დაწერა, რომ "ეს პუტინის ომია და მხოლოდ ის არის პასუხისმგებებლი ამაზე". რასაც რადას თავმჯდომარე და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ რუსეთის მოქალაქეთა უმეტესობა მხარს უჭერს ამ ომს.

"ანუ რუსები ამ ომში არ არიან ჩართული? თუნდაც 80% მხარს უჭერს პუტინის პოლიტიკას? რუსი სამხედროებიც არ არიან დამნაშავეები? რადგან ისინი უბრალოდ ასრულებენ მის ბრძანებებს? დამნაშავე იყო ყველა, ვინც ასე იმართლებდა თავს ნიურნბერგის სასამართლო პროცესებში", — წერს სტეფანჩუკი.

შოლცის ამ ტვიტს გამოეხმაურა პოდოლიაკიც და თქვა, რომ გერმანიის კანცლერი თავისი მერყეობის გასამართლებლად ცდილობს, გავმიჯნოთ რუსები და პუტინი.

  • სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

14:16 რუსეთმა კანადას ოფიციალური წერილი მისწერა და უკან წითლად ჩასწორებული დაუბრუნეს

ცოტა ხნის წინ რუსეთმა კანადას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომლითაც სთხოვდა, გაეროს უშიშროების საბჭოსთვის უკრაინის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საფრანგეთისა და მექსიკის მიერ წარდგენილი რეზოლუციისთვის მხარი არ დაეჭირა. ამის ნაცვლად კი მხარდაჭერა გამოეხატა თავად რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტისთვის, რომელიც, რუსეთის განცხადებით, უკრაინელი მოქალაქეების უსაფრთხოებას ეფექტიანად უზრუნველყოფდა და თანაც "პოლიტიკისგან დაცლილი" იქნებოდა. რუსეთის თქმით, დასავლეთის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას "ანტირუსული" ხასიათი ჰქონდა და "თითს რუსეთისკენ მიკერძოებულად იშვერდა".

გაეროში კანადის დელეგაციამ წერილსა და შესაბამის დახმარებაზე უბრალოდ უარის თქმა არ იკმარა და გადაწყვიტა, რუსეთისთვის ნათლად დაენახებინა, თუ რამდენად არადამაჯერებელი იყო მათი ოფიციალური მიმართვა, რომელშიც რუსეთი უკრაინაში დაღუპული და დაშავებული ადამიანების ბედზე პასუხისმგებლობას საერთოდ არ იღებდა.

  • რუსეთს პასუხის ნახვა და სტატიის სრულად წაკითხვა შეგიძლიათ აქ.

14:05 18 მარტის დილა პოდილსკის რაიონში

14:02 6-დღიანი ტყვეობა საკუთარ ქალაქში და ოკუპანტების მოთხოვნები, რომელიც მელიტოპოლის მერმა არ შეასრულა

ტყვეობიდან გათავისუფლებულმა მელიტოპოლის მერმა უკვე მოასწრო ხალხისთვის ვიდეომიმართვის ჩაწერა, კიევში ჩასვლა, პრეზიდენტის ჯილდოს მიღება და მედიებთან კომუნიკაცია. არადა, ახალგათავისუფლებულმა პრეზიდენტს სთხოვა 2 დღით დავისვენებ, ძალებს აღვიდგენ და გავაგრძელებ მსახურებასო. როგორც ჩანს, ზელენსკის რჩევისამებრ დასვენება გადაიფიქრა და აქტიურად დაიწყო რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა — ისაუბრა იმაზე, თუ რა ხდებოდა ტყვეობაში და როგორ ვერ მოერევა კრემლის ნარატივები მელიტოპოლის მოსახლეობასა და მთელ უკრაინას.

ნასტაიაშაია ვრემიასთან ინტერვიუში ივან ფედეროვმა ისაუბრა იმაზე, თუ სად იყო დატყვევებული და რა ხდებოდა ამ 6 დღის განმავლობაში. მისი თქმით, ქალაქიდან არ გაუყვანიათ და არა ლუგანსკის ტერიტორიაზე, არამედ საკუთარ ქალაქში, დროებითი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ.

  • სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

14:00 დიდ ბრიტანეთში Russia Today-ის ლიცენზია შეუჩერეს

საპასუხოდ, კრემლის პროპაგანდისტული მედიის, Russia Today ამბობს, რომ გადაწყვეტილებამ აჩვენა, მედიის მარეგულირებელი კომისია არაფერია, თუ არა ხელისუფლების ინსტრუმენტი.

"გამოხატვის თავისუფლება არის ის, რასაც მკაცრად ვიცავთ ჩვენს ქვეყანაში და მედიის მიმართ ქმედების ძალიან მაღალი ზღვარი სამართლიანად არის დაწესებული. დღეს ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ RT არ არის შესაფერისი იმისთვის, რომ დიდ ბრიტანეთში ლიცენზია შეინარჩუნოს", — თქვა დიდი ბრიტანეთს მარეგულირებელი კომისიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

13:17 ლვოვში თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა დაბომბეს — მსხვერპლი არ არის

ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, 18 მარტის დილით ოკუპანტებმა ლვოვზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. მისი თქმით, შავი ზღვიდან 6 რაკეტა ისროლეს, რომლისგანაც 2 მოხვდა ლვოვის სახელმწიფო თვითმფრინავების სარემონტო ქარხანას, 2 კი ჩამოაგდეს.

აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებულია 1 ადამიანი. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

13:07 დონეცკის რეგიონში დაბომბვისას 2 ადამიანი დაიღუპა

რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღავანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, კრამატორსკში ოკუპანტების გასროლილი რაკეტები მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს და ადმინისტრაციულ შენობას. მისი ინფორმაციით დაღუპულია 2 ადამიანი, 6 კი დაშავდა.

12:30 პაპუაშვილი ოპოზიციის სურვილს, ზელენსკიმ პარლამენტს მიმართოს, ისტერიად აფასებს და ინიციატივის გაზიარებას არ აპირებს

"საერთოდ რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და ლელოს ინიციატივებს უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით, რომ არცერთ ამ ინიციატივას არ გავიზიარებთ, იმიტომ, რომ გასაგებია მათი ხაზი, მათი ხაზი არის ისტერია. აქედან გამომდინარე ჩვენ მას საერთოდ არც კი განვიხილავთ. მე პირადად არც კი განვიხილავ არცერთ მათ ინიციატივას", — უთხრა TV პირველის ჟურნალისტს.

12:16 პოდოლისკის რაიონში საცხოვრებელი ფართის დაბობვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

პოდოლისკის რაიონში საცხოვრებელი ფართის დაბობვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას მედია უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ხუთსართულიან შენობაში 12 ადამიანი გადაარჩინეს, 98 კი ევაკუირებულია. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

11:53 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან 23-ე დღეს — სრულად

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 14 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:

  • ტანკი — 450 ერთეული;
  • ჯავშანტექნიკა — 1 448 ერთეული;
  • საარტილერიო სისტემა — 205 ერთეული;
  • თვითმფრინავი — 93 ერთეული;
  • ვერტმფრენი — 112 ერთეული;
  • საავტომობილო ტექნიკა — 879 ერთეული;
  • გემები/ნავები — 3 ერთეული;
  • უპილოტო საფრენი აპარატები — 11 ერთეული.

11:48 ბლინკენი: გენოციდზე ცრუ ნარატივების შექმნა ტაქტიკაა, რომელსაც რუსეთი საქართველოშიც იყენებდა

"უკრაინის ქალაქების განადგურების შემდეგ, მოსკოვმა, შესაძლოა, რუსეთიდან ოფიციალური პირები ჩამოიყვანოს და ადგილობრივ ხელისუფლებაში თანამდებობებზე დანიშნოს, გაზარდოს, როგორც თვითონ განმარტავენ, "ეკონომიკურ მხარდაჭერა", რათა ხალხი მოსკოვზე ეკონომიკურად დამოკიდებული გახადონ, რაც რუსეთმა საქართველოში გააკეთა", — აცხადებს ბლინკენი.

11:45 რუსებმა კიევში საცხოვრებელი ფართი დაბომბეს

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, მტერმა დაბომბა პოდოლსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელი ფართი. ზუსტდება კორპუსებისთვის მიყენებული ზარალი, დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა.

11:40 ლვოვი შავი ზღვიდან რაკეტებით დაბომბეს

დასავლეთის საჰაერო სარდლობის ცნობით, რუსული რაკეტები შავი ზღვიდან ლვოვის აეროპორტის ტერიტორიაზე ისროლეს. მათივე თქმით, ოკუპანტების რამდენიმე რაკეტა მოხვდა თვითმფრინავების სარემონტო ქარხანას.

ქალაქის მერი კი აცხადებს, რომ ადგილი ზუსტდება, თუმცა, სავარაუდოდ, დაბომბილია არა თვიმთფრინავი, არამედ მიმდებარე ტერიტორია.

11:37 რუსმა დამპყრობლებმა ნიკოლაევის ოლქის ქალაქ ვოზნესენსკში მდებარე საწყობზე ავიაიერიში მიიტანეს

დაშავებულების და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

11:20 რუსები თავს დაესხნენ სევეროდონეცკს და რუბიჟნეს, დაიღუპა ორი ადამიანი

რუსები სევეროდონეცკსა და რუბიჟნეში საარტილერიო და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით ისროდნენ, აცხადებს ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

11:15 როგორ გადავურჩით საშინელებათა ფილმის სცენარს — ჩერნობილი დენით და დენის გარეშე

რამდენიმე დღის წინ Ukrenergo-მ გვამცნო, რომ ჩერნობილის ელექტროსადგურში ელექტროენერგია და დაცვის სისტემა სრულად გაითიშა. ფეისბუქგვერდზე გავრცელებული უწყებით მოგვახსენეს, რომ "ქარხანა ელექტრულ წრედს სრულად გამოეთიშა, სამხედრო ოპერაციების წყალობით კი ხაზის აღდგენა შეუძლებელი იყო".

ატომური ელექტროსადგური მონაცემებს სამშაბათს უკვე აღარ გადასცემდა, 9 მარტს კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ტვიტერზე განაცხადა, რომ დიზელის სარეზერვო გენერატორებს მხოლოდ 48 საათის განმავლობაში შეეძლო ჩერნობილის ელექტროსადგურის ელექტროენერგიით მომარაგება, ამის შემდეგ კი რადიაცია გაჟონავდა.

  • სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

10:49 ხანძრის ჩაქრობის შემდეგ მეხანძრე მომდევნო დაბომბვას ემსხვერპლა — უკრაინის სასწრაფო დახმარება

ხანძრის ჩაქრობის შემდეგ მეხანძრე შემდგომ დაბომბვას ემსხვერპლა. ინფორმაციას მედია უკრაინის სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევა გუშინ, 17 მარტს ხარკოვის სავაჭრო ცენტრში მოხდა.

"ხანძრის ჩაქრობის შემდეგ მტერმა კვლავ გაისროლა, ორმა მაშველმა დაზიანებები მიიღო", — წერს სამსახური.

მოგვიანებით, ერთ-ერთი მათგანი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

09:35 ლვოვში აფეთქებების ხმა ისმის

ქალაქ ლვოვში აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას BBC-ის ჟურნალისტი ავრცელებს. მისი თქმით, აფეთქებების ხმა ქალაქის ცენტრიდან 6 კილომეტრში, აეროპორტის მიმართულებით, დაახლოებით 1 საათის წინ გაისმა.

09:00 იაპონია და ავსტრალია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

იაპონია და ავსტრალია რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს. იაპონია სანქციებს რუსეთის 15 მოქალაქესა და 9 ორგანიზაციას აკისრებს, მათ შორის, თავდაცვის სექტორის წარმომადგენლები და იარაღის ექსპორტიორი როსობორნექსპორტია.

იაპონიის მიერ სანქცირებულ პირებს შორის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა და ტექნიკის მწარმოებელი კომპანია, United Aircraft Corp მოხვდა. კომპანია საბრძოლო თვითმფრინავებს აწარმოებს.

რაც შეეხება ავსტრალიას, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სანქციებს 11 რუსულ ბანკსა და სამთავრობო უწყებებს უწესებენ. ავსტრალიამ ასევე, გააძლიერა სანქციები პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებზეც. სანქცირებულთა სიას მათ ორი რუსი მილიარდერი — ოლეგ დერიპასკა და ვიქტორ ვექსელბერგიც დაამატა.

08:22 აშშ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ პუტინი მზად არის შეჩერდეს — ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ პუტინი მზად არის შეჩერდეს და ომი უკრაინაში დიპლომატიური გზით დაასრულოს.

მისივე თქმით, დიპლომატია ორივე ორივე მხარის პასუხისმგებლობასა და დეესკალაციას მოითხოვს, თუმცა რუსეთი მოლაპარაკებების მზაობას არ გამოთქვამს.

"მე რუსეთს მხრიდან, დიპლომატიური გზით, ამ ომის დასასრულებლად, რამე მნიშვნელოვანი ძალისხმევა არ მინახავს", — ამბობს ბლინკენი.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს კიევის ძალისხმევად დეესკალაციას, ცეცხლის შეწყვეტასა და რუსული ჯარების გაყვანას დიპლომატიური გზით მიაღწიოს.

03:45 პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა, ვლადიმერ პუტინს ხვალაც კი შევხდეს — კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, ვლადიმერ პუტინს ხვალაც კი შევხდეს.

"პრეზიდენტი ზელენსკი ამ შეხვედრისთვის მზად არის. მისი პოზიცია მკაფიოა. ყველა საკითხზე ჩამოყალიბებულია და უკრაინა მზადაა ამ საუბრისთვის", — ამბობს ის.

03:25 რუსმა ჰაკერებმა გატეხეს უკრაინული მედიები და სამხედრო სიმბოლიკა განათავსეს

რუსმა ჰაკერებმა დაჰაკეს უკრაინული მედიები და სამხედრო სიმბოლიკა განათავსეს. ამაზე ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ახლა საფრთხე აღმოფხვრილია და ყველა რესურსი აღდგა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გამოძიების დროს შეგროვებული მტკიცებულებებიდამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისათვის იქნება გამოყენებული.

03:00 ვაფრთხილებ ყველას, ვინც შეეცდება შეუერთდეს ოკუპანტებს ჩვენს მიწაზე: ეს იქნება ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება თქვენს ცხოვრებაში — ზელენსკი

"ჩვენ ვიცით, რომ ეს მათ არ დაეხმარება. ამიტომ, ახლა ვაფრთხილებ ყველას, ვინც შეეცდება შეუერთდეს ოკუპანტებს ჩვენს მიწაზე: ეს იქნება ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება თქვენს ცხოვრებაში. გრძელი სიცოცხლე სჯობს იმ ფულს, რომელსაც მოკლე სიცოცხლისთვის გთავაზობენ", — აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

02:40 ზელენსკი დაბომბილ ქალაქებს: ჩვენ არ დაგტოვებთ, მათ კი არ ვაპატიებთ

"ჩვენი მარიუპოლი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, კიევის რეგიონი, იზიუმი და ყველა ჩვენი გმირი ქალაქი. რა რთულია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერს ვცდილობთ. არმია, პოლიცია, საგამგებო, ჰუმანიტარული კოლონები, ეკლესია... მთელი ჩვენი ხალხი. ჩვენ არ დაგტოვებთ, მათ კი არ ვაპატიებთ. თქვენ თავისუფალი იქნებით, როგორც ყველა ჩვენგანი ჩვენს მიწაზე", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

01:33 მარინა ოვსიანიკოვა სამსახურიდან წამოვიდა, ამ დრომდე ის პირველი არხის თანამშრომელი იყო

01:19 ასე გამოხატავენ პატივისცემას უკრაინელები დაღუპული ჯარისკაცების მიმართ.

01:00 ბელარუსში ანტისაომარი პლაკატები გამოჩნდა

ფოტოებს უკრაინული მედია ავრცელებს.

00:45 იტალია მზადაა, მარიუპოლის თეატრი აღადგინოს

იტალიის კულტურის მინისტრის განცხადებით, მზად არიან, რომ მარიუპოლის თეატრი აღადგინონ. მისი თქმით, ყველა ქვეყნის თეატრი კაცობრიობის მსოფლიო მემკვიდრეობას ეკუთვნის.

"იტალია მზადაა, რომ მარიუპოლის თეატრი აღადგინოს. მინისტრთა კაბინეტი დასთანხმდა ჩემს წინადადებას, რომ შევთავაზოთ უკრაინას რესურსი და საშუალება მისი აღდგენისთვის, რაც შეიძლება სწრაფად. ყველა ქვეყნის თეატრი კაცობრიობის მსოფლიო მემკვიდრეობას ეკუთვნის", — წერს ის.

00:05 ვეთანხმები პრეზიდენტ ბაიდენს, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა ომის დანაშაულია — ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებას ეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა.

"გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ მისი აზრით, ომის დანაშაულები ჩაიდინეს უკრაინაში. მე მას ვეთანხმები. მშვიდობიან მოსახლეობაზე განზრახ თავდასხმა ომის დანაშაულია. გასული სამი კვირის განმავლობაში განხორციელებული ნგრევის შემდეგ, მე მიჭირს იმის დამტკიცება, რომ რუსები ამის საწინააღმდეგოს აკეთებენ. მოსკოვის ომის შედეგები მთელ მსოფლიოში იგრძნობა", — განაცხადა ბლინკენმა.

18 მარტი: პუტინის ომის 23-ე დღე

მთავარი ამბები:

  • ბაიდენმა პუტინს ომის დამნაშავე, მოგვიანებით კი სისხლიანი დიქტატორი უწოდა;
  • აშშ უკრაინას 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის;
  • რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო დაჰაკეს და ომზე ინფორმაცია განათავსეს;
  • ოკუპანტებმა ტყვედ უკრაინელი მოხალისე მედიკოსი აიყვანეს;
  • მელიტოპოლის მერი რუს ტყვეებში გაცვალეს;
  • აშშ-მ რუსი ოლიგარქების წინააღმეგ მრავალმხრივი სამუშაო ჯგუფი შექმნა;
  • საოკუპაციო ძალების მიერ ჩერნიგოვის დაბომბვის შედეგად ერთ დღეში 53 ადამიანი დაიღუპა;
  • ზელენსკის ახალი ალიანსის, U24-ის შექმნა სურს;
  • ზელენსკიმ ბუნდესტაგში გამოსვლისას გერმანია გააკრიტიკა;
  • რუსეთი არ აპირებს საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნის გათვალისწინებას;
  • ბაიდენის შემდეგ პუტინს ომის დამნაშავე ტრასმაც უწოდა;
  • ლელოს სურს, ზელენსკიმ საქართველოს პარლამენტსაც მიმართოს;
  • კიევის ოლქში ოკუპანტებმა დასახლება დაბომბეს, დაიღუპა 2 წლის ბავშვი;
  • თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა.

23:07 ბაიდენმა პუტინს მკვლელი დიქტატორი და ნამდვილი ყაჩაღი უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მკვლელი დიქტატორი და ნამდვილი ყაჩაღი უწოდა. პრეზიდენტის კომენტარს CNN ავრცელებს.

"მკვლელი დიქტატორი, ნამდვილი ყაჩაღი, რომელიც ამორალურ ომს აწარმოებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ", — თქვა მან.

მისივე თქმით, პუტინი მაღალ ფასს იხდის თავისი აგრესიისთვის და ეს არის იმის მიზეზი, რომ ფასი ასეთი მაღალი.

22:54 ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს უკრაინის პრემიერის სახელით თაღლითმა დაურეკა, შმიგალმა უოლესს კოდური სიტყვა ასწავლა

უოლესის თქმით, თაღლითმა რამდენიმე შეცდომაში შემყვანი კითხვა დაუსვეს და როცა საუბარი საეჭვო გახდა, ზარი გათიშა. უკრაინის პრემიერმინისტრმა უოლესს ურჩია, სამომავლოდ ასეთ ზარებზე კოდური სიტყვა მოითხოვოს.

22:46 რუსულმა ჯარებმა ლუგანსკის რეგიონში დედათა და ბავშვთა თავშესაფარი დაბომბეს

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ დაწესებულებაში ბევრი ბავშვი და დედა აფარებდა თავს. მისივე თქმით, ახლა ისინი უსაფრთხოდ არიან. დაშავებულებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

22:32 ზელენსკიმ მელიტოპოლის მერი "გამბედაობისთვის" III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა

"Კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! უკრაინა თავის ხალხს გასაჭირში არ ტოვებს“, — განაცხადა ზელენსკიმ და ივან ფედოროვს ჯილდო გადასცა.

ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

22:25 ერდოღანი პუტინსა და ზელენსკის მოსალაპარაკებლად თურქეთში იწვევს

თურქული მედიის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები თურქეთში მოლაპარაკებებზე მიიწვია.

Anadolu Agency თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, სადაც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რიგ საკითხებზე შესათანხმებლად, შესაძლოა, საჭირო იყოს რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა.

კრემლის ვებგვერდზე, ასევე, განთავსებულია ინფორმაცია ერდოღანსა და პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ, თუმცა განცხადებაში ზელენსკისთან შეხვედრას კრემლი არ ახსენებს.

22:18 თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩამუშოღლუ უკრაინაში ჩავიდა. ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა.

"თურქეთის სოლიდარობა ურყევი რჩება. მადლობელი ვართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც, თურქეთის დიპლომატიური ძალისხმევის იმისათვის, რომ რუსეთის დამანგრეველი ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდეს", — წერს კულება ტვიტერზე.

22:14 პოდოლიაკის თქმით, რუსეთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ორგანიზება დაიწყება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაიოლო პოდოლიაკის განცხადებით, უახლოეს კვირებში, შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინის ერთმანეთს შეხვდნენ. მისი თქმით, შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება მას შემდეგ, როცა სამშვიდობო შეთანხმება დაიდება, ამას კი წინ უძღვის შეთანხმების საკამათო საკითხების გადაწყვეტა, რასაც კვირანახევრამდე დასჭირდება.

ევროპეისკაია პრავდას ინფორმაციით, ამის შესახებ პოდოლიაკმა WP Wiadomości-სთან ინტერვიუში განაცხადა. პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინა არა მხოლოდ ხელს აწერს ხელშეკრულებას, არამედ სურს შეიმუშაოს კონკრეტული მექანიზმი, რომელიც მომავალში მისი უსაფრთხოების გარანტი იქნება.

  • სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

22:05 ხარკოვში დაბომბვის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

არკოვის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, 25 ადამიანი დაშავდა. მათივე ცნობით, 10-ის მდგომარეობა მძიმეა.

21:58 უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ჭურვების მოხვედრის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა 2 მანქანასა და საწყობს

მათივე თქმით, ჭურვის აფეთქების საფრთხის გამო, ხანძარს გარკვეული დისტანციიდან აქრობენ.

21:43 კიევის ოლქში ოკუპანტებმა დასახლება დაბომბეს, დაიღუპა 2 წლის ბავშვი

კიევის ოლქში, ნოვიე პეტრივციზე ოკუპანტებმა დასახლებულ პუნტქში ცეცხლი გახსნეს, რასაც 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, არიან დაჭრილები, 4-მა ადამიანმა მრავლობითი დაზიანება მიიღო.

"17 მარტს ოკუპანტები მძიმე არტილერიიდან ესროდნენ საცხოვრებელ კორპუსებს ვიშგოროდის რაიონში. დაბომბვის შედეგად დაინგრა მაღალსართულიანი შენობა, დაზიანდა მეზობელი საცხოვრებელი კორპუსები", — აცხადებენ პოლიციაში.

21:15 ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის თემის უფროსი დააკავეს

ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის თემის უფროსი დააკავეს. ინფორმაციას ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

"რუს დამპყრობლებს ესმით, რომ ხარკოვის რეგიონში ომი წააგეს, ხარკოვის აღება არ შეუძლიათ და აგრძელებენ ტერორს მშვიდობიანი მოსახლეობის, კერძოდ, ხარკოვის ოლქის ტერიტორიული თემების ხელმძღვანელების წინააღმდეგ.

დღეს მივიღეთ შეტყობინება, რომ ველიკო ბურლუკის ტერიტორიული თემის თავმჯდომარე ვიქტორ ნიკოლაევიჩ ტერეშჩენკო კაბინეტიდან გაიტაცეს. ჩვენი ინფორმაციით, ის სამსახურში გამოიძახეს და შემდეგ ადგილობრივ პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, ახლა კი იქ აკავებენ, არ უშვებენ", — აცხადებეს ის.

სინეგუბოვმა თქვა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ტერეშჩენკოს გასათავისუფლებლად.

21:00 ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსენს ირპინისა და ბუჩანსკის მწვანე დერეფნებს

20:50 უკრაინელი ცნობილი სახეები ინგლისურ ენაზე მიმართვებს ავრცელებენ და მსოფლიოს რუსების სისასტიკეზე უყვებიან

20:29 ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგანგებო სიტუაციების თანამშრომლები დააჯილდოვა და ქვეყნის მსახურებისთვის მადლობა გადაუხადა

20:22 უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, ზელენსკი საქართველოს პარლამენტს ჩაერთოს — დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პარლამენტში ჩაერთოს და ქართულ საზოგადოებას მიმართოს.

"მე მქონდა მათთან საუბარი დღეს დილას და რამდენიმე საათის წინ. პრეზიდენტი ზელენსკის ადმინისტრაცია მზადაა პრეზიდენტი ზელენსკი ჩაერთოს საქართველოს პარლამენტში და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას საქართველოს პარლამენტიდან. ბატონო შალვა, მე შემიძლია თქვენთან გავმართო კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით და ჩვენ, როგორც საქართველოს პარლამენტმა, თითოეულმა აქ მჯდომმა ჩემმა კოლეგამ, ჩვენ ყველამ და თქვენც, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, აქ ყველამ ერთად უნდა მოვუსმინოთ პრეზიდენტს", — განაცხადა დეკანოიძემ პარლამენტში.

20:10 უკრაინის დასახმარებლად 35 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტები და სამედიცინო ინვენტარი შეგროვდა

მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, ჰუმანიტარული ტვირთი დღეს საელჩოს გადასცეს. სირცხვილიამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული კამპანია (From Georgian People) წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები უკრაინელებისთვის საჭირო მედიკამენტებს აწვდიდნენ. ასევე, საჯარო ფანდრეიზინგის ფარგლებში, მოძრაობის ანგარიშზე 30 ათასი ლარამდე თანხა შეგროვდა.

ფოტო: სირცხვილია

19:45 რატომ სურს ჩეჩნეთს საქართველოსთან გზის გაყვანა და რას ამბობენ საქართველოში

15 მარტს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა ჩრდილოეთ კავკასიაში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მუსლიმ ხუჩიევმა ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის პროექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სანქციებისა და გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ამ გზას რუსეთის ფედერაციისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მანვე აღნიშნა, რომ პროექტი 90-იან წლებში გაჩერდა, ახლა კი აღდგენა სურთ. სამთავრობო გუნდში განაცხადეს, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და განიხილავს ჩეჩნეთთან გზის მშენებლობას.

  • სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

19:20 ლელოს სურს, ზელენსკიმ საქართველოს პარლამენტსაც მიმართოს

პარტია ლელო ინიციატივით გამოდის, უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისთვის მოიწვიონ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. დეპუტატ სალომე სამადაშვილის თქმით, ეს იქნებოდა ყველაზე სწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრაციისთვის და იმის საჩვენებლად, თუ სად დგას საქართველო.

"ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი გამოდის ინიციატივით, ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება და უახლოეს დღეებში მოვიწვიოთ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად უკრაინის გმირულად მებრძოლი პრეზიდენტი ზელენსკი, რომ მან მიმართოს საქართველოს პარლამენტს სიტყვით. ასევე როგორც მიმართა არაერთი დემოკრატიული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი სიტყვით", — თქვა სამადაშვილმა.

18:50 კალაშნიკოვის ლულა გვაქვს საფეთქელზე, პრემიერმა რომ მკითხოს, უკრაინაში ვიზიტს არ ვურჩევდი — ვოლსკი

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი პრემიერმინისტრს არ ურჩევდა უკრაინაში ვიზიტს. მისი თქმით, "კალაშნიკოვის ლულა გვაქვს საფეთქელთან" და "კიდე მეტს ვლაპარაკობთ". ამის შესახებ დეპუტატმა პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

"რომც გადაწყვიტოს პრემიერმინისტრმა და მკითხოს, შენ რა აზრის ხარ, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არის თავისი ოკუპირებული ტერიტორიით, აი, რა გითხრათ, კალაშნიკოვის ლულა გვაქვს საფეთქელზე მოდებული, არ ვურჩევდი. როგორ შეიძლება?! კიდე მეტს ვლაპარაკობთ", — თქვა გია ვოლსკიმ.

18:10 ომის შემდეგ საქართველოში შემოსულ რუსეთის 12 000 მოქალაქეს ქვეყანა ჯერ არ დაუტოვებია — გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 30 439 ადამიანი შემოვიდა, გავიდა 17 801, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით რუსეთის 12 000 მოქალაქე საქართველოდან ჯერ არ გასულა.

17:38 რუსი ჯარისკაცების მიერ დახვრეტის, გაუპატიურების, ძარცვის ასობით შემთხვევაა — არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ალექსეი არისტოვიჩის განცხადებით, რუსი ჯარისკაცების მიერ გაუპატიურების, ადამიანების დახვრეტისა და ძარცვის ასობით შემთხვევაა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

არისტოვიჩმა ჩერნიგოვში მომხდარი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც ოკუპანტებმა პურის რიგში მდგომი ადამიანები მოკლეს.

"ჩერნიგოვი ერთ-ერთია იმ ქალაქებიდან, რომლის სამოქალაქო ობიექტებიც მუდმივად იბომბება [...] მაგრამ ბევრად უფრო შემაშფოთებელი შემთხვევებიც არსებობს", — ამბობს ის.

მისივე ინფორმაციით, 4 დღის წინ ბალაკლეა-იზიუმის მიმართულებით მიმავალი ოჯახი იკუპანტებმა გააჩერეს და გაჩხრიკეს. არისტოვიჩის თქმით, მათ შორის, ბავშვებიც იყვნენ.

"ზურგში ესროლეს, ერთ-ერთი მანქანა გადარჩა, მეორის ბედი უცნობია. მესამეს ბავშვებთან ერთად ესროლეს", — თქვა მან.

17:16 უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებსა და მოზარდებს ფსიქოსოციალურ დახმარებას ვთავაზობთ — განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტროს განცხადებით, უკრაინიდან ჩამოსულ სასკოლო ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ფსიქოსოციალურ დახმარებას სთავაზობენ. მათივე ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, საკონსულტაციო მომსახურების ცენტრები 10 ადგილასაა.

კერძოდ, უწყების ცნობით, ცენტრები განლაგებულია თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში, ფოთსა და ზუგდიდში.

"მომსახურების ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს 24 საათიანი ცხელი ხაზი, რომლის მიზანია დროული და დაუყოვნებელი ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურების მიმღებთათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება. ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 08 00 00 00 88", — ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ ცენტრი მოხალისეობის პროცესში ჩართულ ან მოხალისეობის მსურველ პირებს, განურჩევლად პროფესიისა მოკლევადიან ტრენინგს სთავაზობენ. ტრენინგი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ პირებთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, საჭიროების იდენტიფიცირებისა და დახმარების პროცესის მიზნობრივ ორგანიზებას მოიცავს.

16:42 შოლცის თქმით, NATO უკრაინის ომის ესკალაციას სამხედრო ძალის ჩარევით არ გარისკავს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, NATO უკრაინის ომის ესკალაციას სამხედრო ძალის ჩარევით არ გარისკავს. ამის შესახებ შოლცმა ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენაციაზე განაცხადა.

"ალიანსის მთავარი მოვალეობაა, ყველა წევრის უსაფრთხოება უზრუნველყოს", — ნათქვამია განცხადებაში.

შოლცმა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლის შემდეგ, ასევე, აღნიშნა, რომ პუტინს უკრაინელი ხალხისთვის საშინელი ტანჯვა და სიკვდილი მოაქვს და დასძინა, რომ გერმანია უკრაინის გვერდით დგას. მისივე თქმით, ახალგაზრდა სამხედროების დაღუპვაზე პუტინს პირადად ეკისრება პასუხისმგებლობა.

გერმანია უკრაინისთვის ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე, სამხედრო ტვირთს აგზავნის, მაგრამ ბერლინმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს არ გაუგზავნიან.

16:15 Facebook-მა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი ვიდეო წაშალა

16 მარტს Facebook-ის მშობელმა კომპანია Meta-მ საკუთარი პლატფორმიდან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის "დიფფეიქ" ვიდეო წაშალა, რომელშიც ის საკუთარ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში იარაღის დაყრისკენ მოუწოდებდა.

ყალბი ვიდეო პირველად უკრაინულ ტელეარხზე TV24 გამოჩნდა, რომელიც ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა. კადრებში ვხედავთ ზელენსკის უძრავ ტანს და მასთან შედარებით, არაბუნებრივად დიდი ზომის თავს. პრეზიდენტის ხელოვნურად შექმნილი "ორეული", რომელიც საკმაოდ უხარისხოდაა დამუშავებული, ამბობს, რომ უკრაინამ გადაწყვიტა, ისტორიული მნიშვნელობის რეგიონი დონბასი რუსეთს დაუბრუნოს და რომ მათი საბრძოლო მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.

აღნიშნულ "დიფფეიქში" ზელენსკის თავი ტანზე მეტადაა პიქსელებად დანაწევრებული, მისი ხმა კი იმაზე ბოხია, ვიდრე სინამდვილეში. შესაბამისად, თუნდაც გამოუცდელი თვალისთვის ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ საქმე მართლაც რეალობასთან შეუსაბამო მიმართვასთან გვაქვს.

16:00 ბაიდენის შემდეგ პუტინს ომის დამნაშავე ტრასმაც უწოდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, არსებობს ძალიან, ძლიერი მტკიცებულება, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი აგროვებს მტკიცებულებებს, რათა დარწმუნდეს, რომ პუტინი პასუხს აგებს ამ დანაშაულებისთვის.

"არსებობს ძალიან ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ ჩადენილია სამხედრო დანაშაულები და რომ მათ უკან ვლადიმერ პუტინი დგას", — თქვა ტრასმა.

15:45 ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ბავშვები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან.

სამინისტროს განცხადებით, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას. უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო შესთავაზებს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას როგორც სახელმწიფო, ასევე, სხვა ენებზე.

15:23 რუსეთი არ აპირებს საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნის გათვალისწინებას

პუტინის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი ვერ გაითვალისწინებს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მოითხოვდა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

"არა, ჩვენ ვერ გავითვალისწინებთ ამ გადაწყვეტილებას, საერთაშორისო სასამართლოს აქვს ასეთი გაგება, როგორიცაა მხარეთა თანხმობა, აქ ვერიანაირი თანხმობა ვერ იქნება. ამ შემთხვევაში ეს არის ის, რასაც ვერ გავითვალლისწინებთ", — განაცხადა მან.

15:06 საქართველო ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად აღასრულებს სანქციებს რამდენადაც შეუძლია — დეგნანი

"საქართველო ყოველთვის კარგი პარტნიორი იყო საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით, იქნებოდა ეს მიმართული ირანის თუ სხვა ქვეყანის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს, აშშ-ის და ყველა იმ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, რომლებსაც თავისუფლების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების სჯერა. საქართველო ემორჩილება საერთაშორისო სანქციებს. ბევრი სანქცია შეიძლება საქართველოზე პირდაპირ არც მოქმედებდეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გავითვალისწინოთ და გავიაზროთ, რომ საქართველო ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად აღასრულებს სანქციებს რამდენადაც ეს მათ შეუძლიათ.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს, პასუხს აგებს. გავიმეორებ, მთავარია, რომ ჩვენ ყველამ ერთიანი მხარდაჭერა გამოვხატოთ უკრაინის მიმართ და ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა სწორედ საქერთაშორისო სანქციების აღსრულებაა", — ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში.

14:30 მელიტოპოლის მერის პირველი ვიდეომიმართვა ტყვეობის შემდეგ

ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ დარწმუნებულია უახლოეს მომავალში გუნდთან ერთად მელიტოპოლის ცენტრალურ მოედანზე უკრაინის დროშას აწევს. ფედოროვმა მადლობა გადაუხადა ყველა მელიტოპოლელს, ვისაც არ ეშინოდა დაკავების, რეპრესიების, დაკითხვის და იცავდა თავის პოზიციას მიტინგებზე გამოსვლით.

"ჩვენთან ასეა მიღებული, დავიცვათ ჩვენი ინტერესები ხმამაღლა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. ყოველდღე, როცა საინფორმაციო ვაკუუმსა და იზოლაციაში ვიყავი, ვგრძნობდი, რომ ჩემთვის იბრძოდით. მინდა მადლობა გადავუხადო მელიტოპოლის ყველა მეგობარს, რომლებიც იცავდნენ ჩემსა და მოქალაქეების ინტერესებს საერთაშორისო და სრულიად უკრაინის პლატფორმაზე და გააკეთეს ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელიც კი, რომ მე სწრაფად გავეთავისუფლებინე", — განაცხადა მან.

14:20 ზელენსკი გერმანიის ბუნდესტაგში კრიტიკული გამოსვლის შემდეგ ტაში დაუკრეს და ფეხზე წამოუდგნენ

14:10 ზელენსკი ბუნდესტაგში: რატომ აღმოჩნდა, რომ ოკეანის გაღმა ქვეყნები ჩვენთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე თქვენ?

"იმიტომ, რომ ეს არის კედელი, რომელსაც ვიღაც ვერ ამჩნევს, მაგრამ რომელსაც ვეჯახებით ჩვენ მაშინ, როცა ვიბრძვით ჩვენი ხალხის გადასარჩენად. კანცლერო შოლც, გაანადგურე ეს კედელი, მიეცით გერმანიას დამსახურებული ლიდერობა, მხარი დაგვიჭირეთ, შეაჩერეთ ომი, დაგვეხმარეთ მის შეჩერებაში", — განაცხადა ზელენსკიმ.

14:05 ზელენსკი ბუნდესტაგში: თქვენ ისევ კედლით ხართ, არა ბერლინის, არამედ კედლით თავისუფლებასა და არათავისუფლებას შორის

"მოგიმართავთ და შეგახსენებთ იმას, რაც საჭიროა, რის გარეშეც ევროპა ვერ გადარჩება, ვერ შეინარჩუნებს თავის ღირებულებებს. ყოფილმა მსახიობმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა ერთხელ ბერლინში თქვა: "დაანგრიეთ ეს კედელი!".

ახლა მე მინდა გითხრათ: კანცლერო შოლც, დაანგრიეთ ეს კედელი! მიეცით გერმანიას ლიდერობა, რომელსაც იმსახურებთ და რითიც თქვენი შთამომავლები მხოლოდ იამაყებენ. მხარი დაგვიჭირეთ! მხარი დაუჭირეთ მშვიდობას! მხარი დაუჭირეთ თითოეულ უკრაინელს! [...]

ჩვენი სიცოცხლისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის ჩვენს ცხოვრებაში სამი ომის შემდეგ დავრწმუნდით იმაში, რასაც ადრე ვგრძნობდით და რასაც, ალბათ ჯერ ყველა ვერ ამჩნევთ — მაგრამ თითქოს ისევ კედლის მიღმა ხართ. დიახ, არა ბერლინის კედლის, არამედ ევროპის შუაგულში თავისუფლებასა და არათავისუფლებას შორის, და ეს კედელი ძლიერდება ყოველი ბომბით, რომელიც ეცემა ჩვენს მიწაზე, უკრაინაზე", — დასძინა ზელენსკიმ.

14:00 ზელენსკი: მადლობა იმ გერმანულ კომპანიებს, რომლებმაც ეკონომიკა მორალზე მაღლა დააყენეს

პრეზიდენტის ეს მადლობა, მხოლოდ კონკრეტულ კომპანიებს ეხებოდა, სხვები კი მან გააკრიტიკა.

"მე მოგმართავთ სამი კვირის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ათასობით უკრაინელი დაიღუპა... მას შემდეგ რაც დავინახეთ, რამდენი კავშირი დაიტოვეს თქვენმა კომპანიებმა რუსეთთან, სახელმწიფოსთან, რომელიც გიყენებთ თქვენ და სხვა ქვეყნებს ომის დასაფინანსებლად", — ციციტებს ზელენსკის პრავდა.

13:45 ზელენსკიმ ბუნდესტაგში გამოსვლისას გერმანია გააკრიტიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას გერმანია, მისი პოლიტიკა, კანცლერი და რუსეთთან ურთიერთობები გააკრიტიკა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანელ დეპუტატებს უთხრა, რომ მათი ქვეყანა აშენებს კედლებს, აბრკოლებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და აგვიანებს დახმარებას. ზელენსკის თავიდანვე ტაშით შეხვდნენ და კრიტიკული გამოსვლის მიუხედავად, ტაშითვე გააცილეს.

13:37 ზელენსკის ბუნდესტაგშიც ტაშით შეხვდნენ

13:20 ზელენსკის ახალი ალიანსის, U24-ის შექმნა სურს — რატომ?

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, შეიქმნას ახალი სამხედრო ალიანსი — U24. ამ ინიციატივით მან საერთაშორისო თანამეგობრობას და "პასუხისმგებლიან სახელმწიფოებს" მიმართა.

სავარაუდოდ, U უკრაინის სიმბოლო იქნება, ციფრი 24 კი არამხოლოდ სახელის ნაწილი, არამედ ვალდებულებაა — ზელენსკის თქმით, წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი იქნებიან, სამხედრო აგრესიას უპასუხონ "არა კვირებში, თვეებში, წლებში, არამედ შეტევის დაწყებიდან პირველ 24 საათში".

"მივმართე შეერთებულ შტატებსა და ყველა პასუხისმგებელ სახელმწიფოს ახალი, U24 ალიანსის შექმნასთან დაკავშირებით — ალიანსის, რომელიც უზრუნველყოფს, რომ აგრესორი მიიღებს მსოფლიოს კოორდინირებულ პასუხს სწრაფად და ეფექტურად, დაუყოვნებლივ", — ციტირებს უკრაინსკაია პრავდა ზელენსკის.

ზელენსკიმ გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ ახალი ალიანსის შექმნის აუცილებლობა ძველების უმოქმედობამ და ბიუროკრატიამ გამოიწვია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის საერთაშორისო ორგანიზაციებს აკრიტიკებს.

13:06 მარიუპოლის თეატრის ბომბსაცავმა გაუძლო, ხალხი გამოდის ცოცხალი — რადას დეპუტატი

უკრაინის რადას დეპუტატი, სერგეი ტარუტა აცხადებს, რომ მარიუპოლის თეატრის თავშესაფარმა დაბომბვას გაუძლო და ხალხი ცოხალი გამოყავთ. ამის შესახებ მან ფეისბუქგვერდზე დაწერა.

"ომის 22-ე დღის დილით, გაურკვევლობის საშინელი ღამის შემდეგ, საბოლოოდ კარგი ამბავი მარიუპოლიდან! ბომბსაცავმა გაუძლო, ნანგრევების გაწმენდა დაიწყეს, ხალხი გამოდის ცოცხალი", — წერს ის.

12:56 საოკუპაციო ძალების მიერ ჩერნიგოვის დაბომბვის შედეგად ერთ დღეში 53 ადამიანი დაიღუპა

16 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩერნიგოვის დაბომბვის შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა. ინფრომაციას ჩერნიგოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ვიაჩესლავ ჩაუსი ავრცელებს.

ჩაუსის თქმით, ამ დროისთვის რეგიონში არ არის შუქი, წყალი, გათბობა და ნაწილობრივ გაზი.

12:42 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან 22-ე დღეს — სრულად

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 14 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:

  • ტანკი — 444 ერთეული;
  • ჯავშანტექნიკა — 1 435 ერთეული;
  • საარტილერიო სისტემა — 201 ერთეული;
  • თვითმფრინავი — 86 ერთეული;
  • ვერტმფრენი — 108 ერთეული;
  • საავტომობილო ტექნიკა — 864 ერთეული;
  • გემები/ნავები — 3 ერთეული;
  • უპილოტო საფრენი აპარატები — 11 ერთეული.

12:03 3 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა უკრაინა, რუსეთმა ახლავე უნდა შეაჩეროს ეს ომი — გუტერეში

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, უკრაინა 3 მილიონზე მეტმა ალტოლვილმა დატოვა. გუტერეში ამბობს, რომ უკრაინელ ხალხს მშვიდობა სჭირდება და რუსეთმა ეს ომი ახლავე უნდა შეაჩეროს.

"3 მილიონზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა დატოვა თავის ქვეყანა. უკრაინელ ხალხს უკიდურესად სჭირდება მშვიდობა და ხალხი მთელი მსოფლიოდან ამას ითხოვს. რუსეთმა ახლავე უნდა შეაჩეროს ეს ომი", — წერს ის ტვიტერზე.

11:22 დღეს 9 ჰუმანიტარული დერეფანი ამოქმედდება

ამის შესახებ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

11:04 ჩინეთის ელჩი აშშ-ში: განცხადებები, რომ ჩინეთმა იცოდა და ტაქტიკურად მხარს უჭერდა ომს, წმინდა დეზინფორმაციაა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთის ელჩი, ქინ განგი აცხადებს, რომ ბრალდებები განცხადებები, თითქოს ჩინეთმა რუსეთის სამხედრო მოქმედებების შესახებ წინასწარ იცოდა და მას ტაქტიკურად მხარს უჭერდა დეზინფორმაციაა. ელჩის მტკიცებით, ჩინეთს რომ მოსალოდნელი კრიზისის შესახებ ინფორმაცია ჰქონოდა, მის თავიდან არიდებას ეცდებოდა.

"იყო განცხადებები, რომ ჩინეთმა წინასწარ იცოდა რუსეთის სამხედრო მოქმედებების შესახებ და რუსეთს მისი გადადება მოსთხოვა ზამთრის ოლიმპიადის გადადებამდე. ასევე, ამბობდნენ, რომ რუსეთი ჩინეთისგან სამხედრო დახმარებას ითხოვდა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ განცხადებები, თითქოს ჩინეთმა იცოდა, ეთანხმებოდა ან ტაქტიკურად მხარს უჭერდა ამ ომს წმინდა დეზინფორმაციაა. მთელი ეს დეზინფორმაცია მხოლოდ ჩინეთზე გადაბრალებას და ტალახის სროლა ემსახურება. უკრაინაში ჩინეთის მოქალაქე 6 000-ზე მეტი იყო.

ჩინეთი რუსეთისა და უკრაინის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და უმსხვილესი იმპორტიორი ნავთობისა და ბუნებრივი აირის. კონფლიქტს რუსეთსა და უკრაინას შორის კარგი არაფერი მოაქვს ჩინეთისთვის. ჩინეთს რომ სცოდნოდა ამ გარდაუვალი კრიზისის შესახებ, მის თავიდან არიდებას ეცდებოდა", — ამბობს ელჩი Washington Post-თან.

10:13 აშშ-მ რუსი ოლიგარქების წინააღმეგ მრავალმხრივი სამუშაო ჯგუფი შექმნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსი ოლიგარქებისა და ელიტების წინააღმეგ მრავალმხრივი სამუშაო ჯგუფი (REPO) შექმნა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა გუშინ ონლაინ შეხვედრა გამართა ავსტრალიის, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან.

სამუშაო ჯგუფი შედგება წევრი ქვეყნების ფინანსთა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისგან. თითოეული ვალდებულია გამოიყენოს თავისი უფლებამოსილებები სხვა შესაბამის სამინისტროებთან ერთად, რათა შეაგროვოს და სხვებს გაუზიაროს ინფორმაცია, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის დააწესოს სანქციები, გაყინოს და ყადაღა დაადოს ქონებას, ამასთანავე, გამოაცხადოს სისხლის სამართლებრივი დევნა.

09:10 კიევში ჩამოგდებული რაკეტის ნაწილი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და ერთი ადამიანი დაიღუპა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი ინფორმაციით დაღუპია 1 და დაშავებულია 3 ადამიანი. ამ დროისთვის ევაკუირებულია 30 ადამიანი და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

03:22 მოლაპარაკებებში ჩემი პრიორიტეტები ნათელია — ომის დასრულება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

"მოლაპარაკებებში ჩემი პრიორიტეტები ნათელია — ომის დასრულება, უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რეალური გარანტიები ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის რეალური დაცვა", — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.

03:06 საქართველო, სომხეთი და მოლდოვა პუტინიზმისგან დაცული უნდა იყოს — ლანდსბერგისი

"ეჭვგარეშეა, რომ უკრაინისთვის მხარის არდაჭერა — ეს ნიშნავს პუტინიზმის მხარდაჭერას. როდესაც პუტინიზმი იმარჯვებს, ყველა მარცხდება — უკრაინა, დასავლეთი და ღობეზე მსხომებიც. პუტინიზმის ადგილი იგივეა, რაც მე-20 საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმების — ნაციზმი, კომუნიზმი, მაოიზმის. პუტინი Z ასო სვასტიკის გვერდით არის, ანუ ისტორიის ორგანული ნარჩენების კონტეინერში.

პუტინიზმისთვის სანქციების მოხსნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. პუტინისტები სამართალს ვერ გაექცევიან. პუტინიზმი უკრაინაში უნდა შეჩერდეს, სხვა შემთხვევაში ის კიბოსავით გავრცელდება.

საქართველო, სომხეთი და მოლდოვა პუტინიზმისგან დაცული უნდა იყოს და, რა თქმა უნდა, "დემოკრატიული ბელარუსისგან".

დასავლეთმაც უნდა გაწმინდოს პუტინიზმის სული. ეს პროცესი დაწყებულია — ჩამორთმეული იახტებით, ვილებით, დახურული ანგარიშებით [...] უკრაინაში ომმა მასობრივი და საყოველთაო გლობალური დეპუტიზაცია დაიწყო. ბომბები მშვიდობიან მოსახლეობას ეცემა და დრო გადის", — წერს ის.

02:42 ეკლესია არა პოლიტიკის, არამედ იესოს ენას უნდა იყენებდეს — რომის პაპი რუსეთის პატრიარქს

რომის პაპი ფრანცისკე რუსეთის პატრიარქს კირილეს ვიდეოზარით უკრაინაში მიმდინარე ომზე ესაუბრა. Vatican News-ის ინფორმაციით, რომის პაპმა კირილეს განუცხადა, რომ ეკლესიამ არა პოლიტიკის, არამედ იესოს ენა უნდა გამოიყენოს.

"ჩვენ ვართ მწყემსები წმინდა ხალხის, ვისაც სწამს ღმერთის, სამების, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავართიანოთ მცდელობები მშვიდობის დასახმარებლად, დაზარალებულთა დასახმარებლად. ეძიეთ მშვიდობის გზები და შეაჩერეთ ცეცხლი", — უთხრა მან რუსეთის პატრიარქს.

მათივე ცნობით, პაპმა აღნიშნა ისიც, რომ ის ვინც ამ ომის ფასს იხდის არის ხალხი. რუსი ჯარისკაცები და უბრალო ხალხი, რომელიც იბომბება და კვდება.

02:19 მელიტოპოლის მერი რუს ტყვეებში გაცვალეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა განაცხადა. მისი თქმით, რუსებს 2002-2003 წელს დაბადებული წვევამდელები გადასცეს.

02:17 ოკუპანტებმა ტყვედ უკრაინელი მოხალისე მედიკოსი აიყვანეს

ინფორმაციას უკრაინსკაია პრავდა მოხალისეებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ის მარიუპოლში დაატყვევეს.

ფოტო: უკრაინსკაია პრავდა

01:41 Reuters-ის ინფორმაციით, 14 მარტს გადაღებულ Maxar-ის სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ მარიუპოლის თეატრთან დიდი ასოებით, რუსულად ეწერა ბავშვები

დღეს რუსებმა თეატრი დაბომბეს.

ფოტო: Maxar

01:38 რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო დაჰაკეს და ომზე ინფორმაცია განათავსეს

უკრაინულ მედიებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო დაჰაკეს და უკრაინაში ომის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნეს.

ასევე, მიუთითეს, რომ რუსულ მედიებს არ ენდონ, რადგან ისინი იტყუებიან. იქვე აღნიშნეს, რომ რუსეთის დეფოლტი ახლოს არის და გახსნეს კიდევ ერთი გვერდი, სადაც ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე ომზე უთითებდნენ ინფორმაციას.

ამ ეტაპზე ვებგვერდი გათიშულია და როგორც ჩანს, კონტროლს ისევ რუსული მხარე იბრუნებს, რადგან წერია, რომ საიტზე ამჟამად ტექნიკური სამუშოები მიმდინარეობს.

01:11 რაკეტები, სტინგერები, ჯაველინები — აშშ უკრაინას 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინას $800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნიან. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში რუსეთის შეჭრისგან თავდაცვისთვის საჭირო დახმარებაზე ისაუბრა.

"ამერიკელი ხალხი პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას, უკრაინისთვის უფრო მეტ დახმარებასა და მეტ იარაღზე, პასუხობს", — განაცხადა მან.

დამტკიცებული პაკეტის მიხედვით, სამხედრო დახმარებაში შედის 800 სტინგერი, 100 დრონი, 25 000 ჯავშანტექნიკა, 100 ყუმბარმტყორცნი, 5 000 თოფი, 1 000 პისტოლეტი, 400 ტყვიამფრქვევი, 2 000 ჯაველინი, 1 000 მსუბუქი ჯავშანტექნიკა და სხვა.

შესაბამის განკარგულებას აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. ბაიდენმა აღნიშნა ისიც, რომ უკრაინის დასახმარებლად მსოფლიო ერთიანია და პუტინი უკრაინაში შეჭრისთვის მძიმე ფასს გადაიხდის.

00:21 ვფიქრობ, რომ ის ომის დამნაშავეა — ბაიდენი პუტინზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თეთრს სახლში შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც CNN წერს, პირველად დასმულ კითხვაზე — არის თუ არა პუტინი ომის დამნაშავე, ბაიდენმა უარყოფითი პასუხი გასცა. თუმცა, კითხვის დასაზუსტებლად ჟურნალისტებთან მიბრუნდა და როცა იგივე კითხვა გაუმეორეს, თქვა, რომ პუტინი ომის კრიმინალია.

თეთრი სახლის სპიკერის ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი "გულიდან საუბრობდა". აღსანიშნია ისიც, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბაიდენმა პუტინს ომის დამნაშავე უწოდა.

00:10 ასეთი სიტუაცია იყო მარიუპოლის თეატრში, სანამ ოკუპანტები დაბომბავდნენ

17 მარტი: პუტინის ომის 22-ე დღე

მთავარი ამბები:

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის გარიცხვას მხარი ერთხმად დაუჭირა, მინისტრმა კაბინეტმა კი ოფიციალურად გარიცხა;
  • ზელენსკიმ უკრაინის ყველა მეგობარი კიევში მიიწვია;
  • აშშ-ს სენატი რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას ითხოვს;
  • პაკისტანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა;
  • კიევში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს, დაშავდა 2 ადამიანი;
  • ბუჩაში რუსმა ოკუპანტებმა საკრებულოს თანამშრომლები და მოხალისეები გაიტაცეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს;
  • ოკუპანტებმა უკრაინაში კიდევ ერთი მერი გაიტაცეს;
  • ჩერნიგოვში პურის რიგში მდგომი 10 ადამიანი მოკლეს;
  • ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს მიმართა და უკრაინის ცის დახურვა კიდევ ერთხელ სთხოვა;
  • უკრაინა ევროკავშირის ენერგეტიკის გაერთიანების წევრი გახდა;
  • პუტინი ისევ ამტკიცებს, რომ უკრაინაში "სამხედრო ოპერაცია" გეგმის მიხედვით მიდის;
  • საერთაშორისო სასამართლომ მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში;
  • მელიტოპოლის მერი ტყვეობიდან გაათავისუფლეს;
  • დიდი ბრიტანეთი უკრაინას Starstreak-ის რაკეტებს მიაწვდის.

23:55 რუსების ტექნიკის განადგურება მარიუპოლში

23:50 აბსურდია, ბოდიში. სად არის სამხედრო ობიექტი? ეს შენობა სამხედრო ობიექტია?" — ასე პასუხობს კიევის მერი ჟურნალისტის რეპლიკას, რომ პუტინის თქმით, მხოლოდ სამხედრო ობიექტები იბომბება

23:45 უკრაინულმა მედიამ რამზან კადიროვი ტყუილში გამოიჭირა

როგორც ადგილობრივი მედია, უკრაინსკაია პრავდა წერს, ონლაინ რესურსებისა და უსაფრთხოების სამსახურში წყაროს დახმარებით, დაადგინეს, რომ ჩეჩნეთის ლიდერი, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინაში არ ყოფილა.

უკრაინსკაია ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურიდან წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კადიროვი ტელეფონის ორ ნომერს იყენებს. უკრაინის მობილური ოპერატორების მონაცემების მიხედვით ბოლო 7 დღის განმავლობაში კადიროვის ეს ნომრები როუმინგში ჩართული არ იყო და არც უკრაინული კავშირის ანძებთან იყო დაკავშირებული.

  • გაიგეთ მეტი აქ.

23:40 ხარკოვში მორიგი დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა

ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური

23:27 ზელენსკის და მელიტოპოლის მერის სატელეფონო საუბარი

მერმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს, რომ ტყვეობაში არ დატოვეს, ზელენსკიმ კი უპასუხა: "ჩვენს ხალხს არ ვტოვებთ, რას ამბობ".

"ერთი-ორი დღე მჭირდება ძალების აღსადგენად, ამის შემდეგ მზად ვარ, თქვენი ნებისმიერი ბრძანება შევასრულო, რომ ჩვენი გამარჯვების დღე მაქსიმალურად მალე დადგეს და მელიტოპოლში დაბრუნდეს უკრაინული დროშა", — თქვა მერმა, რაზეც ზელენსკიმ იხუმრა, რომ 2 დღეს ვერ დაპირდებიან, ის ახალგაზრდაა და მალევე, ერთ დღეში აღიდგენს ძალებს.

23:11 დიდი ბრიტანეთი უკრაინას Starstreak-ის რაკეტებს მიაწვდის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას Starstreak-ის რაკეტებს გაუგზავნის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა BBC-ის განუცხადა.

22:52 პუტინის ომის შედეგები უკრაინაში

22:20 ყოველი რუსული რაკეტა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოხვდა, პასუხია კითხვაზე, ღიაა თუ არა NATO-ს კარი უკრაინისთვის — ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყოველი რაკეტა, რომელიც ქვეყანას მოხვდა, პასუხია კითხვაზე, ღიაა თუ არა NATO-ს კარი მათთვის. უკრაინის პრეზიდენტი ფეისბუქგვერდზე ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის სხვადასხვა დასახლების მდგომარეობას ასახავს.

"ყოველი რუსული რაკეტა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს მოხვდა, არის პასუხი NATO-ს შესახებ ძველ კითხვაზე. რეალურად, ღიაა თუ არა ალიანსის კარი უკრაინისთვის. თუ ის ღიაა, თუ ეს იყო სამართლიანი, მაშინ ჩვენ არ მოგვიწევდა ალიანსის დარწმუნება იმაში, რომ უკრაინის თავზე ცა უნდა დაიხუროს", — წერს ის.

21:22 მელიტოპოლის მერი ტყვეობიდან გაათავისუფლეს

მელიტოპოლის მერი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ და სახელმწიფო ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა გაავრცელეს.

ტიმოშენკომ თქვა, რომ ფედოროვის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების "სპეციალური ოპერაცია" დასრულდა. ერმაკმა თქვა, რომ ფედოროვი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

21:01 მარიუპოლში ოკუპანტებმა თეატრი დაბომბეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს

მარიუპოლში ოკუპანტებმა დრამატული თეატრი დაბომბეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. ინფორმაციას BBC ქალაქის მერის მოადგილეზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, შენობაში 1000-დან 1200-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე, უცნობია.

20:45 რუსეთი ევროპის საბჭოდან გარიცხეს, საბოლოოდ

გუშინდელი გადაწყვეტილება საბოლოო არ ყოფილა, რადგან ეს იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება. ასამბლეამ ერთსულოვანი კენჭისყრით მოუწოდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტს, რომ "საბჭოდან რუსეთის დაუყოვნებლივი გარიცხვა" მოეთხოვა. ასეც მოიქცნენ.

20:30 ექნოლოგიური გიგანტების სანქციები რუსეთს — ყველა, ვინც პუტინის რეჟიმს განუდგა

ამ სტატიაში გავაერთიანეთ ყველა ის დიდი ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ გარკვეული ნაბიჯები გადადგა. მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

  • სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

20:15 რა გადაწყვიტა საერთაშორისო სასამართლომ

საერთაშორისო სასამართლომ მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში. დროებითი ღონისძიება სასამართლომ უკრაინის მიმართვის შემდეგ მიიღო.

სასამართლომ 13 ხმით 2-ის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს დაწყებული სამხედრო აგრესია დაუყონებლივ უნდა შეაჩეროს. ასევე, 13 ხმით 2 წინააღმდეგ სასამართლო რუსეთს ავალდებულებს უზრუნველყოს, ნებისმიერმა სამხედრო ან არარეგულარულმა შეიარაღებულმა დანაყოფმა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს ან მის მიერაა მხარდაჭერილი, ისევე, როგორც ნებისმიერმა ორგანიზაციმ ან პირმა, რომელიც მას ექვემდებარება არ გადადგას ნაბიჯები პირველ პუნტქში მითითებული სამხედრო ოპერაციის გასაგრძელებლად.

გარდა ამისა, სასამართლოს წევრებმა ერთხმად დააკისრეს უკრაინასა და რუსეთს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შესაძლოა, სასამართლოს წინაშე დავა გაახანგრძლივოს, ან მისი გადაჭრა გაურთულოს.

20:00 საერთაშორისო სასამართლომ მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში

"რუსეთის ფედერაციამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში, დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს საომარი მოქმედებები, რომელიც დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე", — ციტირებს მოსამართლეს Reuters.

როგორც უკრაინული მედია წერს, გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლემ აღნიშნა, რომ სასამართლოს აქვს იურისდიქცია, გამოიძიოს ხდება თუ არა უკრაინაში გენოციდი, მას შემდეგ რაც უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მოსამართლემ ასევე განმარტა, რომ სასამართლოს არ აქვს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინა თავის ტერიტორიაზე გენოციდს ახორციელებდა, როგორც ამას რუსეთი ამტკიცებს.

19:55 ზელენსკი: უკრაინამ საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სრული გამარჯვება მოიპოვა

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმეში სრული გამარჯვება მოიპოვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.

"უკრაინამ საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმეში სრული გამარჯვება მოიპოვა. ICJ-მ ბრძანა დაუყოვნებლივ შეაჩერონ შემოჭრა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით ბრძანება სავალდებულოა. რუსეთმა ის დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს. ბრძანების უგულებელყოფა რუსეთს უფრო მეტად მოაქცევს იზოლირებაში", — წერს ის.

19:26 ამჯერად რა თქვა პუტინმა განადგურებულ ეკონომიკაზე — მოკლედ

ეკონომიკურ თემებზე მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრისას პუტინმა დიდი დრო დაუთმო დასავლეთის კრიტიკას და ომის გამართლების მცდელობებს, რის შემდეგაც სანქციებით განადგურებულ რუსულ ეკონომიკაზეც ისაუბრა — ტრადიციულად, ამჯერადაც ყველაფერი ისე შეფუთა, თითქოს მარტივად უმკლავდებიან. მეტიც, ყურადღების გადატანა იმაზე სცადა, რომ სანქციებმა არამხოლოდ რუსეთი, არამედ გლობალური ეკონომიკა დააზარალა.

"ფაქტობრივად, აშშ-მაც და ევროკავშირმაც გამოაცხადეს რეალური დეფოლტი რუსეთის წინაშე. ახლა ყველამ იცის, რომ ფინანსური რეზერვების უბრალოდ მოპარვა შეიძლება და ამის გამო, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, ბევრმა ქვეყანამ შეიძლება დაიწყოს თავიანთი ფასიანი ქაღალდებისა და ციფრული დანაზოგების რეალურ რეზერვებში საქონლის, მიწის, საკვებში, ოქროში, სხვა უძრავი აქტივებში გადატანა, რაც მხოლოდ გაზრდის დეფიციტს ამ ბაზრებზე", — განაცახდა მან.

მედუზამ მოკლედ შეაჯამა პუტინის განცხადებები და გეგმები ეკონომიკაზე. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდნტის მტკიცებით: .

  • ეკონომიკა საკმარის შემოსავალს გამოიმუშავებს, ფულის საბეჭდვის ჩართვა საჭირო არ არის;
  • ფასების რეგულირებაში ჩარევა უნდა გამოირიცხოს;
  • გაიზრდება საარსებო მინიმუმი, სახელმწიფო მოხელეთა ხელფასები, სოციალური შეღავათები და პენსიები;
  • კერძო ბიზნესმა უნდა ითამაშოს მთავარი როლი ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაში;
  • გარე ზეწოლას მაქსიმალური ეკონომიკური თავისუფლებით უნდა უპასუხონ;
  • უცხოურ კომპანიებს, რომლებმაც არ დატოვეს რუსეთის ფედერაცია, მიეცემათ განვითარების დამატებითი შესაძლებლობები;
  • საბიუჯეტო სესხებზე რეგიონებში ყველა გადახდა გადაიდება, მოსკოვი რეგიონებს დამატებით სესხებს მისცემს;
  • რუსეთის ფედერაციის ყველა ეროვნული განვითარების მიზანი 2030 წლამდე უნდა იყოს მიღწეული.

19:20 პუტინი ისევ იმეორებს, რომ სანქციებს მაინც დაუწესებდნენ

რუსეთის პრეზიდენტი ყველანაირად ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს სანქციები არ დაუმსახურებიათ და ე.წ. სამხედრო ოპერაცია, ანუ ომი არაფერ შუაშია.

მისი თქმით, სანქციების დაწესება არის აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების, ცენტრალური ბანკების უპასუხისმგებლო პოლიტიკის გაგრძელება. მისივე თქმით, სწორედ მათ, ბოლო წლებში, "საკუთარი ხელით დაარბიეს მსოფლიო ინფლაციის სპირალი" და მათმა ქმედებებმა გამოიწვია "გლობალური სიღარიბის ზრდა".

მაშინ, როცა თავად მილიონობით ადამიანის ლტოლვილად ქცევასა და ათასების დაღუპვაზეა პასუხისმგებელი, პუტინი ბედავს და დასავლეთის პასუხისმგებლობებზე საუბრობს:

"ჩნდება კითხვა, ვინ აგებს პასუხს საკვების მზარდი დეფიციტისა და მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში მილიონობით შიმშილით სიკვდილის გამო", — თქვა მან.

19:18 პუტინი ისევ ამტკიცებს, რომ უკრაინაში "სამხედრო ოპერაცია" გეგმის მიხედვით მიდის

ეკონომიკურ საკითხებზე მინისტრებთან შეხვედრისას პუტინი ამტკიცებდა იმასაც, თითქოს უკრაინის ოკუპაცია მათი მიზანი არ არის. თუმცა, აქვე ამბობდა, რომ არ დაუშვებენ, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის იყოს გამოყენებული.

19:11 რა უთხრა ზელენსკიმ კონგრესს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევიდან აშშ-ის კონგრესს ვიდეო მიმართვით ჩაერთო. ბრიტანეთისა და კანადის კანონმდებლების შემდეგ, დღეს მან ამერიკის კონგრესმენებს შეახსენა რისთვის იბრძვის უკრაინა და ხაზი გაუსვა იმ ერთიანობის მნიშვნელობას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასე საჭირო არასდროს ყოფილა.

ზელენსკის გამოჩენას, როგორც ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ოვაციებით შეხვდნენ — ისინი ფეხზე წამოუდგნენ ლიდერს, რომელმაც მსოფლიო რუსული ტირანიის წინააღმდეგ გააერთიანა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსმა მისი წარდგენისას უკრაინულად თქვა: "დიდება უკრაინას".

პრეზიდენტმა თავისი სიტყვა უკრაინელების სიმამაცეზე ხაზგასმით დაიწყო და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, უკრაინა ყოველდღე წარმოუდგენელი რუსული სისასტიკის მსხვერპლია, დანებებაზე ერთი წამითაც არ უფიქრიათ.

  • სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

18:49 ომის 21-ე დღეს პატრიარქმა ახალ განცხადებაში რუსეთი ახსენა

ომის 21-ე დღეს პატრიარქმა განცხადებაში რუსეთი პირველად ახსენა. მისი თქმით, რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებები გრძელდება და მრევლს მშვიდობიანი, ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდა.

"სამწუხაროდ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებები გრძელდება, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. მინდა მოვუწოდო ჩვენს მრევლს (როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მყოფთ) მშვიდობისათვის ერთობლივი ლოცვისთვის. ხვალ, ხუთშაბათს, თბილისის დროით 12:00-ზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ (ტაძარში, სამსახურში, სახლში თუ ქუჩაში) შევეცადოთ, ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვოთ დახმარება დიდი ძალის მქონე ლოცვით", — ნათქვამია განცხადებაში.

  • გაიგეთ მეტი აქ.

18:32 უკრაინა ევროკავშირის ენერგეტიკის გაერთიანების წევრი გახდა

უკრაინა ევროკავშირის ენერგეტიკის გაერთიანების წევრი გახდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. მან ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ყველას, ვინც პროცესში ჩართული იყო, მადლობა გადაუხადა.

"უკრაინა ევროკავშირის ენერგეტიკის გაერთიანების წევრი გახდა. უკრაინისა და ევროკავშირის ენერგეტიკული სისტემების გაერთიანება დასრულდა. ახლა უკრაინის ელექტროენერგია ევროკავშირში შევა და პირიქით. მადლობა ევროკავშირის წევრებს, პირადად ურსულა ფონ დერ ლაიენს, ქადრი სიმსონს და ყველას, ვისი წყალობითაც ახლა საერთო ენერგეტიკული სისტემა გვაქვს", — წერს ის.

18:25 ვროსაბჭოს შენობის წინ რუსეთის დროშა ჩამოხსნეს

17:54 ზელენსკის მიმართვა ბაიდენს

"მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს — თქვენ ხართ თქვენი ერის ლიდერი, გისურვებთ, იყოთ მსოფლიოს ლიდერი. მსოფლიოს ლიდერობა ნიშნავს იყო მშვიდობის ლიდერი", — განაცხადა ზელენსკიმ.

17:53 ზელენსკი: დღეს ჩემი ასაკი გაჩერდა, როდესაც 100-ზე მეტი ბავშვის გულისცემა შეწყდა

"ახლა მე ვარ 45 წლის. დღეს ჩემი ასაკი გაჩერდა, როდესაც 100-ზე მეტი ბავშვის გულისცემა შეწყდა. სიცოცხლეს აზრს ვერ ვხედავ, თუ ის ვერ შეაჩერებს სიკვდილს", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.

17:52 სააკაშვილი ზურაბიშვილს მოუწოდებს, უკრაინაში წავიდეს

"მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, მიბაძოს სხვა ქვეყნების ლიდერებს, ვინც კიევში ჩავიდა. ჩაფრინდეს პოლონეთში და იქიდან გაემგზავროს უკრაინის დედაქალაქში. მე პირადად, მზად ვარ, უკრაინელებთან ერთად უზრუნველვყო მისი ჩასვლის ლოჯისტიკა", — აცხადებს სააკაშვილი.

17:51 რა სახის ნეიტრალიტეტს ითხოვს უკრაინა მოლაპარაკებებზე — პოდოლიაკის განმარტება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებისგან ნეიტრალიტეტზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ განმარტავს, თუ რა პოზიციებს აფიქსირებს უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებზე. მისი თქმით, ვინაიდან უკრაინა ახლა რუსეთთან პირდაპირ ომშია, ნეიტრალიტეტის მოდელი შეიძლება მხოლოდ იყოს უკრაინული.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის ჩვენი პარტნიროების მცდელობების, რომ დარჩნენ ინიციატივების წარმომადგენელ მხარედ მოლაპარაკებების პროცესში. აქედან მოდის სიტყვები ნეიტრალიტეტის ავსტრიულ და შვედურ მოდელებზე, თუმცა ახლა უკრაინა რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირ ომშია, ამიტომ მოდელი შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინული და მხოლოდ იურიდიულად დამოწმებული უსაფრთხოების გარანტიებით, სხვა არცერთი მოდელი ან ვარიანტი", — ამბობს პოდოლიაკი.

17:49 გატაცებულმა მერმა ვიდეო ჩაწერა, ამბობს, რომ კარგადაა

სკადოვსკის მერმა, რომელიც დღეს ოკუპანტებმა გაიტაცეს ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ამბობს, რომ საფრთხე არ ემუქრება. მერის თქმით, თავისუფალია და მალე გაათავისუფლებენ სხვა დაკავებულებსაც. უკრაინსკაია პრავდა წერს, რომ ვიდეოში მერი საკმაოდ შეშფოთებული ჩანს და არ ჩანს, რა ვითარებაში ჩაწერა მან ეს მიმართვა.

17:48 ზელენსკიმ კონგრესმენებს აჩვენა, როგორ ცხოვრობდა უკრაინა პუტინის ომამადე

მან გაუშვა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გაანადგურეს ოკუპანტებმა მშვიდობიანი დასახლებები. ვიდეოს ბოლოს ეწერა: "დახურეთ ცა უკრაინის თავზე".

17:40 როგორ შეხვდნენ კონგრესში ზელენსკის

17:36 უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ს უფრო მეტის გაკეთებისკენ მოუწოდა

ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა მათ უფრო მეტის გაკეთებისკენ მოუწდა და აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი სანქციების დაწესება.

17:32 "მე მაქვს ოცნება" — ზელენსკიმ მარტინ ლუთერ კინგის სიტყვები გაიხსენა

"მე მაქვს ოცნება" — ეს სიტყვები აქ ყველა თქვენგანისთვის ნაცნობია. მე შემიძლია ვთქვა, რომ მე მაქვს საჭიროება. მე მჭირდება, რომ დავიცვა ჩვენი ცა, მჭირდება თქვენი გადაწყვეტილება, თქვენი დახმარება, რაც ზუსტად იმას ნიშნავს, როცა თქვენ ეს სიტყვები, "მე მაქვს ოცნება" გესმით", — უთხრა ზელენსკიმ კონგრესის წევრებს.

17:28 ზელენსკიმ უკრაინის თავზე ცის დახურვა კიდევ ერთხელ მოითხოვა

"რუსეთმა უკრაინული ცა ათასობით ადამიანისთვის სიკვდილის წყაროდ აქცია. რუსულმა ჯარებმა უკრაინაში უკვე 1 000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, ჩამოაგდეს უთალავი ბომბი, იყენებენ დრონებს, რომ დაგვხოცონ — ეს არის ტერორი, რომელიც ევროპას 80 წელია არ უნახავს და ჩვენ ამ ტერორზე პასუხს ვითხოვთ.

ბევრს ვითხოვთ? შექმენით არა-საფრენი ზონა უკრაინის თავზე, ბევრია ამის მოთხოვნა? არა-საფრენი ზონა, რითაც რუსეთს აღარ შეეძლება ჩვენი ქალაქების დატერორება. თუ ეს ძალიან ბევრია, მაშინ გთავაზობთ ალტერნატივას — იცით, როგორი თავდაცვის სისტემებიც გვჭირდება", — აცხადებს ზელენსკი.

17:13 ახლა ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება — ზელენსკი

"ახლა ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება, ჩვენი ხალხის — იქნებიან თუ არა უკრაინელები თავისუფლები, შეინარჩუნებენ თუ არა ისინი თავიანთ დემოკრატიას. რუსეთი თავს დაგვესხა არა მხოლოდ ჩვენ, ჩვენს მიწას, ჩვენს ქალაქებს, არამედ ის გამოვიდა ჩვენი ძირითადი ღირსებულებების, ადამიანური ღირებულებების წინააღმდეგ", — ამბობს ზელენსკი.

17:10 ერთი წამითაც არ გვიფიქრია დანებებაზე — ზელენსკი

"ამაყი ვარ, მოგესალმოთ უკრაინიდან, ჩვენი დედაქალაქი კიევიდან. ქალაქი, რომელიც რუსეთის მხრიდან ყოველდღე სარაკეტო თავდასხმების ქვეშაა, მაგრამ არ ნებდება და ამაზე ერთი წამითაც კი არ გვიფიქრია", — განაცხადა ზელენსკიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.

17:08 ზელენსკის აშშ-ის კონგრესში ტაშით შეეგებნენ

16:59 მალე ზელენსკი კონგრესს მიმართავს

16:40 უკრაინელი ბავშვის პასუხი კითხვაზე, რას გეგმავს გაზაფხულზე

"ჯერ ჩვენ მოვიგებთ ომს, შემდეგ კი ევროვიზიას. მოგვიანებით სითბო იქნება და მთელი ქვეყანის გავლით წავალთ ყირიმში, ზღვაზე დასასვენებლად", — დაწერა მან.

ფოტო: ოლეგ პასკა

16:25 ჩერნიგოვში პურის რიგში მდგომი 10 ადამიანი მოკლეს — მედია

უკრაინსკაია პრავდას ინფორმაციით, ჩერნიგოვში რუსულმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნენ პურის რიგში მდგომ ადამიანებს.

უკრაინული მედია სუსპილნე კორესპონდენტზე დაყრდნობით წერს, რომ სროლა 16 მარტს 10 საათზე მოხდა და შედეგად მინიმუმ 10 მშვდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა. მედია ავრცელებს კადრებს, რომელშიც ცხედრები ჩანს.

15:55 ბუჩაში მძევლად აყვანილი საკრებულოს თანამშრომლები და მოხალისეები ოკუპანტებმა გაათავისუფლეს

ბუჩაში მძევლად აყვანილი საკრებულოს თანამშრომლები და მოხალისეები ოკუპანტებმა გაათავისუფლეს. ინფორმაციას ბუჩას საკრებულო ავრცელებს და წერს, რომ ისინი უკვე ოჯახებს დაუბრუნდნენ.

დღეს ბუჩაში რუსმა ოკუპანტებმა საკრებულოს შენობა დაარბიეს. მათ ტყვედ აიყვანეს საკრებულოს თანამშრომლები და მოხალისებიი, სულ 6 ადამიანი, რომლებიც მოსახლეობას ეხმარებოდნენ.

15:40 ოკუპანტებმა უკრაინაში კიდევ ერთი მერი გაიტაცეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ოკუპანტებმა სკადოვსკის მერი და მისი მოადგილე გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას კულება Twitter-ზე ავრცელებს.

"რუსი დამპყრობლები აგრძელებენ უკრაინაში დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი ლიდერების გატაცებას. დღეს სკადოვსკის მერი, ალექსნადრ იაკოვლიევი და მისი მოადგილე, იური პალიუხი გაიტაცეს. სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაუყოვნებლივ უნდა მოსთხოვოს რუსეთს, რომ ყველა გატაცებული უკრაინელი მაღალჩინოსანი გაათავისუფლონ", — წერს ის.

15:35 რეალ მადრიდი უკრაინიდან ლტოლვილებს 1 მილიონი ევროთი დაეხმარება

კლუბი თანხას გადასცემენ კამპანიას "ყველა უკრაინასთან", რომელიც მადრიდის რეალის ფონდმა წამოიწყო 5 მარტს. კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კამპანია გაგრძელდება იქამდე, სანამ პირდაპირი შემოწირულებები საჭირო იქნება ლტოლვილთა საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

15:20 დეპუტინიზაცია ნიშნავს ყველა სფეროში რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევას — კულება

"დეპუტინიზაცია ნიშნავს ყველა სფეროში რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევას — პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ენერგეტიკა, ბიზნესი, ხელოვნება, სამეცნიერო კვლევები და ა.შ. რუსეთი დღეს ტოქსიკური პარტნიორია, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინაში მასობრივ ომის დანაშაულებებზე. რაც უფრო მალე გაწყვეტს მსოფლიო ყველანაირ კავშირს, მით უკეთესი", — წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება Twitter-ზე.

15:07 ზელენსკი: ჩვენ სახლში ვართ და ვიცავთ უკრაინას

15:06 რუსი ოლიგარქის იახტა ნორვეგიაშია ჩარჩენილი, რადგან ადგილობრივები საწვავს არ უვსებენ

იახტას, სახელად რაგნარი, რუსი ოლიგარქი, კგბ-ს ყოფილი აგენტი, ვლადიმერ სტრჟალოვსკი ფლობს — ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის თანამოაზრეა. ასევე, იკავებდა მინისტრის მოადგილის პოსტს.

მიუხედავად იმისა, რომ სტრჟალოვსკი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების სიაში არ არის, ნორვეგიელი პოლიტიკოსების ნაწილი მთავრობას მოუწოდებს, რომ იახტა ჩამოართვან.

14:25 ნავალნის სიტყვა ომზე, ოლიგარქებზე, რუსეთსა და სასამართლოზე

15 მარტს თაღლითობასა და სასამართლოს უპატივცემულობაში ბრალდებული რუსეთის ნომერ პირველი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროკურორი ნავალნისთვის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 13 წლით თავისუფლების აღკვეთა ითხოვდა.

რუსული მედია წერს, რომ სასამართლოზე ნავალნის "ორი ემოციური მიმართვა" ჰქონდა, თუმცა სწორედ მისი ან ადვოკატების გამოსვლის დროს ვიდეოკავშირი წყდებოდა და სრულად გადმოცემა ვერ შეძლეს. მედია სხდომას ვერ ესწრებოდა და ცალკე ოთახში ეკრანზე უყურებდა ტრანსლაციას, ამიტომ ნავალნის სიტყვა სრულად არ მოიპოვება, მაგრამ არსებული ნაწყვეტებიც საკმარისია მისი პოზიციის გასაგებად.

14:00 რა განასხვავებს პუტინს სხვა ტირანებისგან, ანუ რას ეფუძნება რუსული იმპერიალიზმი?

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ნოვაკ ჯოკოვიჩისა და სერგეი სტახოვსკის მიმოწერა გასაჯაროვდა, სადაც მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი კოლეგას თანადგომასა და სოლიდარობას უცხადებდა. სტახოვსკიმ, რომელმაც უკრაინის დასაცავად საკუთარი ჩოგანი იარაღზე გაცვალა, იტალიური სატელევიზიო არხის, LA7-ის გადაცემა Otte e Mezzo-ს ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც ეს სიტყვები თქვა: "პუტინი ბირთვული ძალით იმუქრება და ის ამ კარტის გამოყენებას გააგრძელებს. ერთადერთი იმედი მისი სიკვდილია, თორემ ის ისევე მოიქცევა, როგორც ჰიტლერი, როდესაც ევროპას შუაზე ხლეჩდა".

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ხშირად მოისმენდით მსგავსი ტიპის განწყობას ვლადიმერ პუტინის მიმართ. იქნებოდა ეს უკრაინაში თუ საქართველოში — მრავალი იმ პერიოდში კომაში მყოფი ჟირინოვსკის გზას უსურვებდა მის ბელადსაც. ეს განწყობა იმდენად ყოვლისმომცველი გახდა, რომ Meta-მ განაცხადა, თუ პუტინს სიკვდილს უსურვებდი, Facebook და Instagram აღარ დაგბლოკავდა.

  • სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

13:30 ლავროვის მტკიცებით, მოლაპარაკებებზე უკრაინის ნეიტრალური სტატუსი სერიოზულად განიხილება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მტკიცებით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოთხოვნებთან ერთად მოლაპარაკებებზე უკრაინის ნეიტრალური სტატუსი სერიოზულად განიხილება. მინისტრის განცხადებას რუსული მედია ავრცელებს.

"ნეიტრალური სტატუსი ახლა სერიოზულად განიხილება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად. არსებობს კონკრეტული ფორმულირებები, რომლებიც ჩემი შეხედულებით, შეთანხმებასთან ახლოსაა", — განაცხადა ლავროვმა.

13:26 რა არის დეფოლტი და რას ნიშნავს რუსეთისთვის ამ ზონაში გადასვლა

ფინანსებში დეფოლტი სესხების კანონიერი ვალდებულებებისა და პირობების შეუსრულებლობას ნიშნავს, რომლებიც კანონით ან მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. ჩვეულებრივ, მხარეებიდან ერთ-ერთი მევალე ან კრედიტორია. შეთანხმებაში ხშირად ვალის დაფარვის პირობები და ვადაა გათვალისწინებული.

დეფოლტის ზუსტი სამართლებრივი განმარტება, შესაძლოა, ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმულირებით შეგვხვდეს. თუმცა, უმეტესად დეფოლტი იმ მდგომარეობას ეწოდება, როცა მხარე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებიდან ერთს ან მეტს არღვევს. ეს ტერმინი არალიკვიდურობასთან ან გაკოტრებასთან არ უნდა გავაიგივოთ.

  • სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

13:00 პოროშენკო: მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ერს ამ მხარდაჭერისთვის

"პუტინი არ ელოდა ასეთ უკრაინულ არმიას, რომელიც პრეზიდენტმა 2014 წლის შემდეგ შექმნა, არ ელოდა ასეთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ მსოფლიოს მხრიდან. ჩვენ გავუძელით 3 კვირას, ეს ცოტა არაა. პუტინი არის მშვიდობისა და დემოკრატიის მტერი. მისი აგრესიის მიზეზიც ეს იყო საქართველოში. მე მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ერს ამ მხარდაჭერისთვის, ასეთი მასშტაბური აქციებისთვის ჩვენი ერისა და ქვეყნისთვის. ქართველმა ხალხმა იცის, თუ რას ნიშნავს რუსული ჯარის ყოფნა თავის ტერიტორიაზე. მსოფლიოც და ღმერთიც ჩვენთან არის, პუტინი ყველაფერზე პასუხს აგებს, რაც ჩვენთან და თქვენთან ჩაიდინა", — განაცხადა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ფორმულასთან.

12:40 ბუჩაში რუსმა ოკუპანტებმა საკრებულოს თანამშრომლები და მოხალისეები გაიტაცეს

ბუჩაში რუსმა ოკუპანტებმა საკრებულოს შენობა დაარბიეს. მათ ტყვედ აიყვანეს საკრებულოს თანამშრომლები და მოხალისებიი, სულ 6 ადამიანი, რომლებიც მოსახლეობას ეხმარებოდნენ. ინფორმაციას ბუჩას საკრებულო ტელეგრამზე ავრცელებს.

12:12 შემდეგი კვირიდან თბილისის ბაგა-ბაღები უკრაინის მოქალაქე ბავშვების მიღებას შეძლებენ — კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი კვირიდან თბილისის ბაგა-ბაღები უკრაინის მოქალაქე ბავშვების მიღებას შეძლებენ. მისივე თქმით, მათ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიღებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ.

"მინდა, მოგაწოდოთ კიდევ ერთი სიახლე. გადაწყვეტილება, რომელიც საკრებულოსთან ერთად მივიღეთ. აქ ჩარჩენილი უკრაინელი ოჯახების პატარები ჩვეულებრივად შეძლებენ ბაგა-ბაღების მომსახურებით სარგებლობას ყოველგვარი გადასახადების გარეშე", — განაცხადა მან თბილისის მთავრობის სხდომაზე.

გარდა ამისა, კალაძემ აღნიშნა ისიც, რომ უკრაინის დასახმარებლად შექმნის ანგარიშზე მილიონ 117 ათას ლარზე მეტია ჩარიცხული. მისივე თქმით, მომდევნო დღეებში მიიღება გადაწყვეტილება, თუ რა ფორმით გადაირიცხება თანხა უკრაინაში. კალაძე დასძინა, რომ ამაზე პირდაპირი კონსულტაციები უკრაინის საელჩოსთან ექნებათ.

11:48 პაკისტანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

პაკისტანმა უკრაინას ორი თვითმფრინავით ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. ინფორმაციას CNN პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრზე, შაჰ მაჰმუდ ქურეშზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჰუმანიტარულ დახმარება მოიცავს კარვებს, საძილე ტომრებს, გენერატორებს, ჰიგიენის საშუალებებს, მედიკამენტებსა და ა.შ.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის სიტუაციის დარეგულირება დიალოგისა და დიპლომატიის გზით სურთ. ასევე, დასძინა, რომ პაკისტანმა უკრაინას დახმარება "კარგი ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორიის" საფუძველზე გამოუყო.

აღსანიშნია, რომ პაკისტანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2 მარტს რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ დაგმო.

11:30 კიევში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს, დაშავდა 2 ადამიანი

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კიევში დაბომბვის შედეგად 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, მის გვერდით მდგარი 9-სართულიანი კორპუსი კი ნაწილობრივ დაზიანდა.

მათი ცნობით, შედეგად 2 ადამიანი დაშავდა და 35-ის ევაკუაცია განხორციელდა.

11:27 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან 21-ე დღეს — სრულად

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით, 13 800 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:

  • ტანკი — 430 ერთეული;
  • ჯავშანტექნიკა — 1 375 ერთეული;
  • საარტილერიო სისტემა — 190 ერთეული;
  • თვითმფრინავი — 84 ერთეული;
  • ვერტმფრენი — 108 ერთეული;
  • საავტომობილო ტექნიკა — 819 ერთეული;
  • გემები/ნავები — 3 ერთეული;
  • უპილოტო საფრენი აპარატები — 11 ერთეული.

11:15 დამოუკიდებელი უკრაინა იარსებებს ბევრად უფრო დიდხანს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი — ბლინკენი

ბლინკენის თქმით, აშშ ყველაფერს აკეთებს უკრაინაში ომის დასასრულებლად.

"ჩვენ ვაკეთებთ ამას იმ მხარდაჭერით, რომელსაც ყოველდღიურად ვუწევთ უკრაინას. ამას ვაკეთებთ ამას იმ ზეწოლით, რომელსაც ყოველდღიურად ვახორციელებთ რუსეთის წინააღმდეგ", — ამბობს ის.

10:39 თითქმის წამში ერთხელ ლტოლვილი ხდება ერთი უკრაინელი ბავშვი — UNICEF

10:15 კიევში დაბომბვის შედეგად სახლი ჩამოინგრა

10:10 აშშ-ს სენატი რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას ითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომლითაც სენატი რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას და პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს. როგორც Reuters წერს კონგრესმა ამ გადაწყვეტილებას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა, რაც კონგრესისთვის იშვიათი მოვლენაა.

რეზოლუცია ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, გამოიძიონ პუტინის, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრების და სამხედრო მეთაურების სავარაუდო დანაშაული.

09:45 ხარკოვის ცენტრი

09:18 ევროპას უნდა ესმოდეს, თუ უკრაინას დაკარგავს, იგივე აღარასოდეს იქნება — პოლონეთის პრემიერმინისტრი

"ევროპას უნდა ესმოდეს, თუ უკრაინას დაკარგავს, იგივე აღარასოდეს იქნება. აღარ იქნება ევროპა. ეს იქნება მისი ყოფილი მე-ს დამარცხებული, დამცირებული და პათეტიკური ვერსია. მე მინდა ძლიერი და მტკიცე ევროპა".

08:57 ვფიქრობ, აუცილებელია სამშვიდობო მისიის გაგზავნა უკრაინის ტერიტორიაზე — პოლონეთის ვიცეპრემიერი

პოლონეთის ვიცეპრემიერის იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, საჭიროა უკრაინაში NATO-ს, ან უფრო ფართო საერთაშორისო კოალიციის მშვიდობისმყოფელთა მისია, რომელიც საკუთარი თავის დაცვასაც შეძლებს. ამის შესახებ მან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ვფიქრობ, აუცილებელია სამშვიდობო მისია — ნატო, შესაძლოა, უფრო ფართო საერთაშორისო სტრუქტურა. მისია, რომელიც შეძლებს თავის დაცვას, რომელიც იმოქმედებს უკრაინის ტერიტორიაზე", — თქვა მან.

08:39 ასე გამოიყურება The New Yorker-ის ახალი ნომრის გარეკანი

08:11 პრემიერმინისტრის ვიზიტი ისტორიის სახელმძღვანელოებში ჩაიწერება — შმიგალი

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები კიევში ჩასვლა ისტორიის სახელმძღვანელოებში ჩაიწერება. მისი თქმით, ესაა უსაზღვრო მხარდაჭერის დასტური.

"პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრების ყოფნა კიევში არის ყველა უკრაინელისთვის უსაზღვრო მხარდაჭერის დასტური. სამი პრემიერმინისტრის ვიზიტი ევროკავშირის საბჭოს სახელით ისტორიის სახელმძღვანელოებში ჩაიწერება", — წერს შმიგალი.

07:45 უკრაინის ყველა მეგობარს კიევში ვიწვევ

"უკრაინის ყველა მეგობარს კიევში ვიწვევ. აქ შეიძლება, საშიში იყოს, რადგან ჩვენი ცა ჯერ არ არის დახურული რუსული რაკეტებისთვის და თვითმფრინავებისთვის. ჩვენი საჰაერო არსენალის გაძლიერების გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თვითმფრინავები არ მიგვიღია. მაგრამ... თქვენ ნამდვილად იცით, რომ მსოფლიოს ყველა ადამიანის თვალი ახლა ჩვენი დედაქალაქისკენ, უკრაინელებისკენ არის მიმართული. ასე რომ, ვინც ჩვენთან არის, მიიღებს მადლიერებას. არა მხოლოდ ჩვენს, არამედ სხვა ერების მადლიერებასაც".

01:08 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის გარიცხვას მხარი ერთხმად დაუჭირა

მომხრე იყო 216, ხოლო არცერთი წინააღმდეგი. თავი შეიკავა — 3-მა. როგორც PACE ოფიციალურ Twitter-ზე წერს, ასამბლეამ ერთსულოვანი კენჭისყრით მოუწოდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტს, რომ რუსეთის "ევროპის საბჭოდან რუსეთის დაუყოვნებლივი გარიცხვა" მოითხოვოს.

00:50 ზელენსკი კიევში ჩასულ პრემიერმინისტრებს შეხვდა

"თქვენი ვიზიტი უკრაინისთვის ამ რთულ დროს მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია", — უთხრა ზელენსკიმ კიევში ჩასულ პრემიერმინისტრებს.

16 მარტი: პუტინის ომის 21-ე დღე

მთავარი ამბები:

  • რუსული სახელმწიფო არხის რედაქტორმა პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერი გაშალა;
  • ზელენსკიმ რადას უკრაინაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების კანონპროექტი წარუდგინა;
  • ამერიკელმა ექიმებმა ლვოვის მახლობლად საველე ჰოსპიტალი გახსნეს;
  • მსოფლიო ბანკი უკრაინას დამატებით 200 მილიონი დოლარის დაფინანსებას გამოუყოფს;
  • ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში ელექტროენერგიის მიწოდება ისევ აღადგინეს;
  • არესტოვიჩი ვარაუდობს, რომ ომი მაისში დასრულდება;
  • იაპონია კიდევ 17 რუს ოლიგარქსა და მაღალჩინოსანს უწესებს სანქციებს;
  • სოლიდარობის გამოსახატად პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები კიევში ჩავიდნენ;
  • ომის გამო უკრაინა 3 მილიონამდე ადამიანმა დატოვა;
  • ოკუპანტებთან თანამშრომლობა უკრაინაში დასჯადი გახდება;
  • ჩუგუევის დაბომბვისას 16 წლის ბიჭი დაიღუპა;
  • ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი უკრაინაში ჩავიდა;
  • უკრაინაში Fox News-ის ოპერატორი დაიღუპა;
  • რუსეთმა ბაიდენს, ბლინკენსა და აშშ-ის სხვა ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა;
  • რუსეთი ევროსაბჭოს ტოვებს და ამტკიცებს, თითქოს ამის გაკეთება "აიძულეს";
  • კრემლმა რუსეთში შესვლა ჯასტინ ტრუდოსაც აუკრძალა.

23:57 უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება

"ხვალ გავაგრძელოთ. ძალიან რთული და ბლანტი მოლაპარაკების პროცესია. არსებობს ფუნდამენტური წინააღმდეგობები, მაგრამ კომპრომისისთვის ნამდვილად არის ადგილი. შესვენებაზე მუშაობა ქვეჯგუფებში გაგრძელდება", — წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე.

23:54 ცეცხლი, ნანგრევები და კვამლი — ასე გამოიყურებოდა დღეს მარიუპოლი

23:44 აშშ უკრაინას 13,6 მილიარდი დოლარით დაეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ხელი მოაწერა ორპარტიული მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს, რომლის ფარგლებშიც უკრაინას ისტორიული თანხით, 13,6 მილიარდი დოლარით დაეხმარება.

მისი თქმით, პუტინის აგრესიამ ამერიკისა და მსოფლიოს გარშემო ადამიანები გააერთიანა, რათა სწრაფად და გადამწყვეტად იმოქმედონ.

22:32 ფსაკი რუსეთზე: ბაიდენი არის უმცროსი, ამიტომ, შესაძლოა, მამამისს დაუწესეს სანქციები

"პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი არის უმცროსი, ამიტომ, შესაძლოა, მამამისს დაუწესეს სანქციები, მშვიდად განისვენოს. მეორეც, არავის გაგიკვირდებათ, რომ არცერთი ჩვენგანი რუსეთში ტურისტულ ვიზიტებს არ ვგეგმავთ და საბანკო ანგარიშები არ გვაქვს", — განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა.

22:59 სოლიდარობის გამოსახატავად პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები კიევში ჩავიდნენ

22:49 ზელენსკი: რუსეთთან ყოველგვარი ვაჭრობა უნდა შეწყდეს, რათა ჩვენი ბავშვების მკვლელობები ვეღარ დააფინანსონ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთთან ყოველგვარი ვაჭრობა უნდა შეწყდეს, რათა კრემლმა ბავშვების მკვლელობები ვეღარ დააფინანსოს. ზელენსკის თქმით, მსოფლიოში ყველამ მორალური პოზიცია უნდა დაიჭიროს, მათ შორის, სახელმწიფოებმა და კომპანიებმა.

22:32 ზელენსკი: ყოველი დარტყმა უკრაინაზე არის რუსეთის მიერ თვითგანადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯი

"ჩვენი ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძვით. ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის რაკეტების, ბომბების, არტილერიის, ტანკების, ნაღმტყორცნებისა და ყველაფრის წინააღმდეგ, რასაც რუსული ძალები ჩვენს გასანადგურებლად იყენებენ. ყველაფერი დანარჩენის წინააღმდეგ, რითაც რუსეთი ახლა თავს ინადგურებს. იმიტომ, რომ ყოველი გასროლა უკრაინაზე, ყოველი დარტყმა უკრაინაზე არის რუსეთის მიერ თვითგანადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯი", — ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

22:07 კრემლმა რუსეთში შესვლა ჯასტინ ტრუდოსაც აუკრძალა

კრემლი აშშ-ის შემდეგ, სანქციებს უწესებს კანადასაც და პრემიერმინისტრს რუსეთში შესვლას უკრძალავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ასევე შეეხება კანადის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს.

დღეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო ჩართვა ჰქონდა კანადაში — ის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და რუსეთის ომზე ისაუბრა. მან NATO-ს უკრაინის თავზე ცის დახურვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

21:54 მარინა ოვსიანიკოვას კომენტარი მედიასთან

21:02 ოვსიანიკოვა ვიდეომიმართვის გამო 30 000 რუბლით დააჯარიმეს

პირველი არხის თანამშრომელი, მარინა ოვსიანიკოვა "არაკოორდინირებული აქციის მოწყობისთვის" 30 000 რუბლით დააჯარიმეს. როგორც Meduza განმარტავს, საუბარია არა ანტისაომარ პროტესტზე, არამედ მის ვიდეომიმართვაზე, რომელშიც ხალხს ომის წინააღმდეგ პროტესტისკენ მოუწოდებდა.

რაც შეეხება ეთერში საპროტესტო ბანერით შესვლას, rbc-ის ინფორმაციით, ამის გამო, მას სასჯელი, შესაძლოა, სისხლის სამართლის კოდექსის ახალი მუხლით დაეკისროს, კერძოდ — "საჯარო ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენების დისკრედიტაციას". ამას წერს გამოცემა Meduza-ც და აღნიშნავს, რომ ოვსიანიკოვას წინააღმდეგ გამოძიება ამ მუხლითაც მიმდინარეობს.

20:46 რუსეთი ევროსაბჭოს ტოვებს და ამტკიცებს, თითქოს ამის გაკეთება "აიძულეს"

რუსეთი ევროსაბჭოს ტოვებს და ამტკიცებს, თითქოს ამის გაკეთება "აიძულეს". ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნები ევროპის საბჭოში თავიანთ უმრავლესობა "ბოროტად იყენებენ" და თანმიმდევრულად აქცევენ ამ ორგანიზაციას "ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად".

ნახეთ ვრცლად აქ.

19:44 რუსეთმა ბაიდენს, ბლინკენსა და აშშ-ის სხვა ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა

განცხადების თანახმად, ეს "უპრეცედენტო სანქციების" სერიის პასუხია და ის დღეიდან, 15 მარტიდან ამოქმედდება. რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, სიაში ასევე მოხვდნენ ლოიდ ოსტინი, ჰილარი კლინტონი, ჯეიკ სალივანი და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

19:25 უკრაინაში Fox News-ის ოპერატორი დაიღუპა

უკრაინაში Fox News-ის ოპერატორი, პიერ ზაკრზევსკი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.

ამასთან, არხის ჟურნალისტის ცნობით, ოპერატორი 14 ოქტომბერს კიევთან მომხდარი თავდასხმის შედეგად დაიღუპა. თავდასხმის დროს დაშავდა Fox News-ის კიდევ ერთი ჟურნალისტი.

18:50 ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი უკრაინაში ჩავიდა

18:25 რუსული მედიების ინფორმაციით, მარინა ოვსიანიკოვა უფლებადამცველთან ერთად სასამართლოშია

ოვსიანიკოვამ გუშინ რუსული სახელმწიფო მედიის პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერი შეიტანა, რის შემდეგაც დააკავეს. მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო.

18:10 ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 17 მაშველი დაიღუპა, 1 ტყვეობაშია

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე 17 მაშველი დაიღუპა, 1 კი ტყვეობაშია.

"სამწუხაროდ, ბრძოლების შედეგად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს შორის არის დანაკარგი. დაიღუპა 17 მაშველი, 32 დაშავდა, 1 ტყვეობაშია. ტყვეობაშია კაპიტანი, რომელიც 11 მარტს სოფელ გოსტომელში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში მონაწილეობდა", — აცხადებენ უწყებაში.

18:02 ჩუგუევის დაბომბვისას 16 წლის ბიჭი დაიღუპა

უკრაინსკაია პრავდას ინფორმაციით, ღამით რუსმა დამპყრობლებმა ხარკოვსა და რეგიონში საცხოვრებელ კორპუსებს, ბაზრებს, საავადმყოფოსა და საბავშვო ბაღს ცეცხლი გაუხსნეს. ხარკოვის პოლიცია აცხადებს, რომ ჩუგუევის დაბომბვისას 16 წლის ბიჭი დაიღუპა.

უწყებაში ამბობენ, რომ საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფების წევრები მიდიან ყველა აფეთქების ადგილას და აგროვებენ მტკიცებულებებს რუსეთის დანაშაულების შემდგომი დოკუმენტაციისთვის.

17:55 დიდმა ბრიტანეთმა 370 რუს პირს, მათ შორის დიმიტრი მედვედევს სანქციები დაუწესა

BBC-ის ინფორმაციით, 370 რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს სანქციები დაუწესა. ახალი სანქციები დიდმა ბრიტანეთმა მას შემდეგ დააწესა, რაც სანქციების დაჩქარებისა და გამკაცრების მიზნით ახალი კანონმდებლობა მიიღო.

კანონმდებლობა საშუალებას აძლევს დიდ ბრიტანეთს სანქციები დაუწესოს მათ, ვისაც აქტივები გაუყინეს ევროკავშირმა, აშშ-მ ან კანადამ.

მანამდე დიდმა ბრიტანეთმა პერსონალური სანქციები 204 ადამიანსა და 65 ორგანიზაციას დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი. სანქცირებულ ადამიანებსა და ორგანიზაციებს ბრიტანეთი ქვეყანაში არსებულ აქტივებს უყინავს.

17:05 ოკუპანტებთან თანამშრომლობა უკრაინაში დასჯადი გახდება

ოკუპანტებთან თანამშრომლობა უკრაინაში დასჯადი გახდება. ამის შესახებ უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერმა ალექსანდრ კორნიეკომ განაცხადა. მისი განმარტებით, ზელენსკიმ კოლაბორაციონიზმის შესახებ კანონს მოაწერა ხელი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს.

კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება მუხლი, რომლის მიხედვითაც, აგრესორ სახელმწიფოსთან, მის საოკუპაციო ადმინისტრაციასთან, სამხედროებთან ან გასამხედროებულ ფორმირებებთან პოლიტიკური, საინფორმაციო, ადმინისტრაციული ან ეკონომიკური თანამშრომლობა 15 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ამავე მუხლით გასამართლებულ პირებს საარჩევნო კომისიის წევრობა ან დამკვირვებლობა აეკრძალება. ამასთან, მათ უფლება არ ექნებათ გახდენ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენელი ან სანდო პირი. პირს შეეზღუდება თანამდებობაზე დანიშვნის უფლებაც.

სისხლის სამართლის კოდექსს კიდევ ერთი მუხლი დაემატება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება იმ პოლიტიკური პარტიების გაუქმება, რომელთა წარმომადგენლებიც კოლაბორაციონიზმისთვის იყვნენ გასამართლებულები. ეს მუხლი იურიდიულ პირებსაც შეეხებათ.

16:45 უკრაინაში ომისას რუსეთმა მოკლა 3 ჟურნალისტი, დაშავებულია 35 — დენისოვა

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, უკრაინაში ომისას რუსეთმა მოკლა 3 ჟურნალისტი, დაშავებულია 35. ამის შესახებ მან ტელეგრამზე დაწერა.

დენისოვას თქმით გარდაცვლილი ჟურნალისტები არიან ვიქტორ დუდარი, ევჰენ საკუნი და ბრენტ რენო. დუდარი ნიკოლაევთან საომარ მოქმედებებს შეეწირა, საკუნი კიევში სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა, ხოლო აშშ-ს მოქალაქე ბრენტ რენო ირპენში, საგუშაგოზე მოკლეს.

16:30 ომის გამო უკრაინა 3 მილიონამდე ადამიანმა დატოვა

გაეროს ინფორმაციით, უკრაინიდან ლტოლილთა რიცხვმა 3 მილიონს მიაღწია. 15 მარტის მდგომარეობით, ქვეყანა 2 969 600-მა ადამიანმა დატოვა.

ლტოლვილები ძირითადად უკრაინის მეზობელ ქვეყნებში გადადიან, პოლონეთში, რუმინეთში, მოლდოვაში, უნგრეთში, სლოვაკეთში და სხვა.

ბოლო მონაცემებით:

      • პოლონეთში გადავიდა — 1 808 436 ადამიანი;
      • რუმინეთში — 453 432;
      • მოლდოვაში — 337 215;
      • უნგრეთში — 263 888;
      • სლოვაკეთში — 213 000;
      • რუსეთის ფედერაციაში — 142 994;
      • ბელარუსი — 1 475.

16:05 მადლობლები ვართ ზურაბიშვილის უკრაინელი ხალხის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის — კასიანოვი

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილს სოლიდარობისთვისა და მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, ყურადღებით ვადევნებთ თვალს პარლამენტში გამოსვლის რეაქციას.

"ჩვენ მადლობლები ვართ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის, რაც მან გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა. სრულიად საქართველოს მიმართ. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს პარლამენტში გამოსვლის რეაქციის პოლიტიკურ გარემოებებში, დასავლურ საზოგადოებრივ წრეებში და მუდმივად ვაცნობებთ კიევს ამის შესახებ", — თქვა ანდრეი კასინოვი.

15:58 დუდა: კაჩინსკი მართალი იყო, როცა 2008-ში თქვა, რომ: "ცენტრალურ ევროპას მამაცი ლიდერები ჰყავს"

პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მართალი იყო, როცა 2008 წელს თბილისში თქვა, რომ: "ცენტრალურ ევროპას მამაცი ლიდერები ჰყავს". პოლონეთი, სლოვენია, ჩეხეთი. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა და უკრაინის ძლიერი მხარდაჭერა მთელი ევროკავშირისგან. პოლონეთი არის და ყოველთვის იქნება უკრაინის დამცველი", — დატვიტა პოლონეთის პრეზიდენტმა.

15:45 სოლიდარობის გამოსახატად პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები კიევში მიდიან

პოლონეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, ვიცე-პრემიერთან, ასევე, ჩეხ და სლოვენიელ კოლეგებთან ერთად კიევში მიდის. ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე მათეუშ მორავიეცკი განმარტავს, რომ მათ უკრაინელებისადმი სოლიდარობის გამოხატვა სურთ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მატარებლით მიდიან და უკვე გადაკვეთეს უკრაინა-პოლონეთის საზღვარი.

"დღეს, უკრაინის წინააღმდეგ პუტინის კრიმინალური აგრესიის მე-20 დღეს, ვიცე-პრემიერ იაროსლავ კაჩინსკისთან, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრთან პეტრ ფიალასთან და სლოვენიის პრემიერმინისტრთან იანეს იანშასთან ერთად მივდივართ კიევში, რათა უკრაინელებისადმი ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ", — წერს მორავიეცკი.

15:00 რა რეაქციები ჰქონდათ კიევსა და მოსკოვში ოვსიანიკოვას პროტესტზე

პერვი კანალის რედაქტორმა, მარინა ოვსიანიკოვამ გუშინ პროპაგანდისტების ჩვეულებრივი დღის მყუდროება დაარღვია და სახელმწიფო მედიის, მთავარი საინფორმაციო გამოშვებისას ეთერში საპროტესტო ბანერით შევიდა. ოვსიანიკოვას მიერ ომის დაგმობას ბევრი აღფრთოვანებით შეხვდა. ასეულობით ადამიანი მას მადლობას უხდიდა გამბედაობისთვის. მათ შორის იყო უკრაინის პრეზიდენტიც.

ივანკოვას მადლიერები იყვნენ რუსეთშიც, ოღონდ საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც "მეორე რუსეთის" სახელით ვიცნობთ. როგორც მოსალოდნელი იყო, სულ სხვა პოზიცია აქვს კრემლს. პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ივანკოვას საქციელს ხულიგნობა უწოდა.

      • სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

14:31 "ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ — ყველა ქუჩას ყველა ქალაქში, ყველა სახლს, ყველა ბინას", — წერს ზელენსკი და ამ ფოტოებს აქვეყნებს

ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი / Facebook

ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი / Facebook

ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი / Facebook

14:25 რუსმა სამხედროებმა მუზეუმიდან ძველი უნიტაზი მოიპარეს

14:20 როგორ (ვერ) იცავენ უკრაინაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს

უკრაინაში მსოფლიო მემკვიდრეობის შვიდი ძეგლია, მათ შორისაა კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი, კიევ-პეჩერის ლავრა და ლვოვის უძველესი კვარტალი. Unicef უკვე გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებს და აქტიურად იწყებს მუშაობას ზარალის შესაფასებლად, ასევე იგეგმება ძეგლების მონიშვნა ჰააგის კონვენციის ლურჯი ფარის ემბლემით.

ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 28 თებერვალს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქში ივანკივის მუზეუმი დაიწვა, სადაც უკრაინული ხალხური ხელოვნების ნიმუშები ინახებოდა. დაიკარგა უკრაინელი მხატვრის, მარია პრიმაჩენკოს 25-მდე ნამუშევარი.

ერთმორწმუნე მტრები

თემა, რომლითაც პრორუსულად განწყობილი ადამიანები თითქმის ყოველთვის სპეკულირებენ, რელიგიაა. თუმცა ახლაც, 2022 წლის ომშიც, ისევე როგორც ყველა ომში და საერთოდაც, "ერთმორწმუნე" ოკუპანტმა გვიჩვენა, რომ ის მტერია, რომლისთვისაც არც რელიგიური და არც ადამიანური საზღვრები არსებობს.

      • ფოტოებისა და სტატიის ნახვა შეგიძლიათ აქ.

13:45 ჯონსონის თქმით, ყირიმის შემდეგ დასავლეთმა საშინელი შეცდომა დაუშვა, როცა პუტინს ეს შეარჩინა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის კომენტარს გამოცემა The Telegraph ავრცელებს.

"როცა რუსეთი უკრაინაში პირველად შეიჭრა, 2014 წელს, დასავლეთმა საშინელი შეცდომა დაუშვა. რუსეთის ლიდერმა ჩაიდინა ძალადობრივი აგრესიის აქტი და სუვერენული სახელმწიფოს დიდი ნაწილი მიიტაცა — და ჩვენ უფლება მივეცით ეს შერჩენოდა", — განაცხადა მან.

13:25 როცა ასეთი რთული პროცესებია რეგიონში, საქართველოს მთავარსარდალი უნდა იყოს ქვეყანაში — ღარიბაშვილი

პრემიერმინისტი ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს რატომ უთხრეს უარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროპაში სამუშაო ვიზიტებზე და აცხადებს, რომ როცა ასეთი რთული პროცესებია რეგიონში, საქართველოს მთავარსარდალი უნდა იყოს ქვეყანაში. მისი თქმით, ესაა მთავრობის მთავარი არგუმენტი და მოტივაცია უარის სათქმელად.

"მაშინ, როცა ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, მე მიმაჩნდა და მთავრობის თითოეულ წევს მიაჩნდა და მიაჩნია დღესაც, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში. ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია, რომ უარი გვეთქვა ვიზიტზე.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და განახორციელებს საქართველოს მთავრობა, შესაბამისად პრეზიდენტის ნებისმიერ შეხვედრა, ვიზიტი უნდა თანხმდებოდეს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მთავრობასთან. მე მგონი აქ ყველაფერი ნათელია, კითხვები აღარ არსებობს", — აცხადებს ის.

13:20 რიგი პოლიტიკოსები უკრაინას პიარული მიზნებისთვის იყენებენ, ჩანს, რომ ასე მოხდა — მდინარაძე ზურაბიშვილზე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი უკრაინას პიარული მიზნებისთვის იყენებს. მისი აზრით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაშიც ასე მოხდა.

"სამწუხაროდ, დღეს რიგი პოლიტიკოსები უკრაინას იყენებენ მხოლოდ და მხოლოდ პიარული მიზნებისთვის და არ მინდა ვინმეს დავაბრალო, მაგრამ ისე ჩანს, რომ ამ შემთხვევაშიც, ასე მოხდა. ახლა უკრაინის თემა არის ყველაზე ემოციური, ყველაზე ცუდად ნათქვამია, მაგრამ, მათი მხრიდან, დანახულს ვამბობ, პოპულარული და ამისი გამოყენება ამ მიზნებისთვის, არიც ცუდი", — თქვა მან.

13:10 წითელი დრაკონის" ფაქტორი: რა როლს აირჩევს ჩინეთი უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით?

ჩინეთი ყოველთვის ამბობდა, რომ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში არ ერევა. თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე კვირას ნეიტრალიტეტის შენარჩუნება მისთვის სულ უფრო რთული ხდება.

13 მარტს საერთაშორისო მედიებმა აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობაში დახმარება და ომში მხარდაჭერა სთხოვა. ჩინეთმა ეს ცნობა უარყო. თუმცა Financial Times-ის ცნობით, აშშ-მ პარტნიორებს შეატყობინა, რომ ჩინეთმა რუსეთის თხოვნის შემდეგ ომში სამხედრო აღჭურვილობით, მათ შორის, საჰაერო რაკეტებით დახმარების გაწევაზე გარკვეული ღიაობა გამოხატა.

ამ მოვლენების ფონზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ჩინეთის მომდევნო ნაბიჯზეა მიპყრობილი. ამ ნაბიჯის პროგნოზირებაში შეიძლება იმ გადაწყვეტილებებისთვის თვალის შევლება დაგვეხმაროს, რომელიც ქვეყანამ რუსეთსა და უკრაინასთან მიმართებით თებერვლიდან მოყოლებული დღემდე მიიღო.

      • სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.

13:00 ლაიენი: მისი პარტნიორები კრემლზე ზეწოლას გააგრძელებენ, მანამ სანამ ის უკრაინაში შეჭრას არ შეწყვეტს

"მივესალმები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-4 პაკეტის სწრაფად მიღებას. ეს კიდევ უფრო დაასუსტებს პუტინის უნარს, რომ ეს გაუმართლებელი ომი დააფინანსოს. ევროკავშირი და მისი პარტნიორები კრემლზე ზეწოლას გააგრძელებენ, მანამ სანამ ის უკრაინაში შეჭრას არ შეწყვეტს", — წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.

12:24 იაპონია კიდევ 17 რუს ოლიგარქსა და მაღალჩინოსანს უწესებს სანქციებს

ამის შესახებ იაპონიის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით CNN იუწყება. მათივე ცნობით, სანქცირებულთა სიაში არიან რუსი მილიარდელი იური კოვალჩუკის ოჯახის წევრები, რუსეთის პარლამენტის დეპუტატები და რუსი ოლიგარგი ვიქტორ ვექსელბერგი.

12:00 Anonymous-ის ცნობით, 7000000 რუსს ტელეფონებზე ომის საწინააღმდეგო შეტყობინებები დაუგზავნეს

Anonymous-ის კოლექტივმა 7 000 000 რუსს ტელეფონებზე ომის საწინააღმდეგო შეტყობინებები დაუგზავნა, სადაც უკრაინაში პუტინის ომის შესახებ მოქალაქეებს სიმართლეს ეუბნებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Twitter-ზე ჰაკერულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული ანგარიში ავრცელებს.

12:10 არესტოვიჩი ვარაუდობს, რომ ომი მაისში დასრულდება

"ვფიქრობ, სამშვიდობო შეთანხმება მაისში იქნება, შეიძლება, უფრო ადრეც, ვნახავთ, ვსაუბრობ ბოლო შესაძლო თარიღებზე. ჩვენ ახლა გზაზე ვართ: ან იქნება სამშვიდობო შეთანხმება ერთი-ორ კვირაში, ჯარების გაყვანითა და ყველაფრით, ან იქნება შეერთების მცდელობა, ვთქვათ, სირიელების მეორე რაუნდისთვის, როდესაც მათაც გავანადგურებთ, შეთანხმება იქნება აპრილში", — ამბობს არესტოვიჩი.

12:00 გამოკითხვა: 61%-ის აზრით, საქართველოს მთავრობამ უკრაინის მთავრობას მხარი მეტად უნდა დაუჭიროს

CRRC-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების განწყობებს შეისწავლის, გამოკითხული მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინის მთავრობას მხარი მეტად უნდა დაუჭიროს. 32% მიიჩნევს, რომ მთავრობა მხარს საკმარისად უჭერს, 2%-ის აზრით კი, ნაკლებად უნდა დაუჭიროს. ამასთან, გამოკითხული მოსახლეობის 39% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის დაწესებულ ყველა სანქციას უნდა შეუერთდეს.

11:41 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან მე-20 დღეს — სრულად

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე 13 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა.

ნახეთ ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები აქ.

11:22 დღეს 9 ჰუმანიტარული დერეფანი ამოქმედდება

ამის შესახებ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

10:07 კიევში, პოდილსკის რაიონში რუსეთის დაბომბვების შედეგად საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა

10:00 ესპანეთმა ბარსელონაში რუსი ოლიგარქის იახტა დააკავა

Reuters-ის ცნობით, ესპანეთმა ბარსელონაში რუსი ოლოგარქის 140 მილიონ დოლარიანი იახტა დროებით დააკავა, რადგან ორი წყაროს ცნობით, ვლადიმერ პუტინის მოკავშირეს, რუსეთის სახელმწიფოს კონგლომერატ, Rostec-ის ხელმძღვანელს ეკუთვნოდა.

09:41 FT: აშშ-მ მოკავშირეებს უთხრა, რომ ჩინეთმა რუსეთის სამხედრო დახმარებაზე ღიაობა გამოხატა

Financial Times-ის ცნობით, აშშ-მ პარტნიორებს შეატყობინა, რომ ჩინეთმა რუსეთის თხოვნის შემდეგ ომში სამხედრო აღჭურვილობით, მათ შორის, საჰაერო რაკეტებით დახმარების გაწევაზე გარკვეული ღიაობა გამოხატა. ინფორმაციას მედია ვაშინგტონის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, როგორც FT აშშ-ის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით აღნიშნავს, ვაშინგტონმა მოკავშირეებს უთხრა, რომ ჩინეთმა რუსეთს 5 ტიპის აღჭურვილობაში დახმარება სთხოვა, მათ შორის, მიწა-ჰაერის რაკეტები. დანარჩენი მოიცავს დრონებს, დაზვერვასთან დაკავშირებულ აღჭურვილობას, ჯავშანტექნიკას და სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ლოგისტიკისთვის გამოიყენება.

მედიის ცნობით, ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა მედიას განუცხადა, რომ აღჭურვილობის შესახებ ჩამონათვალი არაზუსტი იყო, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

08:52 ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში ელექტროენერგიის მიწოდება ისევ აღადგინეს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, უკრაინამ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში ელექტროენერგიის მიწოდება აღადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ Twitter-ზე ვრცელდება.

08:49 დაბომბვის შემდეგ კიევში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა

08:31 კიევთან ახლოს ორი დიდი აფეთქების ხმა იყო

CNN ადგილობრივ კორესპონდენტებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის დროით დილის 05:00 საათზე, კიევთან ახლოს ორი დიდი აფეთქების ხმა იყო.

03:18 ბაიდენი: უკრაინელ ლტოლვილებს ხელგაშლილი მივიღებთ

"ჩვენ დავრწმუნდებით, რომ უკრაინას აქვს იარაღი, რათა დაიცვას თავი შემოჭრილი რუსული ძალებისგან. ჩვენ გავუგზავნით ფულს, საკვებს და დახმარებას უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად. უკრაინელ ლტოლვილებს ხელგაშლილი მივიღებთ", — წერს ის.

03:14 მსოფლიო ბანკი უკრაინას დამატებით 200 მილიონი დოლარის დაფინანსებას გამოუყოფს

მსოფლიო ბანკი უკრაინას დამატებით 200 მილიონი დოლარის დაფინანსებას გამოუყოფს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაფინანსება ხელს შეუწყობს აუცილებელ სოციალურ მომსახურებას. მათი თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ უკრაინისთვის მობილიზებული მხარდაჭერის ერთობლივი თანხა ახლა $925 მილიონზე მეტს შეადგენს.

03:10 უკრაინის კიბერარმიაში 400 000 მოხალისეა — ინფორმაციის დაცვის სამსახური

კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე, ვიქტორ ჟორა აცხადებს, რომ უკრაინის კიბერარმიაში 400 000 მოხალისეა. მისი თქმით, ახლა არცერთ მტრულ სტრუქტურას სახუმაროდ არ აქვს საქმე, განსაკუთრებით მათ, ვინც მტრულად არიან განწყობილი უკრაინის წინააღდმეგ.

02:57 ხარკოვში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის

მედია ადგილობრივების გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქს ბომბავენ.

02:44 ამერიკელმა ექიმებმა ლვოვის მახლობლად საველე ჰოსპიტალი გახსნეს

ლვოვის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამერიკელმა ექიმებმა ლვოვის მახლობლად საველე ჰოსპიტალი გახსნეს, სადაც უფასო სამედიცინო დახმარებას გაუწევენ ყველას, ვისაც ეს ომის დროს ესაჭიროება.

მისი თქმით, ჰოსპიტალში შესაძლებელია გადაუდებელი და ქირურგიული დახმარების, ასევე ამბულატორიული მომსახურების მიღება როგორც ჯარისკაცებისთვის, ისე ქალებისა და ბავშვებისთვის.

02:39 დღეს უკრაინაში 10 ჰუმანიტარული დერეფნიდან მხოლოდ 7 მოქმედებდა

დღეს უკრაინაში 10 ჰუმანიტარული დერეფნიდან მხოლოდ 7 მოქმედებდა, მარიუპოლში კი ოკუპანტებმა ჰუმანიტარული დახმარება ისევ არ შეუშვეს. ამის შესახებ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკი განაცხადა.

მისი თქმით, კიევის ოლქიდან გადაარჩინეს 2 028 ადამიანი, გოსტომელიდან — 400, ნემეშაევოდან და ვორცელიდან — 620, დმიტროვკადან — 100, პობედიდან — 800, ლუგანსკის ოლქიდან გამოიყვანეს 1 780 ადამიანი. ჯამში ჰუმანიტარული დერეფნებით 4 000 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ვერუშჩუკის ცნობით, ოკუპანტებს ჩაკეტილი აქვთ ბერდიანსკის გზა.

02:31 ზელენსკიმ რადას უკრაინაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების კანონპროექტი წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტი უკრაინაში საომარი მდგომარეობის კიდევ 30 დღით გახანგრძლივების შესახებ.

ზელენსკის ბრძანება გამოქვეყნდა პარლამენტის ვებგვერდზეც.

02:27 ოკუპანტების გატაცებული მელიტოპოლის მერი ოკუპირებულ ლუგანსკის ტერიტორიაზეა — ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ზაპოროჟიეს რეგიონალურ სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ოკუპანტების მიერ გატაცებული მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი ოკუპირებულ ლუგანსკის ტერიტორიაზეა, სადაც მას ბრალი "ტერორიზმის" მუხლით ედება. ამის შესახებ ნათქვამია ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტარუხის ტელეგრამის არხზე.

სტარუხი ასევე იტყობინება, რომ დღეს დაახლოებით 07:00 საათზე ქალაქ ბერდიანსკში რუსმა სამხედროებმა გაჩხრიკეს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირის სახლი და შემდეგ ის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

01:30 რა ვიცით ქალზე, რომელმაც რუსული პროპაგანდის მთავარ არხზე ომი დაგმო

დღეს რუსული ტელევიზიის, განსაკუთრებით კრემლის პროპაგანდისტული მედიის, პირველი არხისთვის მძიმე დღე დადგა. იმ ეკრანიდან, საიდანაც წლებია ამართლებენ ვლადიმერ პუტინის ყველა საქციელს და ომს განმათავისუფლებელ ოპერაციად ფუთავენ, სიმართლე გაჟღერდა. სრულიად მოულოდნელად და დაუგეგმავად.

"შეაჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, თქვენ აქ გატყუებენ" — ასეთი წარწერა იყო ბანერზე, რომელიც რუსეთის პირველი არხის პირდაპირ ეთერში, გადაცემა ვრემიას მიმდინარეობისას მარინა ოვსიანიკოვამ შეიტანა. წამყვანმა მომხდარი არ შეიმჩნია და ტექსტის კითხვა გააგრძელა, მარინას კადრი კი მალევე გადაფარეს.

რამდენიმე წუთი არამხოლოდ არხის მაყურებლები, რუსული კრიტიკული მედიაც გაურკვევლობაში იყო. ყველა ცდილობდა გაეგო, ვინ არის ქალი, რომელმაც პროტესტის ეს ფორმა გაბედა.

სტატია სრულად იხილეთ აქ.

01:26 უკრაინის ელჩი თბილისში დაბრუნდა — რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი თბილისში დაბრუნდა. ტელეკომპანია ელჩის დაბრუნების კადრებს ავრცელებს და აცხადებს, რომ ის საცხოვრებელ რეზიდენციასთან ნახეს. დოლგოვს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

00:30 ბენედიქტ კამბერბეჩი მზადაა, უკრაინელი ლტოლვილები შეიფაროს

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ცოტა ხნის წინ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ახალი ინიციატივა დააანონსა — მთავრობა თვეში 350 ფუნტს გამოუყოფს მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს შეიფარებენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანელი, რომელიც ამ ინიციატივაში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, ყველასათვის საყვარელი მსახიობი ბენედიქტ კამბერბეჩია.

ცოტა ხნის წინ ბრიტანული კინოდაჯილდოება BAFTA-ს წითელ ხალიჩაზე გამოჩენილ ბენედიქტს უკრაინის დროშის გულსაბნევი ეკეთა. მან სხვა ბრიტანელებთან ერთად უკრაინელი ლტოლვილების მასპინძლობის მზაობა გამოთქვა.

"ჩვენ გულსაბნევის ტარებაზე მეტი უნდა გავაკეთოთ. ფული უნდა გადავრიცხოთ, პოლიტიკოსები ვაიძულოთ, რომ დაზარალებული ადამიანების თავშესაფრით უზრუნველყოფა გააგრძელონ. ყველამ ის უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. უამრავმა მოხალისემ გამოთქვა [უკრაინელი ლტოლვილების] მასპინძლობის სურვილი და იმედი მაქვს, მათ შორის მეც ვიქნები", — განაცხადა ბენედიქტმა.

15 მატი: პუტინის ომის მეოცე დღე

მთავარი ამბები:

  • დღეს 10 ჰუმანიტარული დერეფანი ამოქმედდება;
  • ოკუპანტებმა ახტირკის საცხოვრებელი სექტორი დაბომბეს, გარდაიცვალა 3 ადამიანი;
  • მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართა;
  • საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ხელისუფლება გააკრიტიკა უკრაინის მხარდაჭერაზე სუსტი პოზიციის გამო;
  • კიევის თავზე უკრაინამ რუსული რაკეტა ჩამოაგდო;
  • ხერსონში ანტიოკუპაციური აქციები გაიმართა;
  • რუსეთმა დონეცკის ოლქში 15 დასახლება დაბომბა;
  • რამდენიმედღიანი ჩაკეტვის შემდეგ ოკუპანტებმა მოსახლეობის ნაწილს მარიუპოლიდან გასვლის საშუალება მისცეს;
  • კრემლის პროპაგანდისტ სოლოვიოვს უკრაინა საერთაშორისო ძებნაში გადასცემს;
  • ესტონეთის პარლამენტი გაეროს წევრ ქვეყნებს უკრაინის ცის ჩაკეტვისთვის სასწრაფო ზომების მიღებას სთხოვს;
  • რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 90 ბავშვი დაიღუპა;
  • ევროკავშირი რუსეთს სანქციების მე-4 პაკეტს უწესებს;
  • კიევთან ახლოს Fox News-ის ჟურნალისტი დაიჭეს.

23:58 რუსული პირველი არხის ეთერში საპროტესტო პლაკატის გატანამდე, ამავე არხის თანამშრომელმა ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ომი დაგმო და ბოდიში მოიხადა

"რაც ახლა ხდება უკრაინაში დანაშაულია. რუსეთი აგრესორი ქვეყანაა და ეს აგრესია მხოლოდ ერთი ადამიანის, ვლადიმერ პუტინის სინდისზეა. მამაჩემი უკრაინელია, დედაჩემი რუსი და ისინი არასდროს ყოფილან მტრები. ეს ყელსაბამი ჩემს კისერზე სიმბოლოა იმის, რომ რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს ძმისმკვლელი ომი და ჩვენი მოძმე ერები ისევ შეძლებენ შერიგებას.

სამწუხაროდ, ბოლო წლები ვმუშაობდი პირველ არხზე, ვეწეოდი კრემლის პროპაგანდას და ახლა ძალიან მრცხვენია ამის გამო. მრცხვენია, რომ ვაძლევდი უფლებას ეთქვათ ტყუილი ეკრანიდან, მრცხვენია იმის გამო, რომ ვაძლევდი რუსი ხალხის ზომბირების უფლებას.

ჩვენ ვდუმდით 2014-ში, როცა ეს ყველაფერი დაიწყო. ჩვენ არ გამოვედით მიტინგზე, როცა კრემლმა ნავალნი მოწამლა. ჩვენ უბრალოდ უხმოდ ვადევნებდით თვალს ამ არაადამიანურ რეჟიმს და ახლა ჩვენ ზურგი გვაქცია მთელმა მსოფლიომ და ჩვენი შთამომავლების 10 თაობაც ვერ ჩამოირეცხს ამ ძმისმკვლელი ომის სირცხვილს", — ამბობს ის.

23:42 კიევთან ახლოს Fox News-ის ჟურნალისტი დაიჭეს

კიევთან ახლოს Fox News-ის ჟურნალისტი დაიჭრა. ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.

Fox News-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, დაშავებული კორესპონდენტი ჰოსპიტალიზებულია და მათი ჯგუფები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, რადგან სიტუაცია სწრაფად ვითარდება.

23:12 რუსული პროპაგანდისტული არხის პირდაპირ ეთერში, წამყვანის უკან, ქალი ომის საწინააღმდეგო ბანერითა და მოწოდებით გამოვიდა.

22:46 ევროკავშირი რუსეთს სანქციების მე-4 პაკეტს უწესებს

ევროკავშირი რუსეთს სანქციების მე-4 პაკეტს უწესებს. ევროპული საბჭოს საფრანგეთის დელეგაციის განცხადებით, სანქციები განხილულია პარტნიორებთან კონსულტაციების ფარგლებში და მიმართულია იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისკენ, რომლებიც კავშირში არიან უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიაში.

ევროპული საბჭოს საფრანგეთის დელეგაციის თქმით, სანქციები შეეხება რუსული ეკონომიკის გარკვეულ სექტორებს და ამოქმედდება მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტში აისახება.

22:30 ამსტერდამის რუსული მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს გამოეყო

ამსტერდამის რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ეტაპზე ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროპული ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთთან კავშირს წყვეტს.

22:02 რუსულმა სამხედრო ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ნაღმები ააფეთქეს

რუსულმა სამხედრო ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ნაღმები ააფეთქეს. ინფორმაციას ენერგოატომი ტელეგრამზე ავრცელებს. ენერგოატომის ცნობით, აფეთქებებისას ელექტროსადგურის პერსონალმა ადგილი დატოვა.

21:33 როგორ იქცა Z პუტინის მომხრეების სიმბოლოდ

ტანკებზე უკრაინის საზღვართან, 19 თებერვალს დააფიქსირეს. მაშინ დასავლელ ექსპერტებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რისი აღმნიშვნელი შეიძლება ყოფილიყო სიმბოლო, რომელსაც რუსულ ანბანში ვერ წააწყდებით.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ უფრო და უფრო მეტ ტექნიკას ვხედავდით ზედ მითითებული O, X, A, V და Z სიმბოლოებით. როგორც წესი, ასოები კვადრატულ ან წრიულ ფორმაში იყო ჩასმული. ყველაზე პოპულარული თეორიის თანახმად, ასოები იმ ადგილებს აღნიშნავდა, სადაც რუსი ჯარისკაცები იყვნენ გამწესებული. Z პოტენციურად დასავლეთი, "ზაპადი" უნდა ყოფილიყო.

ვრცლად იხილეთ აქ.

21:30 რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 90 ბავშვი დაიღუპა — უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 90 ბავშვი დაიღუპა, 100 კი დაშავდა. დენისოვას თქმით, განადგურდა 2 500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, 300-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება და 121 ჯანდაცვის ობიექტი.

21:05 რივნეს მახლობლად სატელევიზიო ანძაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა

რივნეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვიტალი კოვალის განცხადებით, სატელევიზიო ანძაზე რუსული ჯარების მიერ სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა. მისი თქმით, სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

ფოტო: Віталій Коваль

ფოტო: Віталій Коваль

20:52 Pfizer რუსეთში გაყიდული მედიკამენტებიდან მიღებული თანხით უკრაინაში დაზარალებულებს დაეხმარება

ფარმაცევტული კომპანია Pfizer აცხადებს, რომ რუსეთში ყველა დაგეგმილ ინვესტიციას წყვეტს, ხოლო იქ გაყიდული მედიკამენტებიდან მიღებული თანხით უკრაინაში დაზარალებულებს დაეხმარება.

Pfizer-ის თქმით, აღარ დაიწყებენ ახალ კლინიკურ კვლევებს რუსეთში და შეწყვეტენ ახალი პაციენტების მიღებას ქვეყანაში მიმდინარე კლინიკურ კვლევებში, წამლებით დახმარებას გაუწევენ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებიც უკვე მონაწილეობენ კვლევებში.

20:24 ესტონეთის პარლამენტი გაეროს წევრ ქვეყნებს უკრაინის ცის ჩაკეტვისთვის სასწრაფო ზომების მიღებას სთხოვს

ესტონეთის პარლამენტი ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ერთობლივ მიმართვას ავრცელებს და გაეროს წევრ ქვეყნებს უკრაინის ცის ჩაკეტვისთვის სასწრაფო ზომების მიღებას სთხოვს.

"ესტონეთის პარლამენტი სთხოვს გაეროს წევრ ქვეყნებს მიიღონ სასწრაფო ზომები ფრენის აკრძალვის დასამყარებლად უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასიური მსხვერპლის თავიდან აცილებისთვის", — ვკითხულობთ განცხადებაში.

19:58 პოდოლიაკი: მოლაპარაკებებში ხვალამდე ტექნიკური პაუზა გამოცხადდა

"მოლაპარაკებებში ხვალამდე ტექნიკური პაუზა გამოცხადდა იმისათვის, რომ იმისათვის რომ ჩატარდეს დამატებითი სამუშაოები სამუშაო ქვეჯგუფებში და იმისთვის, რომ ცალკეული განმარტებები დაზუსტდეს", — წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

19:55 ზურაბიშვილი: გუშინ უკრაინაში ძალადობრივად მოკლეს ამერიკელი ჟურნალისტი, ეს უაზრო ომი უნდა დასრულდეს

"გუშინ უკრაინაში ძალადობრივად მოკლეს ამერიკელი ჟურნალისტი. მსოფლიო შეესწრო უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას, მერების გატაცებას, ჟურნალისტებზე ძალადობრივ თავდასხმებს. ეს უაზრო ომი უნდა დასრულდეს", — წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.

19:12 როგორც უკრაინული მედიები წერენ, ასე გამოიყურება ერთ-ერთი რუსი ოლიგარქის სახლი ლონდონში

19:01 კრემლის პროპაგანდისტ სოლოვიოვს უკრაინა საერთაშორისო ძებნაში გადასცემს

პუტინის ხელისუფლების პროპაგანდისტ ტელეჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვს უკრაინა საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურო ავრცელებს.

მათი ცნობით, ლვოვის რაიონულმა სასამართლომ გამომძიებლის მოთხოვნა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბიურომ დაადგინა, რომ ვოლოდიმირ სოლოვიოვი სისტემატურად უჭერდა მხარს რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის დანაშაულებრივ ქმედებებს უკრაინაში შეჭრის მიზნით და მოითხოვდა მისი ტერიტორიული მთლიანობის შეცვლას, მათ შორის სამხედრო ოპერაციებისა და ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების გზით.

18:46 რუსი დამპყრობლების ჯავშანტექნიკის განადგურების კადრები

18:37 "უკვე ჩვეული სურათი უკრაინის სოფლებში. ამბობდნენ, რომ მსოფლიოში მეორე არმიაა..." — ამ წარწერით აქვეყნებს ვიდეოს უნიანი

18:26 რამდენიმედღიანი ჩაკეტვის შემდეგ ოკუპანტებმა მოსახლეობის ნაწილს მარიუპოლიდან გასვლის საშუალება მისცეს

ოკუპანტებმა მარიუპოლიდან მოქალაქეთა ნაწილი გაათავისუფლეს, აქამდე მათ მწვანე დერეფნები დაბლოკილი ჰქონდათ. მერიის განცხადებით, 160-ზე მეტმა კერძო მანქანამ უკვე გაიარა ბერდიანსკი და მიემართება ზაპოროჟიესკენ.

მერის მრჩეველის, პეტრ ანდრიუშჩენკოს განცხადებით, ევაკუირებულებს ელიან ზაპოროჟიეში პირველადი დახმარებისა და განსახლებისთვის. ანდრიუშჩენკომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ოფიციალურად ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ამ დერეფნის მიმართულებით, მაგრამ ამ ეტაპზე ერთადერთი მოქმედი დერეფანია, ამიტომ დამოუკიდებლად წასვლის მსურველებს, შეუძლიათ ისარგებლონ.

17:54 უკრაინის მთავარი ქალაქების აღება ჩინეთის დახმარების გარეშეც შეგვიძლია — პესკოვი

პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ უკრაინის დიდი ქალაქების აღება ჩინეთის დახმარების გარეშეც შეუძლიათ. ის, ასევე, ამტკიცებს, რომ რუსეთს ჩინეთისთვის სამხედრო აღჭურვილობა არ უთხოვია.

"რუსეთს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი პოტენციალი, გააგრძელოს ოპერაცია. როგორც ვთქვით, ის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და სრულად შესრულდება", — თქვა მან.

13 მარტს საერთაშორისო მედიებმა აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობაში დახმარება და ომში მხარდაჭერა სთხოვა.

17:51 ასე წარიმართა დღეს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები

ფოტო: მიხაილო პოდოლიაკი / Telegram

17:47 ფოტოები მარიუპოლიდან

ფოტო: Serhiy Orlov

ფოტო: Serhiy Orlov

17:35 ისრაელი არ იქნება რუსეთისთვის სანქციების არიდების გზა — საგარეო საქმეთა მინისტრი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, იაირ ლაპიდის განცხადებით, ისრაელი არ იქნება რუსეთისთვის სანქციების არიდების გზა.

"ისრაელი არ იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ქვეყნების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალება", — თქვა მან.

მინისტრმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და თქვა, რომ ისრაელი გააკეთებს ყველაფერს, რათა ხელი შეუწყოს მედიაციის პროცესს.

17:15 ილონ მასკი პუტინს პირისპირ ბრძოლაში იწვევს

ილონ მასკი Twitter-ზე წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირისპირ ბრძოლაში იწვევს. მისი თქმით, ფსონი უკრაინაა.

მასკმა ტვიტის პასუხად კრემლი მონიშნა და ჰკითხა — "ეთანხმებით ამ ბრძოლას?"

ტვიტს გამოეხმაურა უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილო ფედოროვი, რომელმაც დაწერა, რომ შეგვიძლია პუტინი იუპიტერზე გავუშვათ და თან დაურთო ლინკიც, სადაც "სისხლიანი დიქტატორის შორს გასამგზავრებლად" რაკეტის აშენებისთვის შემოწირულობებს აგროვებენ.

17:00 რუსეთმა კვლავ დააზიანა ხაზი, რომელიც ჩერნობილის ატომურ სადგურს ელექტროენერგიით ამარაგებს — უკრაინა

BBC-ის ცნობით, უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ განაცხადა, რომ რუსულმა სამხედრო ძალებმა კვლავ დააზიანეს მაღალი ძაბვის ხაზი, რომელიც ჩერნობილის ატომურ სადგურს ელექტროენერგიით ამარაგებს.

ქსელის ოპერატორის თქმით, სარემონტო ჯგუფმა დაუყოვნებლივ უნდა შეძლოს იმ ადგილას მისვლა, რომელსაც ოკუპატები აკონტროლებენ, რათა შეამოწმოს დაზიანებები.

16:50 "საქართველოს გაუმარჯოს! უკრაინას გაუმარჯოს!" — უკრაინის ელჩის წარმომადგენელი საქართველოში

16:45 რუსეთი აგრძელებს ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგულებას, მაგრამ ჩვენ აღვადგენთ ყველა ქუჩას ყველა ქალაქში — ამბობს ზელენსკი

16:26 ზელენსკი: დაიცავით ჩვენი მიწის ყოველი სანტიმეტრი და ჩვენი გულის ყოველი ნაწილი — უკრაინული გულის, უკრაინის სულის

"რუსეთი აგრძელებს ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურებას, აგრძელებს ჩვენს ქალაქებზე თავდასხმებს. მაგრამ ჩვენ აღვადგენთ ყველა ქუჩას ყველა ქალაქში. ყველა უკრაინელის სახლს, ბინას. ახლა, როცა ოკუპანტი ჯერ კიდევ ჩვენს მიწაზეა, როგორც შეგვიძლია, უნდა დავამარცხოთ. დაიცავით ქალაქები, დაიცავით სოფლები, დაიცავით ჩვენი მიწის ყოველი სანტიმეტრი და ჩვენი გულის ყოველი ნაწილი — უკრაინული გულის, უკრაინის სულის", — აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

15:58 რუსეთმა დონეცკის ოლქში 15 დასახლება დაბომბა: არიან დაღუპულები და დაჭრილები

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში 15 დასახლებული პუნქტისკენ გაისროლეს. რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ინფორმაციით, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

"რუსების დაბომბვის ქვეშ იყო 15 დასახლება — მარიუპოლი, ავდეევკა, უგლედარი, ვოლნოვახა, მარინკა, კრასნოგოროვკა, კრამატორსკი, დრუჟკოვკა, ანდრეევკა, სვიატოგორსკი, კამენკა, პავლოვკა, ზაიცევო, ივანოვკა. რუსული ჯარების დარტყმის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები", — აცხადებს პოლიცია და აღნიშნავს, რომ დაზიანდა სულ მცირე 37 ობიექტი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა სამოქალაქო პირების საცხოვრებელი კორპუსებია.

15:47 საჰაერო დარტყმების შედეგად კიევში კიდევ რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 1 და დაშავდა 6 ადამიანი.

15:10 ზურაბიშვილი დარბაზში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან ერთად შევიდა — ოცნებამ რეგლამენტის დარღვევაზე ისაუბრა

14:29 ასე გამოიყურება ხარკოვი საჰაერო თავდასხმების შემდეგ

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

14:26 რუსეთის დანაკარგი ომის დაწყებიდან მე-19 დღეს — სრულად

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე 12 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:

      • ტანკი — 389 ერთეული;~
      • ჯავშანტექნიკა — 1 249 ერთეული;
      • საარტილერიო სისტემა — 150 ერთეული;
      • MLRS — 64 ერთეული;
      • თვითმფრინავი — 77 ერთეული;
      • ვერტმფრენი — 90 ერთეული;
      • საავტომობილო ტექნიკა — 617 ერთეული;
      • გემები/ნავები — 3 ერთეული;
      • უპილოტო საფრენი აპარატები — 8 ერთეული.

14:22 სუმის რეგიონი დაბომბვის შემდეგ

ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური

14:10 ხერსონში ანტიოკუპაციური აქციები გრძელდება

14:05 ზელენსკი NATO-ს: თუ არ დახურავთ ჩვენს ცას, რუსული რაკეტები შემდეგ თქვენს ტერიტორიაზე ჩამოვარდება

"გასულ წელს მე გავაფრთხილე NATO-ს ლიდერები: თუ არ იქნება მკაცრი შემზღუდავი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, დაიწყებს ომს. და მართალიც ვიყავი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თუ არ დახურავთ ჩვენს ცას, რუსული რაკეტები შემდეგ თქვენს ტერიტორიაზე ჩამოვარდება, NATO-ს ტერიტორიაზე. ეს მხოლოდ დროის საკითხია", — აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

13:52 კიევის თავზე უკრაინამ რუსული რაკეტა ჩამოაგდო

Україна 24-ის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე რუსული რაკეტა ჩამოაგდო.

მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსის მოადგილეზე დაყრდნობით წერს, რომ მისი ნეშტი კურენივკას მიდამოში დაეცა.

13:35 ზურაბიშვილი ჩვენი გზა ხომ ერთია: პრინციპული, თუმცა გონივრული, არც კონფრონტაციისკენ პროვოცირება, არც წინსწრებით დათმობის და ზედმეტი სიფრთხილის ბუნდოვანი პოლიტიკა

"თუკი, ეს ხაზი გახდება ჩვენი გამაერთიანებელი, ადვილი იქნება ამ ჭრილში განვიხილოთ ყველა სენსიტიური საკითხი, სანქციები თუ სხვა. ერთი მხრივ, აუცილებელია სიფრთხილე, გამომდინარე ოკუპაციიდან, რეგიონული გამოწვევებიდან და ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან. მეორე მხრივ კი, მოითხოვს მოვიქცეთ, უკრაინის მეგობრისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისთვის შესაფერისად", — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის საკითხზე საუბრისას.

13:21 დაეხმარეთ უკრაინას, პუტინს მარცხი აიძულოს და უფრო დიდ ომს აიცილებთ თავიდან — კულება

"საზღვარგარეთ მათთვის, ვისაც "მესამე მსოფლიო ომში ჩათრევის" ეშინია. უკრაინა წარმატებით იბრძვის საპასუხოდ. ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება, რომ ვიბრძოლოთ. მოგვაწოდეთ ყველა საჭირო იარაღი, დაუწესეთ მეტი სანქცია რუსეთს და მოახდინეთ მისი სრულად იზოლირება. დაეხმარეთ უკრაინას, აიძულოს პუტინი დამარცხდეს და უფრო დიდ ომს აიცილებთ თავიდან", — დაწერა კულებამ Twitter-ზე.

13:06 ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა ომში სამხედრო აღჭურვილობით დახმარება სთხოვა

ჩინეთი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის მხარდასაჭერად რუსეთს სამხედრო აღჭურვილობა ან სხვა დახმარება არ უთხოვია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს და ამბობს, რომ ამ საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა, ჟაო ლიჯიანმა ისაუბრა.

"ბოლო პერიოდში, აშშ-ის მხარემ უკრაინის საკითხზე ჩინეთის წინააღმდეგ ბოროტი განზრახვით გაავრცელა დეზინფორმაცია. ჩინეთის პოზიცია უკრაინის საკითხზე არის თანმიმდევრული და მკაფიო.

ჩვენ ვთამაშობთ კონსტრუქციულ როლს სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობაში. ყველა მხარისთვის აუცილებელია, რომ გამოამჟღავნოს თავშეკავება და განმუხტოს დაძაბულობა, ცეცხლზე ნავთის დამატების ნაცვლად. მნიშვნელოვანია დიპლომატიური გადაწყვეტისკენ სწრაფვა, სიტუაციის მეტად ესკალაციის ნაცვლად", — თქვა მან.

13:05 ზურაბიშვილი: უკრაინის დამსახურებაა დღეს უკვე იზოლირებული და ხვალ უკვე დასუსტებული რუსეთი

"უკრაინის ბრძოლა ჯერ გამარჯვებული თუ არა, უკვე წარატებულია, რამეთუ, ამ მოვლენებმა მსოფლიოს თვალი გაახელინა და გამოაღვიძა. უდაოდ, უკრაინის დამსახურებაა, უპრეცედენტო საერთაშორისო სოლიდარობა და ამ სოლიდარობაში ერთიანობა. უდაოდ, უკრაინის დამსახურებაა, ევროკავშირის არნახული ერთსუულოვნება და სიმტკიცე, ამერიკის და ევროპის ერთობლივი მოქმედებები. მისი დამსახურებაა დღეს უკვე იზოლირებული და ხვალ უკვე დასუსტებული რუსეთი", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

13:03 ზურაბიშვილი: ჩვენსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია

"მე ამას არ დავუშვებ!" — განაცხადა პრეზიდენტმა.

13:00 ზურაბიშვილი: ამ ტრიბუნიდან მივმართავ ჩემს კოლეგას და მეგობარს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი

სალომე ზურაბიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკისს უკრაინის ელჩის დაბრუნება სთხოვა.

"კიდევ ერთხელ, ჩვენსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია. მე ამას არ დავუშვებ! ამიტომ, როგორც შარშან, 9 აპრილს, ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში ასევე, დღეს აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი", — განაცხადა მან.

12:44 მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვისას დაჭრილი ორსული შვილთან ერთად გარდაიცვალა — AP

24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. ომს უკრაინელი ჯარისკაცების გარდა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეც ეწირება — ოკუპანტები უდანაშაულო ადამიანებს შეუბრალებლად ხოცავენ.

უკრაინაში მიმდინარე მძიმე მოვლენებს შორის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და მოულოდნელი 9 მარტს ოკუპანტების მიერ მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვა აღმოჩნდა. ამ ისტორიის ერთ-ერთი მთავარი გმირი კი საკაცეზე მწოლიარე დაჭრილი ორსული ქალი იყო, რომლის ფოტომაც მსოფლიო შემოიარა. გამოცემა Associated Press-ის ინფორმაციით, ქალი გარდაიცავალა. ექიმებმა ვერც მისი ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ქალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე ჟურნალისტმა ასია დოლინამ გაავრცელა:

"მარიუპოლის ბავშვთა მე-3 საავადმყოფოს დაბომბვის დროს გადაღებული ვიდეოდან/ფოტოდან პირველი ორსული ქალი, რომელიც საკაცით გამოიყვანეს, გარდაიცვალა. ვერც მისი ბავშვი გადარჩა. ფოტოგრაფმა ევგენი მალოლეტკამ, რომელმაც AP-ისთვის ეს ფოტოები გადაიღო, ინფორმაცია დაადასტურა", — წერს ჟურნალისტი.

12:42 ზურაბიშვილი: ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ღირსება გვკარნახობს

"ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. ამას გამართლება არ აქვს. სიფრთხილისა თუ შიშის ვერცერთი არგუმენტი ამართლებს იმას, რომ ღირსეულად, სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს!

ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი და ეროვნული თანხმობის პირველი ნაბიჯი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა" — განაცხადა პრეზიდენტმა.

12:36 ზურაბიშვილი დეპუტატებს: საზოგადოება თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანი

პარლამენტში მოხსენებისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატები გააკრიტიკა და უთხრა, რომ არ ესმის ამ ეტაპზე როგორ კარგავენ დროს ქიშპობაზე, კინკლაობასა და დაპირისპირებაზე. მანვე აღნიშნა, რომ ახლა საზოგადოება მათზე ბევრად ფხიზელი და შეგნებულია.

"ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის, და ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს, ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე: "ძალა ერთობაშია"!

საზოგადოება კი თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანი. დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ. ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე", — განაცხადა პრეზიდენტმა.

12:30 მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დაიწყო

ამჯერად მოლაპარაკებები ვიდეოკავშირით გაიმართება.

12:29 ზურაბიშვილი: ქართველებს ყველაზე კარგად გვესმის, რას განიცდის უკრაინელი ერი

"დღეს ამ ტრაგედიის შემყურეთაგან, ვინც ყველაზე კარგად აცნობიერებს რას ნიშნავს რუსული საუკუნოვანი იმპერიალიზმი, ჩვენ ქართველები ვართ. ქართველებს ყველაზე კარგად გვესმის და ვიზიარებთ იმას, თუ რას განიცდის უკრაინელი ერი.

უკრაინამ და საქართველომ ერთი გზა გავიარეთ — რუსული იმპერიიდან გათავისუფლება, დამოუკიდებლობის მოპოვება, საბჭოთა რუსეთს მიერ დაპყრობა თავისი აჯანყებებით, რეპრესიებით და ჰოლოდომორით, დამოუკიდებლობის აღდგენა, რუსეთის მიერ პროვოცირებული სეპარატისტული კონფლიქტები, კიდევ ომი და კიდევ ოკუპაცია. მიუხედავად ამისა, ხელი ვერავინ და ვერაფერმა აგვაღებინა თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე. ზურგი ვერავინ და ვერაფერმა შეგვაქცევინა ჩვენ მიერ არჩეული ისტორიული, ევროპული გზისთვის", — განაცხადა პრეზიდენტმა პარლამენტში მოხსენებისას.

12:27 პარლამენტში უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

12:05 ოკუპანტებმა ახტირკის საცხოვრებელი სექტორი დაბომბეს, გარდაიცვალა 3 ადამიანი

ინფორმაციას უკრაინული მედია ახტირკის მერზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ღამით იყო საჰაერო დაბომბვა ქალაქ ახტირკაზე, კერძო სექტორზე, საცხოვრებელ კორპუსებზე. სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, სხვები ჯერ არ არის ნაპოვნი. ჩემს უკან სახლები იწვის.

სამწუხაროდ, მიუხედავად ამისა, არ არსებობს დაცვა საჰაერო თავდასხმებისგან, მთელ ქვეყანას არ აქვს ეს დაცვა. მსოფლიოს ყველა ადამიანი ითხოვს: დაიცავით ციდან, დახურეთ ცა უკრაინის თავზე", — განაცხადა მან.

12:00 კადიროვის მტკიცებით, უკრაინაში გაემგზავრა და მალე კიევში იქნება

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ამტკიცებს, რომ უკრაინაში გაემგზავრა და მალე კიევში იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ჩეჩნეთის ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. თავად კადიროვი კი ამის შესახებ იმ ტელეგრამ არხზე წერს, რომელიც აქამდეც გამოუყენებია თავისი განცხადებების გასავრცელებლად.

კადიროვი ტელეგრამ არხიდან უკრაინის ლიდერებს ემუქრება და ამბობს, რომ მალე ჩეჩნები იპოვიან მათ. კადიროვის მტკიცებით, თავად კიევში ერთი მხრიდან შედის, ხოლო მეორე მხრიდან "ძველი გამოცდილი მებრძოლები".

Reuters წერს, რომ ჩეჩნეთის ტელევიზიამ საკუთარ ტელეგრამის არხზე გაავრცელა ვიდეო, სადაც კადიროვი ბნელ ოთახში ჯარისკაცებთან ერთად განიხილავს სამხედრო ოპერაციას, რომელიც, მათი თქმით, კიევიდან 7 კილომეტრის მოშორებით ჩატარდა. ტელეგრამის პოსტში შეხვედრის დრო მითითებული არ იყო.

11:46 დღეს 10 ჰუმანიტარული დერეფანი ამოქმედდება

ამის შესახებ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. ვერეშჩუკმა დასძინა, რომ 14 მარტს კიდევ ერთხელ შეეცდებიან განბლოკონ ჰუმანიტარული კოლონა საკვებითა და მედიკამენტებით, რომელიც მარიუპოლში მიდის.

11:21 უკრაინაში მოხალისეების დღეა

ქვეყნის დასაცავად ათასობით მოხალისე იბრძვის. გენერალურმა შტაბმა გადაწყვიტა უკრაინელებს ერთ-ერთი მათგანი გააცნოს — ეს ოლეგია ოდესიდან.

"24 თებერვალს, როგორც კი სროლის ხმა გაისმა, ოლეგი შეუერთდა ზამთრის რაინდების სახელობის 28-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის რიგებს. ოდესა მისი სახლია, მისი 4 თაობის წინაპრებისა და შთამომავლების და ის იარაღით ხელში მოკლავს და გაანადგურებს მტერს, რომელიც მას ხელყოფს", — წერს შტაბი.

ფოტო: უკრაინის გენერალური შტაბი

ფოტო: უკრაინის გენერალური შტაბი

11:00 კიევის ოლქში ოკუპანტების თავდასხმისას 9-სართულიან კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, არის მსხვერპლი

უკრაინის საგანგებო სიტუაცუაციების სამსახურის განცხადებით, კორპუსში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათივე ცნობით, 3 ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოში, 9 კი ადგილზე მკურნალობს.

14 მარტი: პუტინის ომის მე-19 დღე

უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. საოკუპაციო ჯარები ბომბავენ დასახლებულ პუნქტებს, სკოლებს, ბაღებს, საავადმყოფოებს და შეთანხმებულ მწვანე დერეფნებს. ყოველდღიურად იღუპება ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე. საოკუპაციო ჯარებს ჩაკეტილი აქვთ რამდენიმე აღებული ქალაქი და ჰუმანიტარულ დახმარებას არ უშვებენ. ასე ცდილობენ ისინი ქალაქები გააკონტროლონ და თავისი მთვრობები დანიშნონ, თუმცა ადგილობრივები ტანკებით გარშემორტყმულ დასახლებებში აქციებს მაინც მართავენ. ბლოკადისთვის ემზადება დედაქალაქიც. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქში მოქალაქისთვის საკვების 2 კვირის მარაგი არსებობს.

რუსეთი ისევ ყველა ფორმით ებრძვის სწორი ინფორმაციის გავრცელებას. მას შემდეგ რაც ყველა კრიტიკული მედიის დევნას მორჩა და სოციალური ქსელები დაბლოკა, აქციის გასაშუქებლად გასული ჟურნალისტებიც დააკავა. მედიის მიმართ რეპრესიები ამით არ :სრულდება. უკრაინაში ოკუპანტებმა 1 ჟურნალისტი მოკლეს და 1 დაჭრეს.

სამწუხაროდ, მსხვერპლი იყო უკრაინის თითქმის ყველა ქალაქში, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს:

      • მარიუპოლში რუსეთის თავდასხმებს დღემდე 2187 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა;
      • ოკუპანტებმა ნიკოლაევის რაიონში სკოლის შენობა დაბომბეს, დაიღუპა 4 ადამიანი;
      • ლვოვში მშვიდობისა და უსაფრთხოების ცენტრის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა;
      • ნიკოლაევში დაბომბვის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა;
      • ხარკოვში რაკეტა 5-სართულიან სახლს მოხვდა, არის მსხვერპლი.

რაც შეეხება გუშინ განვითარებული სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებს:

      • ავსტრალია რუს ოლიგარქებს, მათ შორის რომან აბრამოვიჩს, სანქციებს უწესებს;
      • უკრაინის პროკურატურამ მელიტოპოლის ახალი "მერის" წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო;
      • ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში ელექტროენერგია აღდგა;
      • ბრიტანეთი ფინანსურად დაეხმარება მათ, ვინც უკრაინელ ლტოლვილებს შეიფარებს;
      • ოკუპანტებმა დნიპრორუდნის მერიც გაიტაცეს;
      • ჩერნიგოვში საჰაერო თავდასხმის შედეგად 9 სართულიანი სახლი დაზიანდა;
      • ოკუპანტებმა დონეცკში სვიატოგორსკის ლავრაზე მიიტანეს იერიში;
      • უკრაინაში ბრძოლების დროს რუსებმა პერსონალის 30%-ზე მეტი დაკარგეს.

მე-19 დღის მთავარი მოვლენა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იქნება. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, დელეგაციას აქვს კონკრეტული დავალება: ყველაფერი გააკეთონ, რომ პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს.