უკრაინაში მსოფლიო მემკვიდრეობის შვიდი ძეგლია, მათ შორისაა კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი, კიევ-პეჩერის ლავრა და ლვოვის უძველესი კვარტალი. Unicef უკვე გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებს და აქტიურად იწყებს მუშაობას ზარალის შესაფასებლად, ასევე იგეგმება ძეგლების მონიშვნა ჰააგის კონვენციის ლურჯი ფარის ემბლემით.

ლურჯი ფარი — ესაა ნიშანი, რომლითაც შეიარაღებული კონფლიქტის დროს ისტორიულ ძეგლებს აღნიშნავენ. ემბლემა ნიშნავს, რომ ეს მემკვიდრეობა დაცულია საერთაშორისო სამართლით.

ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 28 თებერვალს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქში ივანკივის მუზეუმი დაიწვა, სადაც უკრაინული ხალხური ხელოვნების ნიმუშები ინახებოდა. დაიკარგა უკრაინელი მხატვრის, მარია პრიმაჩენკოს 25-მდე ნამუშევარი.

"ქედს ვიხრი ამ ბრწყინვალე უკრაინელის მხატვრული სასწაულის წინაშე" — ამბობდა პაბლო პიკასო მარია პრიმაჩენკოს შესახებ.

როგორც CNN წერს, მისი ნამუშევრისა და შექმნილი მდგომარეობის გამო, მხატვარი მშვიდობის გლობალური სიმბოლო ხდება.

ფოტო: Mona Caron

"ეს იყო პირველი შენობა (ივანკივში დანგრეული) და ოკუპანტების ამოცანაა გაანადგურონ ჩვენი უკრაინული ფესვები, გაანადგურონ ჩვენი უკრაინული კულტურა — მათ სძულთ ეს. მარია პრიმაჩენკო არ არის მხოლოდ ივანკოვის სიმბოლო, არა მხოლოდ უკრაინის სიმბოლოა, ის დღეს მთელი მსოფლიოს სიმბოლოა. დარწმუნებული ვარ, ეს იყო მიზანმიმართული" — ციტირებს CNN ადვოკატ ნატალია გნატიუკს.

მამულიდან წაღებული უნიტაზი

როგორც აღმოჩნდა, რუსები არამხოლოდ ნახატებს, საპირფარეშოს ატრიბუტებსაც იპარავენ. ზაპოროჟიის ოლქის ვასილიევსკის რაიონში რუსებმა ჯერ დაბომბეს შემდეგ კი გაძარცვეს 1894 წელს აშენებული ციხე "პოპოვის მამული". კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლად მოროკომ თქვა, რომ წარსულში ბოლშევიკებმა, ახლა კი რუსმა სამხედროებმა პოპოვების დროინდელი მარმარილოს უნიტაზი მოიპარეს.

"პირველად ეს უნიტაზი ბოლშევიკებმა მოიპარეს. შემდგომში ქურდების ერთ-ერთმა შთამომავალმა არტეფაქტი მუზეუმს "დააბრუნა"! და აი, ისევ უახლესი დამპყრობლები იპარავენ უბედურ ტუალეტს", — წერს მოროკო.

ფოტო: ფოტო არქივიდან/უკრაინსკაია პრავდა

ერთმორწმუნე მტრები

თემა, რომლითაც პრორუსულად განწყობილი ადამიანები თითქმის ყოველთვის სპეკულირებენ, რელიგიაა. თუმცა ახლაც, 2022 წლის ომშიც, ისევე როგორც ყველა ომში და საერთოდაც, "ერთმორწმუნე" ოკუპანტმა გვიჩვენა, რომ ის მტერია, რომლისთვისაც არც რელიგიური და არც ადამიანური საზღვრები არსებობს.

2 მარტის ღამეს ხარკოვში დაბომბვისას განადგურდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი.

ფოტო: უკრაინული მედია/ტელეგრამი

ფოტო: უკრაინული მედია/ტელეგრამი

ფოტო: უკრაინული მედია/ტელეგრამი

12 მარტს კი რუსეთმა ავიაიერიში მიიტანა სვიატგორსკის ლავრაზე. ამ დროს შენობაში თავს 520 დევნილი აფარებდა, მათგან 200 ბავშვი იყო.

ფოტო: უკრაინული მედია/ტელეგრამი

ფოტო: უკრაინული მედია/ტელეგრამი

ფოტო: უკრაინული მედია/ტელეგრამი

რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანდა ასევე ღვთისმშობლის შობის ეკლესია ჟიტომირის რაიონის სოფელ ვიაზივკაში და მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მდებარეობს მალინში, კიევიდან თითქმის 130 კილომეტრში.

ფოტო: უკრაინის კულტურის სამინისტრო

ფოტო: უკრაინის კულტურის სამინისტრ

ოკუპანტებმა მარიუპოლში დაბომბეს სულთან სულეიმანისა და მისი ცოლის როქსანას სახელობის მეჩეთიც. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეჩეთს თავს 80-მდე ადამიანი აფარებდა, მათ შორის თურქეთის მოქალაქეებიც.

როგორ ცდილობენ უკრაინელები იმ ძეგლების დაცვას, რომლებამდეც ჯერ რუსეთმა ვერ მიაღწია

სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში, ჩანს, თუ როგორ ცდილობენ ლვოვში, ოდესასა და სხვა ქალაქებში დაიცვან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. სვამენ ჩარჩოში, გარშემო აწყობენ ტომრებს, ფუთავენ, მუზეუმებიდან გააქვთ და საცავებში ინახავენ. მოკლედ რომ ვთქვათ, უკრაინა ცდილობს გადაარჩინოს ის ისტორია, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში შეიქმნა. პუტინი კი უკრაინაში შეჭრის გამოცხადებამდე ცინიკურად ამბობდა, რომ უკრაინის კულტურა და ისტორია ლენინმა შექმნა, რასაც, ვფიქრობ შესაბამისი პასუხი გასცა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ უკრაინაში.

ლვოვი

ქალაქი ლვოვი ქვეყნის ყველაზე დასავლეთით მდებარეობს და შესაძლოა, საფრთხე ყველაზე ნაკლებად ემუქრებოდეს. მაგრამ 12 მარტის ღამემ გვაჩვენა, რომ ოკუპანტს უფრო შორსაც შეუძლია წავიდეს. რუსულმა სამხედროებმა დაბომბეს ლვოვში მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრით არის დაშორებული.

ფოტო: BBC

ლვოვის ეროვნული მუზეუმიდან გააქვთ ექსპონატები, რათა თავდასხმისგან დაიცვან. მუზეუმის დირექტორი, იჰორ კოჟანი BBC-თან საუბრისას ამბობს, რომ ომის დაწყებამდე არ ჰქონიათ ევაკუაციის გეგმა, რადგან არ ფიქრობდნენ, რომ ეს მოხდებოდა.

ფოტო: BBC

"ჩვენ არანაირი გეგმა არ გვქონდა — არც ომამდე, არც დეკემბერში. უნდა გესმოდეთ, ჩვენ არ გვჯეროდა, რომ საქმე აქამდე მივიდოდა", — ამბობს ის.

მუზეუმის დირექტორი თქმით, ეშინია ლვოვშიც იგივე განმეორდება, რაც მოხდა ხარკოვში, მარიუპოლში.

"ეს არის ისტორიული მეხსიერების ადგილი. აქაური მუზეუმები ინახავს ერის ისტორიას. მათი მეშვეობით შეგვიძლია იმის გაგება, თუ ვინ ვიყავით, ვინ ვართ და ვინ ვიქნებით. რუსეთს სურს გაანადგუროს ეს", — ეუბნება BBC-ს კოჟანი.

შენობებს გარეთ

ფოტო: Pau Venteo/Europa Press/Getty Images

ლვოვის ქუჩებში ქანდაკებების დაცვაში უბრალო მოსახლეობაც იღებს მონაწილეობას. ისინი ცდილობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ომი მოხდება, დაიცვან საკუთარი მემკვიდრეობა.

ფოტო: Pau Venteo/Europa Press/Getty Images

ფოტო: Pau Venteo/Europa Press/Getty Images

უკრაინის ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვის საზოგადოება Facebook-ზე აქვეყნებს ფოტოებს და მადლობას უხდის ყველას, სახელების და გვარების გარეშე, ვინც იცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

"ვიმედოვნებთ, რომ ეს პრევენციული ქმედება რეალური აფეთქებებით არ გამოიცდება", — წერენ ისინი.

ფოტო: უკრაინის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოება

ფოტო: უკრაინის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოება

ასე გამოიყურება უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის ნამდვილი სიყვარული!

უკრაინის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოება

ფოტო: უკრაინის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოება

ფოტო: უკრაინის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოება

ოდესა

როგორც Reuters წერს, შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაში მუშებმა რამდენიმე მეტრის ქვიშის ტომრებისგან კედლები ააშენეს ჰერცოგი დე რიშელიეს ძეგლის გარშემო და ასე ცდილობენ გადაარჩინონ ის შესაძლო თავდასხმას.

ფოტო: REUTERS/Liashonok Nina/File Photo

კიევი

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დირექტორი ლაზარე ელუნდუ ამბობს, რომ განსაკუთრებით საფრთხეშია კიევი, რომლის სიახლოვესაც თავდასხმა გრძელდება. მისი თქმით, კიევში ორი ძალიან მნიშვნელოვანი ნაგებობაა, რომელთა შორისაცაა წმინდა სოფიას ტაძარი და ასევე ლავრას სამონასტრო კომპლექსი.

"ჩვენ უნდა დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა უკრაინაში, როგორც წარსულის კვალი, ამავდროულად, როგორც მშვიდობისა და მომავლის, ერთიანობის კატალიზატორი. იუნესკო აძლიერებს დამცავ ზომებს", — დაწერა მან twitter-ზე.

ფოტო: Jorge Franganillo

ქვეყნისა და კულტურის მემკვიდრეობის განზრახ განადგურება ომის დანაშაულია და ალბათ, ჰააგა ნამდვილად დაელოდება პუტინს.

ფოტო: Vilnius Municipality/Handout via REUTERS

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში