მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
ფოტო: Andrew Harnik / Getty
დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ საპრეზიდენტო განკარგულებას მოაწერა ხელი და ტერმინი ხელოვნური ინტელექტი "წარსულს ჩააბარა" — მისი მოთხოვნაა, რომ აშშ-ში ტექნოლოგიას სახელი გადაერქვას და ოფიციალურად სუპერინტელექტი (SI, ზეინტელექტი) ეწოდოს.
იხილეთ: "ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა
როგორც ჩანს, მოთხოვნას ილონ მასკი ერთსულოვნებით ხვდება. Reuters-ის ცნობით, ბიზნესმენმა 4 ოქტომბერს დაწერა პლატფორმა X-ზე, რომ თავისი კომპანიის AI განყოფილებას სახელს გადაარქმევს. საუბარია კომპანია SpaceX-ზე; მასკი მისი აღმასრულებელი დირექტორია.
SpaceXAI, როგორც ჩანს, SpaceXSI გახდება.
"კი, შევცვლით მაგას", — უპასუხა მასკმა X-ის მომხმარებელს, რომელმაც SpaceXAI-სათვის სახელის გადარქმევაზე იკითხა.
ამ დროისათვის პლატფორმა X-ზე SpaceXAI-ს სახელი არ შეცვლილა. მასკს სახელის ცვლილებაზე რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ გაუცია და არც ამის შესაძლო დრო დაუზუსტებია. Reuters-მა SpaceXAI-ს კომენტარი სთხოვა, თუმცა ამ ეტაპზე პასუხი არ მიუღიათ.
ცნობისთვის, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ტრამპმა გასულ თვეში შემდეგი განცხადება გააკეთა:
"ამიერიდან აშშ-ის ყველა დოკუმენტში და, იმედი მაქვს, მსოფლიო მასშტაბითაც, ბევრად ზუსტი ტერმინი "სუპერ" იქნება გამოყენებული ხელოვნურის ნაცვლად. ასე რომ, სუპერინტელექტი".
კომენტარები