რას წერს მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის გავრცელებასა და ეპიდემიის რისკზე?
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის შემთხვევების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთში ეპიდაფეთქებების დროს კომუნიკაციის საერთაშორისო ნორმებს არ იცავენ და მსგავს ფაქტებს საგულდაგულოდ მალავენ.
ექიმის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ირკუტსკში შავი ჭირის ფილტვის ფორმით ლაბორატორიის თანამშრომელი გარდაიცვალა. სავარაუდო მიზეზი ბაქტერიის შემცველი სინჯარის დაზიანება გახდა, რის გამოც დაახლოებით 200-მდე ადამიანი იზოლაციაშია.
ბუწაშვილის თქმით, მსგავსი ინციდენტების დეტალები ხშირად იფარება. მან მაგალითად 1979 წლის სვერდლოვსკის ჯილეხისა და ჩერნობილის კატასტროფის დამალვის ისტორიები მოიყვანა.
"რამდენიმე დღის წინ ირკუტსკში შავი ჭირის ფილტვის ფორმით გარდაიცვალა შავი ჭირის ლაბორატორიის თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას დაუზიანდა ბაქტერიის შემცველი სინჯარა, რის შედეგადაც დაინფიცირდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამასთან დაკავშირებით იზოლაციაშია 200-მდე ადამიანი.
დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.
საქმე იმაშია, რომ ბევრ დეტალს ალბათ უახლოეს მომავალში ვერც გავიგებთ, რადგან რუსეთში ეპიდაფეთქებების დროს კომუნიკაციის საერთაშორისო ნორმებს არ იცავენ და მსგავსი ინფორმაცია საგულდაგულოდ იმალება ხოლმე.
ამასთან დაკავშირებით გამახსენდა სვერდლოვსკის ჯილეხის ისტორია (1979 წლის). მე, რომელიც საბჭოთა კავშირში გავიზარდე, ეს ამბავი გაგონილიც არ მქონდა და პირველად ამერიკაში სწავლის დროს ეპიდემიოლოგიის კურსზე, სადაც როგორც სასწავლო შემთხვევა, ისე გამოიტანეს. როდესაც შემეტყო, რომ პირველად მესმოდა ეს ისტორია, ყველას გაუკვირდა, რადგან სწორედ ამ ქვეყნიდან ვიყავი.
მოკლედ რომ აღვწერო ეს ფაქტი: სამხედრო ლაბორატორიიდან, სადაც ბიოლოგიური იარაღი მზადდებოდა, შეცდომით გავრცელდა ინჰალაციური ჯილეხის სპორები, რის შედეგადაც დიდი მსხვერპლი იყო, თუმცა ეს ფაქტი დამალეს და ითქვა, რომ რამდენიმე ადამიანი დაავადდა ინფიცირებული ხორცით. მხოლოდ 1994 ჟურნალმა Science გამოაქვეყნა ამ ეპიდაფეთქების რეალური ვერსია, რომ ეს იყო ჰაერით გადამდები ჯილეხი, რომელიც ბიოტერორიზმის იარაღია და არა ბუნებრივად გავრცელებული დაავადება.
ასე დამალეს ჩერნობილიც. ევროპის ქვეყნებში რომ არ შეენიშნათ რადიაციული დაბინძურება, რამდენ ხანს დამალავდა ამ ფაქტს საბჭოთა კავშირი, ვინ იცის.
ეს ტენდენცია ახლაც "წარმატებით" გრძელდება რუსეთში (სამწუხაროდ, არც ჩვენი ქვეყანა "ბრწყინავს" ეპიდკვლევის წესების და შედეგების კომუნიკაციის კუთხით, რისი მაგალითიც ახლახან ვიხილეთ)", — დაწერა ინფექციონისტმა.
ბუწაშვილის განმარტებით, არსებობს შავი ჭირის ბუნებრივად გავრცელებული ფორმა, რომელიც მღრღნელებს და რწყილებს გადააქვთ, და ბიოტერორიზმის მიზნით შემუშავებული ფორმა, რომელიც გადაეცემა ჰაერით გავრცელებული ბაქტერიის შესუნთქვით.
მისივე თქმით, ბუნებრივი გზით გავრცელებული შავი ჭირი ძირითადად იწყება კანის დაზიანებით, ხოლო შავი ჭირის, როგორც ბიოტერორიზმის აგენტის კლინიკური მიმდინარეობა პირდაპირ პნევმონიას იწვევს, კანის ფორმის გარეშე.
პრობლემის რეალური მასშტაბები უცნობია, თუმცა ექიმმა იმედი გამოთქვა, რომ სიტუაცია ეპიდემიის სახეს არ მიიღებს.
"რაც შეეხება შავ ჭირს, არსებობს მისი ბუნებრივად გავრცელებული ფორმა, რომელიც მღრღნელებს და რწყილებს გადააქვთ, და ბიოტერორიზმის მიზნით შემუშავებული ფორმა, რომელიც გადაეცემა ჰაერით გავრცელებული ბაქტერიის შესუნთქვით. საბჭოთა კავშირი აქტიურად აწარმოებდა ბიოლოგიურ იარაღს და ერთ-ერთი ლიდერი იყო მსოფლიოში. ეს მემკვიდრეობა, ცხადია, რუსეთს გადაეცა.
ბუნებრივი გზით გავრცელებული შავი ჭირი ძირითადად იწყება კანის დაზიანებით, ე.წ. შავი ჭირის ბუბონით (მტკივნეული, გადიდებული ლიმფური კვანძი) და შემდეგ ხდება ინფექციის გავრცელება სხვადასხვა ორგანოებზე. რაც შეეხება შავი ჭირის, როგორც ბიოტერორიზმის აგენტის კლინიკურ მიმდინარეობას, რადგან ის შესუნთქვით ვრცელდება, პირდაპირ პნევმონიას იწვევს, კანის ფორმის გარეშე. პნევმონიური შავი ჭირი საკმაოდ ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე.
როგორც დასაწყისში ვახსენე, ამჟამად რუსეთში შავ ჭირთან დაკავშირებული პრობლემის მასშტაბი არ ვიცით. იმედია, ეპიდემიის სახეს არ მიიღებს. თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა", — წერს ბუწაშვილი.
ცნობისთვის, ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ იმსხვერპლა. საუბარია ბაქტერია Yersinia pestis-ზე, რომელიც მე-14 საუკუნის მომაკვდინებელი პანდემიის მიზეზი გახდა.
როგორც ცნობილია, 28 წლის დარია შიპილოვა საავადმყოფოში სექტემბრის მიწურულს გადაიყვანეს, ხოლო 2 ოქტომბერს იგი გარდაიცვალა. მის შემთხვევაში პნევმონიური ჭირი განვითარდა, რომელიც ინფექციის ერთ-ერთი ფორმაა. დანარჩენი ორია: ბუბონური და სეპტიკური, რომელთაგანაც ისტორიულ შავ ჭირთან უფრო მეტად პირველს აკავშირებენ.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
კომენტარები