პეტრო პოროშენკო

16 Mar. 2022, 12:37

რუსეთის მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, კიევია, თუმცა ბრძოლები ხარკოვისა და დონბასის ოლქში მიმდინარეობს, ვინაიდან ჯერ მათ ეს რეგიონები უნდა აიღონ და შემდეგ კიევზე წამოვიდნენ. ამ ომს ეწირება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. პუტინმა შეცვალა თავისი ტაქტიკა, თუ ის ჩვენს სამხედროებს ებრძოდა, ახლა მისი სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. იღუპებიან ქალები და ბავშვები. 

პუტინი არ ელოდა ასეთ უკრაინულ არმიას, რომელიც პრეზიდენტმა 2014 წლის შემდეგ შექმნა, არ ელოდა ასეთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ მსოფლიოს მხრიდან. ჩვენ გავუძელით 3 კვირას, ეს ცოტა არაა. პუტინი არის მშვიდობისა და დემოკრატიის მტერი. მისი აგრესიის მიზეზიც ეს იყო საქართველოში. მე მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ერს ამ მხარდაჭერისთვის, ასეთი მასშტაბური აქციებისთვის ჩვენი ერისა და ქვეყნისთვის. ქართველმა ხალხმა იცის, თუ რას ნიშნავს რუსული ჯარის ყოფნა თავის ტერიტორიაზე. მსოფლიოც და ღმერთიც ჩვენთან არის, პუტინი ყველაფერზე პასუხს აგებს, რაც ჩვენთან და თქვენთან ჩაიდინა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა

ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს პირველ არარეზიდენტ,…