პოდოლიაკის თქმით, რუსეთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის ორგანიზება დაიწყება
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაიოლო პოდოლიაკის განცხადებით, უახლოეს კვირებში, შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინის ერთმანეთს შეხვდნენ. მისი თქმით, შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება მას შემდეგ, როცა სამშვიდობო შეთანხმება დაიდება, ამას კი წინ უძღვის შეთანხმების საკამათო საკითხების გადაწყვეტა, რასაც კვირანახევრამდე დასჭირდება.
ევროპეისკაია პრავდას ინფორმაციით, ამის შესახებ პოდოლიაკმა WP Wiadomości-სთან ინტერვიუში განაცხადა. პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინა არა მხოლოდ ხელს აწერს ხელშეკრულებას, არამედ სურს შეიმუშაოს კონკრეტული მექანიზმი, რომელიც მომავალში მისი უსაფრთხოების გარანტი იქნება.
"ჯერჯერობით, როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის დელეგაციები დგანან თავიანთ პოზიციებზე. საკამათო პუნქტების შეთანხმება შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან კვირანახევრამდე. ამ დროის განმავლობაში ჩვენ უნდა მივუახლოვდეთ სამშვიდობო შეთანხმების დადებას", — თქვა მან.
პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ როგორც კი შეთანხმებაზე მუშაობა დასრულდება, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება დაიწყება.
"ეს მოხდება უახლოეს კვირებში. ზოგადად, ადგილს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ის შეიძლება იყოს ნებისმიერ ადგილას, რუსეთის გარდა", — თქვა მან.
პოდოლიაკის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება პირველ რიგში ითვალისწინებს უკრაინის ინტერესებს, რომელმაც დიდი ზარალი განიცადა რუსეთის შემოჭრის გამო.
რაც შეეხება სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ რუსეთის ფედერაციასთან სამომავლო ურთიერთობებს, პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ შეუძლებელი იქნება წარსულში დაბრუნება და "ძმურ ხალხებზე" საუბარი.
"ხიდები აფეთქებულია. ჩვენ შევქმნით ძლიერ საზღვრებს და ისევე ცივად მოვექცევით რუსეთს, როგორც ამას იმსახურებს ქვეყანა, რომელიც ჩვენს სახლში შემოიჭრა ჩვენს მოსაკლავად", — თქვა მან.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა პუტინს შეხვედრისკენ, თუმცა პუტინი უარზე იყო. რამდენიმე დღის წინ კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პუტინი ყოველთვის მზად არის შეხვედრისთვის, თუ ამის საჭიროებას ხედავს.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
-
მომიტინგეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — ეუთოში კვლევა წარადგინეს მომიტინგეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — ეუთოში კვლევა წარადგინეს
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში
-
მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის
გადახედვა
-
ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს
გადახედვა
-
ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის
გადახედვა
-
ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე
-
შსს-მ ₾34 მლნ-ზე მეტი ღირებულების 553 კგ ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა შსს-მ ₾34 მლნ-ზე მეტი ღირებულების 553 კგ ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
გადახედვა
-
დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს
გადახედვა
-
რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები? რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა
გადახედვა
-
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა
გადახედვა
-
კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება? კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება?
-
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
-
შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას
გადახედვა
კომენტარები