ბრაიზა: რუსეთი ტერორიზმს თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებს
ფოტო: ICDS
თურქეთში, რუსეთის ელჩის მკვლელობის თემას და შედეგად წარმოქმნილ ახალ რეალობას ორმხრივ თუ რეგიონულ ურთიერთობებში სტამბოლიდან "ამერიკის ხმასთან" სკაიპით ჩაწერილ ინტერვიუში აანალიზებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე ევროპის და ევრაზიის საკითხებში, ამჟამად აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი, ელჩი მეთიუ ბრაიზა.
ანკარაში რუსეთის ელჩი მოკლეს. მსგავს ქმედებებს, ისტორიულად, ომები გამოუწვევია. როგორ შეცვლის ანდრეი კარლოვის მკვლელობა რეგიონის ორი დიდი ძალის - რუსეთის და თურქეთის ურთიერთობას?
ვფიქრობ, ამ ტრაგედიის შემდეგ, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები უფრო მჭიდრო გახდება. ამ მკვლელობამ ჩემზე განსაკუთრებულად იმოქმედა, პიროვნულად შემარყია. ერთის მხრივ, ვხედავთ, რომ ელჩები და ყოფილი ელჩები თავდასხმების სამიზნეები ხდებიან, ამავდროულად, ეს მკვლელობა გვაჩვენებს, რომ თურქულ სისტემაში ისევ არიან ბოროტმოქმედები, რომლებსაც მსგავსი საშინელების ჩადენა შეუძლიათ.
აქ ბევრს აქვს მოლოდინი, რომ ქვეყნებს შორის კავშირები გამყარდება. მკვლელობაზე ორივე ლიდერის, პრეზიდენტ ერდოღანის და პრეზიდენტ პუტინის გამოხმაურება გვაჩვენებს, რომ ისინი თანხმდებიან და ისინი ცდილობენ ამ ტრაგედიიდან ახალი სამშვიდობო პროცესი დაიწყონ, რომელშიც რუსეთი, თურქეთი და ირანი იქნებიან ჩართულები.
საბოლოო ჯამში, რუსეთს და თურქეთს შორის კავშირების გაძლიერებას ველი.
კარლოვის მკვლელობიდან მალევე, სირიის კონფლიქტზე სასაუბროდ რუსეთის, თურქეთის და ირანის წარმომადგენლები მოსკოვში შეიკრიბნენ. პროცესში არც შეერთებული შტატები და არც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ მონაწილეობდნენ. უნდა ველოდეთ თუ არა რეგიონში რუსეთის უფრო მეტ ჩართულობას?
რატომაც არა, თუ რუსეთის ჩართულობა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ნაცვლად კონფლიქტის მოგვარებას გულისხმობს. გაეროს შეფასებით, რუსეთი სირიაში ომის დანაშაულებს ჩადიოდა. რუსეთი მიზანმიმართულად ბომბავდა სკოლებს და საავადმყოფოებს.
ტრაგედიაა, რომ ამ პროცესში შეერთებული შტატები, გაერო და ჩვენი მოკავშირეები არ მონაწილეობდნენ. რამდენიმე თვის განმავლობაში სახელმწიფო მდივან ჯონ კერისგან მუდმივად გვესმოდა, რომ სირიის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია. როგორც ალეპოში ვნახეთ, სამხედრო გამოსავალი ყოფილა, ის რუსეთის და ბაშარ ალ-ასადის გამარჯვებით დასრულდა. თავის დროზე მოსკოვისთვის, ალეპოში ომის დანაშაულების ჩადენისთვის, პასუხი უნდა მოგვეთხოვა. მაგრამ ეს უკვე დაგვიანებულია.
არ მჯერა, რომ რუსეთს ტერორიზმთან ბრძოლა აღელვებს. რუსეთი ტერორიზმის ცნებას თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებს.
ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს - დონალდ ტრამპს, სირიასთან დაკავშირებით კონკრეტული პოლიტიკა არ წარმოუდგენია, მაგრამ მან ახსენა, რომ ექსტრემიზმის, მათ შორის ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” დასამარცხებლად რუსეთთან ითანამშრომლებს. რა აზრის ხართ თანამშრომლობის ამ ფორმაზე?
თეორიულად ეს კარგად ჟღერს, კარგი იქნებოდა შეერთებული შტატები და რუსეთი “ისლამური სახელმწიფოს” გასანადგურებლად გაერთიანებულიყვნენ. მაგრამ, მე ამის მოლოდინი არ მაქვს. შეერთებულ შტატებს და რუსეთს ტერორიზმზე განსხვავებული ხედვები აქვთ.
განსხვავებულია შეერთებული შტატების და რუსეთის ტერორიზმთან ბრძოლის ტაქტიკაც. ბევრისთვის ეს, შეიძლება, დაუჯერებელიც იყო, მაგრამ ანტი-ტერორისტული კამპანიების დროს შეერთებული შტატების მიზანია უდანაშაულო მოსახლეობაში მსხვერპლის შემცირება. რუსეთი კი ყველას განურჩევლად ბომბავს, როგორც ეს ალეპოსა და გროზნოში გააკეთა. მე ვერ ვხედავ რუსეთს ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ძალად. “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხების შემთხვევაშიც კი, მათ მიმდევრები გამოუჩნდებათ, და თუ ქვეყნის სათავეში ისევ ბაშარ ალ-ასადი იქნება, სირიაში სტაბილურობა ვერ მიიღწევა.
მაშინაც კი, თუ რუსეთი და შეერთებული შტატები პარტნიორობას გადაწყვეტენ, დონალდ ტრამპს იმედები მალევე გაუცრუვდება, როგორც ეს თავის დროზე პრეზიდენტ ობამას რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის შემდეგ მოუვიდა.
პრეზიდენტ ობამას კრიტიკოსები ამბობენ, რომ მისმა არასათანადო ყურადღებამ და სირიის ოპოზიციისადმი მხარდაჭერისგან თავის შეკავებამ შეერთებულ შტატებს ამ გეო-პოლიტიკურ კრიზისში ბერკეტები არ დაუტოვა. ახლა ამერიკაში გარდამავალი პერიოდია. რა როლი ექნება შეერთებულ შტატებს სირიის კონფლიქტის მოგვარებაში?
ვფიქრობ შეერთებული შტატები ახლა პროცესიდან გარიყულია.
ჩემი აზრით, პრეზიდენტ ობამას დიპლომატიური მარცხი იყო, როცა მან თავისივე “წითელი ხაზის” გადაკვეთაზე, ბაშარ ალ-ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, რეაგირება არ მოახდინა. მაშინ, სერგეი ლავროვმა როგორღაც მოახერხა და ჯონ კერი დაარწმუნა, რომ ქიმიური იარაღის თავიდან მოშორება სირიისთვის კარგი არ იქნებოდა.
შეერთებულმა შტატებმა თავისი პოზიციებით ვითარებიდან თავი თვითონვე გაირიყა.
რა გავლენას იქონიებს სირიის კონფლიქტი რუსეთ-ამერიკის სამომავლო ურთიერთობებზე, რომელზეც ისედაც ბევრი კითხვა არსებობს?
ვფიქრობ, ვლადიმირ პუტინი შეეცდება დონალდ ტრამპის გამოუცდელობა გამოიყენოს. თუ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა მანამდე სახიფათოდ არ დაიძაბა, ვფიქრობ, დონალდ ტრამპი გონს მოეგება და რუსეთის წინააღმდეგ ისეთ პოლიტიკას გაატარებს, რომელიც მაშინ უნდა გატარებულიყო, როცა რუსეთი ალეპოში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდა.
თურქეთი და რუსეთი რეგიონის მსხვილი მოთამაშეები არიან. რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის ახალ ფაზაში გადასვლამ საქართველოზე და სამხრეთ კავკასიაზე?
საქართველოზე პირდაპირ გავლენას არ ველოდები. მე ენერგო წყაროების საკითხზე უფრო ვღელავ, რისი გამოყენებითაც რუსეთმა, შესაძლოა, საქართველოს და აზერბაიჯანის იზოლირება სცადოს. თურქეთის დინების ნავთობსადენის მიზანია რუსული გაზის ევროპის კავშირში ჩატანა და აზერბაიჯანში ენერგო სფეროში ინვესტიციების შემცირება. ჩემი აზრით, ეს რუსეთის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად საქართველოს და აზერბაიჯანის რუსეთის უფრო მეტი გავლენის ქვეშ მოქცევას გულისხმობს.
არსებობს რისკები, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა ევროპის-კავშირთან მათი კავშირების დაკარგვა დაიწყონ. იმედი მაქვს ეს არ მოხდება. საქართველო თვითონ ირჩევს თავის მომავალს. მოსკოვი ბოლო არჩევნების შედეგების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს, მას ქართულ სისტემაში მოკავშირეები ჰყავს. ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხი დარჩება თავისი მისწრაფებების ერთგული და გააგრძელებს ტრანს-ატლანტიკურ საზოგადოებასთან დაახლოებას. ამის მჯერა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს ყოველთვის ექნება მცდელობები ეს ეროვნული კონსენსუსი შეარყიოს.
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები