"მოქალაქის დაკავება მხოლოდ კრიტიკული მოსაზრების გამო უკანონოა" — საია სამარგულიანის დაკავების მცდელობაზე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გუშინ, ამაღლების ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. საია-ს განცხადებით, პაატა სამარგულიანის მიმართ გამოყენებული ღონისძიება გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო და არათანაზომიერი ჩარევაა.
საქართველოს იურისტთა ასოციაციის შეფასებით, მოქალაქის დაკავება მხოლოდ კრიტიკული მოსაზრების გამო უკანონოა. ისინი აღნიშნავენ, რომ ევროპული კონვენცია და საქართველოს კონსტიტუცია იძლევა გამოხატვის თავისუფლების გარანტიას, ხოლო პოლიციის მიერ ძალის გამოყენება აღნიშნულ შემთხვევაში არაპროპორციული და გაუმართლებელი იყო.
"საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაა დაცული და გარანტირებულია პირის აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. მოქალაქეს უფლება აქვს გამოხატოს თავისი პოზიცია და გააკრიტიკოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, წარმომადგენლების ქმედება. მოქალაქის მიერ წარმოთქმული ფრაზა ვერ ჩაითვლება პირის დაკავების საფუძვლად, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მოქალაქემ ეს თქვა სამართალდამცავების ქმედებების გაკრიტიკების კონტექსტში.
ევროპულ სასამართლოს, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებაში აქვს განმარტებული, რომ თუ ადამიანის ქმედება (ამ შემთხვევაში, მისი გამოხატვა) არც ძალადობრივია, არც მიზნად ისახავს ძალადობას, არც აქვს რესურსი, გადაიზარდოს მოვლენათა ესკალაციაში, მის წინააღმდეგ დაკავების ინიციირება უკანონოა. ამასთან, ასევე, განმარტებული აქვს ევროპულ სასამართლოს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მეტი ტოლერანტობა უნდა იქნეს გამოვლენილი იმ პირების მიმართ, რომლებიც გამოთქვამენ კრიტიკულ მოსაზრებებს, თუნდაც ეს მოსაზრებები, გამოხატული იყოს გაუმართავად ან ემოციური ფორმით.
გარდა იმისა, რომ მოქალაქის მიერ ზემოაღნიშნული ფრაზის გამო დაკავება გაუმართლებელია, გავრცელებული ვიდეო მასალის მიხედვით, არ იკვეთებოდა პოლიციელის მხრიდან ძალის გამოყენების აუცილებლობა. ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან დაკავების, როგორც უკიდურესი ღონისძიების, თვითნებური გამოყენების პრაქტიკას".
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 11 ივლისს გავრცელდა ვიდეო, სადაც გარკვევით ჩანს, რომ მოქალაქე გამოესარჩლა მოქალაქეს, რომელსაც პოლიციელი აკავებდა. პოლიციელის გაღიზიანება შემდეგმა ფრაზამ გამოიწვია: "მოვა დრო და დედას გიტირებენ". სამართალდამცავმა მოქალაქეს საყელოში მოქაჩა და ორ სხვა პოლიციელთან ერთად მის დაკავებას აპირებდა, რა დროსაც მოქალაქემ გონება დაკარგა.
პაატა სამარგულიანი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგაც საქმე აღიძრა და 12 ივლისს განყოფილებაშია დაბარებული.
ამავე თემაზე იხილეთ:
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები