თამთა მიქელაძე

12 Jul. 2025, 13:02

"ამაღლების ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი, გარდა იმისა, რომ პოლიციის მხრიდან ღირსების შემლახავ მოპყრობას აჩვენებს მოქალაქის მიმართ, ვინც პისტოლეტის და დასჯის ძალაუფლების წინაშე ალაპარაკება გაბედა და არ გაჩუმდა, ის გვაჩვენებს ერთ დიდ სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემას: ეს არის პოლიციის ბრუტალურობა და ამის ნორმალიზებაა ჩვენს ყოველდღიურობაში.

საპოლიციო რეჟიმი, რომელსაც ქართული ოცნება აყალიბებს, სწორედ ასეთი რეალობის შექმნას ისახავს მიზნად, სადაც ძალადობა ნორმალიზებულია და რუტინად ქცეული.

საპოლიციო სისტემაში საპოლიციო ძალადობა პირველ რიგში პოლიტიკურ მტრებს უსწორდება სასტიკად, მაგრამ ის აუცილებლად იქნება სასტიკი ყველა დანარჩენის მიმართაც, რადგან ასეთი რეჟიმი აუქმებს ადამიანს და პოლიციას აძლევს დაუსჯელობის იმუნიტეტს, რომელსაც აღარ გააჩნია კონტროლი, ან საზოგადოებრივი კონტრბალანსი.

დღეს ბატონ პაატა სამარგულიანს სინამდვილეში არ მოუქნია ხელი მხოლოდ იმ კონკრეტულმა პოლიციელმა, მას დაარტყეს ირაკლი კობახიძემ, გელა გელაძემ (მისმა წინამორბედებმა), ბიძინა ივანიშვილმა, ვინც პოლიციას სამართლის აღვირი აუხსნა, მათი ძალადობა პოლიტიკურ იარაღად აქცია და ამ ძალადობით ისინი არა მხოლოდ სარგებელს, არამედ სიამოვნებასაც იღებენ.

მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენს ქალაქებში ადამიანები არ კარგავენ ემპათიას და სოლიდარობის ენერგიას.

მოქალაქეები ერთმანეთს გამოესარჩლნენ და ადგილზე სოლიდარობის ქსელი შექმნეს — ერთი კამერით იღებდა და მტკიცებულებებს ქმნიდა, მეორემ ხმა ამოიღო და საკუთარი სხეულით გამოესარჩლა სხვას, ქალები გაშველებას და სიტუაციის ნორმალიზებას ცდილობდნენ.
როცა მოქალაქეები ჩარევას ბედავენ, ისინი ამტკიცებენ, რომ სხვისი ტკივილი მათთვის უმნიშვნელო არ არის. ეს არამხოლოდ ადამიანური ჟესტია, არამედ პოლიტიკური პოზიცია, სადაც სხვისი ღირსება ხდება საერთო ღირებულება.

პოლიციის წინაშე დღეს ნამდვილად გაიმარჯვა პოლიტიკურმა, პოლიტიკურის ყველაზე ღრმა და ფუნდამენტური გაგებით, რაც ნიშნავს ხმის ამოღებას, დაუმორჩილებლობასა და სოლიდარობას.
ბატონი პაატა სამარგულიანი ნამდვილი მოქალაქეა, ამ სიტყვის ყველაზე დიდი გაგებით!

დიდი მადლობა მას!"

წერს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ხელმძღვანელი, იურისტი თამთა მიქელაძე საკუთარ სოციალურ ქსელში და ამაღლების ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

ცნობისთვის, თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მოქალაქე პაატა სამარგულიანი მეორე მოქალაქეს გამოესარჩლა, რომლის დაკავებასაც პოლიცია ცდილობდა. ამის შემდეგ პოლიციამ მისი დაკავებაც სცადა, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა. როგორც პაატა სამარგულიანი ჰყვება, პოლიციის გაღიზიანება გამოიწვია მისმა ფრაზამ: "მოვა დრო ეს ხალხი ყოფას გიტირებთ ყველას".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რომელ ტელევიზიას რამდენი კომერციული შემოსავალი ჰქონდა 2025 წელს?
  2. გუდაურში იტალიელი ტურისტი დაიღუპა
  3. ხელისუფლების არაღიარების შემთხვევაში ვის შეიძლება დაემუქროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა? — ინტერვიუ ნიკა სიმონიშვილთან
  4. ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულ ჟურნალისტ ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს
  5. ირაკლი კობახიძე ასახელებს პროფესიებს, რომლებზეც ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მიიღებს უკლებლივ ყველა ზომას იმისათვის, რომ დაცული იყოს ტელეკომპანია "იმედის" და "პოსტვ"-ის მედიის თავისუფლება

ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის მიერ პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიების, "იმედის" და…