აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1 350-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლება დაიწო
ფოტო: Reuters
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პარასკევს 1 350-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლება დაიწო, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივის ნაწილია — მას სურს America First (ამერიკა უპირველეს ყოვლისა) პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფო უწყებების რადიკალური გადახალისება. გათავისუფლებულებს შორის არიან 1 107 სამოქალაქო სამსახურის და 246 საგარეო სამსახურის ოფიცერი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
პროცესი იმ ფონზე მიმდინარეობს, როცა მსოფლიო არენაზე გრძელდება კრიზისები რუსეთთან, ჩინეთთან, ირანსა და ისრაელთან, ასევე ღაზაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეორგანიზაცია მიზნად ნაკლებად მნიშვნელოვანი, დუბლირებული ან არაეფექტური სტრუქტურების შემცირებას და თანამშრომლების რაოდენობის 3 000-მდე შემცირებას ისახავს (გათვალისწინებულია ნებაყოფლობითი წასვლებიც), რაც აშშ-ში მომუშავე დაახლოებით 18 000 თანამშრომლიდან ხდება.
დემოკრატმა სენატორებმა ტიმ კეინმა და კრის ვან ჰოლენმა გადაწყვეტილება შეაფასეს, როგორც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი. ყოფილი დიპლომატებიც ამბობენ, რომ ამ ნაბიჯით ამერიკის დიპლომატიური პოტენციალი სუსტდება.
პარასკევს დეპარტამენტში ემოციური სცენები განვითარდა — თანამშრომლებმა გათავისუფლებულებისთვის "გამომშვიდობების ტაში" მოაწყვეს. ბევრი ტიროდა და ყუთებით ატარებდა ნივთებს, სხვები კი ტაშს უკრავდნენ და ბანერებს აწერდნენ "გმადლობთ, ამერიკის დიპლომატებო!"
გათავისუფლებულებს დაავალეს, დაებრუნებინათ სამსახურებრივი ბარათები, ტექნიკა და სხვა ქონება. 5-გვერდიანი განთავისუფლების სია მათ აფრთხილებდა, რომ პარასკევს საღამოს 5 საათზე შეუწყდებოდათ წვდომა ელექტრონულ ფოსტასა და შენობებზე.
გეგმით გაუქმდება თანამდებობები და ოფისები, რომლებიც ეხება ცივილურ უსაფრთხოებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და ომის დანაშაულების მონიტორინგს. მანამდე, ტრამპის ადმინისტრაციამ USAID გააუქმა და მისი ფუნქციები სახელმწიფო დეპარტამენტში გადაანაწილა.
გადახალისება თავდაპირველად 1 ივლისისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა სასამართლო დავებმა პროცესს ხელი შეუშალა. ამ კვირაში უზენაესმა სასამართლომ მასობრივ შემცირებებს მწვანე შუქი აუნთო, რის შემდეგაც თეთრი სახლის იურიდიულმა სამსახურმა და პერსონალის მართვის ოფისმა კანონის შესაბამისად ფედერალური უწყებების მონიტორინგი დაიწყეს.
-
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო
-
რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს
გადახედვა
-
ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს
-
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს
გადახედვა
-
RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
-
ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს
გადახედვა
-
ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია
გადახედვა
-
ოლეგ ბარციცი: საქართველოს პოზიცია აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფაზე და რეალობასაა მოწყვეტილი ოლეგ ბარციცი: საქართველოს პოზიცია აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფაზე და რეალობასაა მოწყვეტილი
გადახედვა
-
იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება
-
3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს 3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს
-
მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია
გადახედვა
-
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
-
მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება? რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს
გადახედვა
კომენტარები