კოსმოდრომის მირაჟი: როგორ მოატყუეს რუსმა "დევნილებმა" გურულები
ფოტო: ifact
გურიაში რუსების, მარია და იულია არხიპოვების მიერ კოსმოდრომ "კოლხიდას" მშენებლობის გეგმების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება ifact-მა ჩაატარა. მათი ცნობით, არხიპოვები თავს დებად და რუსეთიდან პოლიტიკურ დევნილებად ასაღებენ. ლანჩხუთში 14 000 კვადრატულ მეტრი მიწა იყიდეს და ამბობენ, რომ იქ დრონებისა და თანამგზავრების საწარმოო ინფრასტრუქტურის აშენება უნდათ.
თუმცა მომავლის ტექნოლოგიური ამბიციების მიღმა ფარული კავშირების, დეზინფორმაციისა და ადგილობრივი რესურსების ექსპლუატაციის ამბავი იმალება.
რა დგას კოსმოსური ოცნებების მიღმა?
2022 წლის დასაწყისიდან, საქართველოში შემოსვლის შემდეგ, არხიპოვებმა დაარეგისტრირეს რამდენიმე კომპანია, მათ შორის "სერვიუკი აგრო" და "საქართველოს კოსმოსური ტექნოლოგიები" და შეიძინეს მიწის ნაკვეთები. პროექტის შესახებ არქიპოვები ათეულობით ვიდეოს აქვეყნებდნენ თავიანთ YouTube არხებზე. კოსმოდრომში ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადებაზე საუბრობდნენ, თუმცა, რეალური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მშენებლობა არც დაწყებულა და სავარაუდოდ, არც დაიწყება. ამგვარი მშენებლობისთვის ნებართვები გაცემული არაა და არც არხიპოვები ჰგვანან მილიონრებს.
რუსული "პრავფონდიდან" გაჟონილი დოკუმენტები კი კიდევ უფრო ნათელ სურათს გვაჩვენებს, თუ რატომ არიან არხიპოვები აქ. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა არხიპოვებისა და ფონდის წერილობითი კომუნიკაცია და ასობით მეილი 2014 წლიდან მოყოლებული. გაჟონილი მასალა OCCRP-ს ჩაუვარდა ხელში. "აი, ფაქტი", როგორც OCCRP-ს ქსელის წევრი ორგანიზაცია, ამ გზით ჩაერთო გამოძიებაში.
არხიპოვებისა და რუსეთის სახელმწიფო ფონდის (რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქცირებულია სადაზვერვო საქმიანობისთვის), ხანგრძლივი მიმოწერა აჩვენებს მათ მჭიდრო და უწყვეტ კავშირს. 2023 წლის აგვისტოში მარიამ ფონდს წერილობით აცნობა, რომ კოსმოდრომი, შესაძლოა, რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ემსახუროს და ხაზს უსვამდა იმას, რომ ქართველი ნაციონალისტების მხრიდან მათ მიერ განხორციელებულ მუქარაზე ადგილობრივი ხელისუფლება არ რეაგირებდა.
მარია 46 წლისაა, იულია 45 წლის. გურიაში მათ დებად იცნობენ, მაგრამ მარიას მამის სახელი სერგეია, იულიასი კი - ალი. სინამდვილეში, ისინი პარტნიორები არიან და ცოლ-ქმარი იყვნენ მაშინაც, როცა მარიას ჯერ კიდევ ევგენი ერქვა და კაცად იდენტიფიცირდებოდა.
წლების წინ, მარია არხიპოვა ევგენი არხიპოვი იყო. შემდეგ კი ის ტრანსგენდერი ქალი გახდა და ამაზე მედიაში ღიად დაიწყო საუბარი. ერთ-ერთ ინტერვიუში მარია ამბობდა, ჩემმა ცოლმა ურთიერთობის დასაწყისიდანვე იცის, რომ ქალი ვარ და სქესის შეცვლისას მხარსაც მიჭერდაო.
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს დევნილებად წარმოაჩენენ, არხიპოვები 12 წელია "პრავფონდთან" თანამშრომლობენ. დოკუმენტები აჩვენებს, რომ მათ არაერთი გრანტი მიიღეს პროკრემლისტური შინაარსის ანგარიშებისთვის და აქტიურად მონაწილეობდნენ პოლიტიკურ ნარატივებზე მუშაობაში — მათ შორის ყირიმის ანექსიის დროს.
საქართველოში ყოფნისას არხიპოვები პრავფონდს უგზავნიან ანგარიშებს, სადაც წერენ, რომ რუსულენოვანი მოსახლეობა აქ განიცდის სისტემურ დისკრიმინაციას და თავდასხმებს, მოითხოვეს რუსული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭება და რუსეთის მთავრობას ურჩევენ, საქართველოში განათავსოს რუსული ჯარები.
როგორ მოატყუეს არხიპოვებმა გურულები?
გურიაში არხიპოვები ადგილობრივებს ინვესტორებად გაეცნენ. ძველი კონფიტიურის ქარხნის მოხუც მფლობელებს დაჰპირდნენ, რომ ქარხნის აღდგენაში მილიონობით ინვესტიციას ჩადებდნენ, სანაცვლოდ კი წილები დაეთმოთ. ქართველმა მფლობელებმა არხიპოვებს წილების 49% უსასყიდლოდ გადაუფორმეს. არხიპოვებმა, დოკუმენტებში საეჭვო მანიპულაციების გზით, მიაღწიეს იმას, რომ ახლა ძველ მფლობელებს ქარხნის ტერიტორიაზე არ უშვებენ და იქ არხიპოვებს დაცვად რუსები ჰყავთ დატოვებული.
გურულებმა არაერთი საჩივარი შეიტანეს პროკურატურასა და სასამართლოში, თუმცა საქმე დღემდე არ დაძრულა.
არხიპოვების ამბიციური გეგმების შესახებ სრული ინფორმაციას ნახეთ ifact-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები