თმის შეკვრა, ხელების ხშირი დაბანა და სხვა — რა წესები უნდა დაიცვან მოსწავლეებმა
ფოტო: Shutterstock
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი რეკომენდაციების თანახმად, სკოლის მოსწავლეებს სასწავლო პროცესში გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ, მათ შორის, ხელების დაბანა წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას.
ახალი რეკომენდაციების მიხედვით, მოსწავლემ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში უნდა დაიმუშავოს, თუ ხელების დაბანას თხევადი საპნით ვერ ახერხებს. ამასთან, მოსწავლე ვალდებულია დახველებისა და დაცემინების დროს გამოიყენოს სუფთა ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ახალი რეკომენდაციები მოსწავლეებს მოუწოდებს, რომ არ გამოიყენონ სხვისი ნივთები და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ექიმს მიმართონ.
ამავე რეგულაციების მიხედვით, მოსწავლე ვალდებულია სწავლების პერიოდში თმა შეიკრას, რათა მაქსიმალურად შეზღუდოს თმების სახის ზედაპირზე შეხება.
რეკომენდაციები ასევე, შემუშავებულია მშობლებისთვისაც. ახალი რეგულაციების თანახმად, მშობელი ვალდებულია, ცხელების ან რესპირატორული დაავადების შემთხვევაში მოსწავლე სკოლაში არ გაუშვას, ხოლო თუ სკოლაში იმყოფება გაიყვანოს სასწავლო პროცესიდან და სახლში მოსწავლის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შეატყობინოს კლასის დამრიგებელს.
ასევე, მშობელი ვალდებულია, ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას მიმართოს ოჯახის ექიმს, ცხელების ცენტრს ან შესაბამის სამედიცინო სამსახურს და ბავშვს ჩაუტაროს PCR ტესტირება.
რაც შეეხება შესვენებებს, რეკომენდებულია, რომ გაკვეთილებს შორის შესვენებები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის განსხვავებულ დროს დაიგეგმოს. ამასთან, შესვენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. რეგულაციების მიხედვით, სკოლის ეზოებში ან ღია სივრცეებში გაკვეთილების ორგანიზებაც შესაძლებელია, თუმცა შესაბამისი დისტანციის დაცვით.
საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეთა შორის სავალდებულო დისტანციად კი 1 მეტრი განისაზღვრა. რეკომენდაციების თანახმად:
- მაგიდები უნდა განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები არ ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და მათ შორის დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ 1 მეტრისა;
- თუ მოსწავლეები დასხდებიან ერთმანეთის პირისპირ, მაგიდები უნდა განლაგდეს იმგვარად, რომ მათ შორის დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ 2 მეტრისა;
ასევე, საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებელი აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე, თუ მაგიდები განლაგებულია იმგვარად, რომ მასსა და მოსწავლეებს შორის შეუძლებელია 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა.
რეკომენდაციები შეეხო სკოლებში კვების პროცესსაც. ახალი წესების თანახმად, სკოლის ბუფეტი/სასადილო იმ შემთხვევაში იფუნქციონირებს, თუ მოსწავლეთა რიგში დგომის დროს უსაფრთხო დისტანციის დაცვა შესაძლებელია. რეკომენდაციების თანახმად, საკვების შესაძენად მოსწავლეთა გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, მიზანშეწონილია საკვების კონტეინერით ანუ ლანჩ-ბოქსით ტარება.
ჯანდაცვის სამინისტრო მოსწავლეებს, ასევე, მოუწოდებს, რომ საკვების მიღების წინ ხელები წყლით და საპნით დაიბანონ, რადგან საკვების მიღების წინ სანიტაიზერით ხელის დამუშავება არ არის რეკომენდებული. ამასთან, სასადილოებში არსებული ყველა ონკანი უნდა მუშაობდეს გამართულად, ხოლო შესასვლელთან ახლოს, შიდა სივრცეში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფუნქციონირებისთვის გამართული ხელსაბანები.
ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები შეიმუშავა მოსწავლეთა ტრანპორტირებისთვისაც. ახალი წესების მიხედვით, თერმოსკრინინგი უნდა ჩატარდეს სკოლის ტრანსპორტში ასვლამდე. ასევე, ტრანსპორტირებისას ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის, მოსწავლის, მასწავლებლისა და მძღოლისთვის, სავალდებულოა პირბადის გამოყენება.
რაც შეეხება, ზოგად რეკომენდაციების სკოლებისთვის:
- დაწესებულების შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი, სავალდებულო გამოყენების ნიშნის მითითებით;
- შესასვლელთან უნდა განხროციელდეს თერმოსკრინინგი, რათა სკოლაში მომსვლელი ნებისმიერი ვიზიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით გაკონტროლდეს;
- ხელის დეზინფექციისათვის არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებების დისპენსერები უნდა განთავსდეს დაწესებულების შესასვლელში, საერთო სარგებლობის სივრცეებთან თითო სართულზე არანაკლებ 2 ცალი;
- სასწავლო ოთახები, ადმინისტრაციული სათავსები და საერთო სარგებლობის ფართები უნდა აღიჭურვოს გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერებით;
- სანიტარიული წერტილები უნდა დასუფთავდეს ყოველი დასვენების შემდეგ.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020-2021 წლის სასწავლო პროცესი 2084 საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს განახლდება. ახალი რეგულაციების მიხედვით, სკოლის შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის, გარდა მოსწავლისა, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.
ასევე წაიკითხეთ:
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა
გადახედვა
-
"ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა "ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა
გადახედვა
-
სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს
გადახედვა
-
ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს
გადახედვა
-
მარსზე ახალი წელია! — მან მზის გარშემო მომდევნო წრეზე შემოვლა დაიწყო მარსზე ახალი წელია! — მან მზის გარშემო მომდევნო წრეზე შემოვლა დაიწყო
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
კომენტარები